←  რელიგია და ფილოსოფია

Planeta.Ge

»

ძველი არაბეთის მითოლოგია და რელიგია

- ის სურათები შანკარადევა 09 May 2018

ძველი არაბეთი იყო პოლითეისტური ეგვიპტის მსგავსად.
არაბებს ყველაზე მეტად უყვარდათ მზის ქალღმერთი – "ილლაჰატ" და მთვარის ღმერთი ალ-ილაჰი, მზის დედოფლის ქმარი, რომელთაც ჰყავდათ სამი ქალიშვილი: ალ-ლათი – მზე, ალ-უზა – პლანეტა ვენერა და მანათი – ბედისწერის ქალბატონი.
არაბებს ჰყავდათ შემდეგი ღმერთები:
ალლათი – მზისა და ცის დედოფალი
ვადდი – მთვარის და მორწყვის უფალი
დუშარა – ნაბატეას მთავარი უფალი
ალ-კაუმი – ნაბატეური ომის და ღამის უფალი
ალ-კუტბაი – მეცნიერების ნაბატეური უფალი ღმერთი
მანათი – ბედის ქალღმერთი
მანაფი – ელვის უფალი
ნასრი – ღმერთი-წინაპარი, საბას და კატაბანის ოაზისთა მეუფე
ალ-უზზა – პლანეტა ვენუსის პრინცესა
ხუბალი – ცისა და მთვარის უფალი, რომლის მთავარი ტაძარი მდებარეობდა ქალაქ მექაში. კააბას ადგილას მისი ტაძარი იყო.
ნახი – სიბრძნის ღმერთი. აქლემების მფარველი და წინაპარი არაბთა.
ოროტალტი – მასზე საუბრობდა ჰეროდოტე
რუდა – უმაღლესი ქალღმერთი.
მისტიკური არსებები არაბულ მითოლოგიაში:
გულები – კანიბალი დემონი მაქციები.
ჯინები – წარმართულ არაბეთში ღვთაებები. ისლამში კი – ბოროტი სულები.
იფრიტები – ფრთოსანი ცეცხლოვანი დემონები, რომლებიც ცხოვრობენ მიწისქვეშ. არიან კაცი იფრიტები და ქალი იფრიტები.
მარიდები – კეთილი ან ბოროტი ეთერული უსქესო დემონები.
ზოგიერთი მეცნიერები ალ-ილაჰს მიიჩნევენ ფინიკიუური "ელის" ანალოგად და თვლიან არაბული ღმერთები მამად, ხოლო ილლაჰატს დედად. ზოგიერთები კი ალ-ილაჰს მიიჩნევენ ელის ძედ.
გამოხმაურება