კონტენტზე გადახტომა


ფარმაცევტული კატასტროფა.

მედიცინა ჯანმრთელობა

  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
17 პასუხი თემაში

#1 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 31 January 2016 - 03:34 PM

საქართველოში ფარმაცევტული კუთხით სერიოზული პრობლემებია, მთავარი მიზეზი ამისა კი არის საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირებულობა.

იქიდან დავიწყებ რომ ჩვენ "ავადმყოფების ქვეყანა" ვართ, წამლებზე მოთხოვნა საქართველოში ძალიან მაღალია, ეს არცაა გასაკვირი და მარტო ჩვენს ქვეყანაში არ შევხვდებით ამას, მაგრამ აქ საკითხი ხარისხსა და ადეკვატურობაშია. ხშირად შეხვდრილხართ ფაქტს როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ურჩევს წამალს, ეუბნება რომ ეს წამალი მას ექიმმა გამოუწერა და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ხალხნო, იმის მიუხედავად რომ დაავადების სიმპტომები შეიძლება აბსოლიტურად ემთხვეოდეს ერთმანეთს ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენც აუცილებლად ეგ ავადმყოფობა გჭირთ. პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ ექმთან კონსულტაციის მარტივი წესი. ნუ დაუჯერებთ ახლობლებს, მეზობლებს ან უცხოებს, ამის ყველაზე მარტივი მაგალითია ე.წ მაღალ წნევიანი ხალხი, ისინი ერთმანეთს ურჩევენ და აძლევენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს, მაშინ როდესაც ამ დაავადების გამომწვევი უამრავი გზა და მექანიზმია, რათქმაუნდა ეს წამლები ყოველთვის ეფექტური არ იქნება რადგან ისინი ერთი კონკრეტული მექანიზმით მუშაობენ და ხშირ შემთხვევაში ეს "მეზობლის შემოთავაზებული" წამალი თქვენზე საერთოდ არ იმოქმედებს, შედეგად თქვენ ტყუილ უბრალოდ მოწამლავთ საკუთარ თავს და დამატებით რუტინას შემათებთ საკუთარ ღვიძლს.

ამერიკაში მხოლოდ ასპირინით წელიწადში 3500 ადამიანი იღუპება. დიახ ეს უწყინარი, მარტივი და ზეპოპულარული პრეპარატიც კი ორგანიზმისთვის საწამლავია. ფარამციაში არსებობს სამეცნიერო განხრა რომელსაც ეწოდება "ფარმაკოკინეტიკა", ეს მეცნიერება შეისწავლის წამლის მოქმედებას ორგანიზმზე სხვადასხვა პარამეტრებით, მაგალითად, შეწოვა, წამლის განაწილების მოცულობა, წამლის ნახევრად გამოყოფის დრო (T 1/2), კლირენსი (ორგანიზმის სრული გაწმენიდს მაჩვენებელი) და სხვა... ეს პარამეტრები ერთმანეთთან დამოკიდებულებაშია და მათი მაჩვენებლები მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანს კონკრეტულ წამალზე ერთნაირი მაჩვენებლები არ აქვს, აქ უნდა გათვალისწინებული იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც. საქართველოში ამის პრაქტიკა ფაქტიურად არ არსებობს. ექიმი პრეპარატს მხოლოდ სიმპტომებზე დაკვირვებით კი არ უნდა ნიშნავდეს, არამედ ავადმყოფზე ფარმაკოკინეტიკური კვლევის საფუძველზეც. ხშირად ავადმყოფები იღუპებიან არა ავადმყოფობით არამედ არასწორი მკურნალობით. რათქმაუნდა არავინ დაიწყებს მისი სისხლის პლაზმის კვლევას რადგან ყველას გონია რომ ის ავადმყოფობამ მოკლა. ზოგიერთ პრეპარატს ნახევრად გამოყოფის დრო ძალიან მაღალია, მაგალითად ფენობარბიტალის ნახევრად გამოყოფის დრო შეადგენს 17-24 დღეს, წარმოიდგინეთ რა რაოდენობით დაგროვდება ეს პრეპარატი ორგანიზმში თუ მას ექიმი დანიშნავს რეგულარულად, როდესაც ფენობარბიტალი მიაღწევს ტოქსიკურ კონცენტრაციას ორგანიზმში, ავადმყოფი დაიღუპება.

შემდეგი პრობლემა ავტომატურად ექიმების არაკვალიფიციურობას და არასინდისიერებას ეხება. საქართველოს შეუძლია იამაყოს ექიმებით და ძალიან ბევრი მათგანი სახელგანთქმულიცაა მთელს მსოფლიოში, მაგრამ ეს ყველას არ ეხება რათქმაუნდა, არიან ისეთებიც რომლებიც არ იმსახუარებენ თეთრ ხალათებს. ამ ყველაფერთან ერთად ფარმაცევტული ბიზნესიც ცუდად მუშაობს საზოგადოებაზე.იცით ალბათ რომ ზოგიერთი ექიმი მოსყიდულია ფარმ-კომპანიების მიერ და ისინი მხოლოდ მათ მიერ ნარჩევ ჯენერიკ მედიკამენტებს ნიშნავენ.

კუჭის პრობლემებსაც ხშირად შეხვდებით და არცაა გამორიცვხული რომ თქვენც გაწუხებდეთ ეს პრობლემა... ამის ერთ-ერთი მიზეზი კი არის არსტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ისეთები როგორიცაა ასპირინი, ციტრამონი, პარაცეტამოლი და სხვა პირველი რიგის პრეპარატები, რომლებიც კუჭის გარსს აღიზიანებს და საგრძნობლად უწყობს ხელს კუჭის წყლულის განვითარებას. ეცადეთ მოერიდოთ ასეთი პრეპარატების ხშირ მიღებას.

კიდევ ერთი დიდი პრობლემა ეხება ატიბიოტიკების თემას. საქართველოში ექიმთა უმრავლესობა ანტიბიოტიკებს პანტა-პუნტით გამოგიწერთ, მაშინ როდესც განვითარებულ ქვეყნებში ამ მეთოდს განსაკუთრებულ შემთხვევებში მიმართავენ. პირველ რიგში ყველა ანტიბიოტიკ ალერგიულია, და მეორე რიგში უმთავრესი პრობლემა ეხება ბაქტერიების "რეზისტენტობის" პრობლემას. რეზისტენტობა არის ბაქტერიის ერთგვარი მუტაციური იმუნიტეტი რომელსაც ის გამოიმუშავებს მასზე მომაკვდინებლად მოქმედი ნივთიერებებისგან თავდასაცავად, თუ ანტიბიოტიკო თერაპია არასწორად იქნა დანიშნული, პრეპარატმა შეიძლება ბოლომდე ვერ მოსპოს ბაქტერიები ორგანიზმში, შესაბამისად გადარჩენილი ბაქტერიები რომლებიც ებრძოდნენ ამ ნივთიერებებს, ზოგიერთ შემთხვევაში ხდებიან "რეზისტენტულები" ამ ნივთიერებების მიმართ. შემდგომ ყველაფერი ჯაჭვური პრინციპით ხდება, ეს ბაქტერიები მრავლდებიან და დაავადებული ადამიანი გადასდებს ამ ინფექციას სხვა ადამიანებს რომლებზეც შესაბამისად არ იმოქმედებს ის კონკრეტული ანტიბიოტიკი. ამ მარტივი შეცდომით ცვენ საკუთარ შთამომავლობებს ვუტოვებთ მდგრად და შეგუებულ ინფექციებს. რათქმაუნდა აქ მარტო ექიმი არ არის დამნაშავე, ადამიანები რომლებიც ანტიბიოტიკოთერაპიის მსვლელობის დროს თავს კარგად გრძნობენ, ხშირად კურსს ეშვებიან რადგანნ თავი გამოჯანმრთელებული გონიათ, სინამდვილეში კი ეს არ შეიძლება! ბოლომდე დაამთავრეთ კურსი, ის პერიოდი (7 დღე, 14 დღე და ა.შ) რასაც ექიმი დანიშნავს!

ამ ყველაფერთან ერთად აფთიაქში მომუშავე პერსონალთა 70-80% პრატიკულად არაფარმაცევტად შეგიძლიათ მოიხსენიოთ და მათი ადგილი თქვენც შეგიძლიათ დაიკავოთ უბრალო ტესტირებების და მხოლოდ წამლის სახელის და მათი მწარმოებლის ცოდნით. ეს პრობლება საგრძნობლად გადაჭრა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულმა პროგრამამ რომელის მიხედვითაც მეორე რიგის (მხოლოდ ექიმის რეცეპტით დაშვებული) პრეპარატებზე შეზღუდვა. ეს ალბათ ერთი ნაბიჯია ამ კატასტროფის აღმოსაფხვრელად და დიდი იმედი მაქვს რომ საზოგადოება უფრო მეტად იქნება ჩახედული ამ საკითხებში.

გახსოვდეთ, ყველა შხამი მცირე დოზით წამალია, ხოლო ყველა წამალი დიდი დოზით შხამი... გისურვებთ ჯანმრთელობას. :love
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#2 mama    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5362 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
  • Interests:ekonomika
    fsiqologia
    religia
რეპუტაცია: 256
საუკეთესო

დაწერილია 31 January 2016 - 04:39 PM

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 31 January 2016 - 03:34 PM):

გისურვებთ ჯანმრთელობას

ავერსი გამახსენდა:))

ექიმთან მისვლას, ისე საახლობლოში გაკითხული წავლის დალევა მირჩევნია. განა მეშინია, უბრალოდ არ მიყვარან და არ ვენდობი ექიმებს.. ბებია მარიგებდა ექიმები, მღვდლები და პოლიციელები ცუდი ხალხია. არასოდეს ენდო და არც საქმე დაიჭირო მათთანო:))
ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...




კაფის კუთხეში იჯდა მხატვარი, უცქერდა ხალხს და ხატავდა ღორებს...

#3 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 31 January 2016 - 05:02 PM

გამოხმაურების ნახვაmamaს ციტატა(დაპოსტვის დრო 31 January 2016 - 04:39 PM):


ავერსი გამახსენდა:))/>


:D არ მიყვარს ეგ კომპანია...

გამოხმაურების ნახვაmamaს ციტატა(დაპოსტვის დრო 31 January 2016 - 04:39 PM):

ექიმთან მისვლას, ისე საახლობლოში გაკითხული წავლის დალევა მირჩევნია. განა მეშინია, უბრალოდ არ მიყვარან და არ ვენდობი ექიმებს.. ბებია მარიგებდა ექიმები, მღვდლები და პოლიციელები ცუდი ხალხია. არასოდეს ენდო და არც საქმე დაიჭირო მათთანო:))/>

ნამეტანი დაუშინებიხარ :)) ექიმთან მისვლა არც მე მიყვარს და აარც წამლების დალევა... კამფეტივით შემიხლია ვსვა, არც ნემსის პრობლემა მაქვს, პროსტა არ მინდა და არ ვიწამლავ თავს... 3 თვე ვახველებდი, ოჯახის ჭირი ვიყავი, ბოლოს მეხვეწებოდნენ წამლები დამელია მარა სანამ თავისით არ გადამიარა არ მოვისვენე :haha:
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#4 mama    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5362 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
  • Interests:ekonomika
    fsiqologia
    religia
რეპუტაცია: 256
საუკეთესო

დაწერილია 31 January 2016 - 07:26 PM

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 31 January 2016 - 05:02 PM):

3 თვე ვახველებდი, ოჯახის ჭირი ვიყავი,

აუუ ეგ არ ახსენო. ჩემი პრობლემაა არაფერი არ მშველის და ვერცერთმა ექიმმა ვერ გაიგო რაა. ყოველ ზამთარს აციცებიდან გაზაფხულამდე მახველებს. ბოლო ექიმმა რო ვეღარაფერი მოიფიქრა სტაფილო ჭამე იქნებ გიშველოსო ასე გამონიშვა:))

ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...




კაფის კუთხეში იჯდა მხატვარი, უცქერდა ხალხს და ხატავდა ღორებს...

#5 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 31 January 2016 - 07:30 PM

გამოხმაურების ნახვაmamaს ციტატა(დაპოსტვის დრო 31 January 2016 - 07:26 PM):

აუუ ეგ არ ახსენო. ჩემი პრობლემაა არაფერი არ მშველის და ვერცერთმა ექიმმა ვერ გაიგო რაა. ყოველ ზამთარს აციცებიდან გაზაფხულამდე მახველებს. ბოლო ექიმმა რო ვეღარაფერი მოიფიქრა სტაფილო ჭამე იქნებ გიშველოსო ასე გამონიშვა :))

რაღაც ინფექციაა ან ქრონიკულია :D მე გრიპის მერე ვიცი ხოლმე ეგრე. ყელის ტკივილი ხველებაში გადამდის და იწელება ეგ შობელძაღლი :))
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#6 belukabeluka    ნიკის ჩასმა

    დაუდგენელია

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2568 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:თბილისი
  • Interests:რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 February 2016 - 10:02 PM

ამხელა ტექსტის წაკითხვას გახსნილი ლიმონკა მესროლოს ვინმემ მირჩევნია ახლა... მოკლედ ამიხსენით
" როდესაც მაკრიტიკებენ მე შემიძლია თავის დაცვა, მაგრამ, როცა მადიდებენ - უძლური ვხდები. ,,

#7 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 February 2016 - 10:06 PM

გამოხმაურების ნახვაbelukabelukaს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 February 2016 - 10:02 PM):

ამხელა ტექსტის წაკითხვას გახსნილი ლიმონკა მესროლოს ვინმემ მირჩევნია ახლა... მოკლედ ამიხსენით

მოკლედ აგიხსნი და თუ გინდა გაიგო ბოლომდე უნდა წაიკითხო. ეს მოკლედ დაწერილია შე ზარმაცო :m195:
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#8 belukabeluka    ნიკის ჩასმა

    დაუდგენელია

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2568 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:თბილისი
  • Interests:რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 February 2016 - 10:07 PM

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 February 2016 - 10:06 PM):



მოკლედ აგიხსნი და თუ გინდა გაიგო ბოლომდე უნდა წაიკითხო. ეს მოკლედ დაწერილია შე ზარმაცო :m195:/>
მაშინ ხვალ წავიკითხავ... ძან დაღლილი ვარ :(
" როდესაც მაკრიტიკებენ მე შემიძლია თავის დაცვა, მაგრამ, როცა მადიდებენ - უძლური ვხდები. ,,

#9 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 February 2016 - 10:08 PM

გამოხმაურების ნახვაbelukabelukaს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 February 2016 - 10:07 PM):

მაშინ ხვალ წავიკითხავ... ძან დაღლილი ვარ :(

წაი წაი, დაისვენე...
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#10 ცვარნამა    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 45 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 06 February 2016 - 09:13 PM

მადლობა სასარგებლო ინფორმაციისთვის. ანტიბიოტიკებს რაც შეეხებოდა იქ მეც სწორედ ეგრე მოვიქეცი, ექიმის დანიშნული კურსი ბოლომდე არ მიმიყვანია... თურმე რა შეიძლება მოიტანოს ამ მცირე დეტალის არცოდნამ. ვაღიარებ შევცდი.

#11 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 07 February 2016 - 09:14 PM

გამოხმაურების ნახვაცვარნამას ციტატა(დაპოსტვის დრო 06 February 2016 - 09:13 PM):

მადლობა სასარგებლო ინფორმაციისთვის. ანტიბიოტიკებს რაც შეეხებოდა იქ მეც სწორედ ეგრე მოვიქეცი, ექიმის დანიშნული კურსი ბოლომდე არ მიმიყვანია... თურმე რა შეიძლება მოიტანოს ამ მცირე დეტალის არცოდნამ. ვაღიარებ შევცდი.

:) ეგ შენთვისაც შეიძლება ცუდად დამთავვრდეს, შანსია რომ ინფექცია ისევ გამწვავდეს. ასერომ ჯობია მაქსიმალურად იყო დაზღვეული და ბოლომდე ამოწყვიტო ინფექცია.
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#12 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8585 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 08 February 2016 - 01:17 PM

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 07 February 2016 - 09:14 PM):

:) ეგ შენთვისაც შეიძლება ცუდად დამთავვრდეს, შანსია რომ ინფექცია ისევ გამწვავდეს. ასერომ ჯობია მაქსიმალურად იყო დაზღვეული და ბოლომდე ამოწყვიტო ინფექცია.
:yes:
"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#13 ცვარნამა    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 45 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 08 February 2016 - 10:03 PM

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 07 February 2016 - 09:14 PM):

:) ეგ შენთვისაც შეიძლება ცუდად დამთავვრდეს, შანსია რომ ინფექცია ისევ გამწვავდეს. ასერომ ჯობია მაქსიმალურად იყო დაზღვეული და ბოლომდე ამოწყვიტო ინფექცია.

ხო ნუ ეგ არ ვიცოდი :) ან ვერ ვხვდებოდი.

#14 newstudio    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • ადმინისტრატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17743 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 127
საუკეთესო

დაწერილია 11 February 2016 - 01:05 AM

ანუ წამლები აღარ დავლიოთ? ამ სტატიის მიხედვით :D :D :D
2X2=4

#15 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 11 February 2016 - 01:32 AM

გამოხმაურების ნახვაnewstudioს ციტატა(დაპოსტვის დრო 11 February 2016 - 01:05 AM):

ანუ წამლები აღარ დავლიოთ? ამ სტატიის მიხედვით :D :D :D

ზომიერება, სიფრთხილე და კარგ ექიმთან კონსულტაცია, თორე წამლების მტერი არ ვარ, ბოლო-ბოლო ფარმაცევტი ვარ :)

აბა ისაა კარგი 18 წლის გოგო რო ვალიდოლს მოითხოვს იმის გამო რომ გაირბინა და გული აუჩქარდა? ასაკში წნევები დაეწყება აბა რა ეგრე კამფეტივით ვინც ყლაპავს წამლებს. :))
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი