კონტენტზე გადახტომა



  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 შანკარადევა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 470 წერილები:
  • Gender:Male
  • Interests:ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი, სიქჰიზმი, ზოროასტრიზმი, ელინიზმი, პაგანიზმი, დაოსიზმი, შინტოიზმი, თეოლოგია, თეოსოფია, მეტაფიზიკა, გნოსტიციზმი, "ნიუ ეიჯი", სატანიზმი, ევგენიკა, ოკულტიზმი, ტრანსჰუმანიზმი, ანიმე, მანგა, ფენტეზი, ჰედონიზმი, კონსპიროლოგია, რაელ ვარილონის სწავლება, ოშო რაჯნიშის სწავლება, რამაკრიშნას სწავლება, საენტოლოგია, ჰერმეტიზმი, ვიკანელობა, ანთროპოსოფია, სუპერ-ეკუმენიზმი, ქაოსოფია, ისტორია, პოლიტიკა, კინო, ეკოლოგია, ნეირობიოლოგია, თომა აქვინელის სქოლასტიკა, ისლამური არისტოტელიზმი, სუფიზმი, კაბალა (ეზოთერული იუდაიზმი), ორიგენიზმი, ნესტორიანელობა, ბიბლეისტიკა, შუმეროლოგია, ეგვიპტოლოგია, ინდოლოგია, ბუდოლოგია, ტანტროლოგია, ტიბეტოლოგია, ნიცშეს ფილოსოფია და კულტუროლოგია.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 14 October 2020 - 05:32 PM

ეს მხოლოდ ქრისტიანობას ჰგონია, რომ მონოგამია არის ურთიერთობის და ქორწინების ერთადერთი ფორმა, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე, სხვა რელიგიებში ასე არასოდეს ყოფილა და თუ ახლა გაჩნდა ეს იდეა, სულაც არ ნიშნავს ეს იმას, რომ ქრისტიანული რელიგიის მიერ მოგონილი მონოგამია მათი დოგმატიკის განუყოფელი ნაწილია, ეს უბრალოდ ქრისტიანობის გავლენაა, რომელსაც სექსუალური ლიბერალიზმის მომხრე ზოგ-ზოგიერთი ათეისტებიც გაურბიან და არა მხოლოდ არაქრისტიანული რელიგიების კონსერვატიული მიმდევრები. დღეს ბევრი ქალი და კაციც ფიქრობს, რომ დედამიწაზე მუდამ იყო, არის და იქნება მხოლოდ მონოგამია, მაგრამ ისინი ცდებიან. მათთვის სწორედ რომ ქრისტიანული მოდელია იდეალური და ამ მოდელს ბევრი არაქრისტიანიც მისდევს ისე, რომ არც ესმის, რომ ეს ქრისტიანული პროდუქტია, გამოგონილი ახ.წ. მესამე საუკუნეში. მკაცრი მონოგამია ესაა სუფთა ქრისტიანული ფენომენი, რომელიც ადამიანის არსებობის ყველა სფეროშია განფენილი, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, პოლიტიკაში და ა.შ. კინოში, მულტფილმებში, პოლიტიკურ შოუებში, მეცნიერულ სემინარებზე, ყველგან გრგვინავს მონოგამიური პათოსი, როგორც ერთადერთი და უალტერნატივო აქსიომა. სხვა რელიგიები, გარდა ქრისტიანობისა, არასოდეს არ იღებდნენ დოგმატურ დონეზე იდეას, რომ მონოგამია ესაა ერთადერთი აქსიომა, ერთადერთი სწორი ცხოვრების წესი. რაც არ უნდა გვიკვირდეს, დღეს უკვე ქრისტიანების ამ იდეას აჟღერებენ არაქრისტიანებიც, მათ შორის ფემინისტები და ჰუმანისტები, ძირითადად კი გაღვივებული ეგოიზმის მქონე ქალები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს სუფთა ქრისტიანული დოგმა. ის, რომ პრაქტიკულად ყველა ფილმში, მულტფილმში და პოლიტიკურ სივრცეშიც არის მონოგამიური შაბლონების და სტერეოტიპების აქტიური რეკლამა და უნივერსალურ უალტერნატივო აქსიომად გამოფენა და თანაც დიდი პათოსით, სულაც არ უნდა გვიკვირდეს. აბა რა გვგონია? ნუთუ გვგონია, რომ სადმე ოდესმე შეიძლება იყოს წარმატებული პოლიგამიური ოჯახის წარმოჩენა? და რა წარმატებაზეა საუბარი ტოტალიტარულ მმონოგამიურ ნეოქრისტიანულ სისტემაში? თვითონ პორნოგრაფიული და ეროტიკული ბიზნესიც მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ხალხში გამოიწვიოს კიდევ უფრო ღრმა ზიზღი და აღშფოთება, რათა იყოს მტრის ხატი. მტრის ხატი საჭირო რამაა. ან უყურეთ იმას რასაც ეწოდება 18+ ან შეეგუეთ რეალობას. არავინ არაადამიანთაგან არასოდეს არ დაუშვებს მონოგამიის ალტერნატივების რეკლამირებას მასმედიის დახმარებით. მსოფლიოში დომინირებს ქრისტიანული მონოგამიური პარადიგმა.
ომ შრი კალი ნამაჰა. 14.10.2020





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი