←  ფეხბურთი

Planeta.Ge

»

Real Madrid Fan Club

- ის სურათები TreZoRA 15 Jul 2009

დადებული სურათი

მადრიდის რეალის ისტორია

სრული სახელწოდება: Real Madrid Club de Fútbol
მეტსახელები: ვიკინგები, მერენგები, თეთრები, ლოს გალაქტიკოსი, ბლანკოსი
დაარსების წელი: 1902
სათამაშო მოედანი: Santiago Bernabeu
ტევადობა: 74309 მაყურებელი
მისამართი: Concha Espina s/n 28036 Madrid

მდინარე მანსანარესის სანაპირო, პრადოდან მომავალი გზა პუერტო დე იეროს სახელით ცნობილი ადგილი, მონკოლოა… გასული საუკუნის დასაწყისში, ვილია დე ოსოს ნებისმიერი თავისუფალი ტერიტორია შეიძლებოდა იმპროვიზირებულ მოედნად ქცეულიყო, სადაც ფეხბურთის მოყვარულები ბურთს დიდი ემოციით, თავდაუზოგავად დასდევდნენ. სწორედ აქ გამართული შეხვედრები იქცა კასტილიური ფეხბურთის განვითარების საფუძვლად. სადღაც, 1886-1887 წლებში “ფუტბოლ სკაი”(Foot Ball Sky) ჩაისახა, რომელიც საფეხბურთო კლუბ, “მადრიდის” წინამორბედად ითვლება, თუმცა ამ უკნასკნელის დაარსების ოფიციალურ თარიღად, 1902 წელს მიიჩნევენ. ეს გახლდათ ფუნდამენტი, რომლის ავტორებიც პადროსი, პალასიოსი, გოროსტისაგა, მენდია, ბარელა და ნეირა იყვნენ. გავა წლები და უკვე “სამეფო კლუბად” წოდებული “რეალი” ყველაზე მაღალ საფეხბურთო მწვერვალებს დაიპყრობს, მილიონობით ქომაგს გაიჩენს და უკვე მე-20 საუკუნის მიწურულს, ყველაზე ტიტულოვან ევროპულ გრანდად იქცევა.
1902 წლის 6 მარტს, ფეხბურთის ქომაგთა ჯგუფმა მადრიდ Foot Ball Club დაარსა. გუნდის მმართველობის პირველი თავკაცი, ხუან პადროს რუბიო იყო. მისი ხელმძღვანელობით, მმართველობამ გუნდის ფორმად თეთრი მაისური და ტრუსი, ცისფერი წინდები და კეპი აირჩია. აგრეთვე იმ პერიოდში დამტკიცდა, რომ კლუბის ემბლემა იასამნისფერი ზოლით უნდა ყოფილიყო შემკული.
უკვე 9 მარტს, მადრიდ FootBall Club თავისი პირველი თამაში ჩაატარა, თანაც ერთმანეთს მადრიდელთა ორი გუნდი ეთამაშებოდა, რათა მისი საბოლოო შემადგენლობა ჩამოყალიბებულიყო. ეს ისტორიული შეხვედრა ლაზა დე თოროს-ზე შედგა და ცისფერებმა წითლები ანგარიშით 1-0 დაამარცხეს. მატჩიდან სულ რაღაც 13 დღეში, გამოცემა ერალდო დელ სპორტმა გამოაქვეყნა სტატია ფეხბურთის განვითარების შესახებ. მისი ავტორი ინგლისელი არტურ ჯონსონი იყო, რომელიც მადრიდელთა პირველი მწვრთნელი გახდა. იმჟამინდელ ფეხბურთში გამეფებული ანარქიის ფონზე, ჯონსონმა, ახლადშექმნილ გუნდში გარკვეული წესრიგის დამყარება შეძლო.
ალბათ, მადრიდის “რეალის” ზოგიერთმა ქომაგმა არც კი იცის, რომ გუნდმა, თავის მომავალ პრინციპულ მეტოქესთან, კატალონიურ “ბარსელონასთან” პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ 1902 წლის 13 მაისს ჩაატარა. მაშინ, “ბარსას” რიგებში არაერთი უცხოელი ფეხბურთელი თამაშობდა. ამიტომ, კატალონიელებს გამარჯვება არ გასჭირვებიათ(3-1). ამ მარცხის შემდეგ, მადრიდელთათვის დამამშვიდებელ გარემოებად ასევე კატალონიურ “ესპანიოლთან” გამართული მატჩი იქცა, რომელიც “რეალის” მოგებით დასრულდა(3-2). გამარჯვებისთვის კლუბს თასი, Copa De La Grand Pena გადაეცა. ეს, “მადრიდის” პირველი ჯილდო იყო. ორი წლის შემდეგ, “მადრიდი” “მოდერნოსთან”, “ამიკალესთან”(რომელშიც ფრანგი ფეხბურთელები თამაშობდნენ) და “მონკოლოასთან” გაერთიანდა.
დედაქალაქელებმა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული პირველად 1905 წლის 18 აპრილს მოიპოვეს, როდესაც გადამწყვეტ მატჩში პრასტას მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, ბილბაოს “ატლეტიკი” დაამარცხეს. მანამდე კი პირველი დერბიც შედგა: “ატლეტიკოსა” და “მადრიდის” დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა.
1912 წლის 31 ოქტომბერი “მადრიდისთავის” მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა. კლუბმა მოედანი ონელი-ი იქირავა, რომლის მფლობელიც აურეანო არცია ჩომისო იყო. გუნდის ხელმძღვანელობა, მოედნის საფასურად, მას თვეში 1000 პესეტს უხდიდა. იმავე სეზონში “მადრიდში” ახალგაზრდა სანტიაგო ბერნაბეუს დებიუტი შედგა.
კლუბისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი გახლავთ 1920 წლის 29 ივნისი. ამ დღეს, ესპანეთის მონარქმა “მადრიდს” სამეფო ტიტული უბოძა. იმ პერიოდიდან გუნდი მადრიდის “რეალად” იწოდება. სამი წლის შემდეგ, “რეალი” ონელიდა-ნ “სიუდად ლინეალზე” გადავიდა, რომელიც 8000 მაყურებელს იტევდა. “სამეფო კლუბელთათვის” გახსნის მატჩიც წარმატებული აღმოჩნდა: “რეალმა” “ირუნი” 2-0 დაამარცხა(ორივე გოლი ხოსე მარია უბედამ გაიტანა). იმავე წელს, მეზობელმა “ატლეტიკომ” საკუთარი სტადიონი “მეტროპოლიტანო” აიშენა. ამიტომ, ესპანეთის საფეხბურთო დედაქალაქმა ბილბაოდან მადრიდში გადაინაცვლა. აღსანიშნავია ისიც, რომ “რეალი” “სიუადად ლინეალზე” დიდხანს არ დარჩენილა. 1924 წლის 17 მაისს, არქიტექტორ ხოსე მარია კასტელის მიერ აშენებულ Chamartin-ზე(რომელიც 15000 მაყურებელს იტევდა), გუნდმა თავისი პირველი მატჩი “ნიუკასლთან” გამართა.
გასული საუკუნის 30-იან წლებში, მადრიდის “რეალის” ღირსებას ლეგენდალური მეკარე რიკარდო ზამორა იცავდა. კლუბმა გოლკიპერი 1930 წლის 1 სექტემბერს 150 000 პესეტად “ესპანიოლისაგან” შეიძინა. ზამორამ ბოლო მატჩი, “ბლანკოსის” მაისურით, ესპანეთის თასის გათამაშების ფინალში, “ბარსელონასთან” ჩაატარა. “რეალმა” 2-1 მოიგო და პრესტიჟული ჯილდო მეშვიდედ დაისაკუთრა.
40-იან წლებში, “მადრიდმა”(რესპუბლიკური მმართველობის დამყარების გამო, კლუბმა სამეფო ტიტული და სახელწოდება “რეალი” 1931 წლიდან ხმარებიდან ამოიღო) თავისი სოციალური, მორალური და სპორტული რეკონსტრუქცია დაიწყო. ამ საქმეს ადოლფო მელენდესი, პედრო პარახესი, ანტონიო სანტოს პერალბა, ლუის ურკიხო და ყოფილი მოთამაშე, სანტიაგო ბერნაბეუ ჩაუდგნენ სათავეში. გაგიკვირდებათ, მაგრამ 1943 წლის 13 ივნისს, მაშინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული და როგორც იტყვიან, ბებერ კონტიტენტზე “მუზები დუმდნენ”, ესპანეთის თასის გათამშების მეორე ნახევარფინალურ მატჩში(პირველი შეხვედრა “მადრიდმა” “ბარსელონასთან” 0-3 დათმო) დედაქალაქელებმა კატალონიელებს 11-1 მოუგეს. იმავე წლის 15 სექტემბერს კი, სანტიაგო ბერნაბეუ ერთხმად აირჩიეს კლუბის კლუბის პრეზიდენტად. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ მომენტიდან, “მადრიდის” ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. სწორედ ბერნაბეუს გაპრეზიდენტების შემდეგ, კონკრეტულად კი, 1944 წლის 27 ოქტომბერს, “რეალის” საშინაო არენის მშენებლობა დაიწყო. “სანტიაგო ბერნაბეუ” ოფიციალურად 1947 წლის 14 სექტემებრს გაიხსნა(“რეალი” - “ბელენენსეში” 3-1). მას შემდეგ, იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სტადიონად ითვლება. თავად ბერნაბეუს კი, კლუბში გაწეული ტიტანური შრომისთვის, მოგვიანებით “საპატიო და დამსახურებული პრეზიდენტის” წოდება მიენიჭა.
50-იანი წლების დასაწყისში, მადრიდის “რეალმა” თავისი ქომაგებისთვის სპეციალური საინფორმაციო ბიულეტენი გამოსცა, რომელზეც ბერნაბეუს ავტოგრაფი და სიტყვები იყო დაბეჭდილი: “მადრიდისტთა ბიულეტენის რედაქციას დიდ წარმატებებს ვუსურვებ. უფროსის რჩევა: მეგობრებს კარგად მოეპყარით, მაგრამ უფრო უკეთესად მოექეცით მეტოქეებს. გეხვევით ყველას.”


ფეხბურთის ქომაგებს კარგად მოეხსებათ, რომ მადრიდის “რეალმა” ყველაზე დიდ წარმატებებს, სწორედ გასული საუკუნის 50-იან წლებში მიაღწია. იმხანად, გუნდის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ ისეთი დიდოსტატები, როგორებიც დი სტეფანო, რიალი, ხენტო, მელოუნი, მიგელ მუნიოსი, რაიმონ კოპა, მარკინტოსი, სანტამარია, პუშკაში, სარაგა და დელ სოლი იყვნენ. მათი მონაწილეობით “რეალმა” ეროვნულ თუ საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი ტიტული დაისაკუთრა.
მოგეხსებათ, 1955 წელს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონთა თასის(შემდგომში ჩემპიონთა ლიგა) პირველმა გათამაშებამ, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის სანტიაგო ბერნაბეუს. ტურნირის ფინალში, მადრიდელებმა ფრანგული “რეიმსი” დაამარცხეს და ყველაზე პრესტიჟული ევროტურნირის პირველი გამარჯვებულები გახდნენ. მას შემდეგ, “სამეფო კლუბმა” ჩემპიონთა თასი კიდევ ზედიზედ ოთხჯერ მოიგო.
ძლევამოსილ სვლას, “რეალი” 60-იან წლებშიც განაგრძობდა. თამაშის ულამაზესი სტილის გამო, რომელსაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ქომაგი აღტაცებაში მოჰყავდა, გუნდს ფეხბურთის სპეციალისტები და მიმომხილველები “მადრიდულ ორკესტად” მოიხსენიებდნენ. იმხანად მის შემადგენლობას მეკარე ვისენტე, დიდი, ფელო, ატენსა, ლესმესი, ბარასალუსი, პანტალეონი და შვედი ფებურთელი სიმონსონი შეემატნენ.
1966 წელს, ევროპის ჩემპიონთა თასი მადრიდელებმა მეექვსედ მოიგეს, რის შემდეგაც, ამ ტურნირზე, წლების განმავლობაში წარმატებას ვეღარ აღწევდნენ. სამაგიეროდ, “რეალი” გამარჯვებას გამარჯვებაზე ზეიმობდა ეროვნულ სარბიელზე. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე იუგოსლავიელი სპეციალისტის, მილიან მილიანიჩის დანიშვნა, რომელმაც შემადგენლობაში პაულ ბრაიტნერი, რობერტო მარტინესი, ხავიერ ურია და კანტერას სამი აღზრდილი: კამაჩო, ვიქტორი და ერედია მიიყვანა.
1978 წლის 2 ივნისს, სანტიაგო ბერნბაეუ გარდაიცვალა, რომელიც 35 წლის განმავლობაში მართავდა კლუბს. ლეგენდალური პრეზიდენტის ხსოვნის უკვდავსაყოფად, 1979 წლიდან ყოველწლიურად იმართება “სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის თასის” გათამაშება, რომელშიც “რეალიც” მონაწილეობს.
80-ან წლებში, “სამეფო კლუბის” ღირსებას ისეთი ცნობილი ფეხბურთელები იცავდნენ, როგორებიც კამაჩო, სანტილიანა, ხუანიტო, უგო სანჩესი, რაფაელ გორდილიო, ანტონიო მაკედა, ფრანსისკო ბუიო, მიჩელი, პარდესა, მარტინ ვასკესი, მანუელ სანჩისი, ბერნდ შუსტერი და ემილიო ბუტრაგენიო იყვნენ. 1989-1990 წლების სეზონში, “რეალმა” თავისი ერთერთი ყველაზე დიდი რეკორდი დაამყარა, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატში 107 გოლი გაიტანა. მათგან 38 უგო სანჩესის ანგარიშზე იყო.
ასევე დიდოსტატები ასპარეზობდნენ “რეალის” მაისურით გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში, 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მადრიდული გრანდი ნამდვილ “ოცნების გუნდად” იქცა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან “სამეფო კლუბის” მაისური ისეთმა სუპერ-ვარსკვლავებმა მოირგეს, როგორებიც რაული, რობერტო კარლოსი, ლუიშ ფიგუ, ზინედინ ზიდანი, რონალდო და სხვები იყვნენ. მაშინ გამოჩნდა “რეალის” ძირითადი მეკარის ამპლუაში ახალგაზრდა იკერ კასილასი, ხოლო კაპიტნის სამკლავურს ღირსეულად ატარებდა გუნდის ერთერთი ცოცხალი ლეგენდა, ფერნანდო იერო.
მე-20 და 21-ე საუკუნების მიჯნაზე, “რეალმა” ყველაზე დიდ წარმატებებს ვისენტე დელ ბოსკეს(1999-2003) მწვრთნელობით მიაღწია. ამ პერიოდში, გუნდმა ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატში გაიმარჯვა, ორჯერაც ჩემპიონთა ლიგაში, ხოლო თითოჯერ ქვეყნის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. ამის შემდეგ, მსოფლიო ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ გუნდს კრიზისის პერიოდი დაუდგა და მწვრთნელთა გაუთავებელი ცვლის მიუხედავად, ვერც ერთი ტურნირის მოგებას ვერ ახერხებდა.
უტიტულო პერიოდი 2006 წელს დასრულდა, როცა რეალის სათავეში ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო მოვიდა, რომელმაც რეალს პირველივე ჯერზე ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა. თუმცა ის ერთი სეზონის შემდეგ გაანთავისუფლეს და მის ნაცვლად გუნდს სათავეში გერმანელი სპეციალისტი ბერნდ შუსტერი ჩაუდგა.თუმცაღა არც მისი მოღვაწეობა აღმოჩდა დიდად წარმატებული... რაც მისი გუნდიდად დათხოვნის მიზეზად იქცა, გერმანელის შემცვლელად კი ხუან დე რამოსი მოიყვანეს.. თუმცა მისი მოღვაწეობა რამდენიმე თვე გაგრძელდა და ამჟამად გუნდს მანუელ პელეგრინი წვრთნის ....

კლუბის საუკუნოვანი ისტორიის უმნიშვნელოვანი თარიღები



6 მარტი 1902: ფეხბურთის მოყვარულთა ჯგუფმა ხუან პადრესის მეთაურობით ,,მადრიდის საფეხბურთო კლუბი” დააარსა, პადრესი კი პრეზიდენტად აირჩია. ფაქტობრივად ეს არც იყო ახალი კლუბი, ვინმე ხუან პალასიოსს ორი წლით ადრე შეექმნა გუნდი, მაგრამ მის რეგისტრაციაზე არ ეზრუნა და მადრიდის საფეხბურთო კლუბიც მის ბაზაზე შეიქმნა. პადრესი იმ დროისთვის ონდონ კორინთიანსის ქომაგი ყოფილა და თავის კლუბის ფერებიც ლონდონელთა წაბაძვით შეარჩია _ თეთრი მაისურები და ტრუსები, ცისფერი გეტრები. მაისურებს მკლავზე მეწამული ზოლი დაყვებოდა.

9 მარტი 1902: მადრიდმა პირველი თამაში გამართა ოღონდ ესაა რომ მეტოქე ვერ შეარჩია და ამიტომ კლუბის ფეხბურთელები ორად გაიყვნენ და ერთმანეთს შეეჯიბრნენ. თამაში პლასა დე ტოროსის მოედანთან მდებარე სტადიონზე ჩატარდა,რის მერეც ყველანი იქვე ,,ლა ტაურინას” დუქანში შევიდნენ , რომელიც შემთხვევით არ აურჩევიათ ხუან პალასიოსის ძმის იყო.
22 მარტი 1902: ,,ელარდო დელ სპორტში”დაიბეჭდა ინგლისელი მცოდნის არტურ ჯონსონის წერილი ფეხბურთის წესების თაობაზე. ეს ამბავი იმიტომ გავიხსენეთ რომ ჯონსონი მადრიდის პირველი მწვრთნელი იყო_და ხშირად უთქვამთ ამის გამო ინგლისური გუნდიაო.
15 აპრილი 1902: ხუან პადრესმა მადრიდის მერს შესთავაზა მეფე ალფონსოXIII კორონაციის აღსანიშნავად ტურნირი მოვაწყოთო.მერმა იდეა მოიწონა და სამეფო თასის გათამაშებასაც აქედან დაედო საფუძველი.
13 მაისი 1902: ამ დღეს პირველად შეხვდნენ ბარსელონა და მადრიდი და კატალონიელებმა 3:1 მოიგეს.
იანვარი 1904: მადრიდში პირველი უცხოელები გამოჩდნენ _ სამი ფრანგი ფეხბურთელი, ხუან პადრესმა კი პრეზიდენტობა თავის ძმას კარლოს გადააბარა , (აი იმას დუქანი რო ქონდა biggrin.gif )
23 ოქტომბერი 1905: მადრიდში პირველი საერთაშორისო მატჩი გამართეს. იმ დროს ესპანეთში ვიზიტად მყოფ საფრანგეთის პრეზიდენტ ლუბეს თან პარიზელი ფეხბურთელებიც ჩამოყოლიან. თამაში 1:1 დასრულდა.
30 მარტი 1907: თასის ფინალში ,,მადრიდმა” ,,ვისკაიას” მოუგო, ჯილდო სამუდამო მფლობელობაში დარჩა რადგან მას სამჯერ ზედიზედ დაეუფლა.
13 აპრილი 1908: ვიგოს სპორტინგის ძლევით
მადრიდმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო ესპანეთის თასი.კარლოს პადრესი საპატიო პრეზიდენტის სავარძელში გადაჯდა, მისი ადგილი კი ადოლფო მელინდესმა დაიკავა.
31 ოქტომბერი 1912: მადრიდი ახალ სტადიონზე გადაბარგდა. ვინმე ლორიანო გარსია კომისომ თავისი ,, ოდონელი” კლუბს თვეში ათას პესეტად მიაქირავა. ამავე სეზონში გუნდში ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა , რომლის სახელიც საკმაოდ გვიან გახდა ცნობილი მსოფლიოსათვის. ეს ყმაწვილი ფორვარდი სანტიაგო ბერნაბეუ იყო.
29 ივნისი, 1920: მეფემ კლუბს ,,სამეფო” წოდების უფლება მიანიჭა. ამ დღიდან მადრიდმა სახელი შეიცვალა და დღემდე ,,რეალმადრიდად” იწოდება.
13 დეკემბერი, 1920: რეალმადრიდი პირველ უცხოურ ტურნეში გაემგზავრა. იყო პორტუგალიასა და იტალიაში. შეხვდა ბენფიკას, პორტუს, ტორინოს, ლიორნას, ბოლონიას, და ჟენოას.
19 აპრილი 1923: კლუბმა სტადიონი შეიცვალა და ახალ ,,სიუდად ლინეალისზე” გადავიდა. ამავე პერიოდში მეორე მადრიდულმა კლუბმა ატლეტიკომ თავისი ,,მეტროპოლიტნოს” მშენებლობა დაასრულა და მადრიდი ქვეყნის საფეხბურთო დედაქალაქად იქცა.
17 მაისი 1924: კლუბმა კვლავ გამოიცვალა სტადიონი. ,,ჩამარტინი” რეალმადრიდისა და ნიუკასლის მატჩით გაიხსნა და პირველი დარტყმა მეფე გონსალომ შეასრულა.
27 აგვისტო 1925: კლუბი ინგლისურ ტურნეში გაემგზვრა და იქაურთა წაბაძვით ახალი ფორმითაც შეიმოსა _ შავი ტრუსები ჩაიცვა.
10 თებერვალი 1929: ესპანეთის ჩემპიონატის პირველ მატჩში რეალმა 5:0 მოუგო ბარსელონის ,, ევროპას”. ის სეზონი კი მეორე ადგილზე დაამთავრა, ჩემპიონი ბარსელონა გახდა.
1 სექტემბერი 1930: კლუბში 150 ათას პესეტად რიკარდო ზამორა გადმოვიდა, მეკარე რომელიც შემდეგ ლეგენდად იქცა.
30 აპრილი 1931: რეალი პირველად გახდა ჩემპიონი თან ერთი თამაშიც არ წაუგია.
28 აპრილი 1935: რეალმა ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა, სამაგიეროდ მისი თავდამსხმელი სანუდო 17 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. საინტერესოა რომ ფეხბურთელმა 5 მატჩში 17 გოლის გატანა მოახერხა.

19 აპრილი 1939: სამოქალაქო ომის შემდეგ პრეზიდენტი პედრო პარაგესი თავიდან შეუდგა საქმეს. კლუბს სტადიონიც აღარ ქონდა _ ის ომის დროს სამხედრო ციხედ გადაკეთდა.
13 ივნისი 1943: კიდევ ერთი ისტორიული დღე რეალისთვის სათასო მატჩში მადრიდელებმა ბარსელონას 11:1 მოუგეს.
15 სექტემბერი 1943: მადრიდში სანტიაგო ბერნაბეუს ერა დაიწყო ის კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს.
27 ოქტომბერი 1944: სანტიაგო ბერნაბეუ სტადიონის შენებას შეუდგა, ჩაფიქრებული ქონია ევროპაში საუკეთესო უნდა იყოსო.
14 დეკემბერი 1947: ახალი სტადიონი ერთხმად აღიარეს ევროპაში საუკეთესოდ.
1 სექტემბერი 1950: გამოვიდა რეალმადრიდის პირველი საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც ორმოცი წლის მერე ,,რეალ მადრიდის მეგეზინად” გადაკეთდა. იმ პირველ ბიულეტენს კი თავფურცელზე სანტიაგო ბერნაბეუს სიტყვები ეწერა ,, მე ძველი ყაიდის კაცი ვარ და ამიტომ ერთ ძველ რჩევას მოგცემთ: გაუფრთხილდით მეგობრებს, უფრო მეტად კი მტრებს”
6 მარტი 1952: რეალი 50 წლის გახდა და იუბილე გრანდიოზულადაც აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით მოეწყო ტურნირი, რომელიც არგენტინელმა ,,მილიონერმა” მოიგო , თუმცა არც რეალი დარჩა წაგებული არგენტინელთა საუკეთესო ფეხბურთელი ალფრედო დი სტეფანო თავისთან დაიტოვა.
4 იანვარი 1955: კლუბის დირექტორის გადაწყვეტილებით რეალის სტადიონს ,,სანტიაგო ბერნაბეუს” სახელი ეწოდა.
8 სექტემბერი 1955: უეფამ ჩემპიონთა თასის გათამაშება დაიწყო და რეალის პირველი მნეტოქე შვეიცარიული ,, სერვეტი” იყო და ორი მატჩის ჯამში 7:0 მოუგო.
13 ივნისი 1956: რეალმა ჩემპიონთა თასი მოიგო, ფინალში ჟიუსტ ფონტენისა და რაიმონ კოპას ,,რეიმსი” 4:3 დაამარცხა.
11 აპრილი 1957: სანტიაგო ბერნაბეუზე ამდენი მაყურებელი არასოდეს მოსულა, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გუნდს ასი ათასი ქომაგი ამხნევებდა ,,მანჩესტერ იუნაიტეტის “ წინააღმდეგ. რეალმა ეს მატჩი მოიგო მანჩესტერის შემადგენლობა კი ერთი წლის შემდეგ ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
30 მაისი 1957: სანტიაგო ბერნაბეუზე მეორედ გამოფინეს ევროპის თასი, სტადიონი თეთრად იყო შემოსილი, ხოლო ბერნაბეუ ცრემლად დაიღვარა.
28 მაისი 1958: დი სტეფანოს, რიალის და ხენტოს გოლებით რეალმა ჩემპიონთა თასის მესამე ფინალში მილანი დამატებით დროში 3:2 დაამარცხა.
11 აგვისტო 1958: დიდი უნგრელი ფერენც პუშკაში რეალელი გახდა, ეს ის წელია , როდესაც ლეგენდარულმა კაპიტანმა მიგელ მუნიოსმა თამაშს თავი დააანება.
3 ივნისი, 1959: რეალმა მეოთხედ მოიგო ჩემპიონთა თასი.
15 მაისი 1960: ჩემპიონთა თასის გათამაშების ისტორიაში საუკეთესოდ მიჩნეულ ფინალში რეალმა 7:3 მოუგო აინტრახტს და მეხუთედ დაეუფლა თასს.
9 ნოემბერი 1960: ჩემპიონთა თასის მეორე ეტაპზე რეალი ესპანეთის მაშინდელ ჩემპიონს ბარსელონას შეხვდა. მეორე მატჩში ინგლისელმა არბიტრმა ლიკმა მადრიდელებს ოთხი გოლი არ ჩაუთვალა და რეალი ბრძოლას გამოეთიშა.
10 აგვისტო 1963: ვენესუელურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია F.A.L.N_მა ყურადღების მისაპყრობად დი სტეფანოს გატაცება გადაწყვიტა რაც არ გამოუვიდა.
7 ივნისი 1967: ,, სანტიაგო ბერნაბეუმ” პატივი მიაგო და ფეხბურთიდან გააცილა ალფრედო დისტეფანო.
19 მაისი 1971: რეკოპას თასზე რეალი ჩელსისთან დამარცხდა. ეს ფრანცისკო ხენტოს გამოსათხოვარი საღამოც იყო.
28 აპრილი 1978: რეალმა ორი დიდი ფეხბურთელი შეიძინა_ ხუანიტო და ულრიხ შტილიკე.
2 ივნისი 1978: გარდაიცვალა სანტიაგო ბერნაბეუ, რომელიც საუკუნის დასაწყისიდან იყო კლუბში და 35 წელი პრეზიდენტობდა.
31 აგვისტო 1979: ამ დღიდან მოყოლებული ყოველ წელს თამაშდება სანტიაგო ბერნაბეუს თასი.
27 მაისი 1981: რეალმა ჩემპიონთა თასის ფინალში გაახწია, სადაც ლივერპულთან დამარცხდა. მანამდე კი მეოთხედ ფინალში მოსკოვის სპარტაკმა მადრიდელებს თბილისში უმასპინძლა.
14 თებერვალი 1984: მადრიდში კიდევ ერთი მომავალი ლეგენდა გამოჩნდა_ ემილიო ბუტრაგენიოოო.
30 მაისი 1990: რეალმა ზედიზედ მეხუთედ მოიგო პრიმერა დივიზიონი და რეკორდიც დაამყარა_ სეზონში 107 გოლი გაიტანა.მაშინ გუნდს უელსელი ჯონ ტოშაკი წვრთნიდა.
2 აპრილი 1992: რეალმა _ ტორინოს მატჩის შემდეგ შინ მიმავალი ლეგენდარული ფეხბურთელი ხუან გომესი, ხუანიტო ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
7 მაისი 1994: სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქციის შემდეგ ახალი ადგილები დაუმატეს. ამ დღეს რეალი ბარსელონას მატჩს 110 ათასი მაყურებელი დაესწრო.
1 ივლისი 1994: გუნდი ხორხე ვალდანომ ჩაიბარა და ახალი მოთამაშეებიც მიიყვანა: რედონდო, ლაუდრუპი, ამავისკა, კიკე ფლორესი.
8 იანვარი 1995: მადრიდელთათვის გამორჩეულ მატჩში რეალმა კრუიფის ბარსელონას 5:0 მოუგო.ივან სამორანომ ჰეთ თრიქი შეასრულა.
19 თებერვალი 1995: ფლორენტინო პერესის ცდა კლუბის პრეზიდენტი გამხდარიყო უშედეგოდ დასრულდა, ის იმჟამონდელმა პრეზიდენტმა რამონ მენდოსმა გვარიანად ჩამოიტოვა.
28 მარტი 1995: რამონ მენდოსმა, ბენფიკას პრეზიდენტმა მანუელ დელმასიუმ, იუვენტუსის წარმომადგენელმა რობერტო ბეტეგამ და მილანის ვიცე_პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ დღეს G14 სახელით ცნობილი ჯგუფი დააფუძნეს.
20 ნოემბერი 1995: მენდოსის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტად ლორენსო სანსს ირჩევენ.
1 ივნისი 1996: რეალში ფაბიო კაპელო მივიდა და მიიყვანა კლარენს ზეედორფი, დავორ შუკერი, პრედრაგ მიატოვიჩი, და რობერტო კარლოსი.
1 ივნისი 1997: რეალმა მე-2000 პრიმერადივიზიონული და მეთასე საშინაო მატჩი ჩაატარა, მისი მეტოქე ესტრემადურა იყო და 5:0 დაამარცხა.
12 იანვარი 1998: ფიფამ რეალი ყველა დროის საუკეთესო გუნდად დაასახელა, ხოლო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის რათქმაუნდა ლეგენდარული ფეხბურთელები დი სტეფანო და პუშკაშიც მოხვდნენ.
20 მაისი 1998: ამსტერდამ არენაზე მიატოვიჩის ერთადერთი გოლით რეალმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში უივენტუსი დაამარცხა.
24 მაისი 2000: სენდენის ,,სტად დე ფრანსზე” რეალამ მერვედ მოიგო ჩემპიონთა თასი.
23 დეკემბერი 2000: ფიფამ ერთხელაც მიაგო პატივი რეალს და საუკუნის გალაზე საუკუნის კლუბობა უბოძა.
14 იანვარი 2001: ფიფას პრეზიდენტმა ჯოზეფ ბლატერმა ფიგუს გადასცა ოქროს ბურთი, ეს ჯილდო მანამდე მიღებული ქონდათ , დი სტეფანოს , კოპას,სუარეზს, ბობი ჩარლტონს და ეუსებიოს. ფიგუ მესამე ფეხბურთელი იყო რეალიდან ვინც ეს ჯილდო აიგო, დი სტეფანოს და კოპას შემდეგ.
6 მარტი 2002: რეალმა 100 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა.
15 მაისი 2002 : რეალი მეცხრედ გახდა ჩემპიონთა თასის მფლობელი ლევერკუზენის ბაიერის 2-1 დამარცხების შემდეგ, რაულისა და ზიდანის ექსტრაორდინალური გოლის შემდეგ.
30 აგვისტო 2002: რეალმა მოიგო ევროპის სუპერთასი მონაკოში ფეინვორდის 3-1 დამარცხებით.
31 აგვისტო 2002: რეალმა იყიდა რონალდო, რომელიც იყო მესამე მეგავარსკვლავი ფიგუსა და ზიდანის შემდეგ რომელიც ფლორენტინო პერესის პრეზიდენტობის პერიოდში შეიძინა.
3 დეკემბერი 2002: რეალმა მოიგო საკონტინენტთაშორისო თასი.
2 ივნისი 2003: რეალმა შეიძინა კიდევ ერთი ვარსკვლავი , ამჯერად ინგლისელი დევიდ ბეკემი.
27 აგვისტო 2003: რელამა მეშვიდეთ მოიგო ესპანეთის სუპერ თასი.
11 ივლისი 2004: ფლორენტინო პერესი კვლავ რეალის პრეზიდენტია, მან გაიმარჯვა ხმების 47,56%, ხოლო მისმა კონკურენტმა ლორენცო სანსმა მიიღო 4,05%, არტურო ბალდასანომ კი1,7%.
14 აგვისტო 2004: რეალმა შეიძინა ინგლისელი მაიკლ ოუენი.
31 აგვისტო 2005: რეალში გადმოვიდა სევილიელი მცველი სერხიო რამოსი…..........
etc....
გამოხმაურება

- ის სურათები Strato 15 Jul 2009

TreZoRA

საღოლ ძმაო. იმდენი გიწვალია რომ რეალის ფანი უნდა გავხდე შენი ხათრით
გამოხმაურება

- ის სურათები SHARI 15 Jul 2009

მაგრად მევასება რეალი.. ჩემი საყვარელი გუნდია...





ბარსას ამ სეზონში დედას ვუტირებთ :D
გამოხმაურება

- ის სურათები mogzauri 19 Jul 2009

TreZoRA
SHARI
მეც რეალისტი ვარ, ფეხბურთშიც და პოლტიკაშიც!

რეალი!
გამოხმაურება

- ის სურათები I_V_E_R_I_E_L_I 21 Jul 2009

მადრიდისტა
გამოხმაურება

- ის სურათები Hotel California 25 Jul 2009

ლოოოლ რეალი :D
8-2 როგორ გახსოვთ :D
გამოხმაურება

- ის სურათები PIPITO 25 Jul 2009

:puke: ფუუუუ რეალიი... ჩელსი ჩელსი ჩელსი .... რეალი :eeh: ჩელსი
გამოხმაურება

- ის სურათები SHARI 25 Jul 2009

PIPITO

გამოხმაურების ნახვაpipitoს ციტატა(დაპოსტვის დრო 25th July 2009 - 05:38 PM):

ფუუუუ რეალიი... ჩელსი ჩელსი ჩელსი .... რეალი ჩელსი
:ndzreva:
გამოხმაურება

- ის სურათები Hotel California 25 Jul 2009

რეალი არის მსოფლიოში ყველაზე სირი გუნდი გრანდებიდან!
გამოხმაურება

- ის სურათები I_V_E_R_I_E_L_I 25 Jul 2009

გამოხმაურების ნახვაmiroს ციტატა(დაპოსტვის დრო 25th July 2009 - 09:12 PM):

რეალი არის მსოფლიოში ყველაზე სირი გუნდი გრანდებიდან!
სირები იღებენ ჩემპიონთა თასებს ყველაზე მეტჯერ?

მაშინ ჩელსი ყოფილა ''კაცი'' გუნდი..
გამოხმაურება

- ის სურათები PIPITO 25 Jul 2009

I_V_E_R_I_E_L_I
რეალის თამაში წარსულს ჩაბარდა. ბოლო წლებში ჩელსთან რეალი ახლოსაც ვერ მივა. ადრე დინამოც მაგარი იყო მაგრამ რათ გინდა ეხლა რა არის...
გამოხმაურება

- ის სურათები Hotel California 25 Jul 2009

შე$%ცი ჩელსისაც
ბარსა ბარსა იოოოოო
ბოლო 8 წე;ია გამო####ვებულივიტ დადის რეალი :D
ვერაფერსაც ვეღარ იღებს






ბოლოჯერ გპატიობ.. კიდე ერთი უზრდელობა და მიიღებ ბანს

გამოხმაურება რედაქტირებულია SHARI: 26 July 2009 - 01:16 AM
გამოხმაურება

- ის სურათები PIPITO 26 Jul 2009

Hotel California
მაგიტომ იყო წელს დედა რომ მოუტ.ყნა ჩელსმა თამაშებს კარგად უყურე ?




აი ბარსას დედა ვინ იხმარა
გამოხმაურება რედაქტირებულია SHARI: 26 July 2009 - 01:16 AM
გამოხმაურება

- ის სურათები Hotel California 26 Jul 2009

და ჩელსიმ ლიგაც ხო აიღო ბრატ :D :D
კი კი შენ იმენა ცვეტში მაგრად აზროვნებ :D

მერე ინგლისის ჩემპიონატიც ზედ მიაყლოა ხო და ინგლსიის თასიც აბა რა
ჩელსი ყოფილა ყველაფერი და ჩელსის აქ ეხლა 6 ტიტულის აგების შანსი
ჩელსი ჩელსი
კაი რა ბრატ რა!
ბარსაზე მაგარი გუნდი წელს არ არსებობს :D
გამოხმაურება რედაქტირებულია Hotel California: 26 July 2009 - 12:11 AM
გამოხმაურება