კონტენტზე გადახტომა



  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 შანკარადევა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 319 წერილები:
  • Gender:Male
  • Interests:შაკტი-ადვაიტა, შივა-ადვაიტა, სანკჰია, თეოსოფია, გნოსტიციზმი, "ნიუ ეიჯი", პოლითეისტური სატანიზმი, დაკშინაჩარა, მაჰაიანა, ვაჯრაიანა, ვამაჩარა, აგჰორა, ევგენიკა, აღმოსავლური ოკულტიზმი, ტრანსჰუმანიზმი, ანიმე, მანგა, ფენტეზი, ჰედონიზმი, კონსპიროლოგია,კალი-კაულას ტრადიცია, რაელ ვარილონის სწავლება, ოშო რაჯნიშის სწავლება, რამაკრიშნას სწავლება, საენტოლოგია, ჰერმეტიზმი, შავი ვიკანელობა, ანთროპოსოფია,შინტოიზმი, დიონისური ელინიზმი, ეკუმენისტური ტანტრისტული ტრადიცია, ქაოსოფია, ნიცშეს ნიჰილიზმი და დაოსური ტანტრიზმი.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 14 August 2017 - 10:12 AM

კაპიტალისტი ექსპლოატატორების ტყუილი # 1: სმითმა გამოიყენა „უხილავი ხელის“ (Invisible Hand) მეტაფორა, ანუ ეკონომიკის მონაწილეები მოტივირებულები არიან პირადი ინტერესებით, მაგრამ ბაზარზე მოქმედი „უხილავი ხელი“ მათ მოქმედებებს და ინტერესებს ერთგვარ კოორდინაციას უწევს და საზოგადოებისთვის სასარგებლოდ წარმართავს. ბაზრის „უხილავი ხელის“ პრინციპს საფუძვლად უდევს ბაზრის თვითრეგულირების შესაძლებლობები.

კაპიტალისტი ექსპლოატატორების ტყუილი # 2: ადამიანებს სურთ მოიხმარონ გაცილებით მეტი, ვიდრე ეკონომიკას შეუძლია აწარმოოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისევე, როგორც საოჯახო მეურნეობა ვერ მისცემს თავის თითოეულ წევრს ყველაფერს, რასაც ეს უკანასკნელი მოისურვებს, ასევე საზოგადოება ვერ უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდის ცხოვრებას იმ უმაღლეს დონეზე, როგორც ეს ინდივიდებს სურთ. ეს შეზღუდულობა (scarcity) კი იმის შედეგია, რომ არ არსებობს ყოველი ადამიანის ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მაგალითად, შეზღუდულობას ვაწყდებით, როდესაც დღის განმავლობაში დრო არ გვყოფნის მოვასწროთ ყველა საქმე, მაშასადამე, ჩვვენი დრო შეზღუდულია; მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ბაზრის ქვეყნების მაღაზიებში თაროები დაზვინულია საქონლით, ადამიანები ყველა მათგანის შეძენის უფლებას თავს ვერ მისცემენ, რადგან მათი ფულადი სახსრები შეზღუდულია.

კაპიტალისტი ექსპლოატატორების ტყუილი # 3: ეკონომიკის არსი შესაძლებელია ამგვარად ჩამოყალიბდეს: ეკონომიკა არის საზოგადოებრივი მეცნიერება, რომელიც აღწერს და აანალიზებს იმას, თუ შეზღუდული რესურსების პირობებში რაზე აკეთებს საზოგადოება არჩევანს, რომ დაიკმაყოფილოს თავისი უსაზღვრო მოთხოვნილებები. ეკონომიკა სწავლობს იმ ადამიანთა ქცევებს, ვინც წარმოებასა და გაცვლაში მონაწილეობს.

კაპიტალისტი ექსპლოატატორების ტყუილი # 4: როგორ უნდა გადანაწილდეს ეროვნული პროდუქტი საზოგადოების წევრებს შორის. ვინაიდან წარმოებას არ შეუძლია ყველას მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ანუ, პროდუქცია არასაკმარისი რაოდენობით იწარმოება,

კაპიტალისტი ექსპლოატატორების ტყუილი # 5: ბაზარი - ესაა ორგანიზებული სისტემა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ერთმანეთს უცვლიან საქონელსა და მომსახურებას.

მარქსისტული კომენტარი: ადამ სმიტისეული უხილავი ხელის იდეა სრული დებილიზმია! რატომ? იმიტომ რომ ადამიანები მოტივირებულნი არიან დაიცვან და გადაარჩინონ საკუთარი და საკუთარი ახლობლების სიცოცხლე და ამისთვის მათ ესაჭიროებათ რესურსები, უამრავი ადამიანი იღუპება იმის გამო რომ რესურსები არ გააჩნია (ვერ იშოვა!). უხილავი ხელი ხომ? რა სასაცილოა! როგორ ბედავენ ზოგიერთები ამის მტკიცებას? იმიტომ რომ ასეთია დეზინფორმაციული პროპაგანდა! ბაზარს წარმართავენ მდიდარი მამაძაღლები და შობელძაღლები შეპყრობილნი სიხარბის ვირუსით და არა ე.წ. უხილავი ხელი და სწორედ ეს ძალაუფლების მქონე ხარბი პარაზიტები „არეგულირებენ“ ბაზარს და არა რაიმე სხვა! ხარბი და ვირეშმაკი ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილი არაადამიანების ჯგუფი მართავს მსოფლიოს. საზოგადოებას არ გააჩნია არავითარი „უსაზღვრო“ მოთხოვნილებები! და ის არავითარ არჩევან არ აკეთებს! უსაზღვრო მოთხოვნილებები აქვთ ხარბ მილიონერებს და მათნაირებს, რაც შეეხება იმ ადამიანებს ვინც წარმოებაში და გაცვლაში არიან ჩართულნი,... იმ ადამიანებმა რაღა უნდა ქნან ვისაც არც წარმოება არ შეუძლიათ არაფრის და ვერც ვერაფერს გაუცვლის ვერავის? რა ასეთები ცოტა არიან? პროდუქცია არასაკმარისი რაოდენობით იწარმოება? ტყუილი! წარმოება ვერ დააკმაყოფილებს ყველას მოთხოვნილებებს? ესეც ტყუილი! ის რომ ადამიანთა უმეტესობის სახსრები შეზღუდულია მართალია, მაგრამ ის იდეა რომ ყველა ადამიანის ყველა მოთხოვნილებას ვერ დავაკმაყოფილებთ იმ უმაღლეს დონეზე როგორც ეს მათ სურთ, არის კიდევ ერთი გრანდიოზული კაპიტალისტური ტყუილი! გსურთ პასუხი რატომ არიან ადამიანები დაყოფილნი ორ არათანასწორ ჯგუფად: 1) ღატაკებად („ღატაკგარქებად“) და 2) მდიდრებად (ოლიგარქებად)? ყველაფერი მარტივადაა: ღარიბები იმიტომ არიან ღარიბები რომ მათ ძარცვავენ და ატყუებენ მდიდრები და მდიდრები იმიტომ არიან მდიდრები რომ არიან სიხარბით შეპყრობილნი და იტაცებენ რესურსებს! როცა ადამიანთა ერთ მცირე ჯგუფს კერძოდ 1% ხელში აქვს მსოფლიო სიმდიდრის 40% რა რჩება დანარჩენ ადამიანებს? მხოლოდ 60%! მდიდრები ძარცვავენ ღარიბებს და ღარიბები ვერ უწევენ წინააღდეგობას მდიდრებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ექსპლოატატორები ჩაგრავენ მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს! რატომ? იმიტომ რომ სიხარბის წინააღმდეგ არ არსებობს კანონი! არ არის კანონი რომლის ძალითაც უსაყვედურებ და აუკრძალავ: „ნუ გაქვს ამდენი ფული! შენ არ უნდა გქონდეს მილიონი! ასე არ შეიძლება! შენ ზედმეტად ბევრი რესურსები გაქვს!“ ასეთი კანონი არ არსებობს! ადამიანთა დიდი ნაწილი ან მძიმე შრომით შოულობს ფულს ან საერთოდ იღუპება, მაშინ როცა სიხარბით შეპყრობილი ერთი მუჭა ელიტა იტაცებს მილიონებს და მილიარდებს! რაღა თქმა უნდა დანარჩენი ნაწილი ადამიანთა სიღატაკეში ჩაიხრჩობა! რესურსები ხომ უსასრულო არაა დედამიწაზე! ეგეც რომ არა სისტემას მართავენ ელიტის წევრი მდიდრები და ყველაფერი ისეა მოწყობილი რომ მდიდრები ფუფუნებაში იხრჩობოდნენ ხოლო ღარიბები რჩებოდნენ ღარიბებად და მუდმივად იჩაგრებოდნენ. ადამიანთა დიდი ნაწილის ღატაკებად და ჩაგრულებად ქცევა შეთქმულების ნაწილია რომელსაც სათავეში მილიონერები და მილიარდერები უდგანან! რატომ? იმიტომ რომ მათ ეს აწყობთ! ელიტა იტაცებს იმაზე მეტ რესურსებს ვიდრე მათ ეკუთვნით! აქედან გამომდინარე ვიღაც მუდამ წაგებულშია.







1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი