კონტენტზე გადახტომა


აზარტული მოთამაშეები საქართველოში


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 BBBBBBB    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 1 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 02 October 2016 - 04:43 AM

ახალგაზრდების ცხოვრება საკმაოდ რთულია , ჩვენ მრავალი გამოცდა გველის ცხოვრებაში , მრავალი გამოსავლის პოვნა გვიწევს ,ზოგჯერ ვეცემით და წამოდგომას მთელი გულით ვცდილობთ.რთულია იყო იდეალური ,რთულია არ დაუშვა შეცდომები ,ეს თითქმის შეუძლებელია. მე უამრავი შეცდომა დამიშვია და ძალიან ვნანობ თითოეულ მათგანს . მინდა გამოვასწორო თითოეული მათგანი. დამიჯერეთ არასდროს არის გვიან ,რომ თქვა რომ შენ ეს შეგიძლია უბრალოდ საჭიროა შეინარჩუნო შემართება , ბრძოლის უნარი, შეგეძლოს აღიარება . დიახ მე მოთამაშე ვარ არ შემიძლია გაჩერება .აზარტული თამაშები ზუსტად ჩემნაირებისთვის არის შექმნილი ,ისინი გვაიმედებენ ,რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ დიდი ფული ,მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ წაგებულები ვრჩებით .შეიძლება დღეს ბევრი მოიგეთ ,მაგრამ ხვალ ყველაფერს წააგებ ,ხვალ შენს გონებაში გაიელვებს ფიქრი ,რომ შენ ისევ შეგიძლია მოუგო სისტემას ,რომელიც წასაგებად შეიქმნა . ყოველ წამს ფიქრობ დაანებო მას თავი მაგრამ არ გამოგდის ,რადგან შენ უკვე მოთამაშე ხარ , შენ ყველაფერი წყალში ჩაყარე და ითამაშე ,უბრალოდ ერთობოდი და ცხოვრება დაინგრიე ,არამარტო შენ სხვებსაც იმავე გაუკეთე , შენ საყვარელ ადამიანებს გული გაუტეხე და ეს უბრალოდ იმის გამო ,რომ ფიქრობდი 29 უეჭველი თემა იყო .გიფიქრიათ რას აკეთებენ ჩვენი თანატოლები ,როცა ჩვენ სათამაშო აპარატს დავცქერით ,ისინი ცხოვრებით ტკბებიან და მიზნად ისახავენ სამყაროს წარუდგინონ თანიანთი ნიჭი ,ჩვენ კი ამ დროს ვალის გასტუმრებაზე ვფიქრობთ,გვეშინია აწმყოსი ,მაგრამ იმედით ვუყურებთ მომავალს ,რადგან გვგონია ,რომ დგეს ჩვენი გუნდი არ წააგებს .ისინი იცინიან ,ალბათ დაგვცინიან და ფიქრობენ რა ადვილია ჩვენზე ამდენი ფულის შოვნა .გიფიქრია მეგობარო რამდენს შრომობს თითოეული ჩვენი მშობელი,რომ ჩვენ ჯიბის ფული გვქოდეს ,გიფიქრია რა დათმო იმისთვის ,რომ შენ „აიფონი“ გქონოდა ,შენ კი რა გააკეთე ? წახვედი და ის დაალომბარდე 5% –ად ,რა თქმა უნდა იმის ფიქრით რომ სხვა გამოსავალი არ გქონდა .ეს ეტაპი ახლა არის ჩემ ცხოვრებაში ,როცა დავფიქრდი ვინატრე მანამდე მეთქვა სახლში ამ პრობლემის შესახებ და იქნებ აქამდე არ მივსულიყავი. მეგობარო დამიჯერე თავი დაანებე ამ ყველაფერს და შეუდექი შენი მომავლის მშენებლობას იფიქრე რა მაგარია სამყარო,იფიქრე მის უკიდეგანოობაზე და აღარ მოიხედო უკან,ყოველივე ამის შემდეგ გაგეცინება და მიხვდები რომ მე მართალი ვარ და მთელი გულით ბედნიერი იქნები . რა საოცარი სიტყვაა ბედნიერება და რა გვანიჭებს მას . ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს,რომ მხოლოდ მისთვის ბრძოლა არის შესაძლებელი და რეალურად ის არ არსებობს . დაფიქრდი იქნებ ის არსებობს ,აი ამ წამს შენ დაუშვი რომ ის არსებობს ,ეს უკვე ბედნიერებაა .იყავი ბედნიერი არ გინდა თამაში ,უბრალოდ თქვი არა და გამოიხურე ის კარი ,რომელიც შეცდომით გააღე ოდესღაც .საინტერესოა რას მოიმოქმედებ მომავალში მე შენი იმედი მაქვს , იქნებ ერთად შევძლოთ ამ გამოწვევის განხორციელება . საინტერესოა შენი თეორია,რომ 5–იანით დაბოლოვებული ციფრების შემდეგ 9–ებით და 0–იანებით დაბოლოვებული ციფრები იცის ან და კიდე 1–ს 36 მოსდევს ანდა 29 უეჭველი ჩაიტოვებს . დამიჯერე არა ეს უბრალოდ შეცდომაა , ნუ გეგონება,რომ პროფი ხარ ,ნუ გეგონება ,რომ შენ ეს ყველაფერი იცი ,არ იამაყო იმით,რომ ზედიზედ 12–ჯერ მოუგე აფარატს ბევრი ფული , არ იამაყო ,რომ იცი 26 შპილია და თუ მას ჩაგიგდებს დიდ კუშს მოხსნი ,უბრალოდ შეიცვალე და მიხვდები ,რომ ეს ის არის რასაც მთელი ცხოვრებაა ელი . იაზროვნე ,მეგობარო მე შენით ვიამაყებ შენ ჩემით ამის დამარცხებას ,როცა შევძლებთ .მადლობა მოსმენისთვის .. <3





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი