კონტენტზე გადახტომა



  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 შანკარადევა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 473 წერილები:
  • Gender:Male
  • Interests:ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი, სიქჰიზმი, ზოროასტრიზმი, ელინიზმი, პაგანიზმი, დაოსიზმი, შინტოიზმი, თეოლოგია, თეოსოფია, მეტაფიზიკა, გნოსტიციზმი, "ნიუ ეიჯი", სატანიზმი, ევგენიკა, ოკულტიზმი, ტრანსჰუმანიზმი, ანიმე, მანგა, ფენტეზი, ჰედონიზმი, კონსპიროლოგია, რაელ ვარილონის სწავლება, ოშო რაჯნიშის სწავლება, რამაკრიშნას სწავლება, საენტოლოგია, ჰერმეტიზმი, ვიკანელობა, ანთროპოსოფია, სუპერ-ეკუმენიზმი, ქაოსოფია, ისტორია, პოლიტიკა, კინო, ეკოლოგია, ნეირობიოლოგია, თომა აქვინელის სქოლასტიკა, ისლამური არისტოტელიზმი, სუფიზმი, კაბალა (ეზოთერული იუდაიზმი), ორიგენიზმი, ნესტორიანელობა, ბიბლეისტიკა, შუმეროლოგია, ეგვიპტოლოგია, ინდოლოგია, ბუდოლოგია, ტანტროლოგია, ტიბეტოლოგია, ნიცშეს ფილოსოფია და კულტუროლოგია.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 09 November 2020 - 10:02 AM

პოზიტივიზმი (ლოგიკური პოზიტივიზმი) ეს არის XIX საუკუნის შუა წლებში ოგიუსტ კონტის მიერ ჩამოყალიბებული „ფილოსოფიური“ თეორია, რომლის მიხედვით ერთადერთი „ჭეშმარიტი ცოდნა“ არის „მეცნიერული ცოდნა“, რომელიც თეორიების მეცნიერული შემოწმების საშუალებით მიიღწევა. ამ შეხედულებას მეცნიერების იდეოლოგიადაც მოიხსენიებენ. კონტის მიხედვით „ჭეშმარიტების“ ძიების პროცესში საზოგადოება სამ თანმიმდევრულ სტადიას გადის: თეოლოგიურს, მეტაფიზიკურსა და პოზიტიურს (მეცნიერულს). თეოლოგიურ ფაზაში ადამიანებს ღმერთის უმაღლესი ძალის სწამთ, საზოგადოებას კი ღმერთის წარმომადგენლები მართავენ. ადამიანებს სჯერათ რელიგიური დოქტრინების და მათთან დაკავშირებით კითხვები არა აქვთ. მეტაფიზიკურ ფაზაში ჩნდება და ძლიერდება იდეა ადამიანის უნივერსალური და განუყოფელი უფლებების შესახებ, ძლიერდება ამ უფლებების პატივისცემა. მესამე სტადიისათვის კი დამახასიათებელია „პიროვნების მნიშვნელობის“ კიდევ უფრო ზრდა. აღარ არსებობს უზენაესი ავტორიტეტი, რომელსაც ადამიანები ემორჩილებიან — ყოველივეს „პიროვნებათა თავისუფალი ნება“ განსაზღვრავს. კონტის მიხედვით დასავლური „ცივილიზაციისათვის“ პირველი სტადია დასრულდა „განმანათლებლობის“ ეპოქით, მეორე — საფრანგეთის რევოლუციით.

გამოდის, რომ კონტის წარმოდგენით, კაცობრიობის მოძრაობა იდეალიზმიდან მატერიალიზმისკენ, რელიგიის უარყოფა და ათეიზმში (ასურა-დჰარმაში) გადასვლა, ეს არის „პროგრესი“. პრაქტიკულად მისი გაგებით სანატანა-დჰარმადან ასურა-დჰარმასკენ სვლა, სატვას მოდუსიდან ტამასის მოდუსისკენ მოძრაობა, არის სხვა არაფერი თუ არა იმის ნიშანი, რომ ადამიანური საზოგადოება „ვითარდება“ და ხდება „უკეთესი“ ანუ მისთვის რელიგია არის სიცრუე და ბოროტება, რომელიც მეცნიერული „ცოდნის“, მეცნიერული ათეიზმის მეოხებით უნდა იქნეს დაძლეული და საბოლოოდ გადალახული. აქედან ჩვენ ვასკვნით, რომ კონტის იდეოლოგია არის ტიპიური ასურა-დჰარმა, სანატანა-დჰარმას სრული ინვერსია. მისთვის ასურა-ბჰავაში მყოფი ადამიანის ანტითეისტური ნება-სურვილი არის უფრო მაღლა მდგომი, ვიდრე ღმერთის სიყვარული და რწმენა. კონტის აზრით, თუ ვერ ვამოწმებთ რაღაცას ე.ი. ის რაღაცა უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში და არა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რამე მენტალური ნაკლი ან ტექნოლოგიები არ გვაქვს საკმარისად განვითარებული, არა, მეტაფიზიკური, ზებუნებრივი, უბრალოდ არ არის. მისი გადმოსახედიდან უზენაესი ღვთაებრივი ავტორიტეტის გაქრობა, არის პოზიტიური მოვლენა, განვითარების და განათლების რეზულტატი. აქედან გამომდინარე, კონტი ქადაგებდა კლასიკურ ასურა-დჰარმას და იმყოფებოდა ტამასის მოდუსის პირდაპირი გავლენის ქვეშ, ისევე როგორც მისი თანამედროვე მიმდევრები (მაგალითად ტიპიური პოზიტივისტი - ალექსანდრე პანჩინი). თუმცა პირადადმე ვერ ხვდები რას ხედავენ პოზიტიურს კონტის ასურა-დჰარმაში და ასურა-ბჰავაში.

ისიდორ მარი ოგიუსტ ფრანსუა ქსავიე კონტი დაიბადა 1798 წელს და გარდაიცვალა 1857 წელს. ის იყო მატერიალისტური იდეების მქონე ფრანგი ფილოსოფოსი. ის არის პოზიტივიზმის დამაარსებელი. სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ფუძემდებელი. მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომები — მისთვის დიდი პოპულარობის მომტანი "პოზიტიური ფილოსოფიის კურსი" ("Cours de philosophie positive") ტ. 1-6, 1830-1842) და "პოზიტიური პოლიტიკის სისტემა, ან სოციოლოგიის ტრაქტატი, კაცობრიობის ჩამომაყალიბებელი რელიგია" (ტ.1-4 1851-1854).
არისტოტელეს შემდეგ კონტი პირველია, ვინც შეეცადა ამ „გრანდიოზული ამოცანის“ გადაწყვეტას. იგი ცდილობს „მეცნიერება“ გამოყოს თეოლოგიისა და მეტაფიზიკისაგან. მეცნიერების ამოცანა კანონების აღმოჩენაა, რომლებიც გაგებულია როგორც მოვლენებს შორის მყარი და განმეორებადი კავშირი. კონტი გვევლინება ფილოსოფიის ტრადიციული გაგების გამაუქმებლად, მისი აზრით ფილოსოფიას არ აქვს არც განსაკუთრებული საგანი და არც კვლევის მეთოდი, რომელიც განსხვავებული იქნებოდა „მეცნიერებათა“ მეთოდებისაგან. თუ ფილოსოფიას სურს დარჩეს „მეცნიერებად“, მაშინ იგი უნდა ჩაერთოს „მეცნიერებათა“ რიგში.
სოციოლოგია ერთის მხრივ უპირისპირდება თეოლოგიურ შეხედულებებს, მეორეს მხრივ მეტაფიზიკურ შეხედულებებს, რომელთა მიხედვით საზოგადოება ადამიანთა გონიერი ნების პროდუქტია. სოციოლოგია კი არის ის ერთადერთი მეცნიერება, რომელიც სწავლობს იმას, თუ როგორ ხდება ადამიანის გონება და ფსიქიკა სრულყოფილი საზოგადოებრივი ცხოვრების გავლენით. ინდივიდი აბსტრაქციაა, საზოგადოება კი სინამდვილი, რომელიც კანონებს ექვემდებარება. სწორედ სოციოლოგია ასრულებს პოზიტიური ფილოსოფიის სისტემას, რაც მოასწავებს საზოგადოების განვითარებაში პოზიტიური სტადიის დადგომას.

ცხადია ასურა კონტი აუქმებს ტრადიციულ იდეალისტურ ფილოსოფიას და უპირისპირდება თეოლოგიას, რომელიც ძველი ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც - ღვთისმეტყველება ან სწავლება უფლის შესახებ, ამიტომაც მისი ზოგიერთი ადეპტები, რომლებიც ასევე ასურა-ბჰავაში იმყოფებიან, ამბობენ, რომ „ღმერთი სდუმს“ ან „ღმერთი მოკვდა“. კალი-იუგაში ეს არ უნდა გვიკვირდეს, მომავალში მოვლენ (დაიბადებიან) ბევრად უფრო „გენიალური მოაზროვნეები“, რომლებიც კიდევ უფრო „გაანათლებენ“ მასებს და შექმნიან კიდევ უფრო „გენიალურ“ თეორიებს და დისციპლინებს. ეჭვიც ნუ შეგეპარებათ მაგაში. სიტყვა განათლება როგორც ასურა-დჰარმას სინონიმი, ნამდვილად არ მეგონა თუ ამ დონემდეც მივიდოდა საქმე.

ლიტერატურა
Amory, Frederic."Euclides da Cunha and Brazilian Positivism", Luso-Brazilian Review. Vol. 36, No. 1 (Summer, 1999), pp. 87–94.
Giddens, Anthony. Positivism and Sociology. Heinemann. London. 1974.
Gilson, Gregory D. and Irving W. Levinson, eds. Latin American Positivism: New Historical and Philosophic Essays (Lexington Books; 2012) 197 pages; Essays on positivism in the intellectual and political life of Brazil, Colombia, and Mexico,
დადებული სურათი





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი