Jump to content



  • You cannot reply to this topic
No replies to this topic

#1 შანკარადევა    Insert Nick

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • PipPipPip
  • 319 posts
  • Gender:Male
  • Interests:შაკტი-ადვაიტა, შივა-ადვაიტა, სანკჰია, თეოსოფია, გნოსტიციზმი, "ნიუ ეიჯი", პოლითეისტური სატანიზმი, დაკშინაჩარა, მაჰაიანა, ვაჯრაიანა, ვამაჩარა, აგჰორა, ევგენიკა, აღმოსავლური ოკულტიზმი, ტრანსჰუმანიზმი, ანიმე, მანგა, ფენტეზი, ჰედონიზმი, კონსპიროლოგია,კალი-კაულას ტრადიცია, რაელ ვარილონის სწავლება, ოშო რაჯნიშის სწავლება, რამაკრიშნას სწავლება, საენტოლოგია, ჰერმეტიზმი, შავი ვიკანელობა, ანთროპოსოფია,შინტოიზმი, დიონისური ელინიზმი, ეკუმენისტური ტანტრისტული ტრადიცია, ქაოსოფია, ნიცშეს ნიჰილიზმი და დაოსური ტანტრიზმი.
Reputation: 0
ნეიტრალური

Posted 14 August 2017 - 09:33 AM

ჯაინიზმის თანახმად სამყარო შედგება ექვსი სუბსტანციისაგან, ესენია: ჯივა დრავია – სული, დჰარმასტიკაია – მოძრაობის გამტარი, ადჰარმასტიკაია – უძრაობის გამტარი, კალა – დრო, აკაშა – სივრცე და აჯივა ანუ პუდგალა – მატერია, ეს სუბსტანციები მარადიულები, უსაწყისოები და უსასრულოები არიან, მათ არ გააჩნიათ არც დასაბამი და არც დასასრული. სამყაროს შემადგენელი სუბსტანციების შესახებ ჯაინიზმის ეს თეორია, ანალოგიურია ინდუიზმში, ბუდიზმში და სხვა დჰარმულ მოძღვრებებში არსებული თეორიებისა სამყაროს სტრუქტურასთან დაკავშირებით.

ისევე როგორც ყველა დჰარმული მოძღვრება, ჯაინიზმიც ამტკიცებს, რომ არსებობს მრავალი ტატვა ანუ ყოფიერების ელემენტი, რომელთაგან არის აგებული მთელი სამყაროს ყოფიერება, პირველი ექვსი ტატვა ესენია: ჯივა – სული, აჯივა – მატერია, ასრავა – ნაკადი, ბანდჰა – შებოჭვა, სამვარა – შეჩერება, ნირჯარა – ჩამოცილება და მუქტი – განთავისუფლება.

ისევე როგორც მსოფლიოს სხვა მოძღვრებებში, ჯაინიზმშიც არსებობს კონრეტული ეთიკურ-მორალური კოდექსი და გნოსეოლოგიური სისტემა. მართალი რწმენა – სამიაგ დარშანა, მართალი ცოდნა – სამიაგ ჯნანა და მართალი საქციელი – სამიაგ ჩარიტრა ერთად შეადგენენ გზას სულიერი ხსნისაკენ. მართალი რწმენა არის ორნაირი: ბუნებითი და შეძენილი.

ჯაინიზმის თანახმად არსებობს სამოთხისა და ჯოჯოხეთის ურიცხვი სამყარო.

ჯაინიზმის მიხედვით არსებობენ ოთხი სახის ღმერთები: ბჰავანავასა – სრასასახლეებში მცხოვრები ღმერთები, ვიანტარა – შუასამყაროს ღმერთები, ჯიოტიშკა – კოსმიურ სხეულთა, მზეების, პლანეტებისა და მთვარეების ღმერთები და ვიმანიკა – კოსმიურ ხომალდებში მცხოვრები ღმერთები.

ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სულიერ მოძღვრებაში, ჯაინიზმშიც არსებობს სულის თეორია, რომელიც ჩემი აზრით გასხვავდება ყველ დანარჩენი თეორიებისაგან. ჯაინიზმის თანახმად ადამიანის ჯივა დრავიას ანუ სულს, რომელიც დასაზღვრულია სივრცესა და დროში, აქვს პულსირების, შეკუმშვისა და გაფართოების უნარი, სული ხან იკუმშება და ხანაც ფართოვდება, ამასთან ის სივრცე რომელსაც იკავებს სული, სულთან ერთად იკუმშება და ფართოვდება ანუ სულს აქვს დროსივრცული კონტინიუმის დავიაციის უნარი.

ჯაინიზმის თანახმად მატერიის დაყოფა უსასრულოდ შეიძლება. მატერიასა და სივრცეში სივრცული წერტილების რაოდენობა უსასრულოა. ამ იდეის გამო ჯაინიზმი ნაწილობრივ შეგვიძლია მივიჩნიოთ მეტაფიზიკურ ატომიზმად.

ისევე როგორც დანარჩენ დჰარმულ მოძღვრებებში (მაგ. ინდუიზმში, ბუდიზმში და ა.შ.) ჯაინიზმში არსებობს კარმის თეორია. ჯაინიზმის მიხედვით ადამიანი იბოჭება კარმული ენერგიის რვა ფორმით, ესენია: ცოდნის დაბინდვა – ჯნანა ვარანია, აღქმის დაბინდვა – დარშანა ვარანია, გრძნობათა წარმომშობი – ვედანია, შეცდომილებაში შემყვანი – მოხანია, კარმა რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ფიზიკური სიცოცხლის ხანგრძლივობას – აიუ, სტატუსის განმსაზღვრელი – გოტრა და წინააღმდეგობრივი – გატრა.

დასავლური ეზოთერიკული და აღმოსავლური დჰარმული მოძღვრებების თანახმად ადამიანს გააჩნია რამოდენიმე სხეული, რასაც ამტკიცებს ჯაინიზმიც. ჯაინიზმის მიხედვით ადამიანს აქვს ხუთი სხეული: აუდარიკა შარირა – ფიზიკური სხეული, ვაიკრია შარირა – ტრანსფორმაციის სხეული, ახარაკა შარირა – ტელეპორტაციის სხეული, ტაიჯასა შარირა – ცეცხლის სხეული და კარმანა შარირა – კარმული ენერგიის სხეული.

ყოველივე ზემოთთქმულიდან ვასკვნი, რომ ჯაინიზმი წარმოადგენს ლოგიკურ და რაციონალურ ფილოსოფიურ-მეტაფიზიკურ სისტემას, ნაწილობრივ იდეალისტური და ნაწილობრივ მატერიალისტური ელემენტებით. გამომდინარე ჯაინისტური მეტაფიზიკის ანალიზიდან, ჩემი აზრით ჯაინიზმი ესაა იდეალისტურ-მატერიალისტური ატომისტური ათეისტური ეტერნალიზმი, რომლის იდეები საკმაოდ დამაჯერებელია და პირდაპირ არის დაკავშირებული თანამედროვე ფიზიკის ფუნდამენტურ დოქტრინასთან, „ენერგიის შენახვის კანონთან“, რომლის თანახმადაც არაფერი არ იქმნება და არაფერი არ ნადგურდება, არამედ ყველა და ყველაფერი მხოლოდ გარდაიქმნება და უსაწყისოდ და უსასრულოდ გადადის ყოფიერების ერთი ფაზიდან მეორეში.


ჯაინისტურ მოძღვრებაში არსებობს სამი მთავარი საგანძური: სამიაგ-ჯნანა – ჭეშმარიტი ცოდნა, სამიაგ-დარშანა – ჭეშმარიტი რწმენა და სამიაგ-ჩარიტრა – მართალი საქციელი.


უფრო პრაქტიკულად ჭეშმარიტი ანუ მართალი რწმენა შეიძლება აღიწეროს შემდეგნაირად:


1. რწმენა იმისა, რომ სამყარო იყოფა ცოცხალ და არაცოცხალ ელემენტებად.

2. რწმენა იმისა, რომ სული და მატერია იმყოფებიან ურთიერთქმედებაში შვიდი საფუძველის პროცესის გავლით.

3. ტირთხანკარების, ჭეშმარიტი წმინდა წერილის და სულიერ მოძღვართა ჭეშმარიტების რწმენა.


არსებობს იმ ადამიანების ხუთი განმასხვავებელი ნიშან-თვისება, რომელიც განსაზღვრავს მართალი რწმენის მფლობელს:


1. სულიერი სიმშვიდე (პრასანა)

2. სულიერი ხსნის ანუ განთავისუფლების სურვილი (სამვეგა)

3. სამყაროზე არმიჯაჭვულობა (ნირვედა)

4. თანაგრძნობა (ანუკამპა)

5. საფუძვლების რწმენა (ასტიკია)


ადამიანი რომელიც ფლობს მართალ რწმენას, თავისუფალია სიამაყის რვა სახეობისგან:


1. სიამაყე ოჯახით

2. სიამაყე ძალით

3. სიამაყე სილამაზით

4. სიამაყე ცოდნით

5. სიამაყე სიმდიდრით

6. სიამაყე ძალაუფლებით

7. სიამაყე მატერიალურ სამყაროში არსებული კავშირებით

8. სიამაყე სულიერი წარმატებებით


ის აგრეთვე უნდა აკმაყოფილებდეს რვა მოთხოვნას, რათა მიაღწიოს:


1. ეჭვებისგან თავისუფლებას

2. მატერიალური კომფორტის სურვილისგან თავისუფლებას

3. ჭეშმარიტი მორწმუნეების პატივისცემას

4. თავისუფლებას ლტოლვისა და შეზიზღებისგან

5. ცრუ გზისადმი მიდრეკილებისგან თავისუფლებას

6. ურწმუნოთა ხსნას

7. მართალი რწმენის გამოცხადებას

8. ჭეშმარიტი სწავლების გავრცელებას


მართალი გზის მიმდევარი (მარგანუსარი):


1. გამოიმუშავებს ფულს პატიოსანი გზით

2. დიდად აფასებს იმათ ვინც სულიერი განვითარებით მასზე მაღლა დგანან და მიჰყვება მათ

3. შედის ქორწინებაში მხოლოდ თანასწორ და წესიერ ადამიანებთან

4. ერიდება ცოდვის ჩადენას

5. იცავს დროისა და ადგილის წეს-ჩვეულებებს

6. აუგად არ საუბრობს სხვებზე

7. ცხოვრობს კარგ მხარეში და უსაფრთხო საცხოვრებელში

8. მუდამ კარგ კამპანიაშია

9. პატივს სცემს მშობლებს

10. ტოვებს საფრთხის შემცველ და ცუდი რეპუტაციის მქონე ადგილებს

11. არ სჩადის ცუდ საქციელს

12. ცხოვრობს საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში

13. იმოსება სტატუსისა და წეს-ჩვეულებების მიხედვით

14. ვითარდება ინტელექტუალურად

15. ყოველდღიურად ისმენს საუბრებს რელიგიურ თემაზე

16. იკვებება დადგენილ დროს

17. უარს ამბობს საკვებზე, როდესაც მოუნელებლობა აწუხებს

18. ახორციელებს სამ მიზანს: რელიგიას, სიმდიდრეს და სიამოვნების მოპოვებას სხვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე

19. აძლევს წყალობას ბერებს და ღატაკებს

20. თავისუფალია სიჯიუტისგან

21. კეთილშობილია

22. არ დადის აკრძალულ ადგილებში

23. მოქმედებს საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად

24. პატივს სცემს ბრძენებს

25. ზრუნავს მათზე ვინც მასზეა დამოკიდებული

26. შორსმხედველია

27. სპეციალიზირებულია საკუთარ სფეროში

28. იმათი მადლობელია ვინც მას ეხმარება

29. კარგ ზეგავლენას ახდენს სხვებზე

30. თავშეკავებულია

31. მოწყალეა

32. ნათელი გონება აქვს

33. კეთილგანწყობილია

34. ებრძვის ექვს შინაგან მტერს: სურვილს, მრისხანებას, სიხარბეს, სიამაყეს, აღგზნებას და შურიანობას

35. აკონტროლებს ხუთ გრძნობას


ჭეშმარიტი ჯაინი იცავს ხუთ აღთქმას:

პირველი აღთქმა: ძალადობისგან თავშეკავება და არაძალადობის პრაქტიკა (აჰიმსა)

მეორე აღთქმა: სიცრუისგან თავის შეკავება და სიმართლის თქმა (სატია-ვრატა)

მესამე აღთქმა: ქურდობისგან თავის შეკავება (ასტეია-ვრატა)

მეოთხე აღთქმა: მრუშობისგან თავშეკავება და უბიწოების დაცვა (ბრაჰმაჩარია-ვრატა)

მეხუთე აღთქმა: არამომხვეჭელობა (აპარიგრაჰა)


ჯაინმა ბერებმა უნდა განახორციელონ პრაქტიკაში კონტროლის სამი სახეობა (გუპტი):


1. გონების კონტროლი (მანო გუპტი)

2. სიტყვების კონტროლი (ვაჩანა გუპტი)

3. სხეულის კონტროლი (კაია გუპტი)


ბერებმა პრაქტიკაში უნდა განახორციელონ დაკვირვებულობის ხუთი სახეობა (სამიტი):


1. დაკვირვებულობა სიარულისას

2. დაკვირვებულობა საუბრისას

3. დაკვირვებულობა ჭამისას

4. დაკვირვებულობა საგნების ხმარებისას

5. დაკვირვებულობა ბუნებრივი მოთხოვნილებების მოთავებისას


ბერი აგრეთვე უნდა იცავდეს ათ კეთილშობილ მოვალეობას (დჰარმა):


1. შენდობის აბსოლუტური უნარი (უტამა კშამა)

2. მოკრძალებულობა (მარდავა)

3. პირდაპირობა (არჯავა)

4. ჭეშმარიტება (სატია)

5. სიწმინდე (შუჩი)

6. თვითკონტროლი (სამიანა)

7. ასკეზა (ტაპას)

8. განდგომილება (ტიაგა)

9. არმიჯაჭვულობა (აკინჩანია)

10. უბიწოება (ბრაჰმაჩარია)


ხარისხობრივი აღთქმები (გუნავრატა)


შეზღუდული ტერიტორიის აღთქმა (დიგავრატა), როდესაც მორწმუნე ათი მიმართულებით საზღვრავს თავის საცხოვრისს.

საგნების შეზღუდული გამოყენების აღთქმა (ბჰოგა-უპაბჰოგა ვრატა), როდესაც მორწმუნე ზღუდავს მატერიალური საგნებით სარგებლობას.

უმიზნო ცოდვებისგან თავის არიდების აღთქმა (ანარტჰა-დანდა ვრატა), როდესაც მორწმუნე აკონტროლებს საკუთარ აზრებს, სიტყვებს და საქციელს.


დისციპლინური აღთქმები (შიკშავრატა)


1. სამაიიკა-ვრატა – როდესაც ადამიანი ერიდება ცოდვილ საქმიანობას და დაკავებულია მედიტაციით, ლოცვების კითხვით და წმინდა ტექსტების შესწავლით.

2. დევაშავაკაშიკა-ვრატა – როდესაც ადამიანი დებს აღთქმას და ზღუდავს საკუთარ საარსებო სივრცეს გარკვეული დრო.

3. პაუშადხა-ვრატა – როდესაც უბრალო მორწმუნე უახლოვდება ბერულ ცხოვრებას, იწყებს მარხვას და დაკავებულია მხოლოდ სულიერი პრაქტიკით.

4. ატიტხი-სამვიბჰაგა ვრატა – როდესაც ადამიანი მოწიწებით სთავაზობს ბერებს საკვებს, სამოსს და მედიკამენტებს.


მართალი ასკეზა.


მართალი ასკეზა შედგება თორმეტი პრაქტიკისგან.


გარეგანი ასკეზა:


1. მარხვა (ანაშანა)

2. უფრო ნაკლები საკვების მიღება ვიდრე აუცილებელია (უნოდარი)

3. მათხოვრობით ცხოვრება (ბჰიკშაჩარი)

4. უგემური საკვების ჭამა (რასა პარიტიაგა)

5. სხეულებრივი ტკივილის ატანა და გაძლება (კაია კლეშა)

6. ამსოფლიური საქმიანობებისგან განრიდება და განმარტოება (სალლინატა)


შინაგანი ასკეზა:


1. მონანიება (პრაიაშჩიტა)

2. ბერების პატივისცემა (ვინაია)

3. ბერების მსახურება (ვაიავრატია)

4. კვლევა-ძიება (სვადჰია)

5. მედიტაცია (დჰიანა)

6. განდეგილობა (ვიუტსარგა)


ჯაინის სწავლებაში არსებობს თორმეტი სახეობა მედიტაციისა (ბჰავანა):


ასკეზის ეს თორმეტი სახეობა სულს ეხმარება გასხივოსნების მიღწევასა და მატერიისაგან განთავისუფლებაში.


1. ფიქრი არამუდმივობის შესახებ (ანიტია ბჰავანა). აქ იგულისხმება ყოფიერების არამუდმივობა სამყაროში.

2. ფიქრი უმწეობის შესახებ (აშარანა ბჰავანა). აქ საუბარია იმაზე, რომ სულს არ გააჩნია სხვა საზრდო და თავშესაფარი გარდა რელიგიისა.

3. ფიქრი სანსარას შესახებ (სანსარა ბჰავანა). აქ აუცილებელია დაფიქრება დაბადებისა და სიკვდილის ციკლზე, რომელსაც სული გადის უსაწყისო დროიდან.

4. ფიქრი მარტოობის შესახებ (ეკატვა ბჰავანა). აქ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს რომ სული თავისი ევოლუციის გზას გადის სრულ მარტოობაშიმ მას არავინ ახლავს თან.

5. ფიქრი განსხვავებულობის შესახებ (ანიატვა ბჰავანა). აქ ადამიანი აცნობიერებს სულისა და სხეულის განსხვავებულობას.

6. ფიქრი სიბინძურის შესახებ (აშუჩი ბჰავანა). ადამინურ სხეულში საამაყო არაფერია, ის მუდამ ბინძურია და სავსეა სისხლითა და ძვლებით და აქვს მიდრეკილება სნეულებებისაკენ.

7. ფიქრი მოძალებული კარმული ნაკადის შესახებ (ასრავა ბჰავანა). აქ ადამიანი ფიქრობს კარმული მატერიის ნაკადის მოძალებაზე.

8. ფიქრი კარმული ნაკადის შეჩერების შესახებ (სამვარა ბჰავანა).

9. ფიქრი კარმისაგან გასუფთავების შესახებ (ნირჯარა ბჰავანა).

10. ფიქრი სამყაროს ბუნებაზე (ლოკა ბჰავანა).

11. ფიქრი იმაზე, რომ რთულია განთავისუფლების გზის პოვნა (ბოდჰი დურლაბჰა ბჰავანა).

12. ფიქრი დჰარმის შესახებ (დჰარმა ბჰავანა).


არსებობს საზოგადოდ მიღებული ორი ჯგუფი, რომელთაგან თითოეული თვითკონტროლის 17 ქვედანაყოფისგან შედგება.


პირველი ჯგუფი:


თვითკონტროლი ხუთი სახის უძრავი ცოცხალი არსებების მიმართ:


1. ზიანის არ მიყენება მიწაზე მცხოვრები ცოცხალი არსებებისთვის

2. ზიანის არ მიყენება წყალში მცხოვრები ცოცხალი არსებებისთვის

3. ზიანის არ მიყენება ცეცხლში მცხოვრები ცოცხალი არსებებისთვის

4. ზიანის არ მიყენება ჰაერში მცხოვრები ცოცხალი არსებებისთვის

5. ზიანის არ მიყენება ბოსტნეულისათვის


თვითკონტროლი ოთხი სახის მოძრავი ცოცხალი არსებების მიმართ:


6. ზიანის არ მიყენება ორი გრძნობითი ორგანოს მქონე ცოცხალი არსებებისათვის

7. ზიანის არ მიყენება სამი გრძნობითი ორგანოს მქონე ცოცხალი არსებებისათვის

8. ზიანის არ მიყენება ოთხი გრძნობითი ორგანოს მქონე ცოცხალი არსებებისათვის

9. ზიანის არ მიყენება ხუთი გრძნობითი ორგანოს მქონე ცოცხალი არსებებისათვის

10. ძვირფასი ნივთებისგან თავის შორს დაჭერა

11. ჯდომის, სიარულის და ძილის დროს დაკვირვებულობა

12. გულგრილობა მატერიალური საქმიანობების მიმართ

13. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების მოთავებისთვის ადგილის დაკვირვებით შერჩევა

14. სამოსის და სხვა საგნების მოვლა-პატრონობა

15. გონების კონტროლი

16. სიტყვების კონტროლი

17. სხეულის კონტროლი


მეორე ჯგუფი: ხუთი გრძნობის კონტროლი:


1. შეხების გრძნობის კონტროლი

2. გემოვნების კონტროლი

3. ყნოსვის კონტროლი

4. მხედველობის კონტროლი

5. სმენის კონტროლი


ხუთი ცოდვისგან თავშეკავება:


6. ძალადობისგან თავშეკავება

7. სიცრუისგან თავშეკავება

8. ქურდობისგან თავშეკავება

9. მრუშობისგან თავშეკავება

10. მომხვეჭელობისგან თავშეკავება



ოთხ ვნებაზე გამარჯვება:


11. გამარჯვება მრისხანებაზე

12. გამარჯვება სიამაყეზე

13. გამარჯვება ტყუილზე

14. გამარჯვება სიხარბეზე


სამი შუამავლის კონტროლი


15. გონების კონტროლი

16. სიტყვების კონტროლი

17. სხეულის კონტროლი


ჯაინები პრაქტიკაში ახორციელებენ თაყვანისცემის ხუთსახა ფორმულას, რომელიც ჯაინების ყველა სკოლის მიერ არის აღიარებული და ეწოდება ნამასკარა-მანტრა (ან პანჩა ნამასკარა). ეს მანტრა არის ჯაინისტური წმინდა წერილის სინთეზი. ესენია:


ნამო არიხანტანამ – არხატების ანუ გასხივოსნებული სულების თაყვანისცემა.

ნამო სიდჰანამ – სიდჰების ანუ განთავისუფლებული სულების თაყვანისცემა.

ნამო აიჩარიანამ – აჩარიების ანუ რელიგიური მეთაურების თაყვანისცემა

ნამო უვაჯჯხაიანამ – უპადხიების ანუ რელიგიური მასწავლებლების თაყვანისცემა.

ნამო ლოე სავვა სახუნამ – მსოფლიოს ყველა ბერის თაყვანისცემა.


მისდევს რა თავის ანალიტიკურ ტრადიციას ჯაინიზმი კარმას რამოდენიმე ჯგუფად ჰყოფს, გამოჰყოფს მათ განმასხვავებელ ნიშან-თვისებებს, რათა მისი გაგება გაიოლდეს. შესაბამისად კარმა იყოფა შემდეგ ჯგუფებად:


1. დრავია-კარმა და ბჰავა-კარმა (მატერიალური და აზრობრივი კარმა)

2. შუბჰა-კარმა და აშუბჰა-კარმა (ბედნიერი ანუ პოზიტიური და უბედური და უარყოფითი კარმა)

3. ირიაპატხიკა-კარმა და სამპრარაიიკა-კარმა (კარმა, რომელიც ითრევს და კარმა რომელიც არ ითრევს)

4. გჰატი-კარმა და აგჰატი-კარმა (დაბინდული კარმა და არადაბინდული კარმა)


კარმა რომელიც განსაზღვრავს სტატუსს (გოტრა)


ეს კარმა განსაზღვრავს იმას, თუ სად დაიბადება ცოცხალი არსება. ის იყოფა ორად: მაღალი სტატუსის კარმად და დაბალი სტატუსის კარმად, რომელთაგან თითოეული რვა ქვესახეობად იყოფა.


1. მაღალი სტატუსის კარმა (უჩხა-გოტრა) ადამიანს ანიჭებს მაღალ სოციალურ, ინტელექტუალურ და სულიერ სტატუსს.

2. დაბალი სტატუსის კარმა (ნიჩა-გოტრა) ადამიანს მართებს სრულიად საპირისპირო რამეს, ის ადამიანს ანიჭებს სოციალურ, ინტელექტუალურ და სულიერ სიღატაკეს და დაცემულ მდგომარეობას.


წინააღმდეგობრივი კარმა (ანტარაია)


ეს კარმა ხელს უშლის სასურველის მიღებას და მიზნების განხორციელებას და ფლობს ხუთ ქვესახეობას.


1. კარმა, რომელიც აფერხებს მოქმედებას (დანა-ანტარაია): ამ კარმის ზეგავლენით შეუძლებელი ხდება იმ ადამიანთათვის საგნების გადაცემა, რომლებიც იმსახურებენ ამას.

2. კარმა რომელიც აფერხებს მოგებას (ლაბდჰა-ანტარაია): ამ კარმის ზეგავლენით ყოველგვარი ძალისხმევის მიუხედავად შეუძლებელია მოგების მიღება.

3. კარმა რომელიც აფერხებს ტკბობას (ბჰოგა-ანტარაია): ამ კარმის გამო შეუძლებელი ხდება საკვებით, სასმელით და ა.შ. ტკბობა.

4. კარმა რომელიც ეწინააღმდეგება ხანგრძლივ ტკბობას (უპაბჰოგა-ანტარაია): ამ სახის კარმის ზეგავლენით შეუძლებელი ხდება იმ საგნებით ტკბობა, რომლებით ტკბობაც შეიძლება არაერთხელ.

5. ძალის შემაფერხებელი კარმა (ვირია-ანტარაია): ამ სახის კარმის ზეგავლენით შეუძლებელი ხდება საკუთარი ძალების მთლიანად და სრულფასოვნად გამოყენება.

ანუპურვი-ნამა-კარმა ჯივას (ცოცხალ არსებას) აიძულებს, როდესაც მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა სრულდება, წავიდეს სიკვდილის ადგილიდან დადგენილ დროს ახალი დაბადების ადგილას. რამეთუ არსებობს ყოფიერების ოთხი მდგომარეობა (ღმერთები, ადამიანები, ცხოველები და ჯოჯოხეთის არსებები), აგრეთვე არსებობს ანუპურვი კარმას ოთხი სახეობა:


1. დევა-ანუპურვი ნამა-კარმა (ღმერთების კარმა)

2. მანუშია-ანუპურვი ნამა-კარმა (ადამიანების კარმა)

3. ტირიაგ-ანუპურვი ნამა-კარმა (ცხოველთა კარმა)

4. ნარაკა-ანუპურვი ნამა-კარმა (ჯოჯოხეთის არსებათა კარმა)


მოძრაობა (გატი):


1. პრაშასტა-ვიჰაიოგატი ნამა-კარმა ცოცხალ არსებას აძლევს საშუალებას იმოძრაოს როგორც სიამოვნებს

2. აპრაშასტა-ვიჰაიოგი ნამა-კარმა იწვევს მოძრაობის უწესრიგო მანერას.


პრატიეკა-პრაკრიტი:


1. პარაგჰატა-ნამა-კარმა ცოცხალ არსებას აძლევს სხვებზე უპირატესობას. ის ანიჭებს სხვებისთვის ზიანის მიყენების და განადგურების უნარს, სხვა მხრივ არ უშვებს მტრების გამარჯვებას და ზიანის მიყენებას ამ უპირატესობის მფლობელისთვის სხვების მხრიდან.

2. უჩხავასა-ნამა-კარმა ანიჭებს სუნთქვის უნარს.

3. ატაპა-ნამა-კარმა ცოცხალი არსების სხეულს, რომელიც თავისთავად არაა ცხელი, გამოასხივოს თბილი სიდიადე.

4. უდიოტა-ნამა-კარმა ღმერთების, ასკეტების, აგრეთვე მთვარის, ვარკვლავების, ძვირფასი ქვების, მცენარეების და მანათობელი მწერების სხეულებს იმ სახის ტრანსფორმაციის უნარს ანიჭებს, რომლის შედეგადაც მათ შეუძლიათ ცივი სინათლის გამოსხივება.

5. აგურულაგჰუ-ნამა-კარმა ცოცხალ არსებას ხდის არც მძიმედ და არც მსუბუქად ე.ი. მას ანიჭებს უნარს არ ფლობდეს არც აბსოლუტურ წონას და არც მის აბსოლუტურ არქონას.

6. ტირტხანკარა-ნამა-კარმას ცოცხალი არსება მიჰყავს ტირთხანკარას მდგომარეობაში.

7. ნირმანა-ნამა-კარმა განსაზღვრავს სხეულის ფორმაციას ე.ი. სხეულის ნაწილებს აყალიბებს ისე როგორც საჭიროა.

8. უპაგჰატა-ნამა-კარმა იწვევს თვითგვემას, ეს ხდება მაშინ როდესაც ცოცხალი არსების სხეულის რომელიმე ნაწილი იწვევს ტანჯვას.


ტრასა-პრაკრიტი:


1. ტრასა-ნამა-კარმა სხეულს აძლევს უნარს იმოძრაოს ბუნებრივად

2. ბადარა-ნამა-კარმა იძლევა უხეშ სხეულს

3. პარიაპტა-ნამა-კარმა ორგანოებს და სხეულის უნარებს, გრძნობებს, სუნთქვას, სიტყვებს და აზრებს განვითარებაში ეხმარება

4. პრატიეკა-ნამა-კარმა ცოცხალ არსებას აძლევს საშუალებას ფლობდეს განცალკევებულ სხეულს

5. სტხირა-ნამა-კარმა კბილებს, ძვლებს და ა.შ. ანიჭებს უნარს იყვნენ მკვრივები

6. შუბჰა-ნამა-კარმა ჭიპის ზემოთ განლაგებულ სხეულის ნაწილებს ანიჭებს უნარს იყვნენ მშვენიერები

7. სუბჰაგა-ნამა-კარმა ცოცხალ არსებას აძლევს უნარს იყოს სიმპათიური იმის მიმართ ის წინაშეც ვალში არაა

8. სუსვარა-ნამა-კარმა ხმას მელოდიურს ხდის

9. ადეია-ნამა-კარმა ადამიანს ანიჭებს უნარს იყოს დამაჯერებელი

10. იაშკირტი-ნამა-კარმა არის ღირსების და დიდების გარანტია


სტხავარა პრაკრიტი:


1. სტხავარა-ნამა-კარმა ცოცხალ არსებას აძლევს უძრავ სხეულს.

2. სუკშმა-ნამა-კარმა ელემენტარულ არსებებს აძლევს ფიზიკური გრძნობებით შეუცნობად ნატიფ სხეულს.

3. აპარიაპტა-ნამა-კარმა არ აძლევს ორგანოებს განვითარდნენ სრულყოფილად და ტოვებს მათ ჩამოუყალიბებლად.

4. სადჰარანა ცოცხალ არსებას აძლევს სხვა ცოცხალი არსებების მსგავს სხეულს.

5. ასტხირა-ნამა-კარმა ხელს უწყობს ყურების, წარბების და სხეულის სხვა ნაწილების მოქნილობას.

6. აშუბჰა-ნამა-კარმა წელს ქვემოთ მდებარე სხეულის ნაწილებს საგრძნობად მახინჯს ხდის.

7. დურბჰაგა-ნამა-კარმა ხდის ცოცხალ არსებას არასიმპათიურს.

8. დუხსავარა-ნამა-კარმა ცოცხალი არსების ხმას არამელოდიურს ხდის.

9. ანადეია-ნამა-კარმა ლაპარაკს ხდის არადამაჯერებლად.

10. აიიაშკირტი-ნამა-კარმას მივყავართ უღირსობისა და სირცხვილისკენ.


კარმა რომელიც ჩრდილავს და ბინდავს ცოდნას (ჯნანავარანია-კარმა)


1. კარმა, რომელიც ჩრდილავს ცოდნას, მიღებულს გრძნობების შედეგად.

2. კარმა, რომელიც ჩრდილავს ცოდნას, მიღებულს მოსმენით.

3. კარმა, რომელიც ჩრდილავს ცოდნას, მიღებულს ნათელხილვით.

4. კარმა, რომელიც ჩრდილავს ცოდნას, მიღებულს ტელეპატიით.

5. კარმა, რომელიც ჩრდილავს ცოდნას, მიღებულს ყოვლისმცოდნეობით.


კარმა რომელიც ჩრდილავს და ბინდავს აღქმას (დარშანავარანია-კარმა)


სიტყვა დარშანა ითარგმნება როგორც „აღქმა“, რათა განვასხვავოთ იგი იმ შემთხვევათაგან როცა იგი ნიშნავს რწმენას ან ხედვას. აქედან გამომდინარე დარშანა ანუ აღქმა აქ ნიშნავს საგნების საერთო არასპეციფიკურ ცოდნას, რაც საპირისპიროა სპეციფიკური ცოდნისა, რომელსაც ეწოდება ჯნანა. ეს საერთო აღქმა არსებობს ოთხი სახის, აქედან კარმაც, რომელიც მას ჩრდილავს არის ოთხი სახის:


1. კარმა, რომელიც ჩრდილავს მხედველობით აღქმას.

2. კარმა, რომელიც ჩრდილავს არამხედველობით აღქმას (გონებით).

3. კარმა, რომელიც ჩრდილავს დისტანციურად მიღებულ ცოდნას.

4. კარმა რომელიც ჩრდილავს სრულყოფილ აღქმას.



ამასთან დამატებით არსებობს კარმის კიდევ ხუთი ქვესახეობა, რომლებიც ჩრდილავენ აღქმას, რომლებიც დაკავშირებული არიან ძილის სიფხიზლეზე მბრძანებლობაზე. მათ ეწოდებათ „ვედანია“.


1. კარმა, რომელიც იწვევს ძილს, რომლიდანაც გამოფხიზლება მარტივია.

2. კარმა, რომელიც იწვევს ძილს, რომლისგანაც რთულია გამოფხიზლება.

3. კარმა, რომელიც იწვევს ძილს დგომისა და ჯდომის დროს.

4. კარმა, რომელიც იწვევს ძილს სიარულისას.

5. კარმა, რომელიც ძილში სხვადასხვა მოქმედებებს იწვევს (სომნამბულიზმი).


კარმა რომელიც იწვევს შეგრძნებებს (ვედანია-კარმა)


ეს კარმა იწვევს მატერიალურ შეგრძნებებს.


1. კარმა, რომელიც იწვევს სიამოვნებას და ბედნიერებას.

2. კარმა, რომელიც იწვევს ტკივილს და უბედურებას.


კარმა რომელსაც შეცდომილებაში შეჰყავს ცოცხალი არსება (მოხანია-კარმა)


ამ სახის კარმა ხელს უშლის სულის ძალისხმევას. ეს კარმა იმდენად ძლიერია, რომ თან მოაქვს სულის შებოჭვის ყველა სხვა ფორმა: უდისციპლინო ცხოვრება (ავირატი), მოურიდებლობა (პრამადა), ვნება (კეშაია) და იოგა (სულის ვიბრაციები). კარმის ეს ფორმა ამახინჯებს მართალ რწმენას და აღქმას. იგი ხელს უშლის მართალ საქციელს.


ოთხი მთავარი ვნების გარდა არსებობს კიდევ ცხრა „პსევდოვნება“ ანუ „სუბვნებები“, რომლებიც თან ახლავან მრისხანებას, სიამაყეს, სიცრუეს და სიხარბეს და მიჰყავთ ისინი ინტენსიფიკაციისაკენ. ისინია:


1. სიცილი

2. სიმპათია

3. ანტიპათია

4. შიში

5. მწუხარება

6. უპატივცემლობა

7. ქალური სექსუალური ვნება

8. მამრობითი სექსუალური ვნება

9. საშუალო სქესის სექსუალური ვნება.


კარმა რომელიც განსაზღვრავს ფიზიკურ აგებულებას (ნამა)


ეს კარმა განსაზღვრავს ფიზიკურ სტრუქტურას ანუ სხეულს რომელიც სულმა უნდა დაიკავოს. ამ კარმის მრავალი კლასიფიკაცია არსებობს:


1. პინდა-პრაკრიტი: 14 კატეგორია, რომელიც შეიცავს 65 ქვესახეობას.

2. პრატიეკა-პრაკრიტი: 8 სახეობა.

3. ტრასა-პრაკრიტი: 10 სახეობა.

4. სტხავარა-პრაკრიტი: 10 სახეობა.


ჯაინური სწავლებით არსებობს კარმის 42 მთავარი კლასი და 93 სუბკლასი, რომლებიც განსაზღვრავენ ფიზიკურ სტრუქტურას.


პინდა პრაკრიტის 14 სახეობა და 65 ქვესახეობა.


ყოფიერების მდგომარეობა (გატი):


1. დევა-გატი ნამა-კარმას მივყავართ ყოფიერების ღვთაებრივი მდგომარეობისკენ.

2. მანუშია-გატი ნამა-კარმას მივყავართ ყოფიერების ადამიანური მდგომარეობისკენ.

3. ტირიაგ-გატი ნამა-კარმას მივყავართ ყოფიერების ცხოველური მდგომარეობისკენ.

4. ნარაკა-გატი ნამა-კარმას მივყავართ ყოფიერების უმდაბლესი მდგომარეობისკენ.


ცოცხალი არსებების კლასები (ჯატი):


1. ეკენდრია-ჯატი ნამა-კარმას მივყავართ ერთი გრძნობითი ორგანოს მქონე არსებად დაბადებისკენ.

2. დვინდრია-ჯატი ნამა-კარმას მივყავართ ორი გრძნობითი ორგანოს მქონე არსებად დაბადებისკენ.

3. ტრინდრია-ჯატი ნამა-კარმას მივყავართ სამი გრძნობითი ორგანოს მქონე არსებად დაბადებისკენ.

4. ჩატურინდრია-ჯატი ნამა-კარმას მივყავართ ოთხი გრძნობითი ორგანოს მქონე არსებად დაბადებისკენ.

5. პანჩენდრია-ჯატი ნამა-კარმას მივყავართ ხუთი გრძნობითი ორგანოს მქონე არსებად დაბადებისკენ.


სხეულები (შარირა):


1. აუდარიკა-შარირა ნამა-კარმა ქმნის ფიზიკურ სხეულს, რომელიც დამახასიათებელია ადამიანებისა და ცხოველებისათვის.

2. ვაიკრია-შარირა ნამა-კარმა ქმნის „ტრანსფორმაციის სხეულს“, რომელიც შედგება ნატიფი მატერიისგან და ფორმაში და განზომილებებში. ბუნებით ამ სხეულს ფლობენ ღმერთები, უმდაბლესი არსებები და ზოგიერთი ცხოველები, ადამიანს მისი შეძენა შეუძლია უმაღლესი სრულყოფილების მდგომარეობაში.

3. ახარაკა-შარირა ნამა-კარმა ქმნის „გადაადგილების (ტელეპორტაციის) სხეულს“. ეს სხეული შედგება ნატიფი მატერიისა და სუფთა სუბსტანციისგან და ცოცხალ არსებას აძლევს უნარს ნებისმიერი სახის აქტიური ან პასიური წინააღმდეგობის გარეშე გადაადგილდეს. ის ასკეტებს საშუალებას აძლევს რთულ დოგმატურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიიღონ არხატებისგან, რომლებიც სამყაროს სხვა ნაწილში იმყოფებიან, მაშინ როცა მათი ფიზიკური სხეულები რჩება დედამიწაზე.

4. ტაიჯასა-შარირა ნამა-კარმა ქმნის „ცეცხლოვან სხეულს“. ეს სხეული შედგება ცეცხლოვანი პუდგალებისგან და მისი ფუნქციაა საკვების მონელება, ის აგრეთვე ასკეტების მიერ გამოიყენება ცოცხალი არსებების და საგნების დასაფერფლად.

5. კარმანა-შარირა ნამა-კარმა ქმნის კარმულ სხეულს. ის წარმოადგენს კარმული ნივთიერების სათავსოს. ის დინამიკურია და ყოველწამიერად იცვლება და გარდაისახება, რამეთუ ახალი კარმა მუდმივად ასიმილირდება სულის მიერ, ხოლო უკვე არსებული ქვრება. ა, სხეულის თანხლებით ჯივა ტოვებს ფიზიკურ სხეულს სიკვდილის მომენტში და თავისი ახალი დაბადების ადგილას გადაინაცვლებს, სადაც კარმული სხეული ახდენს დანარჩენი ახალი სხეულების ბაზისის ფორმირებას.

სხეულის მთავარი და მეორეხარისხოვანი ნაწილები:


ანგოპანგა-ნამა-კარმა საწყისს აძლევს სხეულის მთავარ და მეორეხარისხოვან ნაწილებს. ცეცხლოვანი და კარმული სხეულები ნაწილებს არ ფლობენ, ამიტომაც არსებობს მხოლოდ სამი სახის ამგვარი კარმა:


1. აუდარიკა-ანგოპანგა ნამა-კარმა ქმნის ფიზიკური სხეულის მთავარ და მეორეხარისხოვან ნაწილებს.

2. ვაიკრია-ანგოპანგა ნამა-კარმა ქმნის „ტრანსფორმაციის სხეულის“ მთავარ და მეორეხარისხოვან ნაწილებს.

3. ახარაკა-ანგოპანგა ნამა-კარმა ქმნის „გადანაცვლების სხეულის“ მთავარ და მეორეხარისხოვან ნაწილებს.


კარმული შებოჭვის ხუთი სახეობა.


ბანდჰანა-ნამა-კარმა ახალშთანთქმულ პუდგალებს აძლევს უნარს შეერთდნენ შეზღუდულ ერთიანობაში ადრე ასიმილირებულებთან, არის ამ კარმის ხუთი სახეობა, რომლებიც შეესაბამებიან ხუთ სხეულს:


1. აუდარიკა-ბანდჰანა-ნამა-კარმა ბოჭავს ფიზიკურ სხეულს.

2. ვაიკრია-ბანდჰანა-ნამა-კარმა ბოჭავს „ტრანსფორმაციის სხეულს“.

3. ახარაკა-ბანდჰანა-ნამა-კარმა ბოჭავს „გადანაცვლების სხეულს“.

4. ტაიჯასა-ბანდჰანა-ნამა-კარმა ბოჭავს „ცეცხლოვან სხეულს“.

5. კარმანა-ბანდჰანა-ნამა-კარმა ბოჭავს კარმულ სხეულს.



შეერთებები:


სანგჰატანა-ნამა-კარმა


ეს კარმა აიძულებს სხვადასხვა სხეულების პუდგალებს ერთმანეთს დაუკავშირდნენ; ის „აგროვებს“ მათ. ხუთი სხეულის შესაბამისად არსებობს ამგვარი კარმის ხუთი სახეობა:


1. აუდარიკა-სანგჰატანა-ნამა-კარმა ერთად აგროვებს ფიზიკური სხეულის პუდგალებს.

2. ვაიკრია-სანგჰატანა-ნამა-კარმა ერთად აგროვებს „ტრანსფორმაციის სხეულის“ პუდგალებს.

3. ახარაკა-სანგჰატანა-ნამა-კარმა ერთად აგროვებს „გადაადგილების სხეულის“ პუდგალებს.

4. ტაიჯასა-სანგჰატანა-ნამა-კარმა ერთად აგროვებს „ცეცხლოვანი სხეულის“ პუდგალებს.

5. კარმანა-სანგჰატანა-ნამა-კარმა ერთად აგროვებს კარმული სხეულის პუდგალებს.


სხეულის აგებულება:


სამსტჰანა-ნამა-კარმა განსაზღვრავს ცოცხალი არსების სხეულის აგებულებას:


1. სამაჩატურაშრასამსტჰანა-ნამა-კარმა ქმნის მთლიანად სიმეტრიულ სხეულს

2. ნიაგროდჰა-პარიმანდალასამსტჰანა-ნამა-კარმა სიმეტრიულად აყალიბებს მხოლოდ სხეულის ზედა ნაწილს

3. სადი-სამსტჰანა-ნამა-კარმა სიმეტრიულად აყალიბებს მხოლოდ სხეულის ქვედა ნაწილს

4. კუბჯა-სამსტჰანა-ნამა-კარმა სხეულს ხდის კუზიანს, მაგრამ ხელები, ფეხები, თავი კისერი სიმეტრიულია

5. ვამანა-სამსტჰანა-ნამა-კარმა ქმნის ჯუჯა სხეულს

6. ხუნდა-სამსტჰანა-ნამა-კარმა სხეულს აყალიბებს არასიმეტრიულად







1 user(s) are reading this topic

0 members, 1 guests, 0 anonymous users