კონტენტზე გადახტომა



  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 შანკარადევა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 305 წერილები:
  • Gender:Male
  • Interests:შაკტი-ადვაიტა, შივა-ადვაიტა, სანკჰია, თეოსოფია, გნოსტიციზმი, "ნიუ ეიჯი", პოლითეისტური სატანიზმი, დაკშინაჩარა, მაჰაიანა, ვაჯრაიანა, ვამაჩარა, აგჰორა, ევგენიკა, აღმოსავლური ოკულტიზმი, ტრანსჰუმანიზმი, ანიმე, მანგა, ფენტეზი, ჰედონიზმი, კონსპიროლოგია,კალი-კაულას ტრადიცია, რაელ ვარილონის სწავლება, ოშო რაჯნიშის სწავლება, რამაკრიშნას სწავლება, საენტოლოგია, ჰერმეტიზმი, შავი ვიკანელობა, ანთროპოსოფია,შინტოიზმი, დიონისური ელინიზმი, ეკუმენისტური ტანტრისტული ტრადიცია, ქაოსოფია, ნიცშეს ნიჰილიზმი და დაოსური ტანტრიზმი.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 05 March 2018 - 11:16 PM

თეოსოფიის მიხედვით მსოფლიოს ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტების უნივერსალური მარცვალი. მსოფლიოს რელიგიებში მეორდება ერთი და იგივე სცენარი სხვადასხვა სახელებით. მაგალითისათვის ეგვიპტის ქალაქ ჰერმოპოლისის მიხედვით კოსმოგონია ასეთია: თავდაპირველად იყო ნუნი და ნაუნეტი – პირველყოფილი ოკეანე, მათგან წარმოიშვა ხუხი და ხაუხეტი – უსასრულო სივრცე, მათგან წარმოიშვა კუკი და კაუკეტი – უსასრულო წყვდიადი, რომელთაგან წარმოიშვა ამონი და ამონეტი – დიადი ჰაერი. მათ წარმოშვეს სხვა ღმერთები, დემონები, ადამიანები, ცხოველები და პლანეტები. ესენი არიან შემოქმედებითი ძალები. მათი საპირისპირო ძალები არიან: გაქრობა და სიბნელე – ტენემუ და ტენემუიტი, არაფერი და სიცარიელე – ნიაუ და ნიაუტი და ბოლოს არყოფნა და ღამე – გერეხი და გერეხტი. ამ დიალექტიკურ ძალებს დაოსიზმში შეესაბამება ინის და იანის პრინციპი. ეს ღმერთები ყველანი ერთიანი ღვთაებრივი რეალობის – ბრაჰმანის განუყოფელ ნაწილებს წარმოადგენენ. ეგვიპტური ნუნი და ნაუნეტი ბერძნულ მითოლოგიაში ესაა სკოტოსი და ქაოსი ან ოფიონი და ევრინომა, რომელთა ერთობლიობა ესაა აპეირონი, ინდუიზმში ნირგუნა შივა და ნირგუნა შაკტი, ბუდიზმში ადიბუდა სამანტაბჰადრა და ადიბუდა სამანტაბჰადრი, პარანიშპანა სვაბჰავატი, სვამბჰავიკაკაი ანუ ბუდას უზენაესი სხეული იგივე ტურია (ზესულიერი ზეცნობიერი). ხუხი და ხაუხეტი ესაა ბერძნული ნიქსი და ერება, ბუდისტური დჰარმაკაი და დჰიანა ბუდა (ასევე დჰარმაკაის ვაჯრას 6 ღვთაება; ვაჯრა სხეული ბრაჰმა, ვაჯრა ხმა შივა მაჰადევა და ვაჯრა აზრი ვიშნუ თავიანთი ქალური იპოსტასებით – მაჰასარასვატი, მაჰალაკშმი და მაჰაკალი), ინდუისტური სარგუნა ბრაჰმანი, იშვარა, კარანა-ლოკა, ბჰავალინგამი, სუშუპტის მენტალური ცნობიერება, პარააპარაპრაკრიტი და მაჰატ-ტატვა, ასევე ბუდისტური პარატანტრა სვაბჰავატი. კუკი და კაუკეტი შეესაბამება ბერძნულ ეროსს და გეას, ინდუისტურ ანტარ ლოკას, პარააპარაპრაკრიტის, სვაპნა ავასტჰას ანუ ასტრალურ ცნობიერებას და ბუდისტურ სამბჰოგაკაის (ტკბობის სხეულს) და პრანალინგამს, ასევე პარატანტრა სვაბჰავატს. ამონი და ამონეტი ბერძნულ მითოლოგიაში ცნობილია ტარტაროსის და ურანოსი სახელით, ბუდისტურ მეტაფიზიკაში ცნობილია პარიკალპიტა სვაბჰავატის და ნირმანაკაის სახელით, ინდუიზმში ამონი და ამონეტი ესაა იგივე იშტალინგამი, ჯაგრატა ავასტჰა (ფიზიკური ცნობიერება) და აპარაპრაკრიტი (უმდაბლესი ბუნება). ამონის და ამონეტის განზომილება ინდუიზმში ესაა იგივე ბჰურ-ლოკა (ფიზიკური კოსმოსი). ხუხის და ხაუხეტის დიადა შეესაბამება არუპა ლოკას სადაც სუფევს უსასრულო სივრცე და უსასრულო ცნობიერება, ხოლო კუკი და კაუკეტი + ამონი და ამონეტი შეესაბამებიან რუპა ლოკას და უმდაბლეს კამა ლოკას. ნიქსისგან და ერებასგან იშვნენ ეთერი ანუ იგივე აკაშა და ჰემერა (დღე) და სხვა ტიტანები და ტიტანიდები, ბოლოს კი ოლიმპიური დეუსები. ინდუისტური სამი ცნობიერება, სამი სამყარო, სამი ლინგამი და ბუდიზმში ბუდას სამი სხეული და ადიბუდადან გამოვლენილი სამი იერარქია: 1) დჰიანა ბუდა 2) დჰიანა ბოდჰისატვა და 3) მანუშია ბუდა, მეორდება ბერძნებში ნიქსის და ერებას, ეროსის და გეას და ტარტაროსის და ურანოსის დიადების სახით, ხოლო ეგვიპტურ მითოსში ხუხის და ხაუხეტის, კუკის და კაუკეტის და ბოლოს ამონის და ამონეტის სახით. აქედან გამომდინარე მსოფლიოს მინიმუმ 4 რელიგიაში მაინც აღწერილია ერთი და იგივე სულიერი ძალები და კოსმოგონია უბრალოდ სხვადასხვა სახელებით და მცირეოდენი განსხვავებებით. ბერძნებიც, ეგვიპტელებიც, ინდუსებიც და ბუდისტებიც საუბრობდნენ ერთი და იგივე ეონების ანუ სულიერი ძალების შესახებ. გნოსტიკური პირველეონები: პროტო-პატორი და პროტო-ენოია შეესაბამებიან ეგვიპტურ ნუნსა და ნაუნეტს, პლერომას დანარჩენი 31 ეონი შეესაბამებიან ბუდისტურ არუპა ლოკას და ზემო რუპა ლოკას და ეგვიპტურ ხუხს და ხაუხეტს. მანიქევლობაში ნუნის და ნაუნეტის წიაღიდან შობილ სამ დიადას შეესაბამებიან პირველადამიანი, ცოცხალი სული და სიცოცხლის დედა. ყველა რელიგიას ერთი საფუძველი აქვს, აქედან გამომდინარე ანალოგიური დოქტრინებიც საკვირველი არ უნდა იყოს.





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი