კონტენტზე გადახტომა


რელიგია და სექსუალური ენერგია

რელიგია კუნდალინი ლიბიდო

  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 შანკარადევა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 305 წერილები:
  • Gender:Male
  • Interests:შაკტი-ადვაიტა, შივა-ადვაიტა, სანკჰია, თეოსოფია, გნოსტიციზმი, "ნიუ ეიჯი", პოლითეისტური სატანიზმი, დაკშინაჩარა, მაჰაიანა, ვაჯრაიანა, ვამაჩარა, აგჰორა, ევგენიკა, აღმოსავლური ოკულტიზმი, ტრანსჰუმანიზმი, ანიმე, მანგა, ფენტეზი, ჰედონიზმი, კონსპიროლოგია,კალი-კაულას ტრადიცია, რაელ ვარილონის სწავლება, ოშო რაჯნიშის სწავლება, რამაკრიშნას სწავლება, საენტოლოგია, ჰერმეტიზმი, შავი ვიკანელობა, ანთროპოსოფია,შინტოიზმი, დიონისური ელინიზმი, ეკუმენისტური ტანტრისტული ტრადიცია, ქაოსოფია, ნიცშეს ნიჰილიზმი და დაოსური ტანტრიზმი.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 25 June 2018 - 01:01 PM

დუალისტური რელიგიები დაფუძნებულნი არიან კუნდალინი-შაკტის ჩახშობაზე. აბრაამული რელიგიები, მაზდეანობა, ბრაჰმანიზმი და ა.შ. ცდილობენ ჩაახშონ და წაშალონ ადამიანის არსებაში მსუფევი სექსუალური ენერგია, ცდილობენ გაასუფთაონ ადამიანი, რათა ის გადავიდეს "სამოთხეში". ესაა მზაკვარი ასურების ხრიკები. ასურებმა შექმნეს დუალისტური იდეოლოგიები იმისათვის, რათა ადამიანები დააშორონ ჭეშმარიტ დჰარმას. უკაცრავად, მაგრამ სექსუალურ ენერგიას (კუნდალინის) ვერც ჩაახშობ და ვერც გააქრობ და წაშლი და მაინც თუ შეეცდები ამის გაკეთებას, დაანგრევ ჩაკრებს და ნატიფ სხეულებს და შედეგად მიიღებ მტკივნეულ აღსასრულს. დჰარმა (ჭეშმარიტება), არტჰა (ფინანსური მოგება), კამა (სექსუალური დაკმაყოფილება) და მუქტი (ნირვანაში გადასვლა) არის ადამიანის ცხოვრების 4 მიზანი. თუ ადამიანი ოთხივეს ვერ შეასრულებს, ის ვერ გადავა ნირვანაში და ვერც ზეციურ სავანეში ავა და განაგრძობს რეინკარნაციას, იქამდე სანამ ოთხივე მიზანს ბოლომდე არ შეასრულებს. კამას (ვნების დაკმაყოფილების) გამოტოვებით ვერაფერს მიაღწევ. კამა-კუნდალინის ვერ გაანადგურებ, ეს უაზრობაა. კამა-კუნდალინი არაა "ცოდვა" ან "სიბინძურე", ესაა პროგრამა ჩადებული ადამიანში. კამა-კუნდალინის ჩახშობა ახალგაზრდა ადამიანის სხეულში ანგრევს ფიზიკურ და ასტრალურ ბუნებას, ანგრევს ჩაკრებს და სპობს ადამიანს. ასეთი "ასკეზა" დამღუპველია. არადა დუალისტები (მაგალითად; ქრისტიანები) სწორედ ასე აკეთებენ. ქრისტიანულ მონოთეიზმში ითვლება, რომ სექსუალური ენერგია "არასუფთაა" და საჭიროა მხოლოდ გამრავლებისთვის. ეს სრული აბსურდია. ქრისტიანები ცდილობენ ახალგაზრდებს დაუმალონ სექსის შესახებ ცოდნა ანუ "დაიცვან გარყვნილებისგან", იმიტომ რომ მათ სექსუალური ენერგია მიაჩნიათ ბინძურ ენერგიად. ჭეშმარიტი დჰარმა ამბობს საპირისპიროს, კამა-კუნდალინი არის ღვთაებრივი ენერგიის ერთ-ერთი ფორმა, ისევე როგორც ფიზიკური სხეული. ახალგაზრდა სხეულს აქვს ძლიერი კუნდალინი და მისი ბლოკირების მცდელობა ანგრევს ფსიქიკას და გონებას. იცოდეთ ეს. იმიტაციურ პროცესებში მყოფი ქრისტიანები ამას ვერ ხვდებიან და ცოფებს ჰყრიან. უბრალოდ მათ არასწორი რწმენა აქვთ. მორჩა.






მიმდინარე ბლოგჩანაწერები ამ თემაში

სურათი

სულ: რელიგია და სექსუალური ენერგია

ავტორი შანკარადევა in შანკარადევა's ბლოგი, on 25 June 2018 - 01:01 PM

1000 მაჰა-იუგაში ერთხელ ხდება იუგების (ეპოქების) წანაცვლება და ნაწილობრივი ერთმანეთში არევა. ახლა სწორედ ეს მოხდა. სატია-იუგაში მოდის...

ჩანაწერის სრულად ნახვა →

1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი