←  ROCK

Planeta.Ge

»

ზღვარი

- ის სურათები zeferino 04 Apr 2008

როკ-ჯგუფი "ზღვარი" ახალი საუკუნის ქართული როკის ერთერთი ფუძემდებელი. შეიქმნა 1999 წელს, თბილისში, პოეტ სერგი ლომაძის მიერ (მანამდე "ზღვარის" წევრები სხვა ჯგუფებში უკრავდნენ). "ზღვარს" შექმნილი აქვს რამოდენიმე ალბომი და პოეტური წიგნები.

სერგი ლომაძეს აგრეთვე ეკუთვნის ნაშრომი "ქართული როკის ისტორია". ჯგუფის წევრები არიან: კახა ბაციკაძე, გიორგი ზუხბაია, სერგი ლომაძე, ვასო ლომაძე, გია მიჩიტაშვილი, ლუკა ამირანაშვილი.

ბენდში ცვალებადია ლიდერის პოზიცია, - კახა ბაციკაძე ქრონოლოგიურად მესამე ლიდერია, (სერგი ლომაძისა და გიორგი ზუხბაიას შემდეგ), მაგრამ სწორედ იგი იქცა ჯგუფის სახედ. "ზღვარმა" შექმნა რაიმ-როკის სტილი, და ეს მუსიკოსები ძირითადად ამ მიმართულებაში მოიაზრებიან.

2003 წლიდან მათ მუშაობა დაიწყეს როკ-ოპერაზე. ჩაფიქრებული აქვთ სხვა საინტერესო პროექტებიც. ჯგუფის მიზანია პოეზიასა და მუსიკას შორის არსებული საზღვების წაშლა.

დადებული სურათი

დადებული სურათი

ყველაზე საკაიფო სიმღერები :(

ცაზე ღრუბლები წევს

ვაჩუქოთ გული როკს

გოგო სახელად სიყვარული

თეთრი სიზმარი

შენ სიყვარულის ხატი ხარ წმინდა

წვიმდა

ესეც 7 ზღვარის სიმღერა :))

LINK
გამოხმაურება

- ის სურათები FIORENTINO 04 Apr 2008

"თეთრი სიზმარი" მევასება და ამიტვირთავთ? :(
გამოხმაურება

- ის სურათები zeferino 04 Apr 2008

 FIORENTINOს ციტატა(დაპოსტვის დრო Apr 4 2008, 02:13 PM):

"თეთრი სიზმარი" მევასება და ამიტვირთავთ? :(
აჰა შენ თეთრი სიზმარი :)) მართლა მაგარი სიმღერაა.

LINK
გამოხმაურება

- ის სურათები FIORENTINO 04 Apr 2008

მადლობა! :(
გამოხმაურება

- ის სურათები one 04 Apr 2008

მე მუსიკალური ოკეანე მომწონს :(
გამოხმაურება

- ის სურათები coldplay 04 Apr 2008

უკვდავება
შენ არ მოკვდები,
რადგან, შენ ხარ ისე ლამაზი,
რომ დაიღუპო,
სილამაზე დაიღუპება.
არ დაბერდები, -
სიყვარული არა ბერდება,
არც კვდება,
ბოლოს იფანტება ცაში
ღრუბლებად.
შენ არ მოკვდები,
შენ მზის სხივი
კვლავ დაგაბრუნებს.
მე შეგეხები უსასრულოდ,
თეთრი თითებით.
დრო მოვა, როცა
სიყვარულის ღმერთად გაკურთხებ,
და ქერა თმებში
ჩაგეპნევა მარგალიტები.
შენ რომ არ იყო,
ეს არაფრით არ შეიძლება!
უღრმეს თვალებში
საუკუნე წამად გაიარს...
მთელი ცხოვრება
იყო მხოლოდ
შენზე ფიქრები,
ყველაზე მეტი ამ ფიქრთაგან,
ბოლო წამია...
შენ არ მოკვდები!

ფიროსმანი
შეეხე თითებით მთვარეს,
რათა მისი შუქი შეიტანო
მარტოსულ ოთახში.
წამწამებით დაჩრდილული
შენი სევდისფერი თვალები
ეძებდა გულებს მზეების ოკეანეში.
ეს იყო ადრე.
და როცა ვუყურებ ცას,
მე ვგრძნობ, რომ
ვერასოდეს შევიყვარებ სიყვარულს ისე,
როგორც შენ გიყვარდა.
შენ ხარ ფიროსმანი -
ამით ყველაფერია ნათქვამი.
ნისლის პირბადე ქარმა გადააცალა მთებს,
შენ უყურებ პატარა ღრუბლებს
და ნაღვლობ.
რატომ მოიწყინე
მილიონი ვარდის რაინდო
ახლა ხომ აღარავინ გაწუხებს,
დიდი უკვდავების გზაჯვარედინზე.
ირემი გიყურებს
ლამაზი ქალის თვალებით,
და ეს არის შენი ფანტაზია.
იწყება სამყაროს შექმნა:
ფუნჯი გამოსახავს მოქეიფეებს,
მეთევზეს, მეეზოვეს,
მდიდრებს და ღარიბებს,
არსენალის მთას ღამით...
ფუნჯი ხატავს ყველაფერს,
და მე მიკვირს
რომ ყველაფრისადმი იგრძნობა
უდიდესი სიყვარული,
მხოლოდ და მხოლოდ
შენი თბილი თვალებით შექმნილი,
მხოლოდ შენგან დანახული, განცდილი!
ვარსკვლავები ქსოვენ ათასწლოვან ფიქრებს.
სიმღერები, რომელნიც იბადება ცაში,
მაგონებს შენს ნახატებს.
მელნისფერ ღამეში ჩნდება მზეები,
როგორც იასამნის
თეთრი და მოლურჯო ყვავილები.
შენ დაამტკიცე, რომ
სიყვარული არის საზღვრებზე და პირობებზე უფრო მაღლა,
როგორც ეს მზის ქმნილებანი.
ათასწლეულები ვერ ახსნის შენს საიდუმლოს.
ათასწლეულებს გადასწვდება
შენი გულის ძგერა,
როგორც საათის წიკწიკი,
ხოლო ვინც იცხოვრებს ამ დროით,
იგი იცოცხლებს ათასი სიცოცხლით!
მთავრდება ლექსი, როგორც განცდა
სიტყვები წყდება,
ხოლო სათქმელი მაინც
რჩება უთქმელად,
მაგრამ არაუშავს, -
მე ვფიქრობ, რომ
შენ ხარ უკვდავება,
შენ ხარ ფიროსმანი
და ამით
ყველაფერია ნათქვამი!

ცხოვრების მიღმა
რეალური, ყოველდღიური ცხოვრების მიღმა არსებობს ჩვენი მეორე ცხოვრება, რომელიც სიზმრებში, წარმოსახვებსა და ხილვებში მიმდინარეობს. ხანდახან დგება დრო, როდესაც ადამიანი იწყებს ცხოვრებას "ცხოვრების მიღმა".
ლექსი ეძღვნება ქალს, რომელსაც ერქვა
ლუკერია და ცხოვრობდა მეცხრამეტე საუკუნეში.
ცხოვრების მიღმა, სადაც მწვანე ხმაურობს ტალღა
და აჩრდილები ბანაობენ რძის სავანეში,
ლურჯი ზეცის ქვეშ მივაბიჯებ იქითკენ, სადაც
მბრწყინავი მთვარე ჩამოვარდა ჭვავის ყანებში.
და სანამ მივალ, ეს ღრუბლები როგორ იზრდება,
ჩემსკენ მოდიან, ვარდისფერნი გახდნენ სრულებით,
სულ დაბლა ღელვით მოცურავენ, მწვანე მინდვრებზე
ჭვავის მსუბუქი ღეროებით დაისრულები.
ღრუბლის მორევმა გადამლეკა ცივი ზვირთებით
და ვარდის ცვარის სურნელებამ სახე დანამა,
და ერთ სუნთქვაში, ოცნებაში, აღმაფრენაში
ღრუბელი იქცა ყვავილებად, იასამანად.
და როცა წვრილი ყვავილების ჩამთავრდა წვიმა,
როდესაც გაჰქრა წვიმის ფარდა უნატიფესი,
მე დავინახე, რომ ელვარე თეთრით მოსილი,
მწვანე მინდორზე,სხივნათელი იდგა იესო!
და მაშინ თითქოს საიდანღაც მეცნო ეს მხარე,
წიგნის ფურცლების სიმსუბუქით ფურცლავდა ქარი
ნათელთვალება ღიღილოებს, აღებდა კარებს
თეთრ სამრეკლოსი, წკრიალებდა პატარა ზარი.
მიველ უფალთან, შევეკითხე სხივით შემოსილს, -
"ეს რა მხარეა, ახლა სად ვართ, მითხარ იესო".
ის ფიქრში დარჩა, მერე წყნარად მოსწყდა მის ბაგეს, -
"ეს არის მხარე ოქროსთმიან ლუკერიასი".
თქვა ეს და გაჰქრა, სიჩუმეღა დარჩა ველისა,
ამ ნათელ მინდორს იზიდავდა ცის ლურჯი სიღრმე...
ეს არის მხარე დაკარგული ოცნებებისა,
სიზმრების მხარე, ჩუმი მხარე ცხოვრების მიღმა...

ფანჯრის სიზმარი - ხილვა სიკვდილის წინ...
ფანჯრის მინაზე პეპელა ცოცავს;
წინ არის ველი ის ახლა ბრწყინავს;
და ყვავილების მოთეთრო ლოცვას
ირეკლავს მზისგან გამთბარი მინა.
აკვარიუმის ზედაპირივით
ლივლივებს იგი, და ახლა თითქოს
მინა სავსეა ბალახის ჩრდილით...
რა მზრუნი არი მზის ნაზი სითბო!
მინაში ცურავს ამ დღის სიზმარი,
(ჰავა წმინდაა, ვით ბავშვის ლექსი)
და იქ ისეთი სიჩუმე არის,
რომ პეპლის ფრთების შერხევა გესმის.
ფანჯრის მინაზე ჩრდილების ხაზი
ისე ღელდება სხივებში, წყნარში,
რომ გეშინია, - პეპელა ნაზი,
არ ჩაიძიროს გამთბარ მინაში.
წინ არის ველი, ის ახლა ბრწყინავს...

ბრმა კაცი
მე ვარ ბრმა კაცი, თვალები მტკივა,
შორეულ მთებში მზე ჩავა მალე,
და ჩემთვის ვამბობ, რომ ცა ლურჯია, -
ასე ვატყუებ საკუთარ თვალებს.
ისევ მზის ცეცხლი გულში ჩაიდნობს
უმზეო თვალთა მინას - მინანქარს,
მე ვარ ბრმა კაცი, მაგრამ ნუ დარდობ, -
როცა შენ მოხვალ მე დაგინახავ.
შორეულ მთებში, დღეთა დუმილში,
ცას ეფინება ფრინველთა გზები,
და თვალებს ტკივილს გაუფანტავენ
ჩემი ოცნების მწუხარე ფრთები.
თვალებს ამ გრძნობამ მზე დაანახა,
ო, როგორ ჰგავდა ბედნიერებას!
და როცა ვიგრძნობ, რომ შენ აქა ხარ,
დავიწყებ შენი თმების ფერებას.
და მოგატყუებ, რომ ვხედავ ისევ
შენს ოქროს თმებში დარჩენილ ყვავილს,
შენს მოკამკამე, პატარა თითებს,
და გვირილების გვირგვინებს დაშლილს.
და როცა მთებში მზის წითელ სხივებს
საღამოს ბინდი მოაიავებს,
ასე იტყვიან, რომ ვიღაც კაცი
ეფერებოდა გამჭვირვალ ჰაერს...
ისევ მზის ცეცხლი გულში ჩაიდნობს
უმზეო თვალთა მინას - მინანქარს,
მე ვარ ბრმა კაცი, მაგრამ ნუ დარდობ, -
როცა შენ მოხვალ, მე დაგინახავ.

პირამიდები
ცისფერ ღამეში დაიმსხვრევა პირამიდები,
სფინქსის თვალები ატირდება ჩვილი ბავშვივით,
როცა დაღლილი, უდაბნოში, თეთრი სამოსით,
პირამიდებთან ნაღვლიანი ქრისტე ჩაივლის.
და ბეთჰოვენის სიმფონია შეშლის უდაბნოს,
ქარის მუსიკა ბებერ ქვიშას ტალღებად გაშლის...
შენ პოეტი ხარ, და ოცნებას ქრისტეს უამბობ,
რადგან ამ ქვეყნად ქრისტეც იყო ოდესღაც ბავშვი.
თუკი კაცი ხარ, სიხარული ვეღარ მოგიცდის.
მკვლელის ხელებმა ყვავილების ბაღი გააგეს.
ამ ქვეყანაზე კაცობისთვის ის ხალხი იცლის,
რომელთაც უკვე ცხოვრებაში ძლიერ წააგეს!
ცისფერ ღამეში დაიმსხვრევა პირამიდები,
სფინქსის თვალები ატირდება ჩვილი ბავშვივით,
როცა დაღლილი, უდაბნოში თეთრი სამოსით,
პირამიდებთან სევდიანი ქრისტე ჩაივლის...

ნიღაბი
თეთრი ნიღაბი, არაფრისმთქმელი
და შემზარავი ზუსტად ამიტომ,
როცა დაღამდა, ვიღაცის ხელმა
მთვარის მაგივრად ცაზე დაკიდა.
ვერ იგებ ამგვარ ცვლილების მიზეზს,
მეტამორფოზას გონით უძნელესს, -
ის სიმბოლურად ქალაქს რად უმზერს
და შუქით, დიდ სულს, როგორ უბნელებს.
ან იქნებ მხოლოდ შენ გეჩვენება
აღუქმელობა, გონებით, კაცთა,
რომ ქალაქს სიურეალისტურად
დაჰყურებს ციდან სიგიჯის განცდა.
ახლა სადღაცა გინდა წახვიდე, -
იქ, სადაც პასუხს უძებნი კითხვებს,
იქ, სად ცხოვრებას იწყებ თავიდან
და უგულობას, ამდენს, არ ითმენ...
ან შეცდომები რად მეორდება,
სულზე თეთრ ლაქებს რატომ სტოვებენ!
და თავის ქალა, როგორც გოდება,
ამბებს გიყვება სიმარტოვეზე.
აქ შეიძლება გაგიჟდეს კაცი,
წყეულ ღამეებს მოსწყდეს ლესტერად,
მაგრამ თუნდ სული თეთრ ჯვარზე აცვი,
ვერ გადააქცევ მონებს ვერტერად!
შენ იცი - ვერსად ვერაფერს შეცვლი,
და ვერ დაიხსნი, ვინც შემდგომ მოვა.
ყოველთვის ქარის წისქვილებს ებრძვი,
ვით დონ-კიხოტის ცხოვრების გლოვა.
მაინც აზრი აქვს სიცოცხლის მიზანს,
არ ჩაიქნიო ბოლომდე ხელი!
ქალაქს ნიღაბი გრძნობისგან იცავს,
ნიღაბი - შენი გრძნობების მკვლელი...

ქარიშხლიანი უღელტეხილი
გული დაიწვა სიყვარულის სისხლისფერ ცეცხლში,
რადგან როდესაც ცას ვუმზერდი, ბევრი იდარდა,
და გულისაგან დარჩენილი ფერმკრთალი ფერფლი,
ძვირფასო, შენი სუნთქვისაგან მიმოიფანტა.
აღარ მახსოვდა, რომ არსებობს ბედნიერება,
ვიყავ სტუმარი, ყოველ ღამით, სევდიან მხარის,
და მე მესმოდა ქვეყნად ყველა ადამიანის,
ამ ცხოვრებაში ტრფობისათვის ვინც იყო მკვდარი...
არის წუთები, როცა სულში ცეცხლის უდაბნოს
ცრემლი სწყურია, უცრემლობის განცდა აწამებს,
გინდა დალეწო ყველაფერი, იტირო მწარედ,
და ცრემლებიც კი ივიწყებენ დატანჯულ თვალებს!
ღმერთო ჩამოდი ამ დაწყევლილ დედამიწაზე!
ღმერთო, გეძახი! (ქარი ლეწავს გიგანტურ ხეებს)
ამდენ დაღუპულს და გათოშილს, ცივ სამარეში,
ნუთუ ციდანაც არ გაუწვდი შენს ძვირფას ხელებს?!
ისევ სიგიჟე, ისევ ქარი და ისევ წვიმა,
სასაფლაოდან ანათებენ ლურჯი ფერები.
მე ვინც მიყვარდა, სამარიდან ამოვთხრი იმას,
და მის მკვდარ სხეულს შეშლილივით მოვეფერები!
ღამე მოვიდა, და ძველი დრო ბრუნდება თითქოს,
ზეცის ხავერდში მოციმციმე ვარსკვლავსაც ვხედავ...
ჩემი თავისგან ერთ კითხვაზე პასუხს მოვითხოვ:
მე ხომ მკვდარი ვარ, და ცოცხლებში რა მინდა ნეტავ...

მე მაინცდამაინც არ მომწონს
გამოხმაურება

- ის სურათები intelligent duck 04 Apr 2008

აუ მე რომელი მოწმონდა აღარ მახსოვს... ადრე გადიოდა ტელევზორში... თოვლი როააა
გამოხმაურება

- ის სურათები მალინა 23 Apr 2008

კარგი იქნება თუ ქართული როკის ფორუმი ცალკე გაიხსნება და რაც შეეხება ამ ჯგუფს დედაბითის გარდა ვერ ვიტყვი ვერაფერს
გამოხმაურება

- ის სურათები zeferino 24 Apr 2008

ისე როკის ფორუმი ხო გეოროკი? :)) ხო ცალკე ქართველებისაც არ იქნებოდა ცუდი
გამოხმაურება

- ის სურათები ticianelo 30 Apr 2008

ისა
იმსიმღერას რაქვია
თუნგინდა მოგიყვე ზღაპარს და ა.შ.
გამოხმაურება

- ის სურათები one 01 May 2008

აქაც რომ გაიხსნას თემა
ქართულ ჯგუფებზე და აიპინოს
კაი იქნება :(
გამოხმაურება

- ის სურათები devila 03 May 2008

აუ უძლიერესი ჯგუფია ქართული მუსიკის ნათელი წერტილია!
აუ "ვაჩუქოთ გული როკს" არის უძაანმაგრესი სიმღერა... :bis: :rocker:
გამოხმაურება

- ის სურათები Indian_Summer 03 May 2008

ვაჩუქოთ გული როკს მეც ძალიან მიყვარს
გამოხმაურება

- ის სურათები one 05 May 2008

მე მქონდა მთლიანი ალბომი მაგრამ მიმეშალა/მივშალე...
გამოხმაურება

- ის სურათები zeferino 09 May 2008

შემთხვევით შემოგეშალა არა?! მაგის წაშლა როგორ შეიძლება? :P
გამოხმაურება