Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ევროპის დეგრადაცია დაიწყო ჯერ კიდევ ახ.წ. 392 წელს, როცა რომის იმპერატორმა თეოდოსიუს დიდმა, აკრძალა ტრადიციული ანტიკური რელიგიები (წარმართობა) და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ორთოდოქსული ქრისტიანობა. ახ.წ. 529 წელს ათენის ნეოპლატონიკური აკადემიის დახურვით და მისი ქონების კონფისკაციით, ბიზანტიის ანტისემიტმა და ანტიპაგანისტმა იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა წერტილი დაუსვა ანტიკურ სამყაროს და დაიწყო ახალი ეპოქა - ბნელი შუასაუკუნეები (რომელშიც დომინირებდა გულის ლოგიკა და არა ანტიკური გონების ლოგიკა). შემდეგ დაიწყო რენესანსი, რომელიც მალევე დასრულდა, რენესანსისას დროებით ჰქონდა ადგილი ანტიკური კულტურის ნამსხვრევების აღორძინებას. შემდეგ "განმანათლებლობის" ეპოქა, როდესაც საფუძველი ჩაეყარა ათეიზმს და დეიზმს (ასურა-დჰარმას და ჩალა-დჰარმას). შემდეგ ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში კიდევ უფრო გაძლიერდა ათეიზმი, პრემოდერნიზმი შეცვალა მოდერნიზმმა, რომელსაც ჰქონდა ნათელი მომავლის იმედი, რომელიც უნდა დამდგარიყო მეცნიერული პროგრესის წყალობით, მოდერნი შეცვალა პოსტმოდერნმა და სრულმა კულტურულმა დეპრესიამ, ნიჰილიზმმა, უიმედობამ. ეს დეპრესია დაიწყო 1914 წელს მსოფლიო ომთან ერთად და სერიოზულად გაძლიერდა 1945 წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა კაცობრიობამ დაკარგა ყოველგვარი აზრი და იმედი, დაკარგა როგორც რწმენა რელიგიური, ასევე ნათელი უტოპიური მომავლის იმედი. მიუხედავად ყველაფრისა, კალი-იუგაში ფანატიკური მენტალიტეტის ხალხი არ გამქრალა. არის ორი უკიდურესობა; ფანატიკოსი მორწმუნეები და ფანატიკოსი ათეისტები. ნებისმიერი ფანატიკოსი ფლობს ერთნაირ მენტალიტეტს, დესტრუქციულს, შესაბამისად ასეთ არსებასთან მშვიდი და რაციონალური დიალოგი შეუძლებელია და არცაა საჭირო. პირადად გამოვცადე ეს, ფანატიზმით დაავადებული ადამიანი არ ისმენს არაფერს და მასთან წყნარი საუბარი გამორიცხულია, ამასთან, ეს არსებები გამოირჩევიან უმეცრებით და იმით, რომ ემოციური ინტელექტის ანუ სენტიმენტალიზმის ტყვეობაში არიან. მათთვის უცხოა რაციონალური ინტელექტი. პრემოდერნი ცხოვრობდა იმ აზრით, რომ სიცოცხლის აზრი და არსია გვახსოვდეს წარსულში დარჩენილი ედემი ან სატია-იუგა, ოქროს საუკუნე და ამბობდა იმას, რომ მომავალში უარესი იქნება, ვიდრე წარსულში, ეს არის კლასიკური კულტურა. მოდერნი ამბობდა, რომ ჩვენი წინაპრები არ იყვნენ თეთრწვერა ნათელი ბრძენები, ჩვენი წინაპრები იყვნენ მიკრობები, რადგანაც არის ევოლუცია და მომავალი უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე წარსული, უფრო უკეთესი მეცნიერული განვითარების წყალობით. ეს იყო მოდერნისტული პარადიგმა, ნათელი მომავლის მტკიცე რწმენა. პოსტმოდერნში ადამიანმა დაკარგა ყოველგვარი აზრი, იმედი და რწმენა და ჩავარდა ნიჰილისტურ სასოწარკვეთაში, დეპრესიაში და უიმედობაში, რაც გამოვლინდა ეგსიტენციალიზმის დაბადებაში, ეგზისტენციალურ შიშებში გლობალურ დონეზე. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ნიჰილისტურ პოსტმოდერნში. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მორალური და ონტოლოგიური ნიჰილიზმის იდეებზე დაფუძნებულ სოციუმში, სადაც აღარ ჩანს აზრი, არსი და იმედი, გამოსავალი რთული სიტუაციიდან, კრიზისული მდგომარეობიდან. დეგრადაცია კი გრძელდება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გენიალურია..! :+:

თუ სერიოზულად ეგრე ფიქრობთ, მადლობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ სერიოზულად ეგრე ფიქრობთ, მადლობა.

რათქმაუნდა, სერიოზულად.. მაიმუნი კი არა ვარ.. ;) :020:

ის კი არა, დიდი მონაცემები გაქვთ იმისა.., რომ ხალხს თავისფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდოთ.., მაგრამ თქვენ ამაზე ცოტა სხვაგვარი შეხედულებები გაქვთ, მგონი.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...