კონტენტზე გადახტომა


ყველაფერი პირველად ხდება....


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 ana99    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 28 წერილები:
  • Gender:Female
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 17 August 2018 - 12:29 PM

ადამიანი ერთხელ იბადება, ერთხელ ცხოვრობს და რასაც განიცდის ყველაფერი პირველია, ახალია და უცნობი...
ასე ახელს თვალებს ახლადმოვლენილი ჩვილი და იწყება....

იწყება ის რაც დაუვიწყარია მისთვის, რაც მის გრძნობას და მეხსიერებას რჩება, მისი ისტორია რჩება.... დრო მიდის და ამ სამყაროში მოვლენილი ადამიანები უსასრულოდ ენაცვლებიან ერთმანეთს....

ერთხელ ოდესღაც ცხოვრობდა ესა და ეს...

ვიბადებით, ვცხოვრობთ და ვითარდებით...

ჩვენი სამყაროა ჩვენში, თითოეული საკუთარი სამყაროს სხივით ანათებს და იმართება.... ჩვენ გვაქ გული, გრძნობები, მიზნები...

მიზანი კი აუცილებელი წინაპირობაა იცოცხლო.... იარსებო... ჩვენ ყველას გვაქ ჩვენი დრო....

დრო...
მაგრამ ეს დროც იყოფა ეტაპებად....ჯერ ახალგაზრდობა.... ახალგაზრდობა... ყველაზე ყველაზე დიდი საოცრება.... ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი და ყველაზე დაუსრულებელი სიამოვნება....ბედნიერება..... ოცნებების ახდენის ეტაპი რეალურეად....

ახალგაზრდობა საუნჯეა რომელიც თუ სწორად არ გამოიყენე გაიპარება ისე რომ , ვერც მიხვდები.....ახალგაზრდობა შენი ცხოვრების წინაეტაპია... ამ დროის მონაკვეთში უნდა დაალაგო შენი ცხოვრების მომავალი, უნდა განავითარო ცხოვრება... რადგან გელის ყველაზე ძნელი გზა სიბერე....

ახალგაზრდობა სიყმაწვილე, ყველაზე ბედნიერი წლები, დაუსრულებელი ფანტაზია და მშვენიერებააა...
მაგრამ არასდროს უნდა მოდუნდე და არასდროს უნდა შეჩერდე, რადგან ახალგაზრდობა არ არი მარადიული, მას მოსდევს მისი საპირისპირო, ბნელი არასამართლიანი მოვლენა



სიბერე....

ეს კი რთულია და მძიმე, ვერ გაიგებ საიდან მოვიდა...როგორ მოგეპარა, რატომ და რისთვის....

თუმცა ბუნებას რას გავუგებთ??? ბუნება უხილავი რამეა და ეს წესია... ალბად ჩვენი მოცემული დროის წესი... ჯერ იხილავ სიყმაწვილეს და მერე სიბერეს:( ამ დროს კი რახდება???


ყველაფერი იცვლება... ყველაფერი რაც შენში ბედნიერებას იწვევდა, თუნდაც პატარა რამ, რაც ადრე გულს გიხალისებდა სიბერეში მოგონებად და სევდად იქცევა...
სევდად შენს ახალგაზრდობაზე... წუხილად შენს განცდებსა და შესაძლებლობებზე...

ეს ძალიან ძნელი ასატანია... ეს საკმაოდ რთულია და დასანანი....

თუმცა სანამ სიბერე მოვა, მანამ სიყმაწვილე მიდის... არ ფიქრობ რომ ოდესმე დაბერდები , იმდენად დიდი ვებერთელა ენერგია და სიხარულია შენს გულში....

თუმცა...

ეს დასაშვები ყოფილა... გაფრინდა სიყმაწვილე... იხედები სარკეში და ვერ გაგიგია... ნუთუ წავიდა ... გაფრინდა.... თან გაიყოლა რამდენი უთვალავი ემოცია, სიხარული, ბედნიერება...
რამდენი აუხსნელი გრძნობა... უჩვეულო ემოცია...

ძნელია გადმოსცე სიტყვებით.. აი თუნდაც ის გრძნობა, კლასელები რომ იყავით... მოზარდები და თავი დიდი რომ გეგონათ... თურმე რამდენი რამ არ გცოდნია... თურმე რამდენი რამ არ გადარდება.... ეს ხომ სიხალასე იყო... ეს ხომ უდარდელი წლები იყო.... მერე ახალგაზრდობააა ეს, ეს დამახასიათებელია... ეს საუკეთესო ეტაპია შენი მკოცემული დროის...

და მაინც ძნელია, ტკივილამდე ძნელია მასთან განშორება. გიჟური დროის ეტაპთან გაყრა... არადა გულიც არ ბერდება.. უბრალოდ წლები გემატება.. გამომეტყველება გეცვლება.. და ხვდები, რომ ის სულ სხვა დროა... სულ სხვა გასახსენებელი წლები... წელისწადის დროსთან თუ შევადარებთ ეს ზაფხულია. მარადიული ზაფხული... როცა სულ გეხალისება ყველაფერი....

მაგრამ მაინც მიდიან ეს წლები ჩვენიდან...
მტკივნეულად მიდიან... არც გეუბნებიან რომ მიდიან....................

მერე?
მერე მოდის ნელნელა მაგრამ მძიმედ ის, რის თავიდან აშორებაც შეუძლებელია... რაც გარდაუალია, რისი სახელის ხსენებაც კი გვზარავს.. ეს არის სი...ბე...რე.... მოსაწყენი სიბერე, მაგრამ გააჩნია სიბერესაც:( მასაც ხომ გააჩნია როგორი იქნება???
და ვისაც უნდოდა ისეთი სიბერე თუ არაღმოაჩნდება??? აი ესაა დილემა...


ახალგაზრდობის ეტაპი, რაც არ უნდა გიჭირდეს, რაც არ უნდა პრობლემა გქონდეს ადვილია, მაინც მშვენიერია...

აი სიბერე კი სხვაა....

საჭიროა სიბერე კარგი გქონდეს, აუცილებელია რომ კარგი გქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი კვდები და ცარიელ სხეულში რჩები.... გვამი>>>

ეს კი უფრო საშინელია ვიდრე სიკვდილი................... არა კაც კლა..... ეს თავის მოკვლასაც ეხება.

თუმცა სიბერეს მოსვლამდე ყველაფერი უნდა იღონოს ადამიანმა რომ უზრუნველად გაატაროს ის................................

ახალგაზრდობა ერთხელ მოდის და მასთან განშორება ყველაზე დიდი ტრაგედიააააააააააააააა თუ რაიმე არსებულა.................მე ასე ვფიქრობ ჩემთვის ასეა...........





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი