Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

სიქჰიზმი პანენთეისტური რელიგიაა. მას ჰყავს 22 000 000 მიმდევარი, რომელთა უმეტესობა პენჯაბის შტატში ცხოვრობს. სიქჰიზმი ქადაგებს რომ ღმერთი ერთია მაგრამ აქვს ორი ასპექტი: "ნირგუნი" ანუ უთვისებო და უატრიბუტო, სახელისა და ფორმის მიღმა მყოფი აბსოლუტური სიყვარულის და სინათლის უპიროვნო ზესული და "სარგუნი" პიროვნული პერსონალური უფალი რამა თითოეულ ჩვენგანში. სიქჰიზმი ქადაგებს რომ თითოეულმა ადამიანმა პატივი უნდა სცეს ერთმანეთის თავისუფლებას და რომ ცოცხალ არსებებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი რადგან ყველა ცოცხალი არსება თანასწორია და თითოეულ მათგანში სუფევს უფლის სული. სიქჰიზმი ქადაგებს ქველმოქმედებას და იმას რომ ყველანი თანასწორები ვართ უფლის წინაშე. სიქჰიზმი უარყოფს ასკეტიზმს და ბერმონაზვნობას, უარყოფს ცელიბატს. სიქჰიზმი უარყოფს ცრურწმნენებს და რიტუალებს. სიქჰიზმი უარყოფს ქურუმთა და მღვდელთა ინსტიტუტს, არავითარი მღვდლები სიქჰიზმში არაა რადგან სიქჰი მორწმუნე მღვდელზე არ უნდა იყოს დამოკიდებული რელიგიური ფუნქციების შესრულებისას. უარყოფს ნარკოტიკებს. სიქჰიზმი უარყოფს ცოცხალ არსებათა მსხვერპლშეწირვებს. სიქჰიზმი ქადაგებს რომ ქონებაზე მიჯაჭვულობას აზრი არ აქვს რადგან ქონება მიწიერი შენს სულს ზეციურ სამყაროში არ გაჰყვება. სიქჰიზმი გვასწავლის რომ ერთნაირად მივიღოთ ბედნიერებაც და უბედურებაც, აბსოლუტური სიმშვიდით. ყველა ცოცხალი არსება არის და უფლის სულის მატარებელი და შესაბამის პატივისცემას იმსახურებს. უნდა გვახსოვდეს ღმერთი. კარმა და რეინკარნაცია არსებობს. სული რეალურია. ქადაგებს ალტრუიზმს. იყავი მუდამ პოზიტიური. სიქჰისთვის ყველა დღე წმინდაა და ღვთისაა და ამიტომაც დღესასწაულები არ აქვთ. სიქჰიზმის მიხედვით კორუფცია ცოდვაა. სიქჰიზმი უარყოფს კასტებს ანუ ვარნებს და უფალში ცხონება შეუძლია ყველა ადამიანს თუნდაც არ იყვნენ სიქჰები. სიქჰები უყურებენ სხვა ცოცხალ არსებებს, როგორც სულიერ ძმებს და დებს. სიქჰები უარყოფენ იერარქიზმის ნებისმიერ ფორმას. სიქჰები ამბობენ რომ ასკეტიზმის და უბიწოების და მონანიების იდეები ესაა მოგონილი იმ ადამიანთა მიერ რომლებსაც სურთ მანიპულირება სხვა ადამიანებით. სიქჰების მიხედვით ადამიანი არ უნდა განიცდიდეს სიძულვილს არასოდეს. სიქჰები არც ასკეტები არიან და არც ჰედონისტები არამედ რაღაც საშუალო. სხვა ადამიანებით მანიპულირება და მათი იძულება არის უდიდესი ცოდვა. სიქჰიზმი ესაა თავისუფლება, თანასწორობა და სიყვარული უფალში.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...