Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ჯენესისი (ინგლ. Genesis) — ბრიტანული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1967 წელს. მასში შედიან: დამაარსებლები ტონი ბენქსი(კლავიშებიანები) და მაიკ რეზერფორდი (ბასი, გიტარა), აგრეთვე ფილ კოლინზი (ვოკალი, დასარტყმელი საკრავები), რომელიც ჯენესისს 1970 წელს შეუერთდა. ყოფილმა წევრებმა, რომელთა შორის არიან პიტერ გებრიელი (ვოკალი, ფლეიტა), სტივ ჰეკეტი(გიტარები) და ენტონი ფილიპსი (გიტარები) ასევე შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი ჯგუფის ადრეული წლების შემოქმედებაში. ჯენესისი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად, მსოფლიო მასშტაბით ალბომის დაახლოებით 130 მილიონი გაყიდული ასლით.

1960-იანი წლების მიწურულს, პირველი ალბომის გამოცემისას, ჯენესისის მუსიკა ჯგუფის წევრები და თავად მსმენელები პოპ-ექსპერიმენტად თვლიდნენ, რაშიც იგულისხმებოდა მელოდიური პოპი, რომელსაც იგი ასრულებდა. მოგვიანებით, ერთი წლის განმავლობაში (დაწყებული მეორე ალბომით, რომელიც 1970 წლის შუა პერიოდში გამოვიდა) ჯენესისი გარდაიქმნა პროგრესული როკის შემსრულებელ ჯგუფად, რომლის მუსიკა შეიცავდა სიმღერის რთულ სტრუქტურებს და გულმოდგინედ დამუშავებულ ინსტრუმენტულ ფრაგმენტებს. მათი კონცერტები იქცა თეატრალიზებულ ექსპერიმენტებად, ნოვატორული სასცენო დიზაინებით, პიროტექნიკით, ექსტრავაგანტული კოსტიუმებით და სცენაზე მოთხრობილი ამბებით. ამ მეორე ფაზას ახასიათებდა ხანგრძლივი გამოსვლები, სადაც, მაგალითად, სრულდებოდა 23 წუთიანი „Supper's Ready“ და 1974 წლის კონცეპტუალური ალბომი The Lamb Lies Down on Broadway. 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში ჯგუფის მუსიკალური მიმართულება კვლავ შეიცვალა, იქცა რა ორიენტირებულად უფრო მეტად პოპ-მუსიკაზე და კომერციულად ხელმისაწვდომად. შედეგად ჯენესისს ჰქონდა აშშ-ს საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილი პირველი სინგლი, „Follow You Follow Me“, ბრიტანეთში პირველი #1 ალბომი Duke და აშშ-ში ერთადერთი #1 სინგლი „Invisible Touch“.

თავისი არსებობისას ჯენესისმა პერსონალის რამდენიმე ცვლილება განიცადა. სცენის შიშის გამო ენტონი ფილიპსი ჯგუფიდან 1970 წელს წავიდა. 1975 წელს ფილ კოლინზი, იმ პერიოდში ჯენესისის დრამერი, ახალი ვოკალისტის ხანგრძლივი ძიების შემდეგ წამყვანი ვოკალისტის სახით პიტერ გებრიელს ჩაენაცვლა. წამყვან ვოკალზე მისი კონცენტრირების გამო ტურნეს მსვლელობისას დასარტყმელ საკრავებზე უკრავდნენ ბილ ბრუფორდი და ჩესტერ თომპსონი, ხოლო კოლინზი მათ დრო და დრო ხანგრძლივი ინსტრუმენტული პასაჟებისას უერთდებოდა. 1977 წელს ჯგუფი დატოვა გიტარისტმა სტივ ჰეკეტმა. მას შემდეგ, რაც ჯენესისიდან 1996 წელს კოლინზი წავიდა, რეზერფორდმა და ბენქსმა მოიყვანეს რეი უილსონი (სტილტსკინი). მასთან ერთად ჩაიწერა 1997 წლის ალბომი Calling All Stations, რასაც მოჰყვა უვადო შესვენება. 2007 წელს ბენქსი, კოლინზი და რეზერფორდი გაერთიანდნენ და ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში 20 თარიღიანი ტურნე გამართეს, რომის Circo Massimo-ს ჩათვლით, სადაც ისინი 500.000 მსმენელის წინაშე გამოვიდნენ. 2010 წელს ჯენესისი გახდა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი. ჯგუფის მომავალი უცნობია. კოლინზმა შეწყვიტა მუსიკალური საქმიანობა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა დაბრუნების შესახებ, ხოლო სხვა წევრები სოლო პროექტებზე მუშაობენ. ბენქსმა 2012 წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯგუფი დასრულდა.

ვრცლად

 

სტუდიური ალბომები

 

 

მემკვიდრეობა

ჯენესისი ხშირად იქნა აღნიშნული, როგორც ჯგუფი, რომელმაც გავლენა იქონია პროგრესული როკის ჟანრზე და ჯგუფებზე, რომელთა შორის არიან Sound of Contact, Spock's Beard, Rush, Marillion, IQ, Pendragon, Pallas, აირონ მეიდენი, და Dream Theater. Simple Minds-ის ვოკალისტ ჯიმ კერის ცხოვრებაში პირველი კონცერტი, რომელსაც იგი დაესწრო, იყო ტურნეს Foxtrot დროს. გამოსვლა მან აღწერა, როგორც „ყველაზე ძლიერი კონცერტი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.“ თავის შთაგონებად ჯენესისი აგრეთვე დაასახელა ჯგუფმა Elbow and Coheed and Cambria.არსებობს რამდენიმე ჯგუფი, რომელიც ჯენესისის სიმღერებს ასრულებს. აქედან აღსანიშნავიაReGenesis და The Musical Box. უკანასკნელი ცნობილია ჯენესისში პიტერ გებრიელის წევრობის პერიოდის კონცერტების სრული ვიზუალური ელემენტების ადაპტირებით და ორიგინალურ კომპოზიციების მაქსიმალურაც ზუსტი შესრულებით.

ფილ კოლინზი იყო პირველი შემსრულებელი, რომელმაც ჯენესისის სიმღერა სტუდიურ ალბომზე ქავერ-ვერსიის სახით წარადგინა. ეს იყო „Behind the Lines“, ალბომიდან Face Value. კონცერტებზე ჯენესისის სიმღერებს ასრულებდნენ ჯგუფის სხვა წევრებიც. გებრიელი ასრულებდა სიმღერებს „The Lamb Lies Down on Broadway“ და „Back in NYC“. ჰეკეტი საკუთარ კონცერტებზე ხშირად ასრულებდა ჯგუფის სიმღერებს , ხოლო 2013-2014 წლებში ტურნეს Genesis Revisited II ფარგლებში ასრულებდა პროგრამას, რომელიც ძირითადად ჯენესისის სიმღერებისგან შედგებოდა. რეზერფორდი სიმღერას „I Can't Dance“ ასრულებდა ჯგუფთან Mike + The Mechanics ერთად. კოლინზი ჯენესისის სიმღერებსThe Phil Collins Big Band-თან ერთად უკრავდა. რეი უილსონი ასრულებდა ჯგუფის ყველა პერიოდის სიმღერებს. გარდა ამისა, იგი ასრულებდა ჯგუფის წევრების სოლო კომპოზიციებსაც. დერილ სტერმერი ჯენესისის სიმღერებს საკუთარ კონცერტებზეც უკრავდა.

ჯეფ ბაკლის მიერ ჩაწერილი „Back in NYC“ გამოვიდა გარდაცვალების შემდგომ გამოცემულ 1998 წლის Sketches for My Sweetheart the Drunk-ზე. იგივე სიმღერა 2005 წელს სინგლის b-მხარეზე გამოსცა ჯგუფმა And You Will Know Us by the Trail of Dead. ბრაზილიურმა პაუერ მეტალ ჯგუფმა Angra „Mama“ 2002 წელს ჩაწერა. შვედურ მელოდიურ დეზ მეტალ ჯგუფIn Flames-ს ჩაწერილი აქვს „Land of Confusion“, ისევე, როგორც Disturbed-ს, ალბომზე Ten Thousand Fists. დისკო-პოპ ჯგუფ Alcazar-ს (შვედეთი) „Land of Confusion“-ს ფრაგმენტები შეტანილი აქვს სიმღერაში „This is the World We Live in“. Dream Theater-ს „Turn It On Again“ შეტანილი აქვს პოპურიში „The Big Medley“. 2007 წელს საიმონ კოლინზის მიერ გამოცემული იქნა „Keep It Dark“-ის ქავერ-ვერსია. იგი ჩაწერილია დეივ კერზნერთან ერთად. საიმონმა და დეივმა მოგვიანებით, ჯენესისის შთაგონებით ჩამოაყალიბეს პროგრესული როკ-ჯგუფი Sound of Contact. სტივ ჰეკეტის 2012 წლის ალბომზე Genesis Revisited II კოლინზი და კერზნერი ასრულებენ ვოკალურ და კლავიშებიანების პარტიებს.

ჯგუფის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 2010 წელს შეყვანისას ტრეი ანასტასიომ (Phish) ჯენესისის აღნიშნა საკუთარ თავზე მისი გავლენა. „მე მათ წინაშე მარად ვალში ვარ.“

ჯენესისის საკონცერტო დადგმებმა გავლენა იქონიეს Cirque du Soleil-ზე. ვიქტორ პილონი, შოუების Midnight Sun და Delirium შემქმნელი ამბობდა: „ახალს არაფერს ვიგონებთ. ჯენესისი ამას წლების წინ აკეთებდა. ჩვენ უბრალოდ ახალ ტექნოლოგიას ვიყენებთ.“

 

ეს კი ჩემთვის ამ ჯგუფის შედევრი :დ ჯგუფი ბევრი შედევრიდან ერთ-ერთი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...