Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

კაცო მე ხო ვიცი რომ მიყვარს საკუთარი თავი ეგ აღარ მაინტერესებს. ამ თემაში ეგ ბოლო პლანზე დგას.

 

სიყვარული თუ არ ვიცით რა არი მაშინ როგორ შეიძლება რამეზე ვთქვათ მიყვარსო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 60
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

სიყვარული თუ არ ვიცით რა არი მაშინ როგორ შეიძლება რამეზე ვთქვათ მიყვარსო?

 

ვგრძნობთ... მაგრამ ვერ ვხსნით რატომ ან როგორ. შენ ეჭვი გეპარება რომ გიყვარს საკუთარი თავი ან ოჯახის წევრები? სიყვარული ეს იგივეა სიბნელეში რომ რაღაც შეგეხოს და არ იცი ეგ რაარის.

Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ ეჭვი გეპარება რომ გიყვარს საკუთარი თავი ან ოჯახის წევრები?

 

თავს მოხვეულია... რაღაცნაირად გადმოეცემა თაობიდან თაობას. რელიგიებიც კი სიყვარულზე ქადაგებენ. ძაღლს უყვარს თავის პატრონი? შეიძლება ძაღლის პატრონისადმი დამოკიდებულებასაც და ააკუთარი თავისადმი, ან მშოვლებისადმი გრძნობას ერთი და იგივე ვუწოდოთ? ვიღაცამ გაიმარტივა საქმე, ფართო მასშტაბის ცნება სიყვარული შემოიღო და ყველაფერს მოსდო. ჩვენც ასე ბრმად მივყვებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავს მოხვეულია... რაღაცნაირად გადმოეცემა თაობიდან თაობას. რელიგიებიც კი სიყვარულზე ქადაგებენ. ძაღლს უყვარს თავის პატრონი? შეიძლება ძაღლის პატრონისადმი დამოკიდებულებასაც და ააკუთარი თავისადმი, ან მშოვლებისადმი გრძნობას ერთი და იგივე ვუწოდოთ? ვიღაცამ გაიმარტივა საქმე, ფართო მასშტაბის ცნება სიყვარული შემოიღო და ყველაფერს მოსდო. ჩვენც ასე ბრმად მივყვებით

 

სწორედაც რომ... მეც ასე ვთვლი, რადგან ამას მეც დამოიკდებულებას ვეძახი. დანარჩენი რასაც ფიზიკურად გრძნობ უბრალოდ ტვინის და სხეულის ქიმიაა :) რახან არსებობს ესეიგი საჭიროა და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სიყვარული ერქმევა თუ ტრუბანასოსი. მაგრამ მე ვერ ვხვდები იმას თუ ეს დამოკიდებულებაა მაშინ რა არის სიძულვილი? არადამოკიდებულება? ის ხომ სიყვარულის საპირისპირო მცნებაა, როგორც + და -. არადამოკიდებულებას განვიცდი შემთხვევით შეხვედრილ ადამიანთან ქუჩაში მაგრამ ეს სიძულვილი არ არის, რაღაც უფრო სპეციფიურია და ეს არ მესმის მე.

Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არადამოკიდებულება? ის ხომ სიყვარულის საპირისპირო მცნებაა, როგორც + და -. არადამოკიდებულებას განვიცდი შემთხვევით შეხვედრილ ადამიანთან ქუჩაში მაგრამ ეს სიძულვილი არ არის, რაღაც უფრო სპეციფიურია და ეს არ მესმის მე.

 

ნუ ახლა შენ არ უნდა გეშლებოდეს ეს.

ყველა ადამიანს აქვს ენერგეტიკა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ ახლა შენ არ უნდა გეშლებოდეს ეს.

ყველა ადამიანს აქვს ენერგეტიკა

 

ანუ რას გულისხმობ, ცუდ და კარგ აურას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ რას გულისხმობ, ცუდ და კარგ აურას?

 

ნუ აურაა, ქარიზმა თუ ენერგეტიკა... მარა რაღაც არი. რის მიხედვითაც ან პოზიტიურად განვეწყობით ან ნეგატიურად მის მიმართ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ აურაა, ქარიზმა თუ ენერგეტიკა... მარა რაღაც არი. რის მიხედვითაც ან პოზიტიურად განვეწყობით ან ნეგატიურად მის მიმართ

 

ხო მარა მე მაგას არ ვაქცევ ყურადღებას და დასკვნები არ გამომაქვს სანამ არ გავიგებ ვინ არის... ეგრე მეც მრაჩნი და რეციდივისტი ტიპის შთავეჭდილებას ვტოვებ ბევრისთვის, :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მედიტაცია არ გიცდია კითხვების საპასუხოდ?

 

არა იმიტომ რომ იქ ფიქრის საშუალება არ მაქვს... ზოგადად არც უნდა ფიქრობდე არაფერზე, უბრალოდ რაღაცეები ნაპერწკალივით უცბათ ვარდება, მცირე აზრები რაღაც დეტალები, ზოგჯერ კითხავები, ზოგჯერ რაღაც პასუხები, თავისით. მაგრამ ისე რომ მიზანმიმართულად მედიტაციაში რაღაც ფიქრებზე კონცენტრაცია გააკეთო არ გამოვა. უბრალოდ ვერ შეხვალ მაგ მდგომარეობაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა იმიტომ რომ იქ ფიქრის საშუალება არ მაქვს...

ისე მედიტაცუაზეც რო გაგეხსნა ერთი თემა... ან აქვე მიაწერე ბარემ, მაინც ყველაფერი არეული გვაქ ჩვენ

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე მედიტაცუაზეც რო გაგეხსნა ერთი თემა... ან აქვე მიაწერე ბარემ, მაინც ყველაფერი არეული გვაქ ჩვენ

 

ანუ როგორაა მედიტაციაში შესვლა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ როგორაა მედიტაციაში შესვლა?

 

ხო და საერთოდ როგორ შეგიძლია ახსნა მედიტაცია როგორც პიროვნულად ასევე მეცნიერულად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო და საერთოდ როგორ შეგიძლია ახსნა მედიტაცია როგორც პიროვნულად ასევე მეცნიერულად

 

კარგი

 

მეცნიერულად მედიტაცია მარტივი მოვლენაა. ეს არის დაახლოებით ისეთი მდგომარეობა როდესაც გონება თავისუფალია ყველანაირი ფიქრისგან და გონებრივი ანალიზისგან, მაგალითად უყურებ რაღაცას მაგრამ არ ფიქრობ, სინამდვილეში შენი გონება დაკავებულია უამრავი ინფორმაციის აღქმით, ვიზუალური თუ სხვა გრძნობითი ინფორმაციის გადამუშავებით რაც ქვეცნობიერ დონეზე იხარშება და ვერ აცნობიერებ, თითქოს გგონია რომ არაფერს აკეთებ მაგრამ ტვინი ყველაფერს მიედ-მოედება. ალბათ გქონია მომენტი როდესაც რაღაცას მიაშტერდები და არაფერზე არ ფიქრობ, როცა ხმაურსაც არ აქცევ ყურადღებას და რომ გელაპარაკებიან ყურადღებას არ აქცევ... ეგ სასიამოვნო მომენტი არის მედიტაციის ელემენტი.

 

ეს პროცესი კარგია ცხოვრებაში კონცენტრაციის გასამახვილებლად და შინაგანი სიმშვიდის გასამყარებლად. თავად პროცესის დროს რაიმე გენიალურ ან ფილოსოფიური აზრების ჩაწვდომა არ ხდება. მაგრამ ტექნიკის დახვეწის და გამოცდილების მიღების შემდეგ შესაძლებელი იქნება რაიმე აზრზე კონცეტრირება.

 

პრაქტიკუად მედიტაცია სხვა არაფერია, იღებ საწყის კონცენტრაციის წერტილს, მაგალითად სუნთქვის რიტმს, რაიმე მოკლე ფრაზას ან ვიზუალურ წერტილს მაგალითად სანთლის ალს, ასევე შეიძლება გონებაში წარმოდგენილ მარტივ ვიზუალურ მოვლენაზე ყურადღების გამახვილება (მაგალითად სიბნელეში კაშკაშა თეთრი წერტილი). ამ დროს თავისუფლდები ყოველგვარი ფიქრისგან და მთელს ყურადღებას კონცენტრაიცის წერტილზე ახდენ. სხეულის პოზა ამ შემთხვევაში სტანდარტულად ლოტუსის ფორმაა მაგრამ ჩემი გამოცდილებით უმჯობესია შენთვის კომფორტულ პოზაში ყოფნა. ჩემი პოზა დაახლოებით ლოტუსის მსგავსია ოღონდ შეცვლილია ზოგიერთი დეტალი.

 

მე პირადად კონცენტრაციის წერტილს გონებაში ვქმნი და თვალების ბოლომდე დახუჭვა მიჭირს (დიდხანს თვალდახუჭული ყოფნა მღლის) ამიტომ ბნელ და ხმაურისგან თავისუფალ ოთახში ვატარებ პროცესს.

 

დამწყებთათვის უმჯობესია კონცენტრაციის წერტილად საკუთარი სუნთქვის რიტმი იყოს. როდესაც ყველაფერი მზად იქნება პირველად მშვიდად და ღრმად ჩაისუნთქეთ და იგივე მშვიდ ამოსუნთქვას უნდა გამოაყოლოთ ყველანაირი ფიქრი, გონება უნდა დაიცალოს. არ მიაქციოთ არაფერს ყურადღება უბრალოდ მთელი კონცენტრაცია უნდა იყოს მიმართული საკუთარ სუნთქვაზე რომელიც უნდა იყოს ბუნებრივი და კომფორტული (არ ეცადოთ სუნთქვის რიტმის დამოუკიდებლად ცვლას, სხეულმა თავისით ისუნთქოს რეფლექსურად, თქვენი გონება მხოლოდ უნდა კონცენტრირდეს მასზე). ამ დროს თქვენ თავად სუნთქვა უნდა გახდეთ, არ უნდა არსებობდე სხვა სახით ან სხვა მდგომარეობაში, დანარჩენი ყველაფერი არ არსებულია, არსებობს მხოლოდ კონცენტრაციის წერტილი და თქვენ უნდა იყოთ ეს წერტილი. ამის გაცნობიერება დაგეხმარებათ უფრო ღრმა კონცენტრაციაში. ეცადეთ ეს მდგომარეობა რაც შეიძლება დიდხანს აკონტროლოთ. ზოგადად დამწყებები რამდენიმე წუთი არიან ამ მდგომარეობაში, სადღაც 5-10 წუთი, მაგრამ დროთა გნმავლობაში გამოცდილების მიღების შემდეგ რამდენიმე საათიც კი შეიძლება გაგრძელდეს. ამასთან ერთად მედიტირებას უკვე შეძლებთ ხმაურშიც და სინათლეშიც, ნებისმერ დროს, მაგალითად ტრანსპორტში ან სამსახურში. აქ მთავარია გონება მიაჩვიოთ ამ მდგომარეობას და შედეგებიც სახეზე იქნება. რაც უფრო დიდ გამოცდილებას მიიღებთ მით უფრო ჩაიძირებით პროცესის დროს და მით უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებთ

 

მე ჯერ ეხლა გადავლახე დამწყების საფეხური მაგრამ უკვე ვამჩნევ რომ ის რაც თავდაპირველად უბრალო ცარიელი პროცესი მეგონა, გახდა რაღაც მნიშვნელოვანი. სიტყვებით რომ ვეცადო გადმოცემას თუ რა ხდება მედიტაციის დროს ისაა რომ ამ დროს მე ვგრძნობ და ვაცნობიერებ თავს ნამდვილ ადამიანად. ერთხელ მქონდა კიდეც ისეთი მომენტი როდესაც მთლიანად ჩავიძირე და როგორც ძმაკაცმა მითხრა ტაშსაც რომ გიკრავდი ახლოს სახესთან რეაქცია არ გქონდაო, მე თითქმის არ მახსოვს ეგ, რადგან ყველაფერი ბუნდოვანი ხდება წერტილის გარდა.

 

მოკლედ პარალელურ სამყაროში არ გადაგიყვანს მედიტაცია მაგრამ გონებას მწყობრში აყენებს, ფიქრებიც და აზრებიც მშვიდი და საღი ახდება დროთა განმავლობაში და რათქმაუნდა შინაგანათაც უფრო მშვიდი და თავდაჯერებული ხდები, ნაკლებს ღელავ და თუ ღელავ თავის ხელში აყვანა გაცილებით მარტივი ხდება. დანარჩენს პირადი გამოცდილებით მიხვდებით და ისწავლით ვისაც გაინტერესებთ. მე მაინც მგონია რომ ყველას თავისი მეთოდიკა უნდა ქონდეს და სტანდარტულად ბევრს არ გამოუვა უკეთესად.

 

ხო და კიდევ... შეიძლება ვიღაც მთის მწვერვალზე სიწყნარეში და ლოტუსის ფორმაში იყოს მაგრამ მედიტირებდეს ის ვინც შუა ქალაქის მეტროში ფეხზე დგას... ამას ვერავინ გასწავლით თვითონ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დანარჩენს პირადი გამოცდილებით მიხვდებით და ისწავლით ვისაც გაინტერესებთ

არა რა პედაგოგი უნდა იყოთქო გეუბნები. საღოლ ისე მოყევი მეც კი დამაინტერესე. ვცდი მერე და თუ რამე გამოვიდა დავერ ჩემსასაც:titebi:

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...