კონტენტზე გადახტომა



  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 შანკარადევა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 319 წერილები:
  • Gender:Male
  • Interests:შაკტი-ადვაიტა, შივა-ადვაიტა, სანკჰია, თეოსოფია, გნოსტიციზმი, "ნიუ ეიჯი", პოლითეისტური სატანიზმი, დაკშინაჩარა, მაჰაიანა, ვაჯრაიანა, ვამაჩარა, აგჰორა, ევგენიკა, აღმოსავლური ოკულტიზმი, ტრანსჰუმანიზმი, ანიმე, მანგა, ფენტეზი, ჰედონიზმი, კონსპიროლოგია,კალი-კაულას ტრადიცია, რაელ ვარილონის სწავლება, ოშო რაჯნიშის სწავლება, რამაკრიშნას სწავლება, საენტოლოგია, ჰერმეტიზმი, შავი ვიკანელობა, ანთროპოსოფია,შინტოიზმი, დიონისური ელინიზმი, ეკუმენისტური ტანტრისტული ტრადიცია, ქაოსოფია, ნიცშეს ნიჰილიზმი და დაოსური ტანტრიზმი.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 05 March 2018 - 04:55 PM

ბევრი საუბრობს კრიშნაიზმზე მაგრამ არც კი იცის რას წარმოადგენს ეს რელიგია. რეალურად კრიშნაიზმს ეწოდება "გაუდია-ვაიშნავიზმი" ან "ბჰედა აბჰედა აჩინტია ტატვა", რაც ნიშნავს "ენით აღუწერელი ერთიანობა უსასრულო მრავალფეროვნებაში". გაუდიას სწავლება წარმოიშვა მეთხუთმეტე საუკუნეში და მისი დამფუძნებელი იყო ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ, ის ცხოვრობდა 1486-1534 წლებში. რას წარმოადგენს გაუდია-ვაიშნავა? უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას რომ გაუდია უპირისპირდება ტანტრას, ჰედონიზმს და ევდემონიზმს, გაუდიას კრიშნაიზმი ამბობს რომ პორნო და თავისუფალი სექსი არის ცოდვა. ასევე კრიშნაიზმი წარმოადგენს ტრადიციული ვაიშნავიზმის უკიდურესად დამახინჯებულ ფორმას. რატომ? იმიტომ რომ მანამდე არსებობდა ვაიშნავიზმის 4 ფორმა: 1) ვალაბჰას რუდრა სამპრადაი ანუ შუდჰა-ადვაიტა 2) მადჰვას ბრაჰმა სამპრადაი ანუ დვაიტა 3) რამანუჯას ლაკშმი სამპრადაი ანუ ვიშიშტა-ადვაიტა და 4) ნიმბარკას კუმარა სამპრადაი იგივე დვაიტა-ადვაიტა. შუდჰა-ადვაიტა ამტკიცებს რომ სამყარო ესაა არასწორად გაგებული ბრაჰმანი. შუდჰა-ადვაიტას მიხედვით ჯივები ჩნდებიან მაშინ როცა სუსტდება ბრაჰმანის ანანდა. ვალაბჰა ამტკიცებდა რომ ჯივა, კალა, აკაშა და პრაკრიტი განუყოფელი არიან ბრაჰმანისგან და ამიტომაც მის მოძღვრებას ეწოდა სუფთა მონიზმი. რამანუჯა ამტკიცებდა რომ პარაბრაჰმანი არის მთლიანი, ხოლო ჯივა – ფრაგმენტი. ნებისმიერი ჯივა ესაა ბრაჰმანის განუყოფელი ნაწილი. მადჰვა ამტკიცებდა რომ ბრაჰმანი, იშვარა, ჯივა და პრაკრიტი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული საწყისებია. ნიმბარკა ამტკიცებდა რომ ბრაჰმანი, იშვარა, ჯივა და პრაკრიტი არც აბსოლუტურად იდენტურია და არც აბსოლუტურად განსხვავებული. მისი სწავლებით ჯივა არაა აბსოლუტურად იგივე რაც ბრაჰმანი, მაგრამ არც აბსოლუტურად განსხვავდება მისგან. ნიმბარკას სწავლება ყველაზე მეტად ჰგავდა კრიშნაიზმს, მაგრამ არც იმდენად. პრობლემა იმაშია რომ ტრადიციულ ვიშნუიზმში, ისევე როგორც შივაიზმში, შაკტიზმში და სმარტიზმში, უმაღლეს ღვთაებად ითვლება უპიროვნო სული ანუ ნირგუნა ბრაჰმანი, ხოლო სარგუნა ბრაჰმანი იგივე იშვარა (პიროვნული უფალი) ითვლება მის ემანაციად და გამოვლინებად. ასე ბუდიზმშიც. კრიშნაიდებმა ყველაფერი უკუღმა გადააბრუნეს. კრიშნაიზმში პირიქით იშვარა ითვლება უმაღლეს საწყისად, ხოლო პარაბრაჰმანი ითვლება პიროვნული უფლის ემანაციად და ასპექტად, რაც ეწინააღმდეგება პრაქტიკულად ყველა ეზოთერულ ტრადიციულ დოქტრინას. ეს წინააღმდეგობაში მოდის ადვაიტა და ვიშიშტა-ადვაიტა ტანტრას ტრადიციებთან. კრიშნაიზმი ამტკიცებს რომ პიროვნულ უფალს გააჩნია უამრავი ავატარა (პურუშაავატარები, გუნაავატარები, ლილაავატარები და ა.შ.) და 4 უმთავრესი ფორმა: 1) ვასუდევა 2) სანკარშანა იგივე ანანტა-შეშა (ტამასის გუნა) 3) პრადიუმნა იგივე კამადევა და 4) ანირუდჰა. მათზეა აგებული სულიერი სამყაროც და ფიზიკური სამყაროც კრიშნაიდების მტკიცებით. ნიმბარკა ცხოვრობდა ახ.წ. მეთერთმეტე საუკუნეში, მაგრამ მისი მიმდევრები დღემდე თვლიან რომ ის 5000 წლის წინ ცხოვრობდა. ნიმბარკას დოგმების საფუძველზე ჩაიტანიამ მეთხუთმეტე საუკუნეში შექმნა კრიშნაიზმი. არ ვიცი ვინ რას ფიქრობს და პრინციპში არც მაინტერესებს, მაგრამ როგორც ადვაიტა ტანტრას და ჰედონიზმის მიმდევარი ვიტყვი იმას, რომ კრიშნაიზმი ჭეშმარიტებად არ მიმაჩნია. ჩემი აზრით ესაა ტრადიციული ვაიშნავიზმის დამახინჯება. კრიშნაიზმი არის ულტრაპერსონალიზმი, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება თავდაპირველ სულიერ რელიგიას – კაულა ტანტრას. უზენაესი საწყისი ესაა ნირგუნა შივა და ნებისმიერი სხვა დოგმა უბრალოდ აბსურდია.





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი