კონტენტზე გადახტომა


განყოფილების წესები


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 SHARI    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4165 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 13
პოზიტიური

დაწერილია 13 July 2009 - 10:38 PM

მოგესალმებით.. სპორტის განყოფილების წესები..
განსაკუთრებული არაფერი ...
1) არ გახსნათ განყოფილებასთან შეუსაბამო თემა
2) არ გახსნათ ისეთი თემა რომელიც არსებობს
]3) გინება სასტიკად იკრძალება და ისჯება ვორნით , განმეორების შემთხვევაში 1 კვირა ბანი
4) ჩეთი და ოფტოპიკები წაიშლება, ოღონდ იმასაც ნუ მოგვთხოვთ რო ყველა თემაში მაშინვე იშლებოდეს - PM მაგისთვისაც არსებობს რო მოგვწეროთ თუ სადმე გამოგვრჩა.
5) უაზრო ან/და სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან/და დამცინავი პოსტები ("გავარტყი მანიუს", "რეალი სირების ბანდაა", "ბანძი გუნდი გყავთ", etc.) და თემები წაიშლება.
6) სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის თემაში დადებული სხვა კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის და მათთან დაკავშირებული სურათები ან იმ თემის კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან დამცინავი სურათები წაიშლება. წაიშლება იმ კლუბის/გუნდის/სპორტსმენის საწინააღმდეგო პოსტებიც, თუ იმ ფანკლუბის ხალხი ამას მოინდომებს.
7) იკრძალება უკვე არსებული თემის გახსნა - იმის გასაგებად, უკვე არსებობს თუ არა თემა, რომლის გახსნასაც აპირებთ, იკითხეთ თემაში "ძიების განყოფილება"; არსებული თემის შესაბამის თემად ითვლება მაგალითად თემა "გაუმარჯოს YYY-ს ფანებს", თუ YYY-ს ფანკლუბი უკვე არსებობს.
8) გამოკითხვების გახსნა შეიძლება მხოლოდ პოლის გარეშე, ანუ უბრალოდ თემის გახსნა, სადაც შეთავაზებული იქნება ვარიანტები, რადგანაც მივიღოთ ამა თუ იმ გამოკითხვის რეალური შედეგი.
ყველა სახის პოლში იუზერი ვალდებულია საკუთარი არჩევანი საჯაროდ დააფიქსიროს და დაასაბუთოს ან უკიდურეს შემთხვევაში უბრალოდ დააკოპიროს იგი.თუ იგი ასე არ მოიქცევა საჯაროდ გამოთქმული არჩევანის გადათვლისას მისი ხმა უბრალოდ არ ჩაითვლება,გასაგები მიზეზების გამო.
ნებისმიერი პოლი გაკონტროლდება ჩვენს მიერ და საჭიროების შემთხვევაში შეიცვლება ან გაუქმდება.
9) იკრძალება უაზრო და უცენზურო სათაურიანი თემების გახსნა ("X-ს ხმარობენ", "ხვალ Y წაიკუზება", "ავოეეეე", etc.). სათაური ინფორმატიული უნდა იყოს - უნდა ჩანდეს თემის არსი.
P.S.: ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას გადავწყვიტოთ, მივცეთ თუ არა იუზერს ვორნი ან/და ბანი: ეს წესები ზოგადად გასარკვევად არი, თორე ყოველ კონკრეტულ სიტუაციას კონკრეტული მიდგომა ჭირდება.





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი