კონტენტზე გადახტომა


რუსული ძილის ექსპერიმენტი. პროექტი სტაფილოსფერი სოდა.

ლეგენდა ისტორია ჰორორი

  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
54 პასუხი თემაში

#1 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 20 January 2016 - 11:22 PM

ყურადღება! კონტენტი შეიცავს მისტიკურ და შემზარავ მომენტებს. :127fs4730978:

ეს ლეგენდა არ არის ოფიციალურად დადასტურებული და ის მხოლოდ გადმოცემებით არის მოსული ჩვენამდე.

დადებული სურათი



1940-იან წლებში რუს მკვლევარებს 5 ადამიანი გამოკეტილი ყავდათ კამერაში 15 დღე ძილის გარეშე. პროცესის დროს გამოყენებული იყო ექსპერიმენტალური აირი - სტიმულატორი. ეს ადამიანები გამოკეტილი ყავდათ კამერაში რათა ჟანგბადის დონე ეკონტროლებინათ, რადგან სპეციალური აირი მაღალი დოზებით იყო მომწამვლელი. იმ დროისთვის არ იყო ვიდეო კამერები რათა დაკვირვება ეწარმოებინათ და ამისთვის გამოყენებული იყო მიკროფონები, აგრეთვე ოთახის ერთ-ერთი კედელი იყო სქელი შუშა რომელსაც ქონდა ხვრელები. ოთახში იყო წიგნები და საწოლები ძილისთვის, წყალგაყვანილობა, ტუალეტი და ერთ თვიანი საკვების მარაგი. კვლევის ობიექტები იყვნენ მეორე მსოფლიო ომის პოლიტიკური პატიმრები.

პირველი 5 დღის განმავლობაში ყველაფერი ნორმალურად იყო, ობიექტები თითქმის არ იყვნენ უკმაყოფილოები. მათ მოტყუებით შეპირდნენ რომ გაანთავისუფლებდნენ იმ შემთხვევაში თუ ისნი ერთი თვის განმავლობაში არ დაიძინებდნენ. თითოეული მათი ქმედება და საუბარი იყო დაკვირვების და მოსმენის ქვეშ. აღსანიშნავია ისიც რომ მსვლელობის დროს ობიექტების სასაუბრო თემები ხდებოდა სულ უფრო და უფრო ნეგატიური, რომლებიც დაკავშირებული იყო არასასიამოვნო მოგონებებთან.

5 დღის შემდეგ მათ დაიწყეს კამათი და უკმაყოფილების გამოხატვა მოვლენებისადმი და დაეჭყოთ პარანოიის ძლიერი ნიშნები. მათ შეწყვიტეს ერთმანეთთან საუბარი და მხოლოდ მიკროფონთან ჩურჩულით დაიწყეს ერთმანეთზე ამბების მიტანა, თითქოს ამით ექსპერიმენტატორების ნდობის მოპოვება სურდათ, თავიდან ექსპერიმენტატორებს ეგონათ რომ ეს თვითონ აირის ბრალი იყო...

მეათე დღეს ერთ-ერთმა მათგანმა დაიწყო ყვირილი, ის მთელს ოთახში დარბოდა და თან ყვიროდა, ეს გაგრძელდა 3 საათი, შემდეგ მისი ყვირილი ნელ-ნელა შესუსტდა, როგორც დამკვირვებლებმა აღნიშნეს ეს ალბათ იმის ბრალი იყო რომ მან იოგები დაიზიანა და ხმა ჩაეხრიწა. საინტერესო ის იყო რომ დანარჩენები ამას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდნენ. ისინი მიკროფონებში იქამდე აგრძელებდნენ ჩურჩულს იქამდე სანამ მეორე მათგანმაც მსგავსად არ დაიწყო ყვირილი და მასაც არ ჩაეხრიწა ხმა. დანარჩენებმა დაიწყეს მათი წიგნების ფურცლების მოხევა და საკუთარი ნერწყვებით ნაგლეჯების დასველება, შემდეგ ამ ფურცლებს ისინი შუშაზე აკრავდნენ სანამ ბოლომდე არ დაფარეს. რაღაც დროით ყვირილი და ჩურჩული შეწყდა.

მომდევნო 3 დღე არანაირი ხმაური არ გამოსულა ოთახიდან. ექსპერიმენტატორები არ წყვეტდნენ ჟანგბადის მაჩვენებლებზე დაკვირვებას, რომლის მაჩვეებელიც ძალიან მაღალი იყო, თითქოს ობიექტები გამუდმებით ვარჯიშობდნენ. მეთოთხმეტე დღეს დილით ეხპერიმენტატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც გეგმაში არ ქონდათ. ობიექტებისგან რეაქციის მისაღებად მათ დინამიკების საშუალებით მიმართეს რადგან შეშინდნენ, კომაში ხომ არ არიან ან ხომ არ მოკვდნენო.

დამკვირვებლებმა მიმართეს მათ: "ჩვენ ვაღებთ კამერას, რათა შევამოწმოთ მიკროფონები. მოშორდით კარებს და დაწექით იატაკზე, თორემ დაგხვრეტთ! თანამშრომლობა მიგვიყვანს ერთ-ერთი თქვენგანის განთავისუფლდებამდე."

დამკვირვებლების გასაკვირად ერთადერთი ფრაზა იყო: " ჩვენ უკვე აღარ გვჭირდება თავისუფლება". ამის შემდეგ ექსპერიმენტატორებმა მოითათბირეს რომ მეთხუთმეტე დღეს კამერა გაეხსნათ.

მათ კამერიდან მთელი ექსპერიმენტული აირი გამოტუმბეს და შეუშვეს სუფთა ჰაერი, რასაც 3 ობიექტისგან უმალვე მოჰყვა რეაქცია. ისინი იხვეწებოდნენ რომ აირი ისევ შემოეშვათ, თითქოს ამაზე მათი სიცოცხლე იყო დამოკიდებული. გაოცებულმა დამკვირვებლებმა კამერა გახსნეს რათა ჯარისკაცები შესულიყვნენ. ობიექტებმა წინაზე უფრო ხმამაღლა და უცნაურად დაიწყეს ყვირილი. ნანახისგან გაოგნებულმა ჯარისკაცებმაც ყვირილი ატეხეს. 5-დან 4 ობიექტი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში იყვნენ რომ ამას სიცოცხლე არ ერქვა.

საკვებიდან მხოლოდ 5 დღის მარაგი იყო შეჭმული, დანარჩენი ხელუხლებელი იყო. ოთახში მეხუთე მკვდარი ობიექტის სხეულის ნაფლეთებით ამოტენილი იყო დრენაჟული ნაპრალები და ოთახი რამდენიმე სანტიმეტრით წყლით იყო სავსე, თანაც ძნელი იყო იმის თქმა რამდენი იყო წყალი და რამდენი სისხლი. გადარჩენილ 4 ობიექტსაც სხეულის ნაწილები (კუნთები და კანი) მოგლეჯილი ქონდათ ზოგიერთ ადგილას. დაკვირვების შედეგად მივიდნენ დასკვნამდე რომ მათ ეს ჩაიდინეს არა კბილებით, არამედ საკუთარი ხელებით რადგან თითები იმდენად გადატყავებული ქონდათ რომ ძვლებიც კი უჩანდათ. აგრეთვე აღნიშნეს რომ მათ ძირითადად საკუთარ თავს მიაყენეს ტრამვები და არა ერთმანეთს.

ობიექტებს აგრეთვე მუცლის ღრუში ზოგიერთი ორგანო დაზიანებული ქონდათ, მაგრამ მკერდის ღრუ (ფილტვები, გული, დიაფრაგმა) ხელუხლებელი იყო, თითქოს იშორებდნენ ზედმეტ ნაწილებს. ნეკნებიდან მოგლეჯილი ქონდათ კანი და თითქმის მთელი კუნთები ისე, რომ ზოგიერთ ადგილას ფილტვები ჩანდა. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი ისევ მუშაობდა ოღონდ სუსტად. აშკარა იყო რომ ისინი საკუთარი სხეულის ნაწილებით იკვებებოდნენ რადგან უმი ხორცი ძნელად მოსანელებელია.

ჯარისკაცები იყვნენ რუსი სპეცნაზმელები, მაგრამ ამის მიუხედავად მათ არ სურდათ კამერაში შესვლა რათა გამოეყვანათ ობიექტები, იმ დროს როცა 4 მათგანი განაგრძობდა ყვირილს და ხვეწნას რომ აირი ისევ შეეშვათ რათა არ დაძინებოდათ.

ტრამვების მიუხედავად ობიექტებმა შესულ ჯარისკაცებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს, როგორც ამბობენ ერთ-ერთი ჯარისკაცი დაიღუპა მას შემდეგ რაც გაცოფებულმა ობიექტმა მას საძილე არტერია გამოაჭამა. სხვა ჯარისკაცებმაც სერიოზული ტრამვები მიიღეს და ერთ-ერთმა მათგანმა რამდენიმე დღის შემდეგ თავი მოიკლა.

ჩხუბში ერთ-ერთმა ობიექტმა ძლიერად დაიზიანა ელენთა და თითქმის მაშინვე დაიღუპა. ექიმები ცდილობდნენ მის შეჩერებას, და ათმაგი მორფინის დოზა მისცეს დასაწყნარებლად თუმცა ობიექტი არ ჩერდებოდა და ერთ-ერთ ექიმს ხელიც კი მოტეხა. მომაკვდავ ობიექტის სისხლში იმაზე მეტი ჰაერი იყო ვიდრე სისხლს შეეძლო მისი გადატანა, ის ყვირილს არ წყვეტდა და იმეიორებდა "კიდევ, კიდევ" იქამდე სანამ ნელ-ნელა საბოლოოდ არ დადუმდა.

დანარჩენი 3 ობიექტი დაიჭირეს და მყარად გაკოჭეს და გადაიყვანეს სამედიცინო განყოფილებაში დასაკვირვებლად. მათგან ორს ისევ შეეძლოთ ლაპარაკი ძლიერი ყვირილის მიუხედავად და კვლავ ითხოვდნენ საცდელ აირს, რათა არ დაეძინათ.

ის ობიექტი რომელმაც ყველაზე მძიმე დაზიანებები მიიღო გადაყვანილი იქნა საოპერაციო კომპლექსში. მას დაზიანებულ ორგანოებზე ოპერაციას უტარებდნენ და აღმოჩნდა რომ ისიც არ რეაგირებდა ძლიერ დამაწყნარებლებზე. მას ქამრების მოწყვეტა უნდოდა და წინააღმდეგობას არ წყვეტდა. ზედმეტი აქტიურობის გამო მას 9 ძვალი მოტეხილი ქონდა, რომელიც ძირითდად კუნთების ზედმეტად ინტენსიური მუშაობით და დაჭიმულობით იყო გამოწვეული. მას ცოტათი მცირე დოზის ანესთეტიკი დასჭირდა რომ ჩაზინებოდა, მაგრამ იმ მომენტში როდესაც მან თვალები დახუჭა, მისი გული საბოლოოდ გაჩერდა.

მეორე ობიექტი რომელმაც ყველაზე პირველმა დაიწყო ყვირილი, ლაპარაკის საშუალება არ ქონდა რადგან მისი იოგები სრულიად დაზიანებული იყო. როცა ცდილობდნენ ანესთეტიკის შეყვანას ის წინააღმდეგობას უწევდა ექიმებს და მხოლოდ მაშინ დაწყნარდა როცა ექიმებმა გადაწყვიტეს ოპერაციის ჩატარება ანესთეზიის გარეშე. მას არავითარი რეაქცია არ ქონდა ტკივილზე და მთელი 6 საათის განმავლობაში წყნარად იყო. ექიმები აღნიშნავდნენ რომ შეუძლებელი იყო ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილიყო და გაოგნებულმა მედდამ ისიც კი აღნიშნა რომ ობიექტი იღიმებოდა როცა თვალებით ერთმანეთს უყურებდნენ.

ოპერაციის დასრულებისას ობიექტმა დაიწყო ხრიალი და ფართხალი, უყურებდა ექიმს ისე თითქოს ცდილობდა რაღაცის თქმას. შოკირებულმა პერსონალმა მას ფურცელი და ფანქარი მიაწოდეს. ძნელად გასარჩევ ნაწერში მათ ამოიკითხეს მარტივი მესიჯი: "გააგრძელეთ ჭრა"

დანარჩენი ორიც გადაყვანილი იქნა საოპერაციო კომპლექსში და მათაც ოპერაცია ჩაუტარეს ანესთეზიის გარეშე. მათ დაჭირდათ ობიექტების პარალიზება რადგან ორივე გამუდმებით იცინოდა და იღიმებოდა. ამის მიუხედავად ნაოპერაციები ორგანოები არ ამუშავდნენ და ობიექტებმა გააგრძელეს წინააღმდეგობა. მათ ისევ დაიწყეს თხოვნა, რომ ისევ გაეშვათ სტიმულატორი აირი. მას შემდეგ რაც საუბრის შესაძლებლობა მათ ისევ დაუბრუნდათ, ექიმები შეეკითხნენ რატომ ცდილობდნენ ორგანოების მოშორებას.

პასუხი იყო ერთი - "ჩვენ არ უნდა დავიძინოთ".

სამივე მათგანი ისევ მაგრად გაკოჭეს და კამერაში დააბრუნეს იქამდე სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ თუ რა ექნათ შემდეგ. ექსპერიმენტატორებს სამხედრო ფინანსისტების მხრიდან ბრაზის შიშით გადაწყვიტეს ეუთანაზიის გზით ობიექტების დაძინება, თუმცა ექსპერიმენტის მეთაურმა, ყოფილმა კგბ-შნიკმა მათში სამხედრო პოტენციალი დაინახა და ეს გადაწყვეტილება უარყო. ის დაინტერესდა, რა მოხდებოდა თუ საცდელ აირს ისევ შეუშვებდნენ ოთახში.

ექსპერიმენტის მეორე ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოების დროს ობიექტები შეაერთეს ელექტროენცეფალოგრამაზე. ქამრები რომლითაც ობიექტები დაბმული ყავდათ მოუშვეს რადგან მას შემდეგ რაც მათ აცნობეს რომ აირს ისევ შეუშვებდნენ, მათ წინააღმდეგობა შეწყვიტეს. გასაგები იყო რომ ისინი მთელი ძალით ცდილობდნენ რომ არ ჩაძინებოდათ. ერთ-ერთი მათგანი რომელსაც ჯერ კიდევ შეეძლო ლაპარაკი ხმამაღალ ხმებს გამოსცემდა, მეორე რომელსაც ლაპრაკი არ შეეძლო ფეხებით ქამრებს ეხახუნებოდა, მესამეს თავი მაღლა ქონდა წამოწეული და თვალებს სწრაფად ახამხამებდა. პირველად სწორედ ეს მესამე ობიექტი იყო შეერთებული ელექტროენცეფალოგრამაზე და მასზე გრძელდებოდა დაკვირვება, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა რომ მისი ელექტროენცეფალოგრამა ნორმალური იყო მაგრამ შუალედებში სიცარიელე აღინიშნებოდა, თითქოს ტვინი პერიოდულად კვდებოდა. ამ დაკვირვების პროცესში ყველა ექიმი ელექტროენცეფალოგრამიდან გამოსულ ქაღალდს აკვირდებოდა, მხოლოდ მედდა უყურებდა ობიექტს და შენიშნა რომ როდესაც ობიექტმა თვალები დახუჭა და თავი ბალიშზე დადო, მისი ელექტროენცეფალოგრამა ღრმა ძილის გაზაში გადავიდა, შემდეგ სრულიად სწორი ხაზები გამოისახა და გულიცამ მომენტში გაჩერდა.

დარჩენილი ობიექტი რომელსაც ლაპარაკი ისევ შეეძლო, კატეგორიულად ითხოვდა აირის შეშვებას. მისი ელექტროენცეფალოგრამაც წინების მსგავსს იყო. მეთაურმა ბრძანა რომ 2-ვე ობიექტი დაებრუნებინათ კამერაში და მათთან ერთად 3 ექიმი ჩაეკეტათ. ერთ-ერთმა ყველაზე შოკირებულმა და შეშინებულმა ექიმმა იარაღი ააცალა მეთაურს და ჯერ მას ესროლა და შემდეგ დამუნჯებულ ობიექტს. დანარჩენი პერსონალი ზოგი გვერდზე გაიწია და ზოგიც პანიკისგან გაიქცა.

იარაღ მომარჯვებულმა ექიმმა ლულა დარჩენილ, მოლაპარაკე ობიექტს მიუშვირა. "მე არ შევალ ოთახში ამ არსებებთან ერთად!" - იყვირა მან. "რა ხარ შენ ? მე უნდა გავიგო ეს, სანამ..."

ობიექტი ემოციურად გაიღიმა.

"ნუთუ შენ ასე მალე დაგავიწდა? ჩვენ ვართ თვენ. ჩვენ ვართ სიგიჟე, რომელიც იმალება თქვენში, რომელიც ცდილობს განთავისუფლებას ნებისმიერ დროს მთელი თავისი ცხოველური სიღრმით. ჩვენ ვართ ის, რასაც ემალებით ყოველ ღამე. ეს ჩვენს დაძიებას და პარალიზებას ცდილობთ თქვენ, რასაც ემალებით თქვენს თავშესაფრებში, იქ სადაც ჩვენ არ შეგვიძლია შემოღწევა".

მეცნიერმა სასხლეტს თითი გამოკრა და ობიექტს გულში ესროლა.

ელექტროენცეფალოგრამა გაჩერდა მას შემდეგ, რაც ობიექტმა ბოლო სიტყვები წარმოთქვა: "და მაინც... ასე ახლოს... თავისუფლებასთან..."

:050: :050: :050:

გამოხმაურება რედაქტირებულია Proessor: 20 January 2016 - 11:48 PM

იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#2 mama    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5362 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
  • Interests:ekonomika
    fsiqologia
    religia
რეპუტაცია: 256
საუკეთესო

დაწერილია 21 January 2016 - 11:04 AM

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 20 January 2016 - 11:22 PM):

"და მაინც... ასე ახლოს... თავისუფლებასთან

სიმართლე გითხრა ვარაფერი ვერ გავიგე:)) დასკვნა არ გაკეთებულა?
ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...




კაფის კუთხეში იჯდა მხატვარი, უცქერდა ხალხს და ხატავდა ღორებს...

#3 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 21 January 2016 - 11:27 AM

გამოხმაურების ნახვაmamaს ციტატა(დაპოსტვის დრო 21 January 2016 - 11:04 AM):



სიმართლე გითხრა ვარაფერი ვერ გავიგე:))/>/> დასკვნა არ გაკეთებულა?

რაის დასკვნა, საიდუმლო ექსპერიმენტი იყო. მე მაინც მგონია რომ მოგონილი ამბავია ან ზედმეტად გაბუქებული. თუმცა იმ დროინდელი საბჭოელებისგან არაფერია გასაკვირი :titebi:

გამოხმაურება რედაქტირებულია Proessor: 21 January 2016 - 11:28 AM

იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#4 mama    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5362 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
  • Interests:ekonomika
    fsiqologia
    religia
რეპუტაცია: 256
საუკეთესო

დაწერილია 21 January 2016 - 11:32 AM

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 21 January 2016 - 11:27 AM):

რაის დასკვნა, საიდუმლო ექსპერიმენტი იყო.
მერე რა. თუნდაც ექსპერიმენტის შემდეგ რო გაეკეთებია ვინმეს დასკვნა... კაროჩე ბევრი კითხვაა.. თუნდაც საჭმელი მაინც რატო არ ჭამეს იმ შობელძაღლებმა?

გასაკვირი არაფერია, მარა რაღაც შედეგით ხო უნდა დამთავრებულიყო?

ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...




კაფის კუთხეში იჯდა მხატვარი, უცქერდა ხალხს და ხატავდა ღორებს...

#5 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8594 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 21 January 2016 - 12:21 PM

ყოველშემთხვევაში, "გულაგი"ს ამბავი იქნებოდა ეს. მანდ ტარდებოდა ექსპერიმენტები..

გამოხმაურება რედაქტირებულია Shaten: 21 January 2016 - 12:32 PM

"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#6 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8594 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 21 January 2016 - 12:22 PM

..

გამოხმაურება რედაქტირებულია Shaten: 21 January 2016 - 12:32 PM

"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#7 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8594 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 21 January 2016 - 12:23 PM

..

გამოხმაურება რედაქტირებულია Shaten: 21 January 2016 - 12:30 PM

"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#8 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8594 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 21 January 2016 - 12:26 PM

..

გამოხმაურება რედაქტირებულია Shaten: 21 January 2016 - 12:29 PM

"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#9 გამგებელი    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 35 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 21 January 2016 - 12:31 PM

თემა ნარკომანებზეა?

#10 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8594 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 21 January 2016 - 12:33 PM

..

გამოხმაურება რედაქტირებულია Shaten: 21 January 2016 - 12:48 PM

"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#11 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8594 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 21 January 2016 - 12:42 PM

გამოხმაურების ნახვაგამგებელის ციტატა(დაპოსტვის დრო 21 January 2016 - 12:31 PM):

თემა ნარკომანებზეა?
არა, ნარკომანები რა შუაშია.. :)
"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#12 გამგებელი    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 35 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 21 January 2016 - 12:52 PM

გამოხმაურების ნახვაShatenს ციტატა(დაპოსტვის დრო 21 January 2016 - 12:42 PM):

არა, ნარკომანები რა შუაშია..

უბრალოდ ძალიან ფანტასმაგორიული ამბავია, ბოლომდე წავიკითხე

#13 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8594 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 21 January 2016 - 12:55 PM

გამოხმაურების ნახვაგამგებელის ციტატა(დაპოსტვის დრო 21 January 2016 - 12:52 PM):

უბრალოდ ძალიან ფანტასმაგორიული ამბავია, ბოლომდე წავიკითხე
ხო რა.. ისე "გულაგში" კი ატარებდნენ ექსპერიმენტებს, როგორც გამიგია.. და ამ ამბავის სიმართლის რა გითხრა..

გამოხმაურება რედაქტირებულია Shaten: 21 January 2016 - 12:57 PM

"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#14 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 21 January 2016 - 01:01 PM

გამოხმაურების ნახვაგამგებელის ციტატა(დაპოსტვის დრო 21 January 2016 - 12:52 PM):



უბრალოდ ძალიან ფანტასმაგორიული ამბავია, ბოლომდე წავიკითხე

გეთანხმები, მაგრამ ძაან ცნობილი ამბავია. უცხიელებისთვისაც ცნობილია. რაღაც მომენტში საინტერესოა თუ როგორ კარგავს ტვინი ცნობიერებას გადატვირთვისას.
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#15 გამგებელი    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 35 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 21 January 2016 - 01:05 PM

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 21 January 2016 - 01:01 PM):

რაღაც მომენტში საინტერესოა თუ როგორ კარგავს ტვინი ცნობიერებას გადატვირთვისას.


ექსტრემალურ პირობებში ცნობიერება რომ იცვლება..ბევრჯერ დაამტკიცეს უკვე, ამბავი ნამდვილად საინტერესო იყო





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი