კონტენტზე გადახტომა


რა არის სამსარა (სანსარა) და ნირვანა (ნიბანა) (ტერმინების განმარტება)

ბუდა სულთა გადასახლება რეინკარნაცია სამსარა ნირვანა სანსარა დჰარმა ფილოსოფია სამყარო კარმა

  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 შანკარადევა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 475 წერილები:
  • Gender:Male
  • Interests:ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი, სიქჰიზმი, ზოროასტრიზმი, ელინიზმი, პაგანიზმი, დაოსიზმი, შინტოიზმი, თეოლოგია, თეოსოფია, მეტაფიზიკა, გნოსტიციზმი, "ნიუ ეიჯი", სატანიზმი, ევგენიკა, ოკულტიზმი, ტრანსჰუმანიზმი, ანიმე, მანგა, ფენტეზი, ჰედონიზმი, კონსპიროლოგია, რაელ ვარილონის სწავლება, ოშო რაჯნიშის სწავლება, რამაკრიშნას სწავლება, საენტოლოგია, ჰერმეტიზმი, ვიკანელობა, ანთროპოსოფია, სუპერ-ეკუმენიზმი, ქაოსოფია, ისტორია, პოლიტიკა, კინო, ეკოლოგია, ნეირობიოლოგია, თომა აქვინელის სქოლასტიკა, ისლამური არისტოტელიზმი, სუფიზმი, კაბალა (ეზოთერული იუდაიზმი), ორიგენიზმი, ნესტორიანელობა, ბიბლეისტიკა, შუმეროლოგია, ეგვიპტოლოგია, ინდოლოგია, ბუდოლოგია, ტანტროლოგია, ტიბეტოლოგია, ნიცშეს ფილოსოფია და კულტუროლოგია.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 20 September 2020 - 08:42 PM

სამსარა (სანსარა) და ნირვანა (ნიბანა) ესენია არა კონკრეტული ადგილები სამყაროში, არამედ სულის (ცნობიერების) მდგომარეობა. სამსარა (სანსარა) ესაა წრებრუნვა სამყაროში, კარმული კანონის ზეგავლენით სხეულიდან სხეულში გადასახლება, არაკონტროლირებადი უნებლიე რეინკარნაცია. რეინკარნაციას განაპირობებს აფექტებით სავსე ცნობიერება და კარმა. არის პოზიტიური კარმა (დადებითი მოქმედებები), არის კარგი პირობები (რეინკარნაცია კარგ პირობებში), არის ნეგატიური კარმა (უარყოფითი მოქმედებები), არის ცუდი პირობები (რეინკარნაცია ცუდ პირობებში). აფექტები განაპირობებენ კარმას, კარმა - რეინკარნაციას. არაკონტროლირებადი რეინკარნაციის ანუ ცნობიერების სხეულიდან სხეულში გადასვლის მიზეზია: ავიდია (უმეცრება, სულიერი კანონების არცოდნა) და აჰამკარა (ასმიტა-შაკტი - ეგოიზმი და ეგოცენტრიზმი). თუ არ არის ავიდია და აჰამკარა, არ არის კარმა, არ არის კარმა - არ არის რეინკარნაცია. ნირვანა (ნიბანა) ნიშნავს შეწყვეტას, წრებრუნვის, სხეულიდან სხეულში ხეტიალის შეწყვეტას კარმის და აფექტების ანულირების გზით.

ომ მანი პადმე ჰუმ





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი