Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ამ კაცს ნამდივლად ეკუთვნის თემა.

 

უნიჭიერესი პიროვნებაა! მართალია რეპერია მაგრამ შესანიშნავ მუსიკას ქმნის. კარგი ტექსტები აქვს. ცოცხლად მაგრად მღერის.

 

http://i74.photobucket.com/albums/i263/myspaceye/bandwallpapers/eminem/Eminem_desktop_wallpaper.jpg

 

მარშალ ბრიუს მაზერს III (დ. 17 ოქტომბერი, 1972. დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ) ცნობილია თავისი სასცენო სახელით — ემინემი — ამერიკელი რეპერი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი. მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 70 მილიონზე მეტი ალბომის წყალობით, ემინემი ადრეული 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად და ყველაზე წარმატებულ რეპ-შემსულებლად ითვლება. ემინემი რეპერმა და პროდიუსერმა დრ. დრემ აღმოაჩინა.

 

მარშალ ბრიუს მაზერს III დაიბადა მისურის შტატში, დებორა მაზერს-ბრიგსისა და მარშალ ბრიუს მაზერს უმცროსის ოჯახში. მამამ ოჯახი ადრე მიატოვა. 12 წლის ასაკამდე მარშალი, დედასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში საცხოვრებლად გადადიოდა. საბოლოოდ ისინი დეტროიტში დასახლდნენ. აქ, მოზარდობის პერიოდში მარშალი დაინტერესდა ჰიპ ჰოპით და სხვადასხვა საღამოზე გამოდიოდა ფსევდონიმით "M&M". 1995 წელს იგი შეუერთდა ჯგუფ Soul Intent-ს. ამავე პერიოდში გამოიცა მისი პირველი სინგლი. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო ლინკოლნის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, უფრო მეტ დროს უთმობდა ფრისტაილის ტიპის შეჯიბრებს ოსბორნის სკოლის მოსწავლეებთან. მან მალე მიიპყრო ანდერგრაუნდული ჰიპ-ჰოპის მოყვარულთა ყურადღებაც. 17 წლის ასაკში იგი გააგდეს სკოლიდან.

 

1992 წელს მაზერსი მიიღო კომპანიამ FBT Productions, რომელსაც ძმები ჯეფ და მარკ ბეისი ფლობდნენ. იქ, 1996 წელს მან მოამზადა სადებიუტო დისკი Infinite, რომელიც ჩაწერილი იქნა ძმების საკუთარ სტუდიაში. დისკი გამოვიდა ლეიბლზე Web Entertainment. დისკში განხილული იქნა მისი ახლადშობილი გოგონას, ჰეილი ჯეიდ სკოტის მნიშვნელობაც. ამავე პერიოდში ემინემს ჰქონდა პრობლემები მეუღლესთან, კიმთან.

 

მინი-ალბომის The Slim Shady EP ჩაწერის შემდეგ მან მეტი ყურადღება მიიპყრო, ამასთან - რეპერ კეიჯის იმიტირების გამო, რამაც კრიტიკა დაიმსახურა. ამ პერიოდში იგი დაუკავშირდა ჯგუფის Insane Clown Posse წევრ ჯოზეფ ბრიუსს და შესთავაზა ალბომის გამოსვლის დღეს პრეზენტაციაზე კონცერტის გამართვა. ბრიუსმა ამაზე უარი უთხრა. მარშალი ნაწყენი იყო და გააკრიტიკა დუეტი ბევრ თავის ინტერვიუში.

 

გარდატეხა მაშინ მოხდა, როდესაც Interscope Records დაინტერესდა მარშალის შემოქმედებით - მას შემდეგ რაც იგი რეპ ოლიმპიადაში მეორე ადგილზე გავიდა. დრ. დრემ , რომელიც ფლობდა ლეიბლს Aftermath Entertainment მოისმინა რეპერის ჩანაწერები და შესთავაზა სრულყოფილი დისკის გამოცემა. მათ ერთად დაიწყეს ემინემის სადებიუტო მასშტაბურ ალბომზე მუშაობა.

 

 

 

დისკოგრაფია

 

მონაწილეობა მიიღო ფილმში "8 მილი"

 

http://www2.avoe.ge/ftp/movies12/8%20Mile/poster.jpg

 

დასახელება: მერვე მილი

ჟანრი: დრამა,

წელი: 2002

პროდიუსერი: კერტის ჰენსონი

ენა: რუსული

როლებში: ემინემი, კიმ ბესინჯერი

 

მოკლე შინაარსი:

დეტროიტი, 1995 წელი. ახალგაზრდა რეპერი დეტროიტიდან თავისი დაბალი სოციალური სტატუსით გამოწვეულ აგრესიას მუსიკის საშუალებით უმკლავდება.

 

Download

 

 

 

აბა ვის მოგწონთ? გამოთქვით თქვენი აზრები ამ გენიალური პიროვნების შესახებ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

zeppelina

შეიძლება გერევა.. აი იმაში.. რომელი რეპ სიმღერა მოგწონთო...

აა ხო, ალბათ)) მადლობა

 

იყოს აქაც))

 

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო თან თუ ინგლისური გესმის უპრო დააპასებ მის ნიჭს,მართლა ნიჭიერი ტიპია და საუკეთესოცაა რაპის მიმდევრობაში :papa:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

+1

 

ყველა ჯანრს ყავს საუკეთესო.. ყველა ჯანრში არის კარგი და ღირებული...

რაც არ უნდა არ გვიყვარდეს ეს ჯანრი, დაფასება თუ არა ობიექტურად შეფასება მაინც უნდა შეგვეძლოს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
  • 8 months later...
  • 4 months later...
  • 4 months later...
  • 2 years later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...