Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ანიმე ესაა იაპონური ანიმაცია. ანიმეს გააჩნია არც მეტი არც ნაკლები 36 ჟანრი, მათ შორის – ჰენტაი ანუ პორნოგრაფია. ანიმეს გრაფიკა, მუსიკალური გაფორმება და სიუჟეტური სტრუქტურა არის არა მხოლოდ განსხვავებული თავისი დასავლური ანალოგებისგან, არამედ ბევრად უფრო მაღალი დონის. მრავალი ანიმეს გრაფიკა, სიუჟეტი და საუნდტრეკი ბევრად უფრო დახვეწილი და ლამაზია ვიდრე ამერიკული და ევროპული ფილმებისა და მულტიპლიკაციებისა. ანიმეს ჰყავს ორი მტერი: 1) გარეგანი მტერი და 2) შინაგანი მტერი. ანიმეს გარეგანი მტრები ძირითადად იყენებენ რამოდენიმე დეგენერატულ და ნონსენსურ „არგუმენტს“, უყვართ დემაგოგობა და სოფისტიკა, მათ ახასიათებთ ანიმეში არსებული: 1) ეპიკური ბატალიების, 2) ეროტიზმის და 3) რობოტექნოლოგიების, ისტერიულ-პანიკური უაზრო და გაურკვეველი სიძულვილი (სერიოზულად, მართლაც გაუგებარია ჩემთვის რატომ აქვთ ალერგია ეროტიზმზე, რობოტებზე და ეპიკურ ბრძოლებზე!? რა არის ამ სამ თემაში ასეთი „ცუდი“ და „შემაძრწუნებელი“??!). გარეგან მტრებს აქვთ 3 ფუნდამენტური იდიოტური ფსევდოარგუმენტი: 1) თითქოსდა ანიმე მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი პრიმიტიული თამაშობებია, მაგრამ ამ „არგუმენტს“ აბათილებს ანიმეში ეროტიზმის, პორნოგრაფიის, სისხლიანი ბატალიებისა და რთული ფილოსოფიურ-მეცნიერული კონცეფციების არსებობა, 2) თითქოსდა ანიმე არის გარყვნილებისა და ამორალური უზნეობის კარნავალი, მაგრამ ამ „არგუმენტსაც“ აბათილებს ის, რომ ეროტიზმი და პორნოგრაფია დედამიწაზე მილიონობით ადამიანს უყვარს რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ეს ორი ჟანრი არ წარმოადგენს ბოროტებას და მათში არაფერია ამორალური, სექსუალურობა და ვნებით ჰედონისტური ტკბობა არის ადამიანის ბუნებრივი ინსტინქტები, არის ადამიანური ბუნების განუყოფელი ნაწილი და ზომიერების ფარგლებში სავსებით დასაშვებია. რაღა თქმა უნდა ეროტიულ-პორნოგრაფიული სცენები არაა განკუთვნილი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და ამ თემაზე სპეკულაციები დებილიზმია. 3) თითქოსდა ანიმეს პერსონაჟების დიდი თვალები არაესთეტიკურია, მაგრამ ამ ფსევდოარგუმენტსაც აბათილებს მარტივი კონტრარგუმენტი – ეს უბრალოდ მხატვრული გადაწყვეტაა, რომელიც მილიონობით ადამიანს მოსწონს, ამას გარდა ამ მხატვრულ სტილს აქვს არსებობის უფლება თუ მივუდგებით ამას ნეოლიბერალიზმის პოზიციიდან. ანიმეს შინაგან მტრებსაც თავიანთი პოხონდრიები და კაპრიზები აქვთ, მათი ზოგიერთი ხუშტური და ახირება ემთხვევა ანიმეს გარეგანი მტრების მარაზმულ იდეებს. ანიმეს შინაგანი მტრები ესენი არიან – ფსევდოანიმეშნიკები ანუ ფსევდოანიმემოყვარულნი, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც დიბილურად ამოჩემებული აქვთ ერთი ან ორი კონკრეტული ჟანრი (არიან რა ტენდენციურნი), ხოლო ყველა დანარჩენზე ალერგია აქვთ და საკმარისია უხსენო რაიმე მათთვის არმოსაწონი, რომ ათსართულიან ლანძღვა-გინებას და დაცინვას გაჯახებენ და ისე გაგტროლავენ, რომ ადამიანს სიკვდილი მოგინდება, აი ამგვარი აგრესიით არიან შეპურობილი და რომ უთხრა პირში აგრესიული ხარო არც კი აღიარებენ არამედ პირიქით იქით დაგდებენ ბრალს როგორც აგრესიულობაში ასევე სილენჩესა და „გაფუჭებულობაში“!!! ასეთებს არ მიაჩნიათ ანიმეს ლეგიტიმურ და ლეგალურ ჟანრებად ეროტიზმი (ეჩი) და პორნოგრაფია (ჰენტაი) და აქვთ რა შეზღუდული და ვიწრო „აზროვნება“, მზად არიან კუბოში ჩაგმარხონ თუ ეროტიზმი ან სექსი ახსენე!!! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ესენი არიან ტვინნაღრძობი დარეხვილი სექსოფობები, ბილწი მორალისტები, რომლებიც მორალზე გაჰყვირიან ან არადა თუ რეალურ სიცოცხლეში არა, ფარულ ინდივიდუალურ არაცნობიერში მაინც იმაზე მილიონჯერ უფრო „გარყვნილნი“ არიან ვიდრე ისინი ვისაც უღრენენ „მორალის“ და „ზნეობის“ სახელით!!!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...