კონტენტზე გადახტომა



  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 შანკარადევა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 475 წერილები:
  • Gender:Male
  • Interests:ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი, სიქჰიზმი, ზოროასტრიზმი, ელინიზმი, პაგანიზმი, დაოსიზმი, შინტოიზმი, თეოლოგია, თეოსოფია, მეტაფიზიკა, გნოსტიციზმი, "ნიუ ეიჯი", სატანიზმი, ევგენიკა, ოკულტიზმი, ტრანსჰუმანიზმი, ანიმე, მანგა, ფენტეზი, ჰედონიზმი, კონსპიროლოგია, რაელ ვარილონის სწავლება, ოშო რაჯნიშის სწავლება, რამაკრიშნას სწავლება, საენტოლოგია, ჰერმეტიზმი, ვიკანელობა, ანთროპოსოფია, სუპერ-ეკუმენიზმი, ქაოსოფია, ისტორია, პოლიტიკა, კინო, ეკოლოგია, ნეირობიოლოგია, თომა აქვინელის სქოლასტიკა, ისლამური არისტოტელიზმი, სუფიზმი, კაბალა (ეზოთერული იუდაიზმი), ორიგენიზმი, ნესტორიანელობა, ბიბლეისტიკა, შუმეროლოგია, ეგვიპტოლოგია, ინდოლოგია, ბუდოლოგია, ტანტროლოგია, ტიბეტოლოგია, ნიცშეს ფილოსოფია და კულტუროლოგია.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 19 September 2020 - 12:59 PM

ბუდიზმი (ბუდა დჰარმა) საკმაოდ საინტერესო და ლამაზი სწავლებაა, თუმცა ის არ მომწონს, რომ უარყოფს შემოქმედის არსებობას (ნირიშვარავადა) და სულის არსებობას (ანატმავადა). ბუდისტური ტექსტი ბუდჰავამსა გვეუბნება, იმას, რომ ბუდა გაუტამა (შაკიამუნი) არ იყო ერთადერთი ბუდა და მით უმეტეს სწავლების გამოგონებელი. ბუდას მიხედვით სამყარო ესაა სამსარა-ჩაკრა (წრებრუნვა ანუ ჩაკეტილი ციკლი). სამყარო არის მარადიული და არ ჰყავს შემოქმედი. მეტიც, არის მრავალი სამყარო და მრავალი დასახლებული პლანეტა და "შექმნა" როგორც ასეთი შეუძლებელია. ამას ეუბნებოდა ბუდა გაუტამა თავის მოწაფეებს. როცა ბუდას უსვამდნენ შეკითხვებს ღმერთზე ან სულზე ის ძირითადად "ინახავდა კეთილშობილ მდუმარებას". ბუდას სწავლების თანახმად დჰარმა მარადიულია და არ გააჩნია დასაბამი ან დასასრული, ისევე როგორც ადამიანთა მოდგმას. ბუდა უარყოფდა მონოთეიზმს და პანთეიზმს და ამბობდა, რომ ღმერთები ბევრნი არიან და არც თუ ისე ჭკვიანები არიან ჩვენთან შედარებით, ისინი ისეთივე მონები არიან კარმული კანონის (რომელიც ასევე უსაწყისოა), როგორც ყველა სხვა არსება. სული არ არის, სამაგიეროდ არსებობენ ე.წ. დჰარმები (მარადიული ატომები), რომელთაგანაც შედგება ყველა არსება. რეინკარნაცია ბუდას სწავლებაში არაა სულთა გადასახლება, ბუდიზმში რეინკარნაცია (სამსარა) ესაა დჰარმების კონტინიუმის, როგორც უსაწყისო და უსასრულო მდინარის მუდმივი რეპრეზენტაცია. არსებობს სამყაროების და ღმერთების მთელი იერარქია. არის ერთი არსება, სახელად მაჰაბჰრაჰმა (დიადი ბრაჰმა), რომელიც ამტკიცებდა, რომ მან შექმნა სამყარო, ბუდა მოწაფეებთან ერთად ავიდა მის ცაზე და დისპუტში დაუმტკიცა რომ ცდებოდა. ბუდა ხშირად გამოისახება როგორც ღმერთების, ადამიანების და დემონების მოძღვარი და დამრიგებელი. ბუდიზმის მიხედვით არსებობენ შემდეგი არსებები: ადამიანები, დამშეული აჩრდილები, დემონები, ჯოჯოხეთის სულები, ღმერთები და ცხოველები. მაგრამ არიან გასხივოსნებული არსებები ანუ სატვები, როგორც ბრძანა ქალბატონმა ნინომ, რომლებსაც ეწოდებათ; ბუდა, ბოდჰისატვა და არჰატა. ეს სამი იერარქია არის უმაღლესი, მათ ემსახურებიან განათლებული ღმერთები (მაგალითად მაჰაკალა, განეშა და ა.შ.). ნირვანა არის სამი სახის: ნირვანა - არასრული გასუფთავება. პარანირვანა - უფრო ძლიერი გასუფთავება (აფექტებისგან) და ბოლოს მაჰა-ბოდჰი-ნირვანა - უმაღლესი და აბსოლუტური ნირვანა. ბუდისტურ წიგნში უშნიშა ვიჯაია სტოტრა მოთხრობილია თუ როგორ გადაარჩინა ჯოჯოხეთში დაბადებისგან ბუდამ და განათლებულმა ქალღმერთმა უშნიშა ვიჯაიამ ცის მეფე შაკრა-ინდრა. ბუდას მიხედვით დაიბადო ღვთაებად არის ყველაზე ცუდი კარმა, რადგანაც ღმერთები განებივრებულნი და გაბრუებულნი არიან ციური ნეტარებით და კომფორტით და ადამიანთაგან განსხვავებით პრაქტიკულად არ შეუძლიათ მიაღწიონ ბოდჰის (გასხივოსნებას). ადამიანის სხეული არის ყველაზე იდეალური ბუდისტური იოგას პრაქტიკისთვის, რადგანაც დედამიწაზე ტანჯვა და სიამოვნება არის 50-50-ზე ანუ არის იდეალური გარემო ასკეტიზმისათვის. როცა ბუდა გაუტამა მედიტირება ბოდჰის ხის ძირში, მას ყოველმხრივ უშლიდა ხელს პრაქტიკაში ბოროტი ღმერთი მარა, რომელიც ცხოვრობს ერთ-ერთ უმაღლეს ცაზე. ბუდას მიხედვით ბუდას გააჩნია სამი სხეული: დჰარმაკაი - ჭეშმარიტების ანუ კანონის სხეული. სამ ბჰოგა კაი - ტკბობის სხეული, რომელშიც ბუდა ეცხადება ღმერთებს ცაში. ნირმანაკაი - ხორციელი სხეული, რომლის დახმარებითაც ბუდა ეცხადება მიწიერ ცოცხალ არსებებს. ბუდა ქადაგებდა, რომ ცნობიერება (ვიჯნანა) მუდმივად იცვლება და მას არ ჰყავს შექმნელი. არსებობს ასევე ბუდიზმში კოსმიური კოლექტიური ცნობიერება (ალაია ვიჯნანა) და სამი "ბუნება": პარანიშპანა სვაბჰავა - აბსოლუტური ბუნება. პარატანტრა სვაბჰავა - დამოკიდებული ბუნება და პარიკალპიტა სვაბჰავა - წარმოსახვითი მატერიალური რეალობა. არია-ვასუბანდჰუმ და არია-ნაგარჯუნამ სისტემურად უკუაგდეს სულის და შემოქმედის არსებობის იდეები, კონცეფციები.





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი