კონტენტზე გადახტომა



  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
1 reply to this topic

#1 შანკარადევა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 474 წერილები:
  • Gender:Male
  • Interests:ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი, სიქჰიზმი, ზოროასტრიზმი, ელინიზმი, პაგანიზმი, დაოსიზმი, შინტოიზმი, თეოლოგია, თეოსოფია, მეტაფიზიკა, გნოსტიციზმი, "ნიუ ეიჯი", სატანიზმი, ევგენიკა, ოკულტიზმი, ტრანსჰუმანიზმი, ანიმე, მანგა, ფენტეზი, ჰედონიზმი, კონსპიროლოგია, რაელ ვარილონის სწავლება, ოშო რაჯნიშის სწავლება, რამაკრიშნას სწავლება, საენტოლოგია, ჰერმეტიზმი, ვიკანელობა, ანთროპოსოფია, სუპერ-ეკუმენიზმი, ქაოსოფია, ისტორია, პოლიტიკა, კინო, ეკოლოგია, ნეირობიოლოგია, თომა აქვინელის სქოლასტიკა, ისლამური არისტოტელიზმი, სუფიზმი, კაბალა (ეზოთერული იუდაიზმი), ორიგენიზმი, ნესტორიანელობა, ბიბლეისტიკა, შუმეროლოგია, ეგვიპტოლოგია, ინდოლოგია, ბუდოლოგია, ტანტროლოგია, ტიბეტოლოგია, ნიცშეს ფილოსოფია და კულტუროლოგია.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 19 September 2020 - 01:01 PM

გაუდია-ვაიშნავური (კრიშნაიდული) რელიგია ძალიან საინტერესოა და ლამაზია, რაღაცით წააგავს პლატონის დუალისტურ მეტაფიზიკურ იდეალიზმსაც. პლატონის ფილოსოფიაში ითვლებოდა, რომ არსებობს ორი სამყარო: სულიერი, ეიდოსების ანუ იდეების სუპერსამყარო, სადაც სუფევს კეთილი დემიურგი, უზენაესი უფალი, რომელმაც შექმნა ათენა, ზევსი, ჰერმესი და სხვები. პლატონი აღიარებდა გარდაუვალი ბედისწერის კანონს, რომელსაც ბერძნულად ერქვა - ანანკე. ეს ანანკე წააგავს კარმული კანონის პრინციპს. ვაიშნავური რელიგია ქადაგებს, რომ არსებობს ოთხი სახის კარმა და ეს კარმა არის ბუნების კანონი, შექმნილი იშვარას (უფლის) მიერ. პლატონის მსგავსი იდეები აქვთ ვაიშნავებსაც. 4 ტიპის კარმა: აკარმა - როდესაც სულიერი ასკეტიზმის შედეგად გადიხარ ფიზიკური სამყაროდან სულიერში, უფალთან, უზენაესთან. კარმა - როცა იცავ და არ არღვევ ბუნების კანონებს, არ ძალადობ ცოცხალ არსებებზე და არ ანადგურებ ეკოსისტემას. ვიკარმა - როცა მისდევ მხოლოდ საკუთარი ეგოიზმის ხმას, ძალადობ, სპობ ბუნებას, ბილწსიტყვაობ, ჩხუბობ და ა.შ. უგრაკარმა - კარმული რეაქცია ეგოიზმზე, სასჯელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ კარმული კანონი ესაა ნიუტონის მესამე კანონი - "ქმედება ბადებს უკუქმედებას". ეს არის ერთგვარი მიზეზ-შედეგობრიობის პრინციპი, ნებისმიერ მოქმედებას აქვს შესაბამისი რეზულტატი, ცუდს - ცუდი და კარგს - კარგი. არსებობს ასევე დჰარმის ანუ კულტურის 5 ფორმა: სანატანა-დჰარმა - მარადიული ჭეშმარიტება, ვედური კულტურა. უპა-დჰარმა - მარადიული ჭეშმარიტების იმიტაცია. ჩალა-დჰარმა - მენტალური სპეკულაციები. ასურა-დჰარმა - დემონური ათეიზმი, მატერიალიზმი. ადჰარმა - აბსოლუტური უკანონობა და უსამართლობა, ყოველგვარი ეთიკის და მორალის უარყოფა, ნარკოტიკები, ლოთობა, ცხოველების ხოცვა, დაცინვა და ა.შ. ვედების მიხედვით დჰარმა, ისევე როგორც კაცობრიობა, არის მარადიული, უსაწყისო და უსასრულო. ვედების მიხედვით დრო (ისტორია) არის ციკლური და არა სწორხაზოვანი ანუ "უკანასკნელი" სამსჯავრო ან "ქვეყნიერების დასასრული" არასოდეს არ იქნება. ყველაფერი მეორდება. არსებობენ ისტორიული ციკლები, მაგალითად 4 ეპოქა (იუგა): სატია-იუგა - ოქროს საუკუნე. ტრეტა-იუგა - ვერცხლის საუკუნე. დვაპარა-იუგა - ბრინჯაოს საუკუნე. კალი-იუგა - რკინის საუკუნე. ვედური მითების თანახმად დაახლოებით 10 000 წლის წინ დედამიწას მართავდა ვედისტი მეფე (მაჰარაჯა) ბჰარატა, რომლის შთამომავლებზეც დაიწერა წიგნი მაჰაბჰარატა, ბრძენი ვედა ვიასა დევას მიერ 5 000 წლის წინ, როცა უკვე იწყებოდა რკინის საუკუნე ანუ დეგრადაციის ეპოქა, როდესაც ადამიანები განუდგნენ ვედებს და დაივიწყეს ბრაჰმანები (ქურუმები). ვაიშნავური სწავლების მიხედვით არსებობენ 5 ტიპის ადამიანები: კარმა-კამი - მატერიალისტი ეგოისტი. სიდჰი-კამი - ადამიანი, რომელსაც სურს გახდეს ექსტრასენსი და ფლობდეს მაგიურ უნარებს. ბჰუქტი-კამი - ადამიანი, რომელსაც სურს ნეტარება მატერიალური სამყაროს ციურ პლანეტებზე. მუქტი-კამი - ადამიანი, რომელსაც სურს მატერიისგან განთავისუფლება ანუ მუქტი. ბჰაქტი-იოგი - უფლის ერთგული, რომელსაც უყვარს უფალი (შემოქმედი) და არ სურს არაფერი გარდა იმისა, რომ ემსახუროს უზენაესს. ესაა სუფთა სულიერი სიყვარული უფლის მიმართ. ვედების მიხედვით 427 000 წლის შემდეგ უნდა მოვიდეს დამსჯელი ავატარა - უფალი კალკი, რომელიც შემუსრავს დჰარმის მტრებს და აღადგენს სატია-იუგას, შეიქმნება ახალი გლობალური ვედური სამეფო და ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მიაღწევს 80 000 წელს. ვიშნუიზმის ყველაზე მთავარი წიგნებია: ბჰაგავად-გიტა, ვასუდევა-უპანიშადა, შრიმად-ბჰაგავატამი, ვიშნუ-პურანა და ვიშნუ-სტოტრა.

#2 შანკარადევა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 474 წერილები:
  • Gender:Male
  • Interests:ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი, სიქჰიზმი, ზოროასტრიზმი, ელინიზმი, პაგანიზმი, დაოსიზმი, შინტოიზმი, თეოლოგია, თეოსოფია, მეტაფიზიკა, გნოსტიციზმი, "ნიუ ეიჯი", სატანიზმი, ევგენიკა, ოკულტიზმი, ტრანსჰუმანიზმი, ანიმე, მანგა, ფენტეზი, ჰედონიზმი, კონსპიროლოგია, რაელ ვარილონის სწავლება, ოშო რაჯნიშის სწავლება, რამაკრიშნას სწავლება, საენტოლოგია, ჰერმეტიზმი, ვიკანელობა, ანთროპოსოფია, სუპერ-ეკუმენიზმი, ქაოსოფია, ისტორია, პოლიტიკა, კინო, ეკოლოგია, ნეირობიოლოგია, თომა აქვინელის სქოლასტიკა, ისლამური არისტოტელიზმი, სუფიზმი, კაბალა (ეზოთერული იუდაიზმი), ორიგენიზმი, ნესტორიანელობა, ბიბლეისტიკა, შუმეროლოგია, ეგვიპტოლოგია, ინდოლოგია, ბუდოლოგია, ტანტროლოგია, ტიბეტოლოგია, ნიცშეს ფილოსოფია და კულტუროლოგია.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 27 September 2020 - 10:24 AM

https://www.youtube....jtjdqVsmhE49tQA
https://www.youtube....h?v=sCPp5_kWrvs
https://www.youtube....h?v=GXUefD59ZVs
https://www.youtube....h?v=Idkio-Zf-zQ
https://www.youtube....h?v=4kkwiHLK9BA
https://www.youtube....h?v=3q_c9aeQ36Y
https://www.youtube....h?v=uF0iVoV3Z3Y





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი