Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

თორმეტი ოლიმპოელი ასევე ცნობილი სახელით დოდეკათეონი (ბერძ. ΔωΔεκάθεον < ΔωΔεκα, დოდეკა, „თორმეტი“ + θεον, თეონი, „ღმერთი“) — ძველ საბერძნეთში ბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთები, რომლებიც ოლიმპოს მთაზე ბინადრობდნენ:

 

ზევსი, ჰერა, ჰერმესი, ჰეფესტოსი, აფროდიტე, ათენა, აპოლონი, არტემიდა, დემეტრა და ჰესტია, პოსეიდონი, არესი.

 

ჰერაკლე, ჰადესი, დიონისე, პერსეფონე და ჰებე სხვა მნიშვნელოვანი ღმერთები და ქალღმერთებია, ხოლო ჰერაკლე კი გმირი. პერსეფონემ წელიწადის სამ თვეს მიწისქვეშეთის საუფლოში ატარებდა (რის გამოც ზამთარში ბუნება იძარცვებოდა), ხოლო დანარჩენ ცხრა თვის ოლიმპოს მთაზე გატარების უფლება ჰქონდა. ამ დროს, ის დედამის — დემეტრას გვერდით იყო, რომელიც შვილის არყოფნის დროს გლოვობდა და და ოლიმპოელებისგან განცალკევებით ცხოვრობდა. მართალია, ჰადესი ერთ-ერთი მთავარი ღვთაება იყო ბერძნულ პანთეონში, მაგრამ ვინაიდან ის მიწისქვეშეთს განაგებდა, ოლიმპოელებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

 

თორმეტმა ოლიმპიელმა მას შემდეგ მოიპოვა უპირატესობა, რაც ზევსმა თავის და-ძმასთან ერთად, ტიტანები ბრძოლაში დაამარცხა; ზევსი, ჰერა, პოსეიდონი, დემეტრა, ჰადესი და ჰესტია და-ძმა იყვნენ. დოდეკათეონის დანარჩენი წევრები ზევსის შვილებად ითვლებიან, რომელთაც სხვადასხვა დედა ჰყავდათ. ამ მხრივ, გამონაკლისია ათენა, რომელიც სხვადასხვა ვერსიის თანახმად, მხოლოდ ზევსისგან იშვა და აფროდიტე, რომელიც კრონოსის მოჭრილი ფალოსისგან იშვა, რომელიც ტიტანებთან შერკინების დროს, ზევსმა ზღვაში გადააგდო. ამას გარდა, ზოგიერთი ვერსიის თანახმად, ჰეფესტოსი ჰერას შვილია - ჰერამ შური იძია ზევსზე, რადგან მან თავისით დაბადა ათენა.

 

პირველი თაობა (კრონიდები)

ზევსი. ზეცის მბრძანებელი.

ჰერა. ზეცის ქალღმერთი.

პოსეიდონი. წყლის ღმერთი.

ჰადესი. მიწისქვეშეთის მბრძანებელი.

დემეტრა. ნაყოფიერების ქალღმერთი.

ჰესტია. კერიის ქალღმერთი.

მეორე თაობა

ჰერმესი, ზეციური შიკრიკი; მძარცველების და მატყუარების ღმერთი.

ჰეფესტოსი. მჭედლოების ღმერთი.

არესი, ომის ღმერთი.

აფროდიტე სიყვარულის ქალღმერთი.

ათენა. მებრძოლთა, წარმოების და გონიერების ქალღმერთი.

აპოლონი, წინასწარმეტყველების და მუსიკის ღმერთი. მუზების წინამძღოლი.

არტემიდა, ნადირობის და ბუნების ქალღმერთი.

პერსეფონე. გაზაფხულის და სიკვდილის ქალღმერთი.

დიონისე, ლხინისა და ვაზის ღმერთი.

ჰებე. ოლიმპოს მერიქიფე; სიყმაწვილის ქალღმერთი.

ოლიმპოელთა ახლობლები

დიონა აფროდიტეს დედა და ზევსის საყვარელი.

ეროსი სიყვარულის განსეულება.

განიმედე ზეცის მერიქიფე.

ჰელიოსი მზის განსხეულება.

სელენე მთვარის განსხეულება.

ეოსი მზის ჩასვლის განსხეულება.

ჰერაკლე უძლეველი გმირი.

ჰორები ოლიმპოს მცველები.

ბია სისასტიკის განსხეულება.

კრატოსი ძალაუფლების განსხეულება.

ეილითია, მშობიარობის ქალღმერთი, ზევსისა და ჰერას შვილი.

ლეტო, ტიტანის ასული, აპოლონის და არტემიდას დედა.

მუზები, ხელოვნების და მეცნიერების ცხრა მფარველი ქალღმერთი.

ნემესისი შურისძიების ქალღმერთი.

ნიკე გამარჯვების ქალღმერთი.

პეანოსი მკურნალი ღმერთი.

ზელოსი სიბეჯითის განსხეულება.

შენიშვნა:

 

თანამედროვეობაში, აპოლონი ხშირად გაიგივებულია მზესთან, თუმცა ძველბერძნულ პოეზიაში მზის ღმერთად თითქმის ყოველთვის ჰელიოსია დასახელებული.

თანამედროვეობაში, არტემიდა ხშირად გაიგივებულია მთვარესთან, თუმცა ბერძნულ ლიტერატურაში სელენე თითქმის ყოველთვის მთვარის ქალღმერთად მოიხსენიება.

 

 

 

soglasno-drevnegrecheskoj-mifologii-boginej-chego-imenno-byla-boginya-tyuhe.jpg

 

1352555361-xixgyo-les-pompiers-1822-blondel-merry-joseph-la-dispuste-de-minerve-et-de-neptune.jpg

 

44604c9c0d43ba48c11b3b98377f03be.jpg

 

lNtjkc9MwWw.jpg

 

%D0%B1%D0%BE%D0%B3%D0%B8-%D0%B4%D1%80%D0%B5%D0%B2%D0%BD%D0%B5%D0%B9-%D0%B3%D1%80%D0%B5%D1%86%D0%B8%D0%B8-78726.png

 

2-2.jpeg

 

http://sschool8.narod.ru/75_Herakl/7807wod.jpg

 

Olympians.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...