←  ლიტერატურა

Planeta.Ge

»

ნიკო ლორთქიფანიძე

- ის სურათები one 04 Apr 2008

ძააან მიყვარს ეს კაცი და მისი შემოქმედება ;) რეალისტი მწერალი, გრძნობების ჩადება ყველაზე კარგად გამოსდიოდა ნაწარმოებში...
გამოხმაურება

- ის სურათები ticianelo 05 Apr 2008

სულისშემძვრელი
ერთი სიტყვით გადმოცემული უმარავი ემოცია


ბლექ არი ლიბზეც მარა რო არ დაგეზარა აკრეფა კაია ;)
გამოხმაურება

- ის სურათები polter 05 Apr 2008

ეს ჩემგან თემის ავტორს დიდი პატივისცემის ნიშნად ;)



ნიკო ლორთქიფანიძე (1880-1944)

(ბიოგრაფიული ცნობები)
ნიკო ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წ. სოფელ ჩუნეშში (წყალტუბოს რაიონი). სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაასრულა. სწავლა განაგრძო ჯერ ხარკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრიაში, ლეობენის სამთო აკადემიაში. სამშობლოში 1907 წ. დაბრუნდა. გერმანულ ენას ასწავლიდა თბილისის და ქუთაისის სკოლებში, 1928-40 წლებში - ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1921-24 წლებში ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარეა.

ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს 1902 წლიდან. მწერლის თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: "ნიშადური", "საქართველო", "ივერია", "თეატრი და ცხოვრება", "დროება", "სახალხო გაზეთი", "თემი", "კოლხიდა" და სხვა.

მწერლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფეოდალური ხანის ამსახველ თხზულებებს: "მრისხანე ბატონი" (1912), "ჟამთა სიავე" (1920), "რაინდები" (1924), "ქედუხრელნი" (1946). მწერალი მცირე ჟანრის ნაწარმოებთა აღიარებული ოსტატია. მისი პოეტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშებია ღრმა ლირიზმით განმსჭვალული ის მინიატურები, რომლებშიც სამშობლოს ბედით დაკოდილი ადამიანის წუხილი ისმის.

ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1944 წ. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
გამოხმაურება

- ის სურათები ketusa 19 Apr 2008

ვგიჟდები მის წერის მანერაზეე
გამოხმაურება

- ის სურათები ticianelo 19 Apr 2008

ყანწელებს გაუწია დიდი დახმარება "პოეზიის დღის" გამოცემაში.
გამოხმაურება

- ის სურათები intelligent duck 19 May 2008

მეც მიყვარს წერის მანერა...

ახლა ვსწავლობ შელოცვა რადიოთი და ეგ არ მომწონს... მე გული მიყვარს ძალიან და ტრაგედია უგმიროდ რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო არ მბეზრდება და ყოველთვის ერთნაირ ეფექტს ახდენს ჩემზე და შემიძLია დღეები ვიფიქროო :|
გამოხმაურება

- ის სურათები მალინა 26 May 2008

"შელოცვა რადიოთი" არ მომწონს ;) :)) უბრალოდ ჰექსელის სიტყვებია მარტო კარგია სადაც მწერლის დაოკიდებულება ჩანს :))
გამოხმაურება

- ის სურათები intelligent duck 27 May 2008

ჰოო ეგ მეც არ მომწონს, მაგრამ თავის მხრივ მეტად ფილოსოფიურიიააა... :|
გამოხმაურება

- ის სურათები მალინა 27 May 2008

ხო ნუ თავის მხრივ ყველა ნაწარმოებია თავისებურია, მაგრამ წასაკითხად დიდი არაფერია. ნამვილად არ არის საჭირო ეგ სკოლის პროგრამაში ისწავლებოდეს
გამოხმაურება

- ის სურათები intelligent duck 27 May 2008

ნუ მაგაში გეთანხმები... მგონი სკოლაში არ უნდა ისწავლებოდეეს, მაგრამ, ისე უდავოდ აკრგი ნაწარმებიაა
გამოხმაურება

- ის სურათები მალინა 27 May 2008

სკოლაში ბევრი რამ არ უნდა ისწავლებოდეს მაგრამ რა ჰა
გამოხმაურება

- ის სურათები შუშანა 04 Jun 2008

ნიკოს ტრაგედია უგმიროდ ძალიან მომწონს, თავსაფრიანი დედაკაციც მშვენიერია.
გამოხმაურება

- ის სურათები ticianelo 23 Aug 2008

შელოცვა რადიოთი საერთო ჯამში მომეწონა მარა 1 ნაკლი აქ, მეტისმეტად ბევრი სიტტყვაა :):
უჩვეულოა, როგორც ტიციანი იტყოდა ამ "სიტყვაძუნწი თავადისთვის"
გამოხმაურება

- ის სურათები tako:)) 13 Jul 2009

ტრაგედია უგმიროთ


შეუგნებლად დაერიდა ბავშების სივილს - გამოვიდა ქოხიდან... გადიარა ეზო... უგზო-უკვლოთ მიდიოდა. სადღაც ყანაში ჩამოჯდა ქვაზე. ერთი ფიქრიც არ ჩნდებოდა თავში... ცალ-ცალკე სიტყვები გაიელვებდენ ნაპერწკალივით: „ჭადი“... „ბავშები“... „ხარი“... ისევ ადგა, ჯერ შარაგზას გაყვა, მერე ორღობეში შეუხვია: დაუძახა ვიღამაც. მობრუნდა.

- გუშინწინ რომ მთხოვე ფქვილი, ღმერთია მოწამე, არ მქონდა; აი დღეს ქე მაქ ცოტა, და ნახევარ ჯამს გიზიარებ... ოღონდ არ დამღუპო - იმ პარასკევს უნდა დამიბრუნო.

- მომეცი! - მოკლეთ მოუჭრა და ღობეს მიადგა.

- ამ ტოპსიკას ნუ გამომიგზავნი. მე თვითონ წამოვიღებ...

ადგილიდან არ იძროდა და ხმასაც არ იღებდა.

- რა დაგემართა, კაცო?

- არაფერი!

- ნუ გეშინია, ღმერთი მოწყალეა, ჩვენკენაც მოიხედავს...

ნელა შემობრუნდა, უხმოთ მოშორდა მოხუც დედაკაცს - თავის ნათლიას, რომელიც გულში ფიქრობდა: შენი მტერია, ეს ნახევარი ჯამი ფქვილი კი დავკარგე... მარა ჩემი რძალი მაინც არ გაიგებდეს... რას უშველის, საწყალს, ნახევარი ჯამი?.. ეხ, ღმერთო, ღმერთო!


**


- მამა, ფქვილი მოიტანე? - ახრიალდენ ბავშები.

- გვაჭმევ?

- კი, შვილო, კი, ბიჭო, - ეუბნებოდა ხან ერთსა და ხან მეორეს.

ბავშებს უთქმელათ მოჰქონდათ ფიჩხი, ანთებდენ ცეცხლს, აწყობდენ და ასწორებდენ კეცებს.

მამამ წუთში მოზილა ცომი და გავარვარებულ კეცებს დააკრა; ბავშების მოუთმენლობამ მოაგონა, რომ კარგი იქნებოდა ჭადების გამოცხობამდი მათი თავიდან მოშორება.

- აბა, ბიჭებო, წადით და ბიცოლა ეფროსინეს ოხრახუში გამოართვით - ბევრი აქვს, მოგცემთ...

ბავშები გაიქცენ.

ჭადის სუნმა მამაც აიტაცა. კეციდან ჭადი აიღო, გატეხა, გასაგრილებლად დაბერა და „გასასინჯათ“ ლუკმა პირში ჩაიდვა. მთელ სხეულს განუზომელი მადა აღეძრა...

მეორე ლუკმა...

სწვავდა ენას და მაინც სჭამდა.

ბავშები შემოვარდენ.

- მომეცი, მამა!..

- მეც!..

- გადით, თქვე გასაწყვეტლებო!

- მამა, მამა!!..

- მამა, ერთი ლუკმა!

ბავშები ცალი ხელით მილახა და ლაფაროში გაყარა; იქედანაც თვალზე ცრემლშემხმარი ბავშები ძაღლებივით კნაოდენ და იძახდენ:

- მამა, გვაჭამე!

ყურადღებას არ აქცევდა. მერე ერთიანათ ჩაიმუჭა პირში ბავშების მიერ მოტანილი ოხრახუში და წავიდა... გადავიდა ტევრში... მიწვა... კარგა ხანს ისვენებდა გარეტიანებული, თვალგახილული, მთვლემარი.

წამოიწია, დაჯდა.

ბავშების სივილი მოაგონდა...

მე შევჭამე....

ბავშებს არაფერი ვაჭამე...

ღმერთო, რა მომივიდა?..

სირცხვილი!.. ხალხს რაღა უთხრა?!. ვაი თუ დაიხოცენ...

ადგა, მივიდა ბავშებთან...

გადაბელილი ბჟოლის ძირში მიგდებულიყვენ... ეძინათ... მამა მიუწვა. ცრემლი შეჩერებოდა წამწამზე. თავს იკავებდა: არ გავაღვიძო მაინც! რა ვქენი! დედა ხომ არ იზამდა!!.

უმცროსს გამოეღვიძა. გაუკვირდა, ჩააჩერდა მამას.

- მამა!.. - წყნარათ დაიწყო ბავშმა.

- რა, შვილო? - ნაზათ უპასუხა.

- მთლად შეჭამე?

- !!

- მამა, ცოტა იქნება დაგრჩა - მომეცი... მუცელი მტკივა, არ გაგამხელ...

მამას ზლუქუნი წასკდა.

პატარა ბავშსაც გაეღვიძა „მშია“-„მშიას“ ძახილით.

მამა წამოიჭრა, ეზო გადირბინა. ვენახში მოხვდა. გაბმული ცხვარი სძოვდა. ახსნა. გავიდა ხეზე. დაჯდა. ბაწარი ტოტს მაგრათ მიაბა, მარყუჟი გამოსკვნა მეორე ბოლოში, გაშინჯა - კისერზე თუ მომიჭერსო და...


კეთილი ბებერი ნათლია იფოფრებოდა: - ღმერთო! ღმერთო! რა დროს მომასწარი!.. რა საცოდაობა დატრიალდა... ვინ მოუვლის დამშეულ ობლებს?!

- რაღა ჩემს ვენახში, ჩემი კარის უკან, ჩემი ბაწრით ჩამოიხჩო თავი ამ ოჯახქორმა! - ბრაზობდა და იწყევლებოდა მეზობელი, რომელსაც ამ შემთხვევის გამო, ვინ იცის, რა მოელოდა
გამოხმაურება

- ის სურათები Indian_Summer 21 Jul 2009

გამოხმაურების ნახვაblack angelს ციტატა(დაპოსტვის დრო Apr 4 2008, 04:10 PM):

ძააან მიყვარს ეს კაცი და მისი შემოქმედება :D რეალისტი მწერალი, გრძნობების ჩადება ყველაზე კარგად გამოსდიოდა ნაწარმოებში...
გინდოდა გეთქვა იმპრესიონისტი!!!!!!!!

ნუ აკუთვნებთ მწერლებს სხვა ჟანრებს. Gთხოვთ!
გამოხმაურება რედაქტირებულია flea: 21 July 2009 - 12:19 PM
გამოხმაურება