კონტენტზე გადახტომა


ბრბოს აგრესია და ჩარლზ ქსავიეს სინდრომი

მუტანტები ზეკაცი ნიცშე განდი დჰარმა ვიშნუ რომანტიზმი ტირანია რასიზმი დიქტატურა

  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 შანკარადევა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 305 წერილები:
  • Gender:Male
  • Interests:შაკტი-ადვაიტა, შივა-ადვაიტა, სანკჰია, თეოსოფია, გნოსტიციზმი, "ნიუ ეიჯი", პოლითეისტური სატანიზმი, დაკშინაჩარა, მაჰაიანა, ვაჯრაიანა, ვამაჩარა, აგჰორა, ევგენიკა, აღმოსავლური ოკულტიზმი, ტრანსჰუმანიზმი, ანიმე, მანგა, ფენტეზი, ჰედონიზმი, კონსპიროლოგია,კალი-კაულას ტრადიცია, რაელ ვარილონის სწავლება, ოშო რაჯნიშის სწავლება, რამაკრიშნას სწავლება, საენტოლოგია, ჰერმეტიზმი, შავი ვიკანელობა, ანთროპოსოფია,შინტოიზმი, დიონისური ელინიზმი, ეკუმენისტური ტანტრისტული ტრადიცია, ქაოსოფია, ნიცშეს ნიჰილიზმი და დაოსური ტანტრიზმი.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 19 April 2018 - 01:56 AM

პრაქტიკულად მთელი ინტერნეტ სივრცე და ტელე ეთერი გადავსებულია ასეთი ფსევდორომანტიკული შაბლონებით და მარაზმით: არის არასამართლიანი და ბოროტი მსოფლიო, არიან "ბოროტი მუტანტები ანუ ზეადამიანები", რომლებიც ხელმძღვანელობენ ნიცშეს და კალის პრინციპებით და ცდილობენ შეებრძოლონ ტირანიას და ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება რათა ბოლო მოუღონ რასიზმსა და შოვინიზმს ადამიანებში, არიან ადამიანები უფრო ზუსტად დიდი პირუტყვები, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავენ, არ ფიქრობენ ზეციურ იდეალებზე და აკეთებენ მხოლოდ სამ რამეს; იცოხნიან როგორც ცხოველები, ისაქმებენ როგორც ცხოველები და მრავლდებიან როგორც კურდღლები ანუ ამრავლებენ უხარისხო ბიომასას, რომელიც ცხადია "უყვართ" და სულ ამბობენ "ჩემი შვილი". ასევე არიან "კეთილი მუტანტები" შეპყრობილნი, მაჰათმა განდის, იესო ქრისტეს, დედა ტერეზას და ფლორენს ნაიტინგეილის ულტრაალტრუისტულ რომანტიკული სინდრომით, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ "ბოროტ მუტანტებს" და "დაანახონ სიკეთე რასისტ ადამიანებს" და ფიქრობენ რომ საბოლოოდ "მშვიდობის იდეა გაიმარჯვებს და მუტანტები და ადამიანები ერთად ბედნიერად იცხოვრებენ". პირდაპირ ვცოფდები როცა შტერი კეთილები ივიწყებენ იმას რომ უბრალო ადამიანებს სძულთ ყველა პარანორმალური არსება და რაც არ უნდა უმტკიცონ რომ "მშვიდობა კარგია", ისინი მაინც ვერაფერს შეიგნებენ. რა აზრი აქვს კეთილად მოექცე პოლიტიკური და სამხედრო გავლენის მქონე ჩინოვნიკებს და გაავებულ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ შენი და შენი მოდგმის დასამარება? ფუჭი ფანტაზიები და რომანტიკული დემაგოგია ახშობს მათ გონებას. განდის სინდრომის მქონე "კეთილები" არ არიან ადეკვატურები და ლოგიკურები. ნიცშე ქადაგებს რომ მსოფლიოში მუდამ მიდიოდა ულმობელი ბრძოლა ძალაუფლებისთვის და რომ მტრის დანდობა აბსურდია, ვიშნუ და კალი საუკუნეების მანძილზე ჩამოდიოდნენ დედამიწაზე როცა ადამიანები ზედმეტად გააფრენდნენ და მათრახითა და მახვილით აიძულებდნენ ურჯულო ბრბოს შეეცვალათ აზროვნება. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა ვიშნუ ან კალი ისე რომ მოქცეულიყვნენ როგორც ურუშიბა რინკო, ჩარლზ ქსავიე და ა.შ.? რა და მარები და ასურები მსოფლიოს თავზე დაამხობდნენ ყველას. გინდათ ეს? ხელი შეუშალო რევოლუციონერს შურისძიებაში და ტირანიის დამხობაში? და ესაა "სიკეთე"? და გინდათ მითხრათ რომ რინკო და ქსავიე "კეთილები" არიან? არა ძვირფასებო, ეს არაა სიკეთე, ეს არის სტოკჰოლმის სინდრომი + მაზოხისტური შიზოფრენია. არ გჯერათ? გინდათ თქვათ რომ ადეკვატურია დაიცვა სისტემა რომელსაც შენი და შენნაირების დამარხვა უნდა? უფალი შეგვიწყალე და გაგვინათე ტვინები... დღეს ისეთი ერა დგას რომ ტირანიის წინააღმდეგ გაფართხალება და აჯანყება ითვლება "ხულიგნობად" და "არანორმატიულ ასოციალურ უწესო ქცევად". ხედავთ რა დონეზე გვაბოლებენ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები? სხვათაშორის თითქმის ყველა ჟურნალისტი რომელიმე პარტიის პოლიტიკური მეძავია და ეს ყველგან და მუდამ ასე იყო და ვინც არ იყო იმას იოლად იშორებდნენ, რადგან ჟურნალისტი რომელიც რეალობას ისე არ გააშუქებს როგორც პოლიტიკურ ვირთხას უნდა დაკარგავს თანამდებობაზე უფრო მნიშვნელოვან რამეს, მაგალითად ოჯახის წევრებს და საკუთარ სიცოცხლეს. ეს მუდამ ასე იყო. ამიტომაც თუ ჟურნალისტი უფრთხილდება საკუთარ ტყავს და ოჯახს, ის პოლიტიკური ჯორის საამებლად ტელეეთერში საჯაროდ დააბრეხვებს რომ სახელმწიფოს "უსაფრთხოებას" ემუქრებიან ტერორისტები და მანიაკები და არა იმას რომ ერთუ მუჭა გულადი რევოლუციონერების რაზმი ცდილობს დაამხოს დემონური დიქტატურა და ტირანია. ეს ასე იყო სულ.

მიმაგრებული ფაილები


გამოხმაურება რედაქტირებულია შანკარადევა: 19 April 2018 - 01:57 AM







მიმდინარე ბლოგჩანაწერები ამ თემაში

სურათი

სულ: ბრბოს აგრესია და ჩარლზ ქსავიეს სინდრომი

ავტორი შანკარადევა in შანკარადევა's ბლოგი, on 19 April 2018 - 01:58 AM


ვედური ბჰავიშია-მაჰაპურანა ადამის და ევას შესახებ
აქ არის მიმოხილვა: 10 000...

ჩანაწერის სრულად ნახვა →

1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი