Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

„ბავარიელი ილუმინატების“ ორდენი დაარსდა ადამ ვაისჰაუპტის მიერ ინგოლშტადტის უნივერსიტეტი 1776 წლისს 1 მაისს და თავდაპირველად მხოლოდ 5 წევრისაგან შედგებოდა. ვაისჰაუპტმა მასონური „საიდუმლოებანი“ სერიოზულ შინაარს მოკლებულად მიიჩნია და შეიმუშავა საკუთარი დოქტრინა.

პროფესორი ადამ ვაისჰაუპტი დეიზმისა და განმანათლებლობის ლიბერალურ იდეათა ცნობილი მიმდევარი იყო, იგი მიზნად ისახავდა საკუთარი ორდენის გამოყენებას აღნიშნულ მოძღვრებათა გავრცელებისა და პოპულარიზაციისათვის.

1777 წელს ჰერცოგი კარლ IV თეოდორი გახდა ბავარიის მმართველი, მან აქტიური ბრძოლა დაიწყო განმანათლებლური აბსოლუტიზმისა და ფარული ორგანიზაციების გავრცელების წინააღმდეგ ბავარიის საგრაფოში.

რომის პაპმა პიუს VI-მ დაგმო საიდუმლო ორდენის მოძრაობა, ილუმინატები კათოლიკური ეკლესიის მტრებად გამოაცხადა და გაასამართლა კიდეც ორდენის წევრები. საბოლოოდ, ორდენი დაიშალა, ადამ ვაისჰაუპტი ბავარიიდან გაიქცა და მთელი სიცოცხლე (გარდაიცვალა 1830 წლის 18 ნოემბერს) დევნილობაში გაატარა.

ორდენს ჰყავდა წარმომადგენლები ევროპის მრავალ ქვეყანაში.

„ბავარიელ ილუმინატებთან“ და ზოგადად, ფარულ ორგანიზაციებთან მრავალი შეთქმულების თეორიაა დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში, ფარულ ორგანიზაციათა საქმიანობის მთავარ მოტივად სახელდება მსოფლიოზე გაბატონების, ადამიანურ, სამეცნიერო და ფინანსურ რესურსთა ტოტალური კონტროლის სურვილი.

1797 წელს აუგუსტინ დე ბარუელმა გამოაქვეყნა წიგნი „შენიშვნები იაკობინელების ისტორიის შესახებ“ (ფრანგ. Mémoires pour servir à l’Histoire du Jacobinisme), სადაც ის აღწერს ილუმინატთა ხელმძღვანელობით განხორციელებულ გლობალურ შეთქმულებას, რის შედეგსაც წარმოადგენდა საფრანგეთის დიდი რევოლუცია. ილუმინატების შემდეგ სამიზნედ ავტორი მიიჩნევდა სახელმწიფოებრიობისა და ქრისტიანობის განადგურებას. თითქმის იმავე პერიოდში, დე ბარუელისაგან დამოუკიდებლად, შოტლანდიელი მასონი და ედინბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის პროფესორი ჯონ რობისონი მუშაობდა საკუთარ წიგნზე „მსოფლიოს რელიგიათა და ევროპის ხელისუფალთა დასამხობად მიმართული შეთქმულების თეორიის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი“ (ინგლ. Proofs of a Conspiracy Against all the Religions and Governments of Europe).

შოტლანდიელ პროფესორს მტკიცედ სჯეროდა, რომ ფარული შეთქმულების მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოს ყველა რელიგიის შეცვლა ჰუმანიზმით და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარება.

მასონობა, თავისუფალი მასონობა (ფრანგ. franc-maçonnerie, ინგლ. Freemasonry) სიტყვასიტყვით ნიშნავს ქვისმთლელს. ძმობაზე და სამსახურზე დამყარებული ორგანიზაციაა, მორალურ-ეთიკური მოძრაობა, აღმოცენებული XVIII საუკუნეში (1717 წლის 24 ივლისი, პირველი ოფიციალური დიდი ლოჟა დიდ ბრიტანეთში) დახურული ორგანიზაციის სახით, საკუთარი რიტუალებით და სიმბოლოებით, რომლებიც გადმოღებულია ნაწილობრივ ქრისტიანობიდან. მასონური ეთიკა და ფილოსოფია აგებულია მონოთეისტურ შეხედულებებზე. დღევანდელ დღეს თავისუფალი მასონობა სხვადასხვა ფორმით არსებობს მსოფლიოში. ორგანიზაცია დაახლოებით 5 მილიონ წევრს ითვლის, რომელთაგან 2 მილიონამდე აშშ-ში ცხოვრობს და 480,000 ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში.

თავისუფალ მასონებს ერთმანეთთან აკავშირებთ ერთიანი მორალური და მეტაფიზიკური იდეალები. მათი ერთ-ერთი ფუძემდებლური იდეალია უზენაესი არსების რწმენა. თავისუფალი მასონები სიმბოლოებად იყენებენ ქვისმთლელების იარაღებსა და ხელსაწყოებს. სოლომონის ტაძრის მშენებლობის ალეგორიული სიმბოლოს წინააღმდეგ. მასონური იერარქია თავის წევრებს მოუწოდებს იღვაწონ კაცობრიობის „პროგრესისათვის“, თუმცა დაიტოვონ თავიანთი შეხედულება ამ სიტყვებზე.

მასონობის კანდიდატს აუცილებლად უნდა სჯეროდეს შემოქმედი უფლის არსებობის და უნდა იყოს ჯენტლმენი.

ილუმინატებსა და მასონებს შორის მუდმივად იყო, არის და იქნება დაპირისპირება, რადგანაც ილუმინატები ეყრდნობიან ჰუმანიზმს, სეკულარიზმს და ლიბერალიზმს (ათეიზმს) და უარყოფენ შემოქმედს (უფალს), ხოლო მასონები პირიქით - ეყრდნობიან ბიბლიის, ყურანის და თალმუდის ავტორიტეტს, ეთაყვანებიან აბრაამის, ისააკის და იაკობის უფალს (ცაბაოთ-უფალს) და ცდილობენ ააშენონ უფლის ათასწლოვანი სამეფო დედამიწაზე, განვითარდნენ უფლის ნების შესაბამისად. მათ რწმენა ეუბნება მათ, რომ უნდა დაემორჩილონ დიადი არქიტექტორის მცნებებს და იყვნენ ღვთისმოშიში ჯენტლმენები.

იცოდეთ, თუ ადამიანი ქადაგებს, რომ ჰუმანიზმი და ლიბერალიზმი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რელიგია და საერთოდ რელიგია არის ანაქრონიზმი, რომელიც უნდა მოვიშოროთ, ესაა ილუმინატი ან ადამიანი, რომელიც იმყოფება ილუმინატების ფარული გავლენის ქვეშ. თუ ადამიანი საუბრობს განმანათლებლობაზე და რელიგიის გაკეთილშობილებაზე, უფლის სამეფოს შექმნაზე, პროგრესზე და ახალი სამყაროს აშენებაზე უფლის გეგმის მიხედვით ან უბრალოდ საუბრობს პროგრესზე და თან ადიდებს შემოქმედს და თან არის ჯენტლმენური გარეგნობის მორწმუნე ინტელექტუალი (ინტელიგენტი) დახვეწილი მანერებით, იცოდეთ, ესაა მასონი ან პოტენციური მასონი, მასონთა გავლენის ქვეშ.

არის სერიოზული განსხვავება ილუმინატებსა და მასონებს შორის, რომელსაც ბევრი ადამიანი ვერ ხედავს უმეცრების გამო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რადგანაც ილუმინატები ეყრდნობიან ჰუმანიზმს, სეკულარიზმს და ლიბერალიზმს (ათეიზმს) და უარყოფენ შემოქმედს (უფალს),

მე უფრო ილუმინატი ვყოფილვარ.. :-)))))

ის რომელი იყო, ხელოვნები რო იყვნენ გაწევრიანებულები..?

მაგ.; მოცარტი და ჰაიდნი.. :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...