Jump to content
Planeta.Ge

newsreport.ge/ მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, რადგან მას პროევროპული ხელისუფლება ჰყავს, რაც ვერ დავინახეთ საქართველოში – გრეგოროვა


Recommended Posts

„ვწუხვარ, რომ ეს სიტყვები მესმის [განცხადება, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, რადგან ქვეყანაში ომის მეორე ფრონტი არ გახსნა]. ეს მამწუხრებს, რადგან აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. აბსოლუტურად ცხადია, რატომ არ მივეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოს და ეს დაწერილია. აბსოლუტურად ცხადია, რატომ არ მივეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოს და ეს დაწერილია. ეს მოხდა იმის გამო, რომ იყო ბევრი დაძაბულობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ვერ დავინახეთ ვერანაირი პროგრესი, იყო უფრო მეტად რეგრესი, სწორედ ამიტომ მივიღეთ რეზოლუცია მედიამდგომარეობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტები შავდებიან, მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა და ა.შ. და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან შემდეგ არის სასამართლო სისტემის რეფორმა, ოლიგარქების პრობლემა. მაგალითად, მოლდოვა რომ ავიღოთ – იმიტომ არა, რომ ის ომის სამიზნეა. მხოლოდ ეკონომიკა რომ ყოფილიყო, ჩვენ არ უნდა მიგვეცა მისთვის კანდიდატობის სტატუსი, რადგან სინამდვილეში ეს მეტ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, ჩვენ შეგვეძლო მათ უბრალოდ ფინანსური სახსრებით, ეკონომიკურად დავხმარებოდით, თუმცა მოლდოვამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, რადგან მას ჰყავს ძალიან პროევროპელი პრეზიდენტი, პროევროპული ხელისუფლება და პროევროპული პარლამენტი და ეს ჩვენ ვერ დავინახეთ საქართველოში. იყო დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა სურდა, თუმცა არ იყო არანაირი ნაბიჯი და ჩვენ მხოლოდ ვისმენდით, რომ ევროპარლამენტარები იტყუებიან. აბსოლუტურად უცნაურია იმის განცდა, რომ ჩვენ მხოლოდ გავცემთ, მხოლოდ გავცემთ და ვერასდროს ვიღებთ რაიმეს სანაცვლოდ. ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობა პარტნიორობაა და არა ჩვენი გამოყენება, როდესაც ეს მოსახერხებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ არ მოხდა საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭება, მაგრამ შემდგომი რეფორმების პირობებით და არა ომთან შეერთების პირობით…

ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ საქართველო უკვე იმყოფება ომში რუსეთთან, ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ოკუპირებულია და ამას ყოველ ჯერზე ვგმობთ ყველა რეზოლუციაში. ასე რომ, მე მძულს ამ განცხადების მოსმენა, ნამდვილად მამწუხრებს, რომ საქართველოში ზოგიერთი ადამიანი შეიძლება მართლა ფიქრობდეს ასე, რადგან საუბარი არ ეხება ომთან შეერთებას, ჩვენ არ გვსურს, რომ ომს შეუერთდეთ, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ ევროკავშირს შეუერთდეთ, მაგრამ ამისთვის არსებობს გარკვეული აუცილებელი ნაბიჯები და რეფორმები საქართველოს ხელისუფლებისთვის და არა რუსეთისთვის“,- განაცხადა გრეგოროვამ.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

newsreport.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...