კონტენტზე გადახტომა


ვიშნუიტური დუალიზმი და შივაიტურ-შაკტისტური მონიზმი

დვაიტა ადვაიტა ვიშნუ შივა

  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 შანკარადევა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 319 წერილები:
  • Gender:Male
  • Interests:შაკტი-ადვაიტა, შივა-ადვაიტა, სანკჰია, თეოსოფია, გნოსტიციზმი, "ნიუ ეიჯი", პოლითეისტური სატანიზმი, დაკშინაჩარა, მაჰაიანა, ვაჯრაიანა, ვამაჩარა, აგჰორა, ევგენიკა, აღმოსავლური ოკულტიზმი, ტრანსჰუმანიზმი, ანიმე, მანგა, ფენტეზი, ჰედონიზმი, კონსპიროლოგია,კალი-კაულას ტრადიცია, რაელ ვარილონის სწავლება, ოშო რაჯნიშის სწავლება, რამაკრიშნას სწავლება, საენტოლოგია, ჰერმეტიზმი, შავი ვიკანელობა, ანთროპოსოფია,შინტოიზმი, დიონისური ელინიზმი, ეკუმენისტური ტანტრისტული ტრადიცია, ქაოსოფია, ნიცშეს ნიჰილიზმი და დაოსური ტანტრიზმი.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 05 March 2018 - 07:40 PM

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ადვაიტა და ტანტრა ძირითადად მოდის შივაიზმიდან და შაკტიზმიდან, ხოლო დვაიტა (დუალისტური) ვედანტა მოდის ვიშნუიზმიდან (ვაიშნავიზმიდან). რატომ? ეს მე არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი რომ ვიშნუიზმის 50% არის დუალისტური ბუნების, რომელიც ამტკიცებს რომ ბრაჰმანი, იშვარა და ჯივა აბსოლუტურად განსხვავებული სუბსტანციებია. ვიშნუიზმის 4 მიმდინარეობიდან მხოლოდ 2 იყო და არის მონისტური და ისიც მოდიფიცირებული ანუ არაკლასიკური. ესენია რამანუჯას ლაკშმი სამპრადაი და ვალაბჰას რუდრა სამპრადაი. დანარჩენი 2 კი დუალისტური პერსონალისტური ბუნებისაა. ყველაზე დუალისტური კი ნიმბარკას დვაიტა-ადვაიტაა, რომელიც იმდენად პარადოქსულია რომ მისგან კრიშნაიზმი წარმოიშვა (!). შივაიზმის და შაკტიზმის სკოლების 95% ადვაიტას მიმდევარია, განსაკუთრებით კი ქაშმირული შივაიზმი, შაივა სიდჰანტა, სიდჰა სიდჰანტა და შრიკანთჰას შივა ადვაიტა, ასევე შრი კალი კულას სკოლა. ცხადია დუალისტური და თითქმის დუალისტური სკოლები შივაიზმში და შაკტიზმში არსებობენ, მაგალითად პაშუპატა შივაიზმი, ვირა შივაიზმი და შრი დევის სკოლა, მაგრამ შივაიტური და შაკტისტური ტრადიციისთვის ძირითადად დამახასიათებელია მონიზმი ან მონიზმი შერეული თეიზმთან, განსხვავებით თითქმის ყოველთვის დუალისტური და პერსონალისტური ვაიშნავიზმისგან, რომელიც მუდამ ამტკიცებდა რომ ბრაჰმანი და ჯივა ერთი და იგივე არაა და რომ პიროვნული იშვარა და ბჰაქტი არის უმთავრესი. თანამედროვე ეპოქაში გამოიკვეთა ორი ერთმანეთის საპირისპირო ტრადიცია; ადვაიტა შივაიზმი და შაკტიზმი და უკიდურესობამდე მისული ულტრათეისტური ვიშნუიზმი (კრიშნაიზმი). მე პირადად ვემხრობი შაივა ადვაიტას, შაკტი ადვაიტას და ვაჯრაიანას ბუდიზმს.





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი