Jump to content
Planeta.Ge

„გალღვა ყინული და ყოფილ ცოლთან და ბავშვთან ერთადაც მქონდა ვიქენდ ტური“ – გურამ შეროზია


Recommended Posts

ბლოგერი გურამ შეროზია, სოციალურ ქსელში გასული წლის შემაჯამებელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„წლის შეჯამების ჟამი დამდგარაოოო:

1. ვიმოგზაურე 15-მდე ქვეყანაში პანდემიის ფონზე, აქედან 7 ახალში, მათ შორის ჩემი ოცნების ქვეყნებში: მექსიკა, კოლუმბია, კოსტა-რიკა, პანამა, დომინიკის რესპუბლიკა;

2. დავიწყე მუშაობა კიდევ ორ ახალ უნივერსიტეტში;

3. გავხდი ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (მანამდეც ვიყავი, სეუში);

4. დავხურე ესპანური სალაპარაკო დონეზე და დავიწყე თურქული ენის სწავლა კაე სწრაფ ტემპში;

5. ჩემი გამოცემული წიგნი “ფერადი ფრაგმენტები” გახდა ბესტსელერი;

6. შევიძინე ახალი და გაწკრიალებული მანქანა, „პროსტა“ ცოტა არავაჟკაცური ფერის;

7. მიწის ნაკვეთიც უნდა შემეძინა აგარაკისთვის და ეს შემდეგი წლის შეჯამებაში იქნება, გაფორმებას ვეღარ ვასწრებ წელს :დ

8. დავიწყე პლეხანოვის სახლის რემონტი, უსვეცკესობად უნდა ვაქციო )))

9. სამჯერ ვიყავი შეყვარებული – აქედან ორჯერ – შოკოლადზე  

10. მივიღე მონაწილეობა მეორე წიგნით კონკურსში “გახდი ბესტსელერის ავტორი” და გადავედი ფინალში, უნდა მოვიგო!  

11. ვცადე კულინარია, სამზარეულოს ომებში არამხოლოდ კასტინგი გავიტანეთ თავით, არამედ ათეულშიც გავშრიალდით და ხუთეულამდეც მივაღწიეთ, კორონა და ჭირი რომ არა – ფინალშიც ვიქნებოდით ჩვენი ღრმა რწმენით!

12. განვაახლე ვარჯიში და მგონი ყველაზე კარგი შედეგი მაქვს, ვიდრე ოდესმე მქონია, რეეკორდი მოვხსენი 4 თვეზე მეტი უწყვეტი ვარჯიშით და გაჩერებას არ ვაპირებ!

13. წინა წელს ჩაწერილი, ჩემი პირველი საავტორო სიმღერა მადლობა (დუეტი მალიბუსთან) 1 წელში 4 მლნ ნახვას გადაცდა!

14. გადავიღე კიდევ 4 კლიპი, ერთ წელში, ყველა იცით მგონი, ანუ ყველა “წარმატდა”

15. წელს პირველად მიმიწვიეს კონცერტებზე და ავიღე ჰონორარი, როგორც მუსიკოსმა :)))

16. გაცოცხლდა ჩემი ტურისტული მიმართულება, 20-მდე ბედნიერი და მხიარული ჯფუფური ტური მოვახდინეე

17. განვაახლე ყველა ტექნიკა: ტელეფონები მთელ ოჯახში, ლეპტოპი, დრონი, ა.შ.

18. დავასრულე ერთი ბიზნესგეგმა და მომავალ წელს ძალიან კარგ ახალ ბიზნესს გაგაცნობთ

19. შევიჭერი თმა და მომაკლდა კაე ხუთი წელი!

20. პუპუსთან ერთად კიდევ ერთი უბედნიერესი წელი გავიდა

21. დაბადების დღეს შევხვდი ჩემს უსაყვარლეს ზანზიბარში, ახალ წელს სახლში და მერე გავვარდი ვენა-პრაღაში

22. დედასთან სამჯერ ვიმოგზაურე საზღვარგარეთ, მამა და ბებია არ მომყვებიან და რა ვქნა.

23. გალღვა ყინული და ყოფილ ცოლთან და ბავშვთან ერთადაც მქონდა ვიქენდ ტური (მიღწევებში ითვლება ბედკრულ ჯორჯიაში)

24. დავიწყე სარეკლამო კოლაბორაციები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მაგ. ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროები, საკვები და გასართობი ობიექტები, ა.შ.

25. რუტინულ ყოველდღიურ სამსახურებზე არ შეგაწყენთ, მაგრამ გეტყვით, რომ ბევრს ვმუშაობ! )))

26. აქტიურად ვაგრძელებთ ქველმოქმედებას ჯგუფი “შენთან ვარ” ფარგლებში და უამრავ ოჯახს, მოხუცს, ბავშვს დავეხმარეთ, წინ უფრო დიდი გეგმებია.

რამე გამომრჩებოდა ალბათ, მაგრამ არა უშავს.

მადლობა, რომ არ დაგეზარათ წაკითხვა, მადლობა, რომ მოტივაციას მმატებთ, მადლობა, რომ გიყვარვართ, ან ვერ მიტანთ – ნებისმიერი ემოცია დასაფასებელია.

მინ. აესეთ და ათჯერ მეტად ნაყოფიერ 2022 გისურვებთ!“ – წერს შეროზია.

The post „გალღვა ყინული და ყოფილ ცოლთან და ბავშვთან ერთადაც მქონდა ვიქენდ ტური“ – გურამ შეროზია appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...