Jump to content
Planeta.Ge

გრიგოლ რობაქიძე


Recommended Posts

გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 წელს, ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში.

 

მწერლის მამა - ტიტე რობაქიძე სასულიერო პირი იყო. გრიგოლსაც, თავდაპირველად, სასულიერო განათლება მიუღია. იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა 1890-1895 წლებში, ხოლო შემდეგ - სემინარიაში. 1901 წლიდან გროგოლ რობაქიძე ტარტუს უნივერსტეტში შევიდა იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ ხელმოკლეობის გამო სწავლას რამდენიმე თვეში დაანება თავი.

 

1902 წელს გრიგოლ რობაქიძე სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაემგზავრა. კიტა აბაშიძისა და გიორგი ზდანევიჩის დახმარებით მას ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სტიპენდია დაენიშნა. 1906 წლამდე გრიგოლი ლაიფციგის უნივერსტეტში სწავლობდა, შემდეგ კი პარიზში ჩავიდა და იქაურ უნივერსტეტში ისმენდა ლექციებს.

 

მწერალი 1908 წელს დაბრუნდა სამშობლოში და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში ჩაება. ორი წლის შემდეგ კვლავ ტარტუს უნივერსტეტს დაუბრუნდა და იურიდილ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. თუმცა ზოგიერთ პროფესორთან უთანხმოების გამო გრ. რობაქიძეს ამ სასწავლებლის დიპლომი არ აუღია. დიპლომის მისაღებად მას ყაზანის უნივერსტეტში მოუწია გამოცდების ჩაბარება.

 

სამშობლოში დაბრუნებულმა გრიგოლ რობაქიძემ ცოლად შეირთო ნინო დომენსკაია. ამ ქორწინებიდან მათ ორი შვილი შეეძინათ, მაგრამ მეუღლის დაუდევრობის გამო ორივე ერთდროულად დაეღუპა, რის გამოც ცოლს გაშორდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ლენა ფიალკინაზე იქორწინა, მაგრამ შვილი აღარ შესძენია.

 

1931 წლამდე გრ. რობაქიძე საქართველოში ცხოვრობდა. შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრა და იქვე ემიგრაციაში დარჩა. 1945 წლიდან შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გადასახლდა. სამშობლოდან გადახვეწის მიზეზი კომუნისტური დიქტატურა იყო.

 

ბერლინში ყოფნის დროს გამოაქვეყნა გრიგოლ რობაქიძემ "ჩაკლული სული", "ქალღმერთის ძახილი", 1937 წელს გამოვიდა რომანი "გრაალის მცველნი", ევროპულ პრესაში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები, ლიტერატურული და პოლიტიკური წერილები, ესეები.

 

გრ. რობაქიძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ემიგრანტთა შორის. იგი იყო ყოველივე ქართულის, ეროვნულის ქომაგი, დიდი პატრიოტი. მწერალი შეუძრავს 1924 წლის აგვისტოში საქართველოში დატრიალებულ სისხლიან ტრაგედიას: "წამებულმა ქართველმა ისეთი სიმძლავრით გაიღვიძა ჩემში, რომ ქვეშეცნეულ მოვინდომე, "ლამარა" მიმეხალა მტარვალთა მიმართ, ვითარ ტრაგიკული არაკი დამარცხებულთა", - წერდა იგი.

 

გრიგოლ რობაქიძისათვის გერმანიაში წასვლისთანავე არ ჩამოურთმევიათ საბჭოთა მოქალაქეობა. ეს მოხდა მხოლოდ 1935 წელს, როცა მთავრობას გადაეწურა მისი დაბრუნების იმედი.

 

საბჭოთა ხელისუფლებამ მწერლის წინააღმდეგ სასტიკი და ცილისმწამებლური კამპანია გააჩაღა. მას ფაშისტობაც კი დასწამეს. გრ. რობაქიძე "სოციალისტური სამშობლოს" მტრად გამოცხადდა და საბჭოეთში აიკრძალა მისი სახელი და შემოქმედება. მაშინ მხოლოდ რამდენიმე მწერალს ეყო გამბედაობა, გამოსარჩლებოდა გრიგოლ რობაქიძეს. მათ შორის იყო მიხეილ ჯავახიშვილი.

 

ემიგრაციაში მყოფ მწერალს არც მატერიალურად და არც სულიერად არ ულხინდა. მის მდგომარეობას ამძიმებდა მეუღლის ავადმყოფობაც.

 

მწერალი 1962 წლის 1 ნოემბერს გარდაიცვალა ქალაქ ჟენევაში და იქვე დაიკრძალა. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს. მისი ბინა პოლიციამ დალუქა, არქივი კი ლიკვიდაციას შვეიცარიელი მეგობრების ძალისხმევით გადაურჩა.

 

"ჩემმა მკითხველმა იცის, თუ როგორ მესახვის მე მცხეთა. იგი წმინდა საშოა ჩვენი მიწისა. იქ ეგულებოდათ ჩვენს ძველებს საფლავი კარდუსი. მცხეთის მიდამოში აირჩიეს ძველად მოგვებმა ერთი ადგილი: იქ ადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ ისინი მზესა და ცეცხლს. მცხეთის უბეში მივიღეთ ჩვენ ქრისტეს სჯული. აქ გამოჭრა ნინომ ჯვარი ვაზის ნასხლავებისაგან და მოახვია მას თავისი თმები. აქვე მტკიცდებოდა ხელმწიფება საქარაველოსი.

 

აი მცხეთა როგორც კამარამოვლებული "მთელი". ერთი დაუწერელი პოემა ღვთიურისა და ადამიანის ურთიერთ ზიარებისა. "სვეტიცხოველი" ამ ზიარების ქვით ნაშენი ტანია. შედიხარ ტაძარში და ამჩნევ კუთხეში მარჯვნივ პაწა სალოცავს, ძველისძველად აშენებულს. ტაძრის მშენებლებს იგი არ დაუნგრევიათ.

 

თუ ზემოხსენებული ამბები ქართული გენიის მადლის ნაპერწკლებია, ეს სალოცავი ამ მადლის განხატებაა თვითონ. იგი თითქო აკვანია იმ პირველი ლოცვისა, რომელიც აქ აღმოხდათ ღვთის ძის მიმართ მღვივარ გულებს. ჩვენს ძველებს ხელი არ უხლიათ მისთვის, რათა არ წაშლილიყო პირველ ლოცვის ნეტარ მაცხოველებელი კვალი. რა სინაზეა აქ, რა სისათუთე ნივთიერებისადმი, რომელშიაც ადამიანში შობილ ღვთიურ ნაკადს გაუვლია…

 

ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ სოფლად უკვე აღარ ვიქნები. მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას. მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ საქართველოს".

 

გრიგოლ რობაქიძე

 

გრიგოლ რობაქიძე - ეს ის პიროვნებაა რომელსაც ეკუთვნის თანამედროვე ნაციონალიზმის ჩამოყალიბების იდეა!

 

იგი ილიას გამგრძელებელი იყო! საქართველოდან განდევნეს, გერმანიაც დამარცხდა ომში ამის გამო შეიზღუდა მის ნაწარმოებათა გავრცელება! აიკრძალა უბრალოდ გრიგოლ რობაქიძის სახელის ხსენება. თუ "გველის პერანგს" გიპოვნიდნენ გხვრეტდნენ... აი ეს იყო კომუნიზმი, მან კი მას წმინდ სისხლის ნაციონალიზმი დაუპირისპირა და გაიმარჯვა კიდეც!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ამ ადამიანზე ვაფრეეეეეეეეეეეეეეეეეენ

ირუბაქიძის ხმალი თუ იცით მისი უმაგრესია მოვიძიებ ცოტახანში და ნახეთ.

ტანს გეტმასნება სველი ალერდი

მჭვირვალე კაბა გიმხელს თეძოებს

და აზიდული მაღალი მკერდით

მიეზიდები მჭვანე ეზოებს

 

 

ვისაც პოეზიის ესმის რამე ალბად გაუჭირდება არ დამეთანხმოს :sorry:

 

:user:

 

 

 

ისე ზეპირად ვიცი ეს მარა რო არ შემეშალოს მაინც მოვიძიებ და დავდებ აქ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ტანს გეტმასნება სველი ალერდი.

ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.

და აზიდული მაღალი მკერდით

მიეფინები მწვანე ეზოებს.

დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი

და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.

გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -

და ატევრილი სხეულმზიანი

როგორც ავაზა

შენ ტანმხურვალი

დაეძებ კუროს -

რომ დაგიურვოს...

გხედავ და ვიცი: შენი კუნთები

დათესლილია ჩემი სურვილით.

წამოვიწევი... შენ გაბრუნდები

გადალეწილი მხეცის წყურვილით -

და გავარდები...

დაგედევნები...

თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:

შენი ვარ შენი მოდი გევნები,

მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს

აგიყვან ხელში

და გადაგისვრი დიდ საწნახელში -

რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად

მწიფე მტევნები...

მაგრამ თვალები -

თვალები - თვალები: -

უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.

ათასი ქალი ყველა მრუში.

აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.

გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.

არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.

თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.

იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.

ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.

და შენი თმების წითური მორგვით

მიგაკრავ მაგრად

ცხენის ძუაზე...

მაგრამ თვალები -

თვალები - თვალები:

ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.

რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!

ნელი და ტკბილი

ქვემეფინები -

რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.

ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.

მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.

აგამზეურებ როგორც შუბის ტარს

ირუბაქიძის

და ერთხელ კიდევ

გასუდრულ მტევანს

გაგშოლტავ ლოშნით"...

 

აი ამან დამშოკა რო წავიკითხე ნახეთ და შეაფასეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

polter

ძალიან კარგი გემოვნება გქონია!

ბრწყინვალე ლექსია!

 

გრიგოლ რობაქიძე მართლაც მეტია ვიდრე მწერალი.

 

ლანდი

 

შფოთავს ღამე,

შფოთავს შავი,

ქშინავს ველი, გმინავს მთაცა,

ვამე, ვამე,

შენი თავი

ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა...

ვზივარ ცეცხლთან,

ვდნები ნელა,

ცეცხლი ფიქრად იფერფლება,

გაჰქრა შენთან

ერთად ყველა,

მხოლოდ ლანდი მევალება...

სუსხი ისხმის,

ვუსმენ მუნჯი,

ფიქრი შენ ლანდს ეტანება,

ეს რა ისმის?

ჩიტი ლურჯი

ჩემს ფანჯარას თავს აკვდება...

შენ ხარ ეგებ?

მაგრამ არა:

მხოლოდ ელვით შეკრთა გული,

ცრემლით გეძებ

და ფანჯარა

მიცქერს ისევ მოღუშული...

შფოთავს ღამე,

შფოთავს შავი,

ქშინავს ველი, გმინავს მთაცა,

ვამე, ვამე,

შენი თავი

ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცისფერყანწელებს უყვარდათ ძაან...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 6 months later...

ticianelo

 

ცისფეყანწელები საერთოდაც მაგის დაარსებულია...

 

რობაქიძე არი კაცი მოვლენა... ქართულ მწერლობაში ყველაზე დიდი მწერალი... და არამგონია ვინმე შემედაოს... ჯერ მარტო წერის სტილი იწვევს აღფრთოვანებას და შოკში გაგდებს...

 

ზე იდეებით განმსჭვალული ნაწარმოებები... კითხულობ და შოკში ვარდები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
ახლა ვკითხულობ და ირუბაქიძის ხმალზე მართლაც რამდენჯერმე წავიკითხე, სულით შემძრა..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
  • 4 months later...

ახლაა ვკითხულობ "გველის პერანგს" და გავიჟდი რაა, ძალიან ძლიერია ძალაინა... აუაა აი მაოგნებს მისი წერაა რაა მიყვარს http://pinky.ge/Smiles/Yellow/hoara.gif

გენიალურიაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ტანს გეტმასნება სველი ალერდი.

ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.

და აზიდული მაღალი მკერდით

მიეფინები მწვანე ეზოებს.

დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი

და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.

გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -

და ატევრილი სხეულმზიანი

როგორც ავაზა

შენ ტანმხურვალი

დაეძებ კუროს -

რომ დაგიურვოს...

გხედავ და ვიცი: შენი კუნთები

დათესლილია ჩემი სურვილით.

წამოვიწევი... შენ გაბრუნდები

გადალეწილი მხეცის წყურვილით -

და გავარდები...

დაგედევნები...

თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:

შენი ვარ შენი მოდი გევნები,

მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს

აგიყვან ხელში

და გადაგისვრი დიდ საწნახელში -

რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად

მწიფე მტევნები...

მაგრამ თვალები -

თვალები - თვალები: -

უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.

ათასი ქალი ყველა მრუში.

აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.

გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.

არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.

თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.

იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.

ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.

და შენი თმების წითური მორგვით

მიგაკრავ მაგრად

ცხენის ძუაზე...

მაგრამ თვალები -

თვალები - თვალები:

ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.

რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!

ნელი და ტკბილი

ქვემეფინები -

რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.

ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.

მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.

აგამზეურებ როგორც შუბის ტარს

ირუბაქიძის

და ერთხელ კიდევ

გასუდრულ მტევანს

გაგშოლტავ ლოშნით"...

 

აი ამან დამშოკა რო წავიკითხე ნახეთ და შეაფასეთ

ვაიმე მაგაზე სერიოზულად გავჭედე... მაგარია ძალიან... http://pinky.ge/Smiles/Yellow/lovly.gif გველის პერანგზე მაბოდებსს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
ticianelo

 

ცისფეყანწელები საერთოდაც მაგის დაარსებულია...

 

რობაქიძე არი კაცი მოვლენა... ქართულ მწერლობაში ყველაზე დიდი მწერალი... და არამგონია ვინმე შემედაოს... ჯერ მარტო წერის სტილი იწვევს აღფრთოვანებას და შოკში გაგდებს...

 

ზე იდეებით განმსჭვალული ნაწარმოებები... კითხულობ და შოკში ვარდები...

 

ხო მანდა ხარ მანდა :hello: :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ცისფერყანწელები ტიციანმა დააარსა

 

 

ნწუ... ცისფერყანწელთა ორდენის მთავარი იდეოლოგი და საერთოდაც იდეის ავტორი რობაქიძე იყო.. :D

 

გარდა ამისა პაოლო და ნიკოლო მაგის გაზრდილები არიან.. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ცისფერყანწელები ტიციანმა დააარსა

 

 

არა, რობაქიძე დაეხმარა ტიციანს და სხვებს.

 

ჯერ იდეოლგიურად, მერე ორდენის დაარსებაში.

 

მაგრამ, მერე რატომღაც უარყოფდა რობაქიძე ამ ფაქტს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...