კონტენტზე გადახტომა


ნიკო ლორთქიფანიძე


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
29 პასუხი თემაში

#1 one    ნიკის ჩასმა

    White Summer

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1484 წერილები:
  • Location:На Крыше
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 04 April 2008 - 04:10 PM

ძააან მიყვარს ეს კაცი და მისი შემოქმედება ;) რეალისტი მწერალი, გრძნობების ჩადება ყველაზე კარგად გამოსდიოდა ნაწარმოებში...
Music is everybody's possession. It's only publishers who think that people own it
~ John Lennon

#2 ticianelo    ნიკის ჩასმა

    DEATH MAGNETIC

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1440 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:qimerioni
  • Interests:სიმბოლისტური შკოლა - "ცისფერი ყანწები"
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 05 April 2008 - 09:40 PM

სულისშემძვრელი
ერთი სიტყვით გადმოცემული უმარავი ემოცია


ბლექ არი ლიბზეც მარა რო არ დაგეზარა აკრეფა კაია ;)
სიყვარული...
სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს მცკვადრატ F, ფუზე ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!
მიდით ერთაოზ!

#3 polter    ნიკის ჩასმა

    VIP-პოლტერგეისტი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3523 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:ორ სამყაროს შორის
  • Interests:მწერლობა
    მუსიკა
    სპორტი
    კომპიუტერი
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 05 April 2008 - 09:57 PM

ეს ჩემგან თემის ავტორს დიდი პატივისცემის ნიშნად ;)



ნიკო ლორთქიფანიძე (1880-1944)

(ბიოგრაფიული ცნობები)
ნიკო ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წ. სოფელ ჩუნეშში (წყალტუბოს რაიონი). სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაასრულა. სწავლა განაგრძო ჯერ ხარკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრიაში, ლეობენის სამთო აკადემიაში. სამშობლოში 1907 წ. დაბრუნდა. გერმანულ ენას ასწავლიდა თბილისის და ქუთაისის სკოლებში, 1928-40 წლებში - ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1921-24 წლებში ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარეა.

ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს 1902 წლიდან. მწერლის თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: "ნიშადური", "საქართველო", "ივერია", "თეატრი და ცხოვრება", "დროება", "სახალხო გაზეთი", "თემი", "კოლხიდა" და სხვა.

მწერლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფეოდალური ხანის ამსახველ თხზულებებს: "მრისხანე ბატონი" (1912), "ჟამთა სიავე" (1920), "რაინდები" (1924), "ქედუხრელნი" (1946). მწერალი მცირე ჟანრის ნაწარმოებთა აღიარებული ოსტატია. მისი პოეტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშებია ღრმა ლირიზმით განმსჭვალული ის მინიატურები, რომლებშიც სამშობლოს ბედით დაკოდილი ადამიანის წუხილი ისმის.

ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1944 წ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

#4 ketusa    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5499 წერილები:
  • Gender:Female
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 19 April 2008 - 12:31 AM

ვგიჟდები მის წერის მანერაზეე
ეცადე სხვას ისე მოექცე როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ!!!

#5 ticianelo    ნიკის ჩასმა

    DEATH MAGNETIC

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1440 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:qimerioni
  • Interests:სიმბოლისტური შკოლა - "ცისფერი ყანწები"
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 19 April 2008 - 03:38 PM

ყანწელებს გაუწია დიდი დახმარება "პოეზიის დღის" გამოცემაში.
სიყვარული...
სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს მცკვადრატ F, ფუზე ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!
მიდით ერთაოზ!

#6 intelligent duck    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1207 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:love street...
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 19 May 2008 - 09:09 PM

მეც მიყვარს წერის მანერა...

ახლა ვსწავლობ შელოცვა რადიოთი და ეგ არ მომწონს... მე გული მიყვარს ძალიან და ტრაგედია უგმიროდ რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო არ მბეზრდება და ყოველთვის ერთნაირ ეფექტს ახდენს ჩემზე და შემიძLია დღეები ვიფიქროო :|

#7 მალინა    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • Vip პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7627 წერილები:
რეპუტაცია: 7
პოზიტიური

დაწერილია 26 May 2008 - 08:23 PM

"შელოცვა რადიოთი" არ მომწონს ;) :)) უბრალოდ ჰექსელის სიტყვებია მარტო კარგია სადაც მწერლის დაოკიდებულება ჩანს :))

#8 intelligent duck    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1207 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:love street...
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 27 May 2008 - 10:33 PM

ჰოო ეგ მეც არ მომწონს, მაგრამ თავის მხრივ მეტად ფილოსოფიურიიააა... :|

#9 მალინა    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • Vip პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7627 წერილები:
რეპუტაცია: 7
პოზიტიური

დაწერილია 27 May 2008 - 10:38 PM

ხო ნუ თავის მხრივ ყველა ნაწარმოებია თავისებურია, მაგრამ წასაკითხად დიდი არაფერია. ნამვილად არ არის საჭირო ეგ სკოლის პროგრამაში ისწავლებოდეს

#10 intelligent duck    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1207 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:love street...
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 27 May 2008 - 10:46 PM

ნუ მაგაში გეთანხმები... მგონი სკოლაში არ უნდა ისწავლებოდეეს, მაგრამ, ისე უდავოდ აკრგი ნაწარმებიაა

#11 მალინა    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • Vip პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7627 წერილები:
რეპუტაცია: 7
პოზიტიური

დაწერილია 27 May 2008 - 10:59 PM

სკოლაში ბევრი რამ არ უნდა ისწავლებოდეს მაგრამ რა ჰა

#12 შუშანა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 312 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:WINDY PLANET
რეპუტაცია: -1
კარგია მუდამ მტრიანი

დაწერილია 04 June 2008 - 12:22 PM

ნიკოს ტრაგედია უგმიროდ ძალიან მომწონს, თავსაფრიანი დედაკაციც მშვენიერია.
გაუმარჯოს დიდი დიღომსსსსსსსსსსსსსსსსსსს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

#13 ticianelo    ნიკის ჩასმა

    DEATH MAGNETIC

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1440 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:qimerioni
  • Interests:სიმბოლისტური შკოლა - "ცისფერი ყანწები"
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 23 August 2008 - 08:02 AM

შელოცვა რადიოთი საერთო ჯამში მომეწონა მარა 1 ნაკლი აქ, მეტისმეტად ბევრი სიტტყვაა :):
უჩვეულოა, როგორც ტიციანი იტყოდა ამ "სიტყვაძუნწი თავადისთვის"
სიყვარული...
სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს მცკვადრატ F, ფუზე ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!
მიდით ერთაოზ!

#14 tako:))    ნიკის ჩასმა

    stress eater

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • 2135 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:wonderland
რეპუტაცია: 2
პოზიტიური

დაწერილია 13 July 2009 - 01:19 PM

ტრაგედია უგმიროთ


შეუგნებლად დაერიდა ბავშების სივილს - გამოვიდა ქოხიდან... გადიარა ეზო... უგზო-უკვლოთ მიდიოდა. სადღაც ყანაში ჩამოჯდა ქვაზე. ერთი ფიქრიც არ ჩნდებოდა თავში... ცალ-ცალკე სიტყვები გაიელვებდენ ნაპერწკალივით: „ჭადი“... „ბავშები“... „ხარი“... ისევ ადგა, ჯერ შარაგზას გაყვა, მერე ორღობეში შეუხვია: დაუძახა ვიღამაც. მობრუნდა.

- გუშინწინ რომ მთხოვე ფქვილი, ღმერთია მოწამე, არ მქონდა; აი დღეს ქე მაქ ცოტა, და ნახევარ ჯამს გიზიარებ... ოღონდ არ დამღუპო - იმ პარასკევს უნდა დამიბრუნო.

- მომეცი! - მოკლეთ მოუჭრა და ღობეს მიადგა.

- ამ ტოპსიკას ნუ გამომიგზავნი. მე თვითონ წამოვიღებ...

ადგილიდან არ იძროდა და ხმასაც არ იღებდა.

- რა დაგემართა, კაცო?

- არაფერი!

- ნუ გეშინია, ღმერთი მოწყალეა, ჩვენკენაც მოიხედავს...

ნელა შემობრუნდა, უხმოთ მოშორდა მოხუც დედაკაცს - თავის ნათლიას, რომელიც გულში ფიქრობდა: შენი მტერია, ეს ნახევარი ჯამი ფქვილი კი დავკარგე... მარა ჩემი რძალი მაინც არ გაიგებდეს... რას უშველის, საწყალს, ნახევარი ჯამი?.. ეხ, ღმერთო, ღმერთო!


**


- მამა, ფქვილი მოიტანე? - ახრიალდენ ბავშები.

- გვაჭმევ?

- კი, შვილო, კი, ბიჭო, - ეუბნებოდა ხან ერთსა და ხან მეორეს.

ბავშებს უთქმელათ მოჰქონდათ ფიჩხი, ანთებდენ ცეცხლს, აწყობდენ და ასწორებდენ კეცებს.

მამამ წუთში მოზილა ცომი და გავარვარებულ კეცებს დააკრა; ბავშების მოუთმენლობამ მოაგონა, რომ კარგი იქნებოდა ჭადების გამოცხობამდი მათი თავიდან მოშორება.

- აბა, ბიჭებო, წადით და ბიცოლა ეფროსინეს ოხრახუში გამოართვით - ბევრი აქვს, მოგცემთ...

ბავშები გაიქცენ.

ჭადის სუნმა მამაც აიტაცა. კეციდან ჭადი აიღო, გატეხა, გასაგრილებლად დაბერა და „გასასინჯათ“ ლუკმა პირში ჩაიდვა. მთელ სხეულს განუზომელი მადა აღეძრა...

მეორე ლუკმა...

სწვავდა ენას და მაინც სჭამდა.

ბავშები შემოვარდენ.

- მომეცი, მამა!..

- მეც!..

- გადით, თქვე გასაწყვეტლებო!

- მამა, მამა!!..

- მამა, ერთი ლუკმა!

ბავშები ცალი ხელით მილახა და ლაფაროში გაყარა; იქედანაც თვალზე ცრემლშემხმარი ბავშები ძაღლებივით კნაოდენ და იძახდენ:

- მამა, გვაჭამე!

ყურადღებას არ აქცევდა. მერე ერთიანათ ჩაიმუჭა პირში ბავშების მიერ მოტანილი ოხრახუში და წავიდა... გადავიდა ტევრში... მიწვა... კარგა ხანს ისვენებდა გარეტიანებული, თვალგახილული, მთვლემარი.

წამოიწია, დაჯდა.

ბავშების სივილი მოაგონდა...

მე შევჭამე....

ბავშებს არაფერი ვაჭამე...

ღმერთო, რა მომივიდა?..

სირცხვილი!.. ხალხს რაღა უთხრა?!. ვაი თუ დაიხოცენ...

ადგა, მივიდა ბავშებთან...

გადაბელილი ბჟოლის ძირში მიგდებულიყვენ... ეძინათ... მამა მიუწვა. ცრემლი შეჩერებოდა წამწამზე. თავს იკავებდა: არ გავაღვიძო მაინც! რა ვქენი! დედა ხომ არ იზამდა!!.

უმცროსს გამოეღვიძა. გაუკვირდა, ჩააჩერდა მამას.

- მამა!.. - წყნარათ დაიწყო ბავშმა.

- რა, შვილო? - ნაზათ უპასუხა.

- მთლად შეჭამე?

- !!

- მამა, ცოტა იქნება დაგრჩა - მომეცი... მუცელი მტკივა, არ გაგამხელ...

მამას ზლუქუნი წასკდა.

პატარა ბავშსაც გაეღვიძა „მშია“-„მშიას“ ძახილით.

მამა წამოიჭრა, ეზო გადირბინა. ვენახში მოხვდა. გაბმული ცხვარი სძოვდა. ახსნა. გავიდა ხეზე. დაჯდა. ბაწარი ტოტს მაგრათ მიაბა, მარყუჟი გამოსკვნა მეორე ბოლოში, გაშინჯა - კისერზე თუ მომიჭერსო და...


კეთილი ბებერი ნათლია იფოფრებოდა: - ღმერთო! ღმერთო! რა დროს მომასწარი!.. რა საცოდაობა დატრიალდა... ვინ მოუვლის დამშეულ ობლებს?!

- რაღა ჩემს ვენახში, ჩემი კარის უკან, ჩემი ბაწრით ჩამოიხჩო თავი ამ ოჯახქორმა! - ბრაზობდა და იწყევლებოდა მეზობელი, რომელსაც ამ შემთხვევის გამო, ვინ იცის, რა მოელოდა


#15 Indian_Summer    ნიკის ჩასმა

    God bless Indian Summer

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3084 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Yes
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 21 July 2009 - 12:13 PM

გამოხმაურების ნახვაblack angelს ციტატა(დაპოსტვის დრო Apr 4 2008, 04:10 PM):

ძააან მიყვარს ეს კაცი და მისი შემოქმედება :D რეალისტი მწერალი, გრძნობების ჩადება ყველაზე კარგად გამოსდიოდა ნაწარმოებში...
გინდოდა გეთქვა იმპრესიონისტი!!!!!!!!

ნუ აკუთვნებთ მწერლებს სხვა ჟანრებს. Gთხოვთ!

გამოხმაურება რედაქტირებულია flea: 21 July 2009 - 12:19 PM

მას, ვისაც მცირედი ელდაც ჰყოფნის რათა დაფეთდეს, ღმერთი დიდ ტანჯვას არ მიაყენებს





2 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 2 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი