Jump to content


რა არის ტრიქოტომია – სული, საფშვინველი და სხეული (ეზოთერული ფილოსოფიური განმარტება)

სული საფშვინველი სხეული ტრიქოტომია დიქოტომია ნეოპლატონიზმი ეზოთერიზმი შტაინერი ინდუიზმი ატმანი

  • You cannot reply to this topic
No replies to this topic

#1 შანკარადევა    Insert Nick

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • PipPipPip
  • 319 posts
  • Gender:Male
  • Interests:შაკტი-ადვაიტა, შივა-ადვაიტა, სანკჰია, თეოსოფია, გნოსტიციზმი, "ნიუ ეიჯი", პოლითეისტური სატანიზმი, დაკშინაჩარა, მაჰაიანა, ვაჯრაიანა, ვამაჩარა, აგჰორა, ევგენიკა, აღმოსავლური ოკულტიზმი, ტრანსჰუმანიზმი, ანიმე, მანგა, ფენტეზი, ჰედონიზმი, კონსპიროლოგია,კალი-კაულას ტრადიცია, რაელ ვარილონის სწავლება, ოშო რაჯნიშის სწავლება, რამაკრიშნას სწავლება, საენტოლოგია, ჰერმეტიზმი, შავი ვიკანელობა, ანთროპოსოფია,შინტოიზმი, დიონისური ელინიზმი, ეკუმენისტური ტანტრისტული ტრადიცია, ქაოსოფია, ნიცშეს ნიჰილიზმი და დაოსური ტანტრიზმი.
Reputation: 0
ნეიტრალური

Posted 28 January 2018 - 11:03 PM

ადამიანი და სამყარო შედგება 7 კარმული გარსისგან და 3 სხეულისგან. 7 კარმული გარსი: 1) ატმიკური 2) ბუდჰიკური 3) მანასიკური 4) კამიკურ ფსიქიკური 5) ასტრალური 6) ეთერული 7) ფიზიკური. 3 სხეული: 1) კარანა შარირა – სულიერი (კაუზალური) 2) სუკშმა შარირა – მშვინვიერი ანუ ასტრალური 3) ფიზიკური ანუ ხორციელი. ბუდისტურ ტანტრაში უმაღლესი არსიდან რომელსაც ეწოდება სვამბჰავიკა კაია ადი ბუდა დჰარმადჰატუ, გამოდინდება სამი სხეული: 1) დჰარმა კაია – ბუდას სულიერი სხეული 2) სამბჰოგა კაია – ბუდას ასტრალური მშვინვიერი სხეული და 3) ნირმანა კაია – ბუდას ხორციელი სხეული. არის სამი ბუნება: 1) პარანიშპანა სვაბჰავატი (სულიერი) 2) პარატანტრა სვაბჰავატი (ასტრალური) 3) პარიკალპიტა სვაბჰავატი (წარმოსახვითი მიწიერი ფიზიკური ბუნება).
რომაულ ფილოსოფიაში ადამიანის ყოფიერება იყოფა სამ ნაწილად: 1) სპირიტუს – სული, 2) ანიმა/ანიმუს – საფშვინველი და 3) კორპუს – ფიზიკური სხეული. ბერძნულში ადამიანი ასევე სამი ნაწილისგან შედგება: 1) პნევმა – სული 2) ფსიხე – საფშვინველი და 3) სომა იგივე ჰილე – ხორციელი სხეული.
უმეცარი ადამიანები ხშირად ურევენ სულის და საფშვინველის კონცეფციებს ერთმანეთში ანდა უფრო უარესი, სული (სპირიტუს) და საფშვინველი (ანიმა) ერთი და იგივე ჰგონიათ. ეს სირეგვნის აპოთეოზია. პლოტინუსი ქადაგებდა რომ უმაღლესი სულიდან, პირველერთიანიდან ემანაციით გამოდის ღვთაებრივი გონი, გონიდან გადმოდის მსოფლიო საფშვინველი, ხოლო მსოფლიო საფშვინველიდან ლოკალური საფშვინველები და ფიზიკური მატერია. გთხოვთ ნუ ურევთ ერთმანეთში საფშვინველს და სულს! ტრიქოტომია სწორი დოქტრინაა. ნუ ამახინჯებთ ტრიქოტომიის უნივერსალურ დოქტრინას! ანიმა იგივე ფსიხე არის საფშვინველი! სპირიტუს იგივე პნევმა არის სული! ნუ ურევთ! როცა წერთ რომ პირველერთიანის ემანაციამ გონებამ შვა მსოფლიო "სული", გამოგდით აბსურდი! რადგანაც სული შეუძლებელია იყოს მესამე თანრიგის ემანაცია გამოსული გონიდან, მით უმეტეს როცა გონება არის პირველერთიანის ემანაცია რომელიც თვითონ არის სული! პლოტინუსის ღვთაებრივი გონი ესაა ღვთაებრივი უმაღლესი საფშვინველი, ხოლო გონების ემანაცია ესაა მსოფლიო საფშვინველი ანუ ანიმა მუნდი იგივე მოაზროვნე გონიერი საფშვინველი. ვიკიპედიაშიც ათასი სისულელე წერია!

Attached Files







1 user(s) are reading this topic

0 members, 1 guests, 0 anonymous users