აბრაამული თეიზმის მთავარი პრობლემაა სექსუალური ენერგიის დესაკრალიზება და აბსოლუტში ქალური ასპექტის სრული უარყოფა, რამაც მიგვიყვანა ნიცშეს მიერ დეკლარირებულ "ღმერთის სიკვდილამდე". გავიხსენოთ რა წერია ტანტრებში, თუ შაქტის გარეშე მამაღმერთი არის - გვამი, მაშინ ცხადი ხდება თუ რატომ მოახდინა ფაქტის კონსტატირება ფ. ნიცშემ, როდესაც თქვა: "ღმერთი მოკვდა! ჩვენ მოვკალით იგი! ახლა კი გვსურს, რომ იცოცხლოს ზეკაცმა!", რაც ნიშნავს იმას, რომ აბრაამის მიმდევრებმა უფალში მდედრობითი ენერგიის, მაცოცხლებელი ენერგიის - დადაბუნების უარყოფით მოკლეს საკუთარი ღმერთი და დასავლური ბიბლიური "ცივილიზაცია" უკვე 400 წელზე მეტია რაც იხრწნება ცოცხლად, რადგანაც მინიმუმ 400 წელი მაინც არის გარდაცვლილი. მსოფლიოში დღითიდღე იზრდება ათეისტების და ტრანსჰუმანისტების რაოდენობა, რომლებიც არიან კიდეც "იდეალური ზეკაცები", ბილა-სვარგას დემონების მსგავსნი, რომლებიც ებრძვიან უფალს. მეცნიერული ათეიზმის წარმოშობა და განვითარება, არის უფალში ქალურის უარყოფის და თავად მამაზეციერის სიკვდილის ლოგიკური რეზულტატი. ბიბლიური მამა ღმერთი რეალურად მოკვდა და ის მისივე მიმდევრებმა მოკლეს. მამა არ არსებობს დედის გარეშე. დიაკონმა კურაევმა ერთხელ თქვა: "მონოთეიზმი განვითარდა წარმართობიდან, როდესაც უკვე სამყაროს დასაბამში არის ერთი უფალი, ერთი საწყისი, რომელსაც არ სჭირდება მეუღლე", მაგრამ ეს არის საზიზღარი ტყუილი, მამა ვერ იარსებებს დედის გარეშე. მამაღმერთი არ არსებობს ზეციური დედის გარეშე. უკანასკნელი მეცნიერული კვლევებიც მოწმობენ, რომ ბიბლიურ უფალს ჰყავდა მეუღლე და მას ერქვა - აშერა. უფალში მდედრობით საწყისს აღიარებენ კაბალისტები და უწოდებენ მას - შეჰინას. შეჰინა თარგმანში ნიშნავს "უფლის დიდებას", ხოლო შაქტი - "უფლის ენერგიას, ძალას"... არაფერი გახსენდებათ? შაქტი და შეჰინა ერთი და იგივეა ანუ საბოლოოდ იუდეველებს მაინც არ გამოუვიდათ უფალში ქალურის უარყოფა, თუმცა ზოგიერთები შეჰინას უპიროვნო ძალად განიხილავენ.
მამრობითი არ არსებობს მდედრობითის გარეშე, როდესაც ბრაჰმანმა მოისურვა გამხდარიყო მრავალი, ის გახდა მრავალი, ჯერ იშვნენ შივა-ტატვა და შაქტი-ტატვა, ხოლო მათგან მრავალი სხვა ფორმა სიცოცხლისა და სამყაროთა მირიადები. ყველა და ყველაფერი არის შივა-ტატვას და შაქტი-ტატვას ემანაცია. კოსმოსი, ისევე როგორც ცოცხალი სულები (ჯივები), წარმოადგენენ უფლის (აბსოლუტის) კოსმიურ სხეულს, მის გაგრძელებას. აბსოლუტი ყველაფერშია. განთავისუფლება, არის აბსოლუტთან დაკარგული კავშირის აღდგენა და საკუთარი შინაგანი მე-ს გამოღვიძება.








