კონტენტზე გადახტომა


ერთ დღესაც...


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 ana99    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 35 წერილები:
  • Gender:Female
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 06 October 2018 - 05:11 PM

ჩვენ ვიბადებით..
ჩვენ ვახელთ თვალს და ჩავისუნთქავთ პირველ ჰაერს ფილტვებში...

შემდეგ ვიზრდებით.. ვუყურებთ სამყაროს..

ის გვაოცებს, გვხიბლავს, გვაშინებს და ზოგჯერ გვრთგუნავს...

ვუყურებთ ფერთა გამას,ცას. მცენარეებს, ხის ნაყოფს, ყვავილების სურნელებას და მათ ფერებს... ვაგემოვნებთ საჭმელს, ხილს, ვსვავთ მოპოვებულ სასმელებს,

წყალს, ღვინოს...

გვაოცებს ამდენი მრავალფეროვნება და ვეგუებით ამდენ რამეს...

ამასაც უნდა შეგუება, ამდენ მრავალფეროვნებას....

ამდენ დაულეველ , ამოუშრეტელ რესურსს...

რამ გააჩინა ამდენი რამე??

როგო?

რანაირად?

რა გზით?

მერე კვლავ ვიზრდებით, ჭკუაში ვვარდებით და უფრო დეტალურად ვცდილობთ ჩავწვდეთ ამ სამყაროს აღქმასა და მათ სწორ განსაზღვრებას...

ყველას ისეთი გონია როგორიც თავად უნდა...

აქ არავინაა მოწყენილი რადგან თუ მოინდომებ ყველაფერს იპოვი ისეთს როგორიც გინდა ან გინდოდა....

აქ არსებობს მხოლოდ დრო...

დროზე უნდა იმოქმედო...დროზე უნდა იჩქარო...საჭირო მომენტში... და გაწბილებული არ დარჩები... არ იქნები მოწყენილი...
არ იქნები სინანულში და არ იქნები უიმედოდ...

არსებობს დრო სწავლის, დრო გართობის და დრო გონივრული გადაწყვეტილებების...

ადამიანებს ავიწყდებათ რომ ჩვენ არ ვართ მარადიულები... არ გვაქვს მარადიული ამქვეყნიური საცხოვრისი..

ერთხელაც დასრულდება ეს ყოველივე..

თუმცა არ გვჯერა...
გვენანება...
გვაწუხებს


გვტკივა დასასრული...

ეს უიმედობაში გვაგდებს...


მაგრამ მაინც დასრულდება.... ამას ბუნება წყვეტს...

დასასრულია ის რაც გვძულს...
დასასრულია ის რისგანაც გავრბივართ...
დასასრულია დიდი წერტილი


დასასრულია უაზრობა...
დასასრულია სიკვდილი...


და მსოფლიოს ყველა ადამიანს


როგორი რასისაც, ეროვნებისაც და რწმენისაც არ უნდა იყოს ის, სძულს დასასრული


სიკვდილი...

დიახ მე მძულს სიკვდილი... მძულს უინტერესო, ერთფეროვანი, უგრძნობი, უგემოვნო..მოსაწყენი..საშიში..დამთრგუნველი...ბოროტი და შეუბრალებელი სიკვდილი


მინდა მას არ ჩაუვარდე არასოდეს მკლავებში...
არ მინდა მისი არსებობის ატანა...
არ მინდა დავიჯერო მისი არსებობა


ჩვენ ხო მისგან გავრბივართ და გვძულს ის

მაგრამ მოგვდევს...
ის მოგვდევს...

სიკვდილი მხოლოდ მოვლენა არაა. სიკვდილი ბევრი რამეა

არსებობს მოკვდომა როცა გონებრივად კვდები, სულიერად კვდები, მორალურად კვდები, სირცხვილით კვდები

ცუდი ცხოვრების წესით კვდები, როცა სიღატაკეში კვდები, როცა უბედურებაში კვდები, როცა არ იცი და მაინც კვდები......

როცა არ იცი ეს უკვე ძნელია..როცა ავად ხარ და კვდები, როცა გმტრობენ და ამით კვდები, როცა ღალატით კვდები.. როცა ცუდად იქცევიან და გკლავენ


არსებობს ფიზიკური სიკვდილი...

ალბად უცაბედი სიკვდილი ყველაზე უსამართლოა...

მაგრამ არსებობს სიცოცხლე რისგანაც არ გავრბივართ. რაც გვიყვარს, რისკენაც მივილტვით მთელი არსებით...

რადგან ისაა სიხარული, ბედნიერება და საოცრება...
სიცოცხლეა სრულფასოვნებისკენ სწრაფვა...
და რას ვაკეთებთ რომ ვიცოცხლოთ????
დიდხანს რომ ვიცოცხლოთ???
გვიყვარს კი ის მრავალფეროვანი გარემო რაშიც ვცხოვრობთ???
გვინახავს კი მთელი თავისი დიდებულებით ეს გარემო???
არ მოგზაურობ??
არ გიყვარს? არ გენატრება?


მაგრამ ბუნებას დედამიწას უყვარს ადამიანი...

მე მგონია რომ დედამიწას ჩვენ ვუყვარვართ და ის ჩვენ გვკვებავს, გვზრდის, გვაჭმევს, გვაცმევს.. მასზე დავდივართ და გვანებივრებს მისი საოცარი ბუნებით...

ჩვენი ვალია ჩვენც გვიყვარდეს ის


ის ჩვენი დედააა

როცა მას ჩვენ ვუყვარვართ და ჩვენც გვიყვარს არ ვანაგვიანებთ , არ ვაუშნოვებთ
პირიქით ვუვლით და ვექცევით როგორც დედას.

ბუნებაში ქეიფის დროს გახსოვდეთ რომ დედას არ უნდა მოექცე ცუდად, დედას არ უნდა ატკინო. დედას არ უნდა აწყენინო...

მოვექცეთ სიცოცხლეს სიყვარულით, ყველა ცოცხალ არსებას სიყვარული ვაჩუქებთ და მთელი გარემო შეგვიყვარებს :)

მე ამის მწამს:)





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი