Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

წუხელ ვფიქრობდი (როგორც ყოველ ღამეს) თუ მე შემიძლია მიყვარდეს საკუთარი თავი უზომოდ, მაშინ რატომ არ შემიძლია მძულდეს? ჩვენ გვიყვარს ან გვძულს სხვა ადამიანები მაგრამ როდესაც "მე"-ზეა საუბარი აქ ყოველთვის ყველაფერი რთულდება. იგივე შეიძლება ვიკთხო შიშზეც, შეიძლება ყველასი და ყველაფრის გეშინოდეს მაგრამ არა საკუთარი თავის... არადა საკუთარმა თავმა იცის მხოლოდ შენი ნამდვილი კოშმარები, სისუსტეები და იდეალური ფორმულა საკუთარი თავის განადგურებისა. ეშმაკი სათამაშოა როდესაც საქმე საკუთარ ბნელ მხარეს ეხება. მოკლედ "მე" არის ყველაზე მთავარი მტერი (მიძინებული) რომელსაც ვერაფერს დაუმალავ.

თქვენ როგორ ფიქრობთ რაშია საქმე? შეიძლება მე ვერ ვხვდები ამას მაგრამ თქვენ იცოდეთ. არ მჯერა როდესაც ადამიანები ამბობენ "მძულს საკუთარი თავი", ეს უფრო ვიღაცისგან გაგონილის გამეორებაა მხატვრულად, როდესაც ადამიანი სასოწარკვეთილა და ასე მგონია რომ ამ მნიშვნელობის სინამდვილეში არავის არ ესმის.

მოკლედ შეიძლება თუ არა გძულდეს საკუთარი თავი? თუ კი მაშინ რატომ ან როგორ?

ამ კითხვას ვერანაირი ლოგიკით და ინტუიციით ვერ მივუდექი რათა პასუხი გამეცა. აბა დამეხმარეთ აზროვნებაში. :drag:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 60
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ოპპა... "მძულს საკუთარი თავი"..., შეიძლება გარეგნულად შენი სხეული არ მოგწონდეს და გძულდეს მარა მაინც და ლამაზდები სადმე გასასვლელად :)) ავად ხარ და რომ არ მოკვდე ექიმთან გაბიხარ :)) მეც ძაან მაინტერესებს რა გრძნობაა როცა საკუთრი თავი გძულს... და ამავდროულად ზრუნავ მასზე :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessor ზოდიაქოთი რა ხარ? ალბათ რომელიმე წყლის ნიშანი.

კირჩხიბია, წყლის ნიშანი, მუდამ მგრძობიარე და ეჭვიანი, ინტუიცის გაძლიერებული უნარით და საკუთარ ფიქრებში ღრმად ჩაშვების სინდრომით. ხელოვნებისკენ მიდრეკილებით (უმეტესობა) კულინარიის ნიჭითა და საკუთარი თავის სიყვარულით. ასევე ძლიერ თავდაჯერებული. შეუძლია ნებისმიერი დაავადება დაიმართოს მასზე გამუდმებით ფიქრით:D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპპა... "მძულს საკუთარი თავი"..., შეიძლება გარეგნულად შენი სხეული არ მოგწონდეს და გძულდეს მარა მაინც და ლამაზდები სადმე გასასვლელად :)) ავად ხარ და რომ არ მოკვდე ექიმთან გაბიხარ :)) მეც ძაან მაინტერესებს რა გრძნობაა როცა საკუთრი თავი გძულს... და ამავდროულად ზრუნავ მასზე :D

მშვენივრად ჩამწვდარხარ საკითხს... მე მაინც ნდობის ამბავი მგონია, სხვა უკეთეისი არგუმენტი ვერ მოვიყვანე, მაგრამ ამითაც უკმაყოფილო ვარ... როდესაც ვინმეს ენდობი შეუძლებელია გეშინოდეს ან გძულდეს ის. აქაც იგივეა, ყველაზე მეტად ალბათ საკუთარ თავს ვენდობით და ლოგიკურად ეს ესეცაა. აქედან გამომდინარე არც იმის მჯერა როცა ამბობენ "არავის არ ენდო, მითუმეტეს საკუთარ თავს". ეს ვითომდა ფილოსოფიური ფრაზები მაბნევს და ნერვებს მიშლის :facepalm:

ზოდიაქოთი რა ხარ? ალბათ რომელიმე წყლის ნიშანი.

კირჩხიბი ვარ მაგრამ ზოდიაქოს პარამეტრებს არ ვაკმაყოფილებ აბსოლიტურად... ჩემი შესაფერისი ზოდიაქოს ნიშანი სიცარიელე უფროა ვიდრე რომელიმე მათგანი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კირჩხიბია, წყლის ნიშანი, მუდამ მგრძობიარე და ეჭვიანი, ინტუიცის გაძლიერებული უნარით და საკუთარ ფიქრებში ღრმად ჩაშვების სინდრომით. ხელოვნებისკენ მიდრეკილებით (უმეტესობა) კულინარიის ნიჭითა და საკუთარი თავის სიყვარულით. ასევე ძლიერ თავდაჯერებული. შეუძლია ნებისმიერი დაავადება დაიმართოს მასზე გამუდმებით ფიქრით :D

და კიდევ რომ მაქვს სხვა თვისებები? რომლებიც კირჩხიბებს არ გააჩნიათ? თან ზოგიერთი მათგანი გაცილებით ძლიერი ვიდრე კირჩხიბისთვის დამახასიათებელი. ფსიქოლოგიური ილუზიაა ეს ზოდიაქო კარგად შევისწავლე უკვე რაცააა :titebi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მშვენივრად ჩამწვდარხარ საკითხს... მე მაინც ნდობის ამბავი მგონია, სხვა უკეთეისი არგუმენტი ვერ მოვიყვანე, მაგრამ ამითაც უკმაყოფილო ვარ... როდესაც ვინმეს ენდობი შეუძლებელია გეშინოდეს ან გძულდეს ის. აქაც იგივეა, ყველაზე მეტად ალბათ საკუთარ თავს ვენდობით და ლოგიკურად ეს ესეცაა. აქედან გამომდინარე არც იმის მჯერა როცა ამბობენ "არავის არ ენდო, მითუმეტეს საკუთარ თავს". ეს ვითომდა ფილოსოფიური ფრაზები მაბნევს და ნერვებს მიშლის

იცი ბევრი ფრაზები არსებობს ბრძნული რომელსაც არ ვეთანხმები... მაგრამ ამ ფრაზაში არის რაღაც სიმართლის დიდი თუ არა მცირე ჭეშმარიტება. ვერ ენდობი საკუთარ თავს ყველაფერში. ნამდვილად ახლა მე რო ვინმემ ჭკუიდან გადამიყვანოს, რაც ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუძებელი არ ვიცი რა მოხდება და იმიტომ, ამ ჭკუიდან გადასულზე შეიძლება მართლა შემომაკვდეს ვინმე... ახლა რომ ვთქვა მე საკუთარ თავს ვენდობი და ეს არ დამემართებათქო, რა ვიცი მომავალში რა მოხდება :facepalm: ისედაც ფიცხი ხასიათი მაქვს... ამიტომ მე მაგალითად ამ საკითხში ჩემს თავს არ ვენდობი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და კიდევ რომ მაქვს სხვა თვისებები? რომლებიც კირჩხიბებს არ გააჩნიათ? თან ზოგიერთი მათგანი გაცილებით ძლიერი ვიდრე კირჩხიბისთვის დამახასიათებელი. ფსიქოლოგიური ილუზიაა ეს ზოდიაქო კარგად შევისწავლე უკვე რაცააა :titebi:/>

:) მე მაერთიანებელი თვისებები ჩმოვთვლე, რა თქმაუნდა გაქვს სხვა ადამიანური თვისებებიც... მე მაგალითად არ გამაჩნია კირჩხიბის რამდენიმე თვისება, არ ვარ მგრძნობიარე, მეამჩემფეხება ხასიათი მაქვს. სამაგიერიდ მორიელის მანიპულაციის უნარი მაქვს :)) შურისძიების თვისება და + იქამდე ბრძლა სანამ ამ ბრძოლაში მტერთან ერთდ საკუთარ თავს არ გავანადგურებ :D ასე რომ მე უმეტესობა აღვნიშნე და არა ყველა... შენი თვისებები ისედაც ნათელია... ვირი ხარ და წიხლებს ირტყმევი :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იცი ბევრი ფრაზები არსებობს ბრძნული რომელსაც არ ვეთანხმები... მაგრამ ამ ფრაზაში არის რაღაც სიმართლის დიდი თუ არა მცირე ჭეშმარიტება. ვერ ენდობი საკუთარ თავს ყველაფერში. ნამდვილად ახლა მე რო ვინმემ ჭკუიდან გადამიყვანოს, რაც ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუძებელი არ ვიცი რა მოხდება და იმიტომ, ამ ჭკუიდან გადასულზე შეიძლება მართლა შემომაკვდეს ვინმე... ახლა რომ ვთქვა მე საკუთარ თავს ვენდობი და ეს არ დამემართებათქო, რა ვიცი მომავალში რა მოხდება :facepalm: ისედაც ფიცხი ხასიათი მაქვს... ამიტომ მე მაგალითად ამ საკითხში ჩემს თავს არ ვენდობი.

და მე რომ არ ვარ ეგრე? ჩემზე ნაკლებია ვინმე? გრძნობებს არ უნდა აყვე და საღი გონებით უნდა აკეთებდე ყველაფერს, რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო და გაჭედილი, ყოველთვის საღი ჭკუით ვაკეთებ ყველაფერს და არასდროს არაფერი მინანია. შეიძლება ცუდი მაქვს გაკეთებული და გულნატკენიც დავტოვე ბევრი მაგრამ ეგ საჭირო იყო და ამიტომაც არ ვნანობ.

შენი ჭირიმე რა... ეგ უკვე აღარ მჯერა... ისეთივე ადამიანი ხარ როგორიც მე და ნებისმიერი... ყველა ადამიანისთვის არსებობს ზღვარი... ჩემთვს ასეთი ოჯახია, ოჯახის გამო ნებისმიერს გავისტუმრებ ჯოჯოხეთში თუ ვინმემ შეეხო... მე არ ვამბობ ვინმე ენას გადმომიტიტავს და მაგიტო მოვკლავთქო :facepalm: საღი გონება კი არა თუ მოვინდომე ლიმონკით გამომეკიდები :))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მაგალითად არ გამაჩნია კირჩხიბის რამდენიმე თვისება, არ ვარ მგრძნობიარე, მეამჩემფეხება ხასიათი მაქვს.

მგრძნობიარე ყველა ადამიანია. არ არსებობს ადამიანი რომელსაც მწარედ ან პოზიტიურად ნათქვამი გულზე არ მოხვდება. ყველაფერი ფარდობითია, ვიღაცას შეიძლება წლები გაჰყვეს ეს გრძნობა და ვიღაცას რამდენიმე წუთში გადაუაროს. მე მაგალითად ყველაზე დიდი გრძნობა რაც გამყოლია გულში იყო 1 დღიანი, დილით ჩიტივით ვიყავი და აღარს ვფიქრობდი მაგაზე. ზოგადად 5-10 წუთში ისევ სტაბილური ვხდები.

ნუ შენ ეხლა გულის მაგივრად შავი ხვრელი გაქვს... ყველაფერს იწოვ და არაფერს ტოვებ. :titebi:

შენი თვისებები ისედაც ნათელია
რაარის ნათელი :D აქ რასაც მიცნობ ეგ მაგის ნახევარიც არაა რაც სინამდვილეში ვარ, ზოგი თვისება შენთვის შეუმჩნეველია და მხოლოდ სხვები ამჩნევენ ცხოვრებაში. ბევრი მეუბნება რომ ლიდერის თვისებები გამაჩნია მაგრამ მე ამას ვერ ვამჩნევ და არც არასდროს მქონია სურვილი რამეში ლიდერი ვიყო, ამის პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ საკუთარ თავზე თუ სხვაგამოსავალი არ იქნება.

ვირი ხარ და წიხლებს ირტყმევი

ახალი ამბავი, შენ პირველი არ ხარ ვინც ეგ შენიშნა :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაარის ნათელი აქ რასაც მიცნობ ეგ მაგის ნახევარიც არაა რაც სინამდვილეში ვარ, ზოგი თვისება შენთვის შეუმჩნეველია და მხოლოდ სხვები ამჩნევენ ცხოვრებაში. ბევრი მეუბნება რომ ლიდერის თვისებები გამაჩნია მაგრამ მე ამას ვერ ვამჩნევ და არც არასდროს მქონია სურვილი რამეში ლიდერი ვიყო, ამის პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ საკუთარ თავზე თუ სხვაგამოსავალი არ იქნება.

ლიდერობა არ გინდა თუმცა ამისთვის ყველაფერს აკეთებ :)) გირჩევნია ყველამ ჩათვალოს რომ ამისთვის კი არ იბრძვი, უბრალოდ ასეთი ხარ :* ამაყი ხარ და იმიტომ...:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენი ჭირიმე რა... ეგ უკვე აღარ მჯერა... ისეთივე ადამიანი ხარ როგორიც მე და ნებისმიერი... ყველა ადამიანისთვის არსებობს ზღვარი... ჩემთვს ასეთი ოჯახია, ოჯახის გამო ნებისმიერს გავისტუმრებ ჯოჯოხეთში თუ ვინმემ შეეხო... მე არ ვამბობ ვინმე ენას გადმომიტიტავს და მაგიტო მოვკლავთქო :facepalm: საღი გონება კი არა თუ მოვინდომე ლიმონკით გამომეკიდები :))

მერე ლიმონკით რო შეუვარდები ვიღაცას ოჯახის გამო სხვა გამოსავალი როცა არ იქნება განა ეგ საჭირო არ არის? აუცილებელია ცრემლები მოგდიოდეს გრძნობებისგან რომ ეგ გააკეთო? მე ეგეთ სიტუაციაში არ ვინანებ ჩადენილს და შესაბამისად საკუთარი თავის უნდობლობა აქ არაფერ შუაშია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალი ამბავი, შენ პირველი არ ხარ ვინც ეგ შენიშნა

როგორ ცდილობ პირველობა ყველა საკითხში ჩამომართვა... ამას უკვე განზრახ კი არ აკეთებ... შენდაუნებურად გამოგდის :D

მერე ლიმონკით რო შეუვარდები ვიღაცას ოჯახის გამო სხვა გამოსავალი როცა არ იქნება განა ეგ საჭირო არ არის? აუცილებელია ცრემლები მოგდიოდეს გრძნობებისგან რომ ეგ გააკეთო? მე ეგეთ სიტუაციაში არ ვინანებ ჩადენილს და შესაბამისად საკუთარი თავის უნდობლობა აქ არაფერ შუაშია

ახლა გეთანხმები :).
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამაყი ხარ და იმიტომ...

arc egeti ar minda rom viyo... ar minda rom sxvebma egre chatvalon. amayi sakutari tavistvis var. cxovrebashi sul vcdilob rom davfaro es tviseba da sxvebs ar davanaxo, memgoni gamomdis cotati. aq prosta gaxsnili var radgan vici rom me ar micnobt sinamdvileshi torem eseti ar viqnebi rom micnobdet.

როგორ ცდილობ პირველობა ყველა საკითხში ჩამომართვა... ამას უკვე განზრახ კი არ აკეთებ... შენდაუნებურად გამოგდის :D

შეეშვი ჩემს ანალიზს თორემ აღარ ვიცი უკვე ვინ ვარ :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...