Jump to content
Planeta.Ge

ის ადამიანები, ვინც თავის დროზე მთელი კულტურის მოღვაწეები ჩარეცხა, დღეს კულტურის მინისტრს მოუწოდებენ, ლექსის ქურდს თავი დაანებეთო – ლევან ნიკოლეიშვილი


Recommended Posts

ექსპერტი ლევან ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ის ადამიანები, ვინც თავის დროზე მთელი კულტურის მოღვაწეები ჩარეცხა, დღეს კულტურის მინისტრს მოუწოდებენ, ლექსის ქურდს თავი დაანებეთო. რეპრესიებზე ის ადამიანები ყვირიან, რომელთაგან ერთი ნაწილი სულ რამდენიმე წლის წინ თავად ატერორებდა მთელ ერს და მეორე ნაწილი კი ამ ყველაფერს ჩუმად უყურებდა. თეა წულუკიანი კულტურის სფეროს აჯანსაღებს და სწორედ ამას ემსახურება მისი გადადგმული თითეული ნაბიჯი. ასე რომ, ვინც ამ სფეროში ხელის მოთბობას არის მიჩვეული, რა თქმა უნდა, მათთვის ეს რეფორმები მტკივნეულია და თეა წულუკიანიც მიუღებელი“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

შეგახსენებთ, კულტურის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: მოვითხოვთ, ქართული ლიტერატურის მუზეუმმა შეწყვიტოს ელენე ბაქრაძის (დარიანი) გამოცემა, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი. 

განცხადებაში საუბარია უშუალოდ ლაშა ბაქრაძეზეც, სადაც ვკითხულობთ: “რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია”.

The post ის ადამიანები, ვინც თავის დროზე მთელი კულტურის მოღვაწეები ჩარეცხა, დღეს კულტურის მინისტრს მოუწოდებენ, ლექსის ქურდს თავი დაანებეთო – ლევან ნიკოლეიშვილი appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...