კონტენტზე გადახტომა


ანეგდოტი ,,ქართველი ჟურნალისტები"


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 ana99    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 35 წერილები:
  • Gender:Female
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 05 February 2018 - 10:28 PM

ეთერი ყოველთვის ციფერბლატი იწყება, ტუჩები დაპრუწული... გადაპრანჭული, ზედმეტად სერიოზული, ზედმეტად უემოციო ან ზედმეტად ხელოვნური.....


ფრაზები საიდანღაც წამოღებული, კონტექსტიდან ამოღებული და გაზვიადებული... მოკლედ ყველაფერი იმის საწინააღმდეგო რაც სინამდვილეა... იქმნება სიუჟეტი ,,სუიჟეტი" ესე უფრო ესვეცკებათ ალბად.

თემები ავადმყოფურად მოსაბეზრებელი... დამზაფრველი... კითხვები გამაღიზიანებელი.... შეუძლიათ ერთდროულად დაპატიჟონ კრიმინალი და პატიოსანი

მოქალაქე, მეძავი და მონაზონი, ხისთავიანი და მეცნიერი, ოკუპანტი და პატრიოტი, მტერი და მოღალატე, ვაჟკაცი და მშიშარა, მაზოხისტი და მადლმოსილი, კეთილი და ბოროტი და უნიჭო და ნიჭიერი...... თუმცა ყოველთვის ისეთ დისკუსიას მიმართავენ რომ


კრიმინალი, მეძავი, ხისთავიანი, ოკუპანტი, მოღალატე, მაზოხისტი, ბოროტი და უნიჭო გამალებული იცავს თავს, რადგან კითხვები მათ მიმართ არის სუსტი, ზერელე და ორაზროვანი,


არადამაჯერებელი, არაკომპეტენტური და ფაქტებს მოკლებული.... აზრს რომ ვერ გაიგებ... ანუ გამოდის ეს ე.წ ტელეეთერები მათი ამ ,,შავი ნარატივის" გამსაღებელი და გამამართლებელი არენაა...

ჩაიდინე რაიმე ცუდი მერე მოხვდები ეთერში და იმართლებ თავს, შეიქმნება გადაცემები ,,თემები" და ყველა ტელევიზია დაგპატიჟებს თავიანთ ,,საპატიო ეთერში" თან ნუ იფიქრებთ რომ რამეს დაგიწუნებენ, მხოლოდ ერთი ორი გულმოკლული ადამიანი თუ წაიწუწუნებს ბრაზის მიუხედავად ,შეძლებისდაგვარად ,,ზომიერად" რამეს, რომ იქვე შეკრებილმა ,,სვეცკმა" საზოგადოებამ არ ჩაწიხლოს ქაჯურად....


ჟურნალისტი თქვენს მხარეს იქნება და არ დაგისვავთ უხერხულ კითხვებს, განსაკუთრებით მორალის შემცველს, არა უბრალოდ მოგცემთ საშუალებას რომ თავი თქვენებურად იმართლოთ და ამართლოთ ის საქმე რაც ჩაიდინეთ, მერე შეიქმნება შოუები და ივლით ტელევიზიიდან ტელევიზიებში და იქნებით დღის მთავარი თემა, ამ დროს კი... მიწებს ისევ წაგვართმევენ სულში ისევ ჩაგვაფურთხებენ, ისევ დაგვიმონებენ და გაგვანადგურებენ, თUმცა ეს ხომ მეორე ხარისხოვანი თემაა რომელსაც ჩაღრმავება არ სჭირდება????


ტუჩდაბრუცული დიქტორები ,,აქტუალური თემის" მოძველებისთანავე ახალ მათთვის საინტერესო თემას გამოძEბნიან და ახლა დღის მთავარი ინტრიგა ის იქნება...

ხო მართლა იმ ტიტველ კაცს ამას წინათ ქალაქში რო გამოისეირნა ,,დიდ ტეელშოუებში'' ვნახავთ აბა ხო უნდა გაგვაცნონ ,,დღის გმირი"?? უი უკაცრავად ,,წლის ადამიანი" ამ კაცსაც არავინ წაუკითხავს მორალს დამიჯერეთ, ესეც მომავალი ვარსკვლავია და რატომაც არა???


თუკი ეკა ყურშიტაშვილი პატრულის გინების გამო გახდა ,,სელებრითი''', ტომას ჯალაკი ცოცრით პიანინოს დაკვრის გამო ,,ტელევარსკვლავი"" და პაატა თედიაშვილი ,,ეროტიული ხვრელის" სიმღერისთვის უუფრო ,,ცნობადი" ამას რა არ შეუძლია გახდეს მომავალი საქართველოს ტელეგენია???? რატომაც არა???????





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი