Jump to content
Planeta.Ge

tia დათომ გადამარჩინა - რას წერს უკრაინაში მოკლული ქართველების თანამებრძოლი


Recommended Posts

1647680575_1647602110_befunky-collage-1.jpg

უკრიანელი ჟურნალისტი, ალექსეი ბობროვნიკოვი Facebook-ზე უკრაინაში გარდაცვლილი ქართველების შესახებ წერს. ბობროვნიკოვმა სოციალურ ქაელში დაწერა, რომ ერთ-ერთი ქართველი მებრძოლის (დავით რატიანი) დამსახურებით გადაურჩა სიკვდილს.

 

“სათვალეს ვატარებ. შეტაკებამდე სამი დღით ადრე, ამ მებრძოლმა ტაქტიკური სათვალის დასამაგრებელი რეზინი მომცა. როცა ყველაფერი ცეცხლში გაეხვა, სათვალე სახიდან ჩამომივარდა, მის გარეშე ღამით ტყიდან ვერ გავაგნებდი, მაგრამ საკიდის დამსახურებით, ის ყელზე ჩამომეკიდა და ისევ გავიკეთე”, – წერდა ის.

 

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი მოხალისეების დაღუპვის შესახებ იმფორმაცია გუშინ გავრცელდა.

 

"ბერო და დათო – გია ბერიაშვილი და დათო რატიანი. ისინი გუშინ, ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, როდესაც ჩვენი ოცეული სადაზვერვო ბრძოლას ახორციელებდა. ბერო სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა… დათო ჩემი ახლო მეგობარი გახდა. სწორედ მან გადამარჩინა საკუთარი სიკვდილის შემდეგ, რაზეც დღეს დავწერე, მისი სახელის ხსენების გარეშე. სიკვდილამდე დათომ რამდენიმე ოკუპანტი გაიყოლა. ის გმირულად ცხოვრობდა და გმირულად დაიღუპა – ფეხში დაჭრილ ფრანგ სამხედროს პუნქტამდე მისვლაში დაეხმარა. დათო ადგილზევე დაიღუპა აფეთქების დროს. ის ძლიერი, ჩუმი, მოკრძალებული, მობილუზებული და კეთილი ადამიანი იყო. ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როცა დათოს შესახებ დავწერ. ის იყო ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. თავის უკანასკნელ ბრძოლაში გუშინ, დილის 5:00 საათზე გავიდა. ბოლომდე ერთად ვიყავით. ნაღმმა, რომელმაც ის იმსხვერპლა, როდესაც მტერმა ჩვენი ალყაში მოქცევა სცადა, კონტუზიაში ჩააგდო ჯარისკაცი, რომელიც მას ზურგით გამოჰყავდა, მე კი ამცდა. როცა დაღუპულები გამოგვყავდა, ნაღმების წვიმა დაგვატეხეს თავს. ჩვენ, ქართველებმა და უკრაინელებმა ისინი იმ ტყიდან გამოვიყვანეთ, სადაც დაიღუპნენ. მადლობა, რომ ჩემ გვერდით იყავი. მადლობა, რომ არსებობდი", - წერს ის.

 

 

 

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...