Jump to content
Planeta.Ge

ზეადამიანის კონცეფცია და ადამიანის გენეტიკის საიდუმლო


Recommended Posts

თანამედროვე ეპოქაში მეცნიერებამ მიაღწია განსაკუთრებულ აღმავლობას. განსაკუთრებით დაწინაურდა ბიოლოგია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის სხეული შედგება 206 ძვლისგან, 660 კუნთისგან და 60 ტრილიონი უჯრედისგან. სხეულის 70% ესაა წყალი, ტვინში არის 114 000 000 000 ნეირონი და 400 000 000 000 000 სინაფსი (ნეირონული კავშირი). თუმცაღა ცოტამ თუ იცის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, ის რასაც ამტკიცებენ ტრანსჰუმანისტები და პარაფსიქოლოგები. ტრანსჰუმანისტური და პარაფსიქოლოგიური სწავლებები მიუთითებენ იმაზე, რომ მეცნიერული ფაქტების თანახმად ადამიანს აქვს ერთი დიდი მინუსი, როგორც ნიცშე ამბობდა: ადამიანი არის მხოლოდ ხიდი ცხოველსა და ზეადამიანს შორის. პრობლემა ისაა, რომ ადამიანური გენების 98% არის ლატენტურ მთვლემარე მდგომარეობაში, მეცნიერები ამ გენებს "ნაგავ გენებს" უწოდებენ, რადგანაც არ იციან მათი დანიშნულება, ასევე, ტვინის უჯრედები იყენებენ თავიანთი სიმძლავრის მხოლოდ 10%-ს! აღსანიშნავია ისიც, რომ 3 წლამდე ბავშვებს ტვინში იმაზე 3 ჯერ მეტი სინაფსი (დაახლოებით 1400 ტრილიონი) აქვთ ვიდრე შემდეგ, 3 წლის ასაკში იწყება მასირებული ნგრევა სინაფსების უდიდესი ნაწილისა და რჩება სულ 400 ტრილიონი სინაფსი. იმასაც ამბობენ, რომ არსებობენ ექსტრასენსორული უნარების ადამიანები, რომელთა ტვინი და გენუმი უფრო განვითარებულია ვიდრე უბრალო ჰომო საპიენსების.

ტრანსჰუმანისტები და პარაფსიქოლოგები ამტკიცებენ რომ იმ შემთხვევაში თუ გამოვაფხიზლებთ ლატენტურ გენებს, ტვინის სიმძლავრე 100%-მდე აიწევს, სინაფსების რაოდენობა გაუტოლდება თავდაპირველს და ადამიანი ანუ ჰომო საპიენსი გახდება ზეადამიანი ანუ ჰომო სუპერიორი.

ძველი მსოფლიოს ხალხთა მითებსა და ლეგენდებში არის ინფორმაცია იმის შესახებ რომ პირველი ადამიანები ე.წ. "ოქროს საუკუნის" დროს უფრო დღეგრძელნი იყვნენ ვიდრე ამჟამად (წაიკითხეთ შუმერული - "მეფეთა სია"). ინდურ მითოსში ნათქვამია რომ პირველი ადამიანები ფლობდნენ ბუნების ძალთა მართვის უნარებს და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო 100 000 წელი. შუმერულ მითოსში საერთოდ მითითებულია რომ პირველი კაცი და ქალი - ალულიმი და ჰუვა საერთოდ 392 000 წელი ცოცხლობდნენ (!).

ამ საკითხს იკვლევდა აგრეთვე რუსი ამერიკელი მეცნიერი ზაქარია სიტჩინი.

ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი აღმოჩენა გააკეთა საბჭოთა მეცნიერმა ივან ფილიმონენკომ, მან დაადგინა, რომ ბიოლოგიურ არსებათა სხეულებში და ნიადაგში გაბნეულია რადიაქტიული იზოტოპი კალიუმ 40, რომელიც იწვევს უჯრედების დეგენერაციას ანუ დაბერებას!! ეს იზოტოპი გენუმში აჩენს სიკვდილის და სიბერის გენს!

ფილიმონენკომ ჩაატარა კვლევა, მისი კვლევის თანახმად ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კალიუმ 40 რაოდენობაზე სხეულში (!): თუ 245 გრამი გაქვს სხეულში იცხოვრებ 61 წელი და 7 თვე, თუ 14 გრამი - იცხოვრებ 1000 წელი, თუ 1,4 გრამი გაქვს - იცხოვრებ 10756 წელი, ხოლო თუ 0,14 გრამი - სიცოცხლე გაგრძელდება 106750 წელი (!).

ყოველივე ამის შემდეგ მიმაჩნია, რომ ტრანსჰუმანისტები არიან აბსოლუტურად სწორნი, როცა ამტკიცებენ, რომ ადამიანი უბრალოდ ვალდებულია გახდეს ზეადამიანი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...