←  პერსონები

Planeta.Ge

»

რაღაცა შიცვლება...............

- ის სურათები ana99 07 Jan 2018

გამარჯობათ ყველას..
.
მიყვარს ახალი წელი აგერ უკვე შობააა, ყველას მინდა გისურვოთ სამართლიანობა, ღირსეული ცხოვრება, სინდისიანი მომავალი და ნათელი გონება. ეს ალბად ყველაზე გულწრფელი სურვილია ჩემი თქვენდამი!!!!!


მინდა გისურვოთ მხიარული გარემო, სიცოცხლით სავსე ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც მხოლოდ ფასადზე დაწერილი დამცინავი სტრიქონებით არ შემოიფარგლება,


მინდა გისურვოთ გამოფხიზლება და ადამიანობის არ დაკარგვა, მინდა გისურვოთ ცუდზე უარის თქმა, დიდი ნებისყოფა, რწმენა,


გაყინული გულების გათბობა და მართლა სიხარულის სხივის დაბრუნება, იმედის დაბრუნება,


მინდა გისურვოთ სამართლიანობის დამკვიდრება მთელი თავისი სიდიადით, რომლისკენაც ილტვის და ილტვოდა ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი


მინდა გისურვოთ თავისუფლება, ჭეშმარიტი თავისუფლება!!!!!!

მინდა გისურვოთ, გესწავლოთ ცუდის და კარგის გარჩვა, ნორმალური წეს ჩვეულებების მიღება, ეროვნული ღირებულებების შეცნობა, ნამდვილად ქართული ტრადიციების დაფასება და არა დამახინჯებულის) მინდა გისურვოთ რომ ავაზაკთა გარემოცვაში ერთად აღარ გველოცოს, განსაკუთრებით დიდ დღსასწაულებზე, მინდა ასეთი ხალხისთვის ზურგი გვექციოს...რომ ვეღარ შემობედონ ავაზაკებმა სანთლის დაჭერა ხელში და უფლის შეურაწყოფა...........

უფლის გამოყენებით რომ გვაჩეჩებენ ბოროტებას და ცოდვას!!!!!

მინდა გისურვოთ ერთმანეთის დაფასება გვესწავლოს, არა გაკიცხვა, არამედ ერთმანეთის შეცოდება და გვერდში დგომაც.........


მინდა უფალს შვთხოვოთ ყველამ ერთად მოგვიტეოს ცოდვები და გვაპატიოს ამ ქვეყანაში დამკვიდრებული მანკიერი ,,ღირებულებების" გავრცელება და გვაშოროს ეს უმსგავსო გამავრცელებლები, რომელთა ჭკუასაც არავინ მოიკითხავს რადგან გოდრით გადმოაქვთ უმსგავსო იდეები და გვატენიან მართული ,,მთავრობის" ,,პრესის" ,,მედიიის " თუ ,,ინტერნეტსივრციდან"


მინდა გამძლეობა გისურვოთ და იმ საშინელებების ატანა რასაც ადგილი აქ ჩვენს ქვეყანაში, ღმერთი ხედავს ყველას... არ შგვეშინდეს მთავარია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გამოხმაურება

- ის სურათები Shaten 07 Jan 2018

გაიხარე! შენც ყოველივე კარგს მოგისურვებ..! :)
გამოხმაურება რედაქტირებულია Shaten: 07 January 2018 - 06:24 PM
გამოხმაურება

- ის სურათები Proessor 08 Jan 2018

იცოცხლე ქალბატონო. :) როგორი გულითაც ისურვე, იმავე გულით დამელოცე მეც. გილოცავ!
გამოხმაურება

- ის სურათები ana99 13 Jan 2018

მადლობა ხალხო :)
გამოხმაურება