Jump to content
Planeta.Ge

ვინმე მირჩიეთ სიგარეტს თავი როგორ დავანებო


Recommended Posts

  • Replies 59
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

5 წელი მე ვეწეოდი... შემდეგ 2 წელი დანებებული მქონდა საერთოდ, მაგრამ ეხლა ისევ დავიწყე, დროებით. იმედია :)

 

ამ ჩვევისგან დანებების 1000 ხერხს მოისმენ მაგრამ ის რითაც მე დავანებე თავი ეს იყო უბრალოდ სურვილი. პრობლემა ის არის რომ სიგარეტი არის ნარკოტიკი რომელსაც აქვს უძლიერესი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ნიკოტინი არ არის ისეთი ძლიერი ნარკოტიკი რომ დამოკიდებულება გამოხატული ქონდეს, პრობლემა წიკშია, "პრივიჩკა" რომ რაღაც გეჭიროს თითებს შორის და ჩაუშვა ბოლი ფილტვებში. ეს იგივეა რაც ფრჩხილების კვნეტა. სწორედ ეს არის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ფრჩხილების კვნეტის ჩვევისგან თავის დანებება მგონი ლოგიკურად ერთია... უბრალოდ უნდა შეწყვიტო ამის კეთება..

 

მოკლედ სანამ დავანებებდი მცდელობები მქონდა მეც, როგორც ყველას და დავრწმუნდი რომ ესე არაფერი გამოვიდოდა. შემდეგ დავიწყე საკუთარი თავის შემზადება. ყოველ დღე, ყოველი ღერის მოწევის დროს საკუთარ თავს ვაჯერებდი რომ მალე თავს დავანებებ, სულ ცოტაც და მოვრჩები. რამდენიმე თვის შემდეგ ალბათ 5-6 თვის შემდეგ ერთ მზიან დღეს ბოლო კოლოფიდან ამოვიღე ბოლო ღერი და უბრალოდ ვთქვი რომ დრო მოვიდა.

 

აქ ყველაზე მთავარია გაავარჯიშო საკუთარი გონება რომ შენ შეგიძლია ყველაფერი რასაც მოინდომებ, ერთგვარი პირადი რიტუალია საკუთარ თავში სიამაყის და სიძლიერის შექმნისა, შეიძლება მცდარი მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება ამ ილუზიას გამოიყენებ.

 

მოკლედ, სქელი სიგარეტიდან წვრილზე გადასვლა ელ. სიგარეტები და ტაბლეტები სისულელეა თუ "პრივიჩკას" არ ებრძოლე. ფსიქოლოგიურად შეამზადე თავი რომ ამას შეძლებ და უბრალოდ არ იძახო დავანებებ დავანებებ. თუ გინდა რომ რამე შეძლო მაშინ დააჯერე საკუთარი თავი რომ შენ უფრო ძლიერი ხარ ვიდრე სინამდვილეში გგონია. საქმე გაგიმარტივდება თუ რაიმე მოვლენა სტიმული გახდება ამისთვის, მაგალითად ოჯახში ახალი სიცოცხლის გაჩენა, შეყვარებულის გაჩენა, დაოჯახება, პირად ცხოვრებაში რაიმე წარმატება და ა.შ. ეს ყველაზე კარგი დროა საკუთარი ძალების გამოვლინებაში. მეც სწორედ ამას ველოდები რომ მეორე ტალღა გადავლახო.

 

შეიძლება სულელურად გეჩვენება ეს სიტყვები მაგრამ დამიჯერე ყველაფერი ვცადე მაგრამ ამის გარდა არაფერმა მიშველა. თანაც მარტო მე ხომ არ ვარ მწეველი ჩემს გარემოცვაში, ყველა ამას ამბობს რომ ფიზიკური მეთოდებით არაფერი გამოსდით.

 

ხო და ყველაზე მთარი. თუ ადამიანი მიხვდება იმას რომ ის თამბაქოზეა დამოკიდებული, ჩათვალოს რომ მას მთელი ცხოვრება მოუწევს მასთან ბრძოლა. ამისთვისაც მზად უნდა იყოს ყველა მწეველი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტივად... აღარ იყიდო, და მაინც თუ სახლში გაქვს გადაყარე :),
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინმე მირჩიეთ სიგარეტს თავი როგორ დავანებო

იმენნა შეჩვეული ხარ? ანუ რო არ მოწიო არ შეგიძლია? "პატარავდები"? თავი "გებერება"? "იკუმშები"? ადვილად გაღიზიანებადი ხდები..? თუ უკვე შეჩვეული ხარ, არამგონია, სტაჟს მნიშვნელობა ქონდეს.. :user:

ერთხელ მახსოვს, რამდენიმე წლის უკან.. მივატოვებ-მეთქი.. მთელი დღე არ მომიწევია.. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სულ სხვა, რაღაც ბნელ განზომილებაში ვიყავი და ხალხს ჩემი ფუღუროდან ვუყურებდი.. ყველაფერი ირგვლივ ვიწროვდებოდა.. ბოლო-ბოლო გადავიტანე, ხო იცი შენ.. - ყავის შემდეგ, ჭამის შემდეგ(ანუ ეს განსაკუთრებით ძნელია ჩემთვის).., მაგრამ..... მოკლედ დასრულდა დღე, დავწექი დასაძინებლად.. დაახლოებით 3 საათი ბევრძოდი უძილობას და ვბორგავდი ლოგინში.. ბოლოს ვთქვი, ეეე, რა სიგარეტს მოვუკლივარ და რა უძილობას-მეთქი.. იქ დამთავრდა ჩემი სიგარეტის მიტოვების მცდელობა.. :blink2:

 

თუ ვერ მიატოვებ, მოწევის შუალედი შეამცირე მაინც.. აი მაგალითად, მე ყოველ საათში ვეწეოდი. ახლა კი ყოველ 2 საათში ვეწევი.. რავი, უფრო მეტი დაგეზოგება მაინც ბოლო-ბოლო, სხვა თუ არაფერი.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოწევის შეწყვეტა ადვილია, პირადად მე ათასჯერ მაინც დამინებებია თავი--- ბერნარდ შოუ.

 

 

ჩემით კი ერთ ყველაზე კაი რჩევას მოგცემ. არ თქვა რო სამუდამოდ ანენებ... უბრალოდ თქვი რამდენიმე დღით შევჩერდებითქო,თუნდაც თავმოყვარეობის გამო. ან რაიმეს/ვინმეს ხათრით ორი დღე უბრალოდ გავძლებ უსიგარეტოთთქო. ხოდა მერე ყველაფერი გამოჩნდება. არადა თუ კაცი ხარ ორი დღე კი უნდა გაძლო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამაჩემმა პიტნის კამფეტებით დაანება თავი... როცა მოწევა უნდოდა პიტნის კამფეტს ჭამდა და გულს აყოლებდა... 20 წელი ეწეოდა და უკვე 1წელია სიგარეტი სძულს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას თავისი მეთოდი აქვს (ან უნდა ეძიოს). თუ დაიჯერებ რომ რაღაცა გიშველის ე.ი ეს მეთოდი შენთვის გამოსადეგი იქნება. ფსიქოლოგია.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არადა თუ კაცი ხარ ორი დღე კი უნდა გაძლო

რა დროს გავიგე ქალი, რომ ვყოფილვარ..! ფუ, გამეგო უფრო ახალგაზრდობაში მაინც, იქნებ ცოტა ფულს გავაკეთებდი.. თუმცა არც ახლა ვიქნები მგონი, ცუდი დამა.. :brr: :D

 

mama, შენ კი არ ეწეოდი, შენ აბოლებდი, IMHO.. :)

 

მარტივად... აღარ იყიდო, და მაინც თუ სახლში გაქვს გადაყარე :),

მაგიური მეთოდით მიტოვება არ უგულისხმია იმ კაცს.. :D

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა დროს გავიგე ქალი, რომ ვყოფილვარ..! ფუ, გამეგო უფრო ახალგაზრდობაში მაინც, იქნებ ცოტა ფულს გავაკეთებდი.. თუმცა არც ახლა ვიქნები მგონი, ცუდი დამა..

 

:)) დამაჩკა რომ ყოფილიყავი ალბათ აქ შემიყვარდებოდი :)) :titebi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)) დამაჩკა რომ ყოფილიყავი ალბათ აქ შემიყვარდებოდი :)) :titebi:

მოიცა რას ნიშნავს ეს..?? ჩემი ფოტო ხო არ გინახია..?? :)) :))

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგიური მეთოდით მიტოვება არ უგულისხმია იმ კაცს.. :D

 

აიღო, გადაჭრა და დაანარცხა მიწაზე პრობლემა :))

 

მოიცა რას ნიშნავს ეს..?? ჩემი ფოტო ხო არ გინახია..?? :)) :))

 

ჩორტ ევო ზნაეტ... იქნება და ნანახი მაქვს :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა დროს გავიგე ქალი, რომ ვყოფილვარ..! ფუ, გამეგო უფრო ახალგაზრდობაში მაინც, იქნებ ცოტა ფულს გავაკეთებდი.. თუმცა არც ახლა ვიქნები მგონი, ცუდი დამა..

 

ვიცი შენი გაჭირვება. მახსოვს ჩივილებიც დანებებას რო აპირებდი. შენ იმიტო ვერ დაანებე რო ფიქრობდი სულ ასე დავიტანჯებიო. მარა დამიჯერე, კაცურად რო თქვა სიგარეტზე ძლიერი ვარო, ორი დღე ყველაფრის გაძლებას შეძლებ. მერე ან დაანებებ ან არა:titebi: მარა შანსი დიდია რო შეძლო დანებება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიცი შენი გაჭირვება. მახსოვს ჩივილებიც დანებებას რო აპირებდი. შენ იმიტო ვერ დაანებე რო ფიქრობდი სულ ასე დავიტანჯებიო. მარა დამიჯერე, კაცურად რო თქვა სიგარეტზე ძლიერი ვარო, ორი დღე ყველაფრის გაძლებას შეძლებ. მერე ან დაანებებ ან არა :titebi: მარა შანსი დიდია რო შეძლო დანებება.

 

კვირებითაც ანებებენ მარა მერე ისევ იწყებენ მოწევას... ყველასგან ეგ მესმის 1 კვირა არ ვეწეოდი 2 კვირა არ ვეწეოდი მარა ყველა ამ სიტყვებს პირში სიგარეტ გარჭობილი მიყვებოდა. ჩემი გამოცდილებით გეუბნებით რომ 2 თვე არის კატასტროფული კრიზისი. ლომკა არ მქონია მაგრამ ცხოვრებაში სიზმრად რომ არ მინახია სიგარეტის მაგვარი არაფერი სწორედ იმ 2 თვის განმავლობაში თითქმის ყოველ ღამე ვხედავდი ხელში სიგარეტი როგორ მეჭირა, თან ისე რეალურად რომ სიზმარი წესივრად რომ არ მახსოვდა ეგ ფრაგმენტი მქონდა მარტო თავში დარჩენილი სიგარეტს რო ვეწეოდი, მერე საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი ეს რა გავაკეთე რატო მოვწიე გუშინთქო, მარა მერე ვხვდებოდი რომ სიზმარი იყო :)) საშინელებაა ჭამის მერე რომ გინდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...