კონტენტზე გადახტომა


ავტობიოგრაფია


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
163 პასუხი თემაში

#16 Elenkaa    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 40 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 January 2016 - 12:02 PM

Proessor
შთამბეჭდავი იყო... მადლობა გულწრფელობისთვის და ესეთი საინტერესო გადმოცემისთვის :) მე ეგრე ვერ შევძლებ გადმოცემას და იმედია არ მთხოვთ.

#17 belukabeluka    ნიკის ჩასმა

    დაუდგენელია

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2569 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:თბილისი
  • Interests:რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 January 2016 - 01:51 PM

დავწერო მეც ვითამ...?

დავიწყოთ...
" როდესაც მაკრიტიკებენ მე შემიძლია თავის დაცვა, მაგრამ, როცა მადიდებენ - უძლური ვხდები. ,,

#18 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 January 2016 - 01:52 PM

მიდით მიდით... დამანახეთ თქვენი სახეები :D დღეს კარგი დღე მაქვს...
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#19 belukabeluka    ნიკის ჩასმა

    დაუდგენელია

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2569 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:თბილისი
  • Interests:რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 January 2016 - 02:17 PM

ბარბარე გეგეშიძე 21 წლის ქალაქ თბილისიდან:D ვხატავ (მოყვარულის დონეზე), დამთავრებული მაქვს ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლა 10 წლედი, ერთი პერიოდი მოთხრობებსაც ვწერდი და ძალიან ბევრი წიგნაკი დამიგროვდა, ვუკრავ გიტარაზე და როიალზე.. (დარწმუნებული ვარ არცერთმა არ იცოდით) ამჟამად ვარ დავით აღმაშენებლის სახელობის გორის თავდაცვის აკადემიის სტუდენტი. მაინტერესებს: მაგია, ფილოსოფია, რელიგია, მითოლოგია. მიყვარს კატები, მყავს სამი კატა, სამივე შავები. კიკი, ბლექი და ინი. ვუსმენ როკს, ძირითადად მეტალს. თინეიჯერობა საზიზღარი მქონდა, ემო ვიყავი და ხან რომელ სასაფლაოზე ვეგდე და ხან რომელზე... ოღონდ კატებს არ ვკლავდი უბრალოდ კოცონთან ვისხედით და საშიშ ისტორიებს ვყვებოდით :)) (სამაგიეროდ დედაჩემი და მამაჩემი მკლავდნენ მერე:() ბავშვობა ასე თუ ისე ბედნიერი მქონდა და მეცინება სკოლის პერიოდზე... :D აი ისეთი ბავშვი ვიყავი დავალება სულ წესრიგში მაგრამ შატალოს ავტორი მე ვიყავი და საერთოდ თუ რამე გაფუჭდებოდა: -გეგეშიძე ფეხზე...! :D მასწავლებლები მწვალებელს მეძახდნენ ...:( ბავშვობაში ოქროსფერი თმა მქონდა, გასაკვირად ოქროსფერიც კი, ბუნებრივად წითური ვარ, მყავდა ბავშვობის თაყვანისმცემელი 5 წლისები ვიყავით და კარების უკან მემალებოდა როცა სამეგრელოში სტუმრად ჩავდიოდი და იქედან მიყირებდა :D (გამახსენდა ძველი გრძნობები). აზროვნებით ყოველთვის განვსხვავდებოდი იმიჯითაც(ჯანდაბა..! მე ხო ემო ვიყავი), სულ სერიოზულად ვიყავი, მარტო ერთ ადამიანთან ვგიჟობდი, ბავშვობის დაქალთან... აქტიურად დავდიოდი ლაშქრობებზე, სკოლაში გოგოების უმეტესობას არ "ვევასებოდი" :D )ნუ თვითონ ასე ამბობდნენ :D) და მე რა თქმა უნდა ამაზე ვხალისობდი. ცოტა ეჭვიანი ვიყავი ადრე... ახლა ძალიან ეჭვიანი ვარ,თუმცა არასდროს ვამჟღავნებ, ჩემთვის ჩუმად მიყვარს გამოძიება, და ეს უფრო იოლია როცა ობიექტმა არაფერი იცის:D,. მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა რაც ახლა მაღიზიანებს.

ეგია ჩემი კომენტარი :))

დანარჩენს შევინახავ, ზოგიერთმა სულიერმა წინასწარ რომ არ იცოდეს რა დარტყმას მივაყენებ :titebi:
" როდესაც მაკრიტიკებენ მე შემიძლია თავის დაცვა, მაგრამ, როცა მადიდებენ - უძლური ვხდები. ,,

#20 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 January 2016 - 02:18 PM

belukabeluka კარგი ხარ კარგი... ცოტა მეტი რომ დაგეწერა უფრო გამიხარდებოდა მაგრამ არაუშავს ესეც წავა... ჩემთვის ესეც საკმარისია რომ მივხვდე რატომ ხარ ეგეთი და ფსიქონალაიზი ჩაგიტარო ცუნცულ... :brr:
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#21 mama    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5363 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
  • Interests:ekonomika
    fsiqologia
    religia
რეპუტაცია: 256
საუკეთესო

დაწერილია 03 January 2016 - 02:20 PM

ღმერთი არს ჩემთან, მე ვიწყებ :))

ბავშვობა... პრობლემა ისაა რო მეხსიერებაში მაგრა მოვიკოჭლებ, ამიტო მხოლოდ ფრაგმენტები და ისიც ძაან ცოტა მახსოვს. მახსოვს ბაღში ებრაელი ძმაკაცი მყავდა, რომელიც თავის სუპის მერე ჩემსას ჭამდა :D ორივე კმაყოფილი ვიყავით, მარა მასწავლებელი ეჩხუბებოდა ყველაზე ბოლოს შენ ჭამო, მე მაქებდა ყოჩაღ მალე შეგიჭამიაო :)) მახსოვს კარუსელიდან ტალახში რო ჩავვარდი. კლასელი რო დამეჯახა თავით(ბედი არ უნდა ყველაფერს, მაინცდამაინც სვანი დამეჯახა :D ) და წინა ორი( :brr: ასეთი კბილები მქონდა) ჩამიმტვრია. პირველმა შეყვარებულმა, მეხუთე კლასში, თამაშისას დაახლოებას რო ვცდილობდი ძროხა მიწოდა... აი ეს კი მართლა ძალიან ცუდად მახსოვს. სერიოზულად ცუდად ვიყავი, ისე რო ფიზიკურადაც მეტყობოდა და ჩემებმა ლამის ექიმთანაც მიმიყვანეს :)) ერთ დღეში გადამიყვარდა.. ეს იყო ჩემი პირველი იმედგაცრუება და ალბათ მას შემდეგაა ასე სკეპტიკურად რო ვუყურებ მარადიული სიყვარულის ცნებას. მას შემდეგ მჯერა რო გონების დაკარგვამდე არავინ შემიყვარდება, და რაც არ უნდა მიყვარდეს თუ მაწყენია ეგრევე გავუშვებ ###ზე :))

კარგი მოსწავლე ვიყავი დაწყებითებში, არასდროს არ ვყოფილვარ სწავლაზე და ნიშნებზე გადარეული. ყოველთვის მიკვირდა და ახლაც მიკვირს რატო ტიროდნენ ბავშვები ცუდი ნიშნის მიღებაზე :brr: თუმცა მეც ვიტირე მეოთხე კლასში გამოცდაზე ყველაფერს რო ვუპასუხე და მაინც ოთხიანი დამიწერეს, ალბათ უფრო დედაჩემის ზეგავლენით ვტიროდი.

არასდროს არ მიყვარდა თავის გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა. დაწყებითიდან ფრიადოსანი გადავედი და საშუალო სკოლაში ოროსნობამდე ჩამოვედი :D დედაჩემი დაიბარეს და რაის ფრიადოსანი დებილია შენი შვილი ერთხელაც არ აუწევია ხელიო :titebi: დედაჩემმა გაუიასნა რო ეგ თავისით არ აიწევს ხელს, კითხეთ და ისე გიპასუხებთო. დაამუღამეს მასწავლებლებმა და მას შემდეგ მშვენივრად ვსწავლობდი. ბავშვებთანაც არ ვიყავი ძაან ახლოს, თუ ვინმეს რამის გადაწერა მოუნდებოდა მოვიდოდა, დავაწერიებდი,წავიდოდა :D

მორწმუნე არასდროს ვყოფილვარ, ალბათ უფრო ბებიის გავლენით. პირველი სერიოზული შეხება ამ საკითხთან ადრევე მქონდა, 10-12 წლის ვიყავი. მაშინ იწყებოდა ეკლესიიზაცია( :D ), ყველას წამდა, დადიოდა ეკლესიაში და ლაპარაკობდნენ რაღაც სიახლოვეზე ვიღაც ღმერთთან :brr: მაშინ კი ვიგრძენი თავი მარტოდ და განსხვავებულად, მინდოდა მეც მათნაირი ვყოფილიყავი და ვცადე ღმერთს დავკავშირებოდი, მართლა გულწრფელად ვესაუბრებოდი, მარა დიალოგი არ შედგა და ჩემი მონოლოგი გამოდგა მხოლოდ. ესეც მეორე იმედგაცრუება.. ესეც არავისთვის არ მითქვამს, როგორც მჩვევია ჩუმად გადავხარშე და დავადექი გზასა ამასა ათეისტობისა, მოგვიანებით შემძულდა ყველა სახის ღმერთი და მასთან ერთად მორწმუნეებიც

განსხვავებულობა სულ თან დამდევდა, ახლა ვფიქრობ და არ იყო ეს ჩემი ნებით გამოწვეული, მარა მაინც ვერ ვხვდები რატო ვიყავი(ვიყავი რა ახლაც ვარ :D ) სულ უმრავლესობის საწინააღმდეგო მხარეს. ჩემი ტოლები რო ქურდობაზე ოცნებობდნენ მე პოლიციელობა და ყველას დაჭერა მინდოდა :titebi: ამ მიზეზით ჩხუბებიც ბევრი იყო :D ერთი ჩხუბის დროს, როცა 100% მართალი ვიყავი, მთელი კლასი ჩემს მხარეს იყო, მაგრამ ბოლოს უფროს კლასელების შეეშინდათ, მარტო დავრჩი და გავილახე :user: :drug: რო გაიზარდნენ მერე კი მომიბოდიშეს არ ვიყავით მართლები რო მიგატოვეთო, მარა მოგეხსენებათ გატეხილი ჭიქის და ბოდიშის ამბავი.. ხოდა აქედან უკვე ზოგადად უნდობლობა დამჩემდა ადამიანებისადმი.


ემოციური ვარ და ზედმეტად განვიცდი ღალატსაც და შეცდომასაც ადამიანში, რაღაცას რო მოელოდები ადამიანისგან და ის რო არ გააკეთებს ვბრაზდები ჩემ თავზე და ვინგრევი ბოლომდე. ამიტომ თავდასაცავად ერთი ტაქტიკა შევიმუშავე არანაირი მოლოდინები და არანაირი ზედმეტად ახლო კავშირ-ურთიერთობები. გავხდი კიდევ უფრო ჩაკეტილი.

დაკვირვება მიყვარდა და ისეთ რაღაცებს ვამჩნევდი რასაც სხვები ვერ ხედავდნენ, ან რომც დაენახათ ყურადღებას არ აქცევდნენ. საზოგადოების ანალიზმა(ბავშვური და არა მეცნიერული გაგებით რა თქმა უნდა) დამაინტერესა. შევამჩნიე რო უახლოესი ადამიანებიც კი ერთმანეთთან ფარისევლობდნენ, იღიმოდნენ ძალით, ტონალობას იცვლიდნენ, მიმიკებს ხელოვნურად იცვლიდნენ და ასე შემდეგ. მეც ასე ვიქცეოდი... მერე მივხვდი რო ურთიერთობა თამაშის და ნიღბების გარეშე შეუძლებელია(ნუ ჯერ მაინც მწამს რო ვიპოვი იმ ერთადერთს ვისთანაც ბოლომდე გავშიშვლდები). კიდევ უფრო მოგვიანებით, ჩემი აზრიძთ მეტწილად მასწავლებლების დამსახურება იყო, ჩემს თავში ერთი ნიჭი აღმოვაჩინე. ტყუილს უფრო ადვილად ვაჯერებდი ადამიანებს ვიდრე სიმართლეს, ტყუილი უფრო მარტივიც და ლამაზიც იყო, ხოდა აქედან მოგეცა ლხენა :titebi: პათოლოგ მატყუარად ვიქეცი, ყველას ვატყუებდი და ყველაფერს ვიტყუებოდი. ეს ნაწილობრივ ხასიათის თვისებად გადამექცასავით. ვინც მიცნობს ჩემს შესახებ რო კითხო ყველა სხვადასხვას გეტყვის, ყველასთან სხვადასხვანაირი ვიყავი :dance: ტყუილების და ნიღბების მორევში დავიკარგე და ვერ ვხვდებოდი რომელი მე იყო ნამდვილი მე, რომელი სურვილი იყო ნამდვილად ჩემი და რომელი თავსმოხვეული, რა მინდოდა და ასე შემდეგ. შევეცადე გამოსწორებას და ტყუილების აღკვეთას, თუმცა ზემოთ მოყვანილი თეორემა ჭეშმარიტება გამოდგა და ტყუილის გარეშე ურთიერთობა შეუძლებელია! მხოლოდ საკუთარ თავთან ვიყავი ნამდვილი, არ მჭირდებოდა არაფრის შელამაზება ჩემი თავი ყველანაირს მიღებდა(სხვა რა გზა ჰქონდა რო:)) ) ხოდა შეგვიყვარდა კიდეც ერთმანეთი :titebi:

არასდროს მყოლია გვერდით ადამიანი ვისთანაც ბოლომდე გავიხსნებოდი, სულიერ სიახლოვეს რო ამბობენ რაღაც ეგეთი რო მეგრძნო. ნუ ამ 4 წლის წინ იყო დაახლოებით რაღაც მსგავსი, მარა მაინც გაჩნდა უთანხმოება. იმას გათხოვება უნდოდა, მე ცოლის მოყვანა არ შემეძლო ხოდა სხვა რა გზა იყო გავუშვი, იფრთხიალეთქო. მალევე შეასკდა კედელს(ანუ გათხოვდა :)) ) ამანაც ცუდად იმოქმედა და კარგა ხნით ტაიმაუტი ავიღე ყველაფრიდან.

ამდენმა, ნუ შეიძლება სხვისთვის არაფერი იყოს ან უფრო მეტიც იოლად ჰქონდეს გადატანილი, დარტყმებმა და ჩემმა ზედმეტად განცდიანობამ საშინელ დღეში ჩამაგდო. ერთადერთი გამოსავალი რაც დავინახე იყო გულგრილობა, ან მაქსიმალურად მაინც ამის მცდელობა. თავშესაფარი ცინიზმში ვიპოვე და საშინელ ცინიკოსად ჩამოვყალიბდი, ამან საკმაო შვება მომგვარა და მომეწონა....

ქრონოლოგიურად ვერსად ჩავსვი, არც ვიცი რამ გამოიწვია ან რა უმკურნალებს, ალბათ უფრო თანდაყოლილი და უკურნებელია. მოკლედ ჩემი პრობლემა გაუჩერებელი ფიქრია, არ შემიძლია ცოტა ხნით მაინც განვთავისუფლდე. საკუთარ თავს სულ კითხვებს და ამოცანებს ვუსვამ, რა თქმა უნდა პასუხები კიდე ახალ კითხვებს აჩენს და ა.შ. მაგალითად ამასწინ, აღარც მახსოვს რაზე დავიწყე ფიქრი და ბოლოს იქამდე მივედი ოკიანეში მარილის კონცენტრაცია მატულობს თუ არათქო, თუ მატულობს რამდენითთქო და ასე შემდეგ :)) მესმის რო უაზრობაა მარა ვერ ვჩერდები...



რავი მგონი მეტს ვეღარაფერს ვიტყვი საინტერესოს(ნუ არც ზემოთ თქმული მეჩვენება დიდად საინტერესოდ მარა :)) ) ხოდა ლოგიკურ დასასრულს მივუახლოვდები.

მოკლედ, ძაან ცუდი ტიპი არ ვარ, მარა ჯერ კიდე ბევრია სამუშაო :titebi:

ხო მართლა, კინაღამ დამავიწყდა არ მიყვარს მაკარონიანი სუპი, კრაბის სალათი, მადამ ბოვარი და სხვა ვიზუალურად განსხვავებული კერძები :titebi: :titebi: :D
ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...




კაფის კუთხეში იჯდა მხატვარი, უცქერდა ხალხს და ხატავდა ღორებს...

#22 belukabeluka    ნიკის ჩასმა

    დაუდგენელია

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2569 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:თბილისი
  • Interests:რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 January 2016 - 02:20 PM

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 January 2016 - 02:18 PM):

belukabeluka კარგი ხარ კარგი... ცოტა მეტი რომ დაგეწერა უფრო გამიხარდებოდა მაგრამ არაუშავს ესეც წავა... ჩემთვის ესეც საკმარისია რომ მივხვდე რატომ ხარ ეგეთი და ფსიქონალაიზი ჩაგიტარო ცუნცულ... :brr:/>
რა ფსიქო ანალიზიც გინდა ჩაატარე პაწია... სამეფო ტახტს მაინც არ დაგითმობ :*
" როდესაც მაკრიტიკებენ მე შემიძლია თავის დაცვა, მაგრამ, როცა მადიდებენ - უძლური ვხდები. ,,

#23 mama    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5363 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
  • Interests:ekonomika
    fsiqologia
    religia
რეპუტაცია: 256
საუკეთესო

დაწერილია 03 January 2016 - 02:24 PM

გამოხმაურების ნახვაbelukabelukaს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 January 2016 - 02:17 PM):

გიტარაზე და როიალზე.. (დარწმუნებული ვარ არცერთმა არ იცოდით)
გიტარა ვიცოდი :titebi:

გამოხმაურების ნახვაbelukabelukaს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 January 2016 - 02:17 PM):

ახლა ძალიან ეჭვიანი ვარ
ესეც ვიცი :))
ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...




კაფის კუთხეში იჯდა მხატვარი, უცქერდა ხალხს და ხატავდა ღორებს...

#24 belukabeluka    ნიკის ჩასმა

    დაუდგენელია

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2569 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:თბილისი
  • Interests:რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 January 2016 - 02:29 PM

mama

"დედამ რო მკითხა რატო ტირიო როცა სახლში მტირალი შევედი, მუჭი გავშალე და ხელისგულზე დაყრილი წინა ორი კბილი ვაჩვენე":D მახსოვს

კარგი მეც ვიტყვი რწმენაზე და საჭმელებზე :D
" როდესაც მაკრიტიკებენ მე შემიძლია თავის დაცვა, მაგრამ, როცა მადიდებენ - უძლური ვხდები. ,,

#25 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 January 2016 - 02:38 PM

mama :pupuza: შენ ნდამდვიალდ არ გამიცრუე იმედები, ყოჩაღ. მართლა სიამოვნება მნივიღე ამის კითხვით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამდენად ვგავართ ადამიანები ერთმანეთს.

ერთი კითხვა მაქვს... როდესაც თავი განსხვავებულად და მარტოსულად იგრძენი მაშინ თუ გაგჩენია ამდაგვარი შეგრძნება რომ საკუთარი თავის გარდა სინამდვილეში სხვასთან ყოფნა იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის როგორც ადრე იყო? :007:
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#26 mama    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5363 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
  • Interests:ekonomika
    fsiqologia
    religia
რეპუტაცია: 256
საუკეთესო

დაწერილია 03 January 2016 - 02:39 PM

გამოხმაურების ნახვაbelukabelukaს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 January 2016 - 02:29 PM):

საჭმელებზე
კარგი კულინარი იქნები შენ ასე მგონია :titebi:
ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...




კაფის კუთხეში იჯდა მხატვარი, უცქერდა ხალხს და ხატავდა ღორებს...

#27 belukabeluka    ნიკის ჩასმა

    დაუდგენელია

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2569 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:თბილისი
  • Interests:რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 January 2016 - 02:39 PM

ათეისტობას მეც ვიჩემებდი, მერე მივხვდი ზედმეტმა ცოდნამ რწმენა დამიკარგა ამიტომ გადავწყვიტე ცოდნა შემეზღუდა :D კანტის სიტყვებია მარა სიტყვა სიტყვით არ მახსოვს აზრი ერთია..:D რაღაც ზებუნებრივზე არ ვლაპარაკობ, მე სხვანაირად აღვიქვამ ღმერთსაც და ეშმაკსაც... ამაზე ლაპარაკი რომ დავიწყო თემას გადავუხვევ... არ მიყვარს ფანატიკოსი ქისტიანები, ყველაფერს ღმერთს რომ აწერენ, და საერთოდ არაფრის მიმართ არ ვყოფილვარ ფანატიზმით შეპყრობილი საკითარი თავის გარდა, რატომღაც გამორჩეულად მიყვარს ჩემი თავი და ვაფასებ :D... ყოველთვის გულგრილად ვუყურებ ჩემს ირგვლივ მომხდარ მოვლენებს, ვფიქრობ ასე უფრო ადვილია, ძნელია ჩემი წყენინება, გაბრაზება, გახარება და საერთოდ რამე ემოცია გამოიწვიო ჩემში, აქედან შედარებით უფრო ნაკლებად გაბრაზება... სულ ვღიღინებ როცა რამეს ვაკეთებ, ვმღერი... ვმღერი და ვმღერი... :D ძალიან მიყვარს სიმღერა Phantom Of The Opera, ვარიანტს მნიშვნელობა არ აქვს, არ მბეზრდება... ძველია მაგრამ ჩემში დიდ ემოციას იწვევს...
" როდესაც მაკრიტიკებენ მე შემიძლია თავის დაცვა, მაგრამ, როცა მადიდებენ - უძლური ვხდები. ,,

#28 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 January 2016 - 02:42 PM

გამოხმაურების ნახვაbelukabelukaს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 January 2016 - 02:20 PM):

რა ფსიქო ანალიზიც გინდა ჩაატარე პაწია... სამეფო ტახტს მაინც არ დაგითმობ :*

ტახტი შენთვის შეინახე დედოფლობას რომ დააპირებ... მე ღვთაება ვარ და ზემოდან გაკონტროლებ :))

გამოხმაურების ნახვაbelukabelukaს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 January 2016 - 02:39 PM):

არ მიყვარს ფანატიკოსი ქისტიანები, ყველაფერს ღმერთს რომ აწერენ, და საერთოდ არაფრის მიმართ არ ვყოფილვარ ფანატიზმით შეპყრობილი საკითარი თავის გარდა, რატომღაც გამორჩეულად მიყვარს ჩემი თავი და ვაფასებ :D

ai amitomac gafaseb me :titebi:
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#29 belukabeluka    ნიკის ჩასმა

    დაუდგენელია

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2569 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:თბილისი
  • Interests:რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია.
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 January 2016 - 02:43 PM

მარტოობა ჩემთვის სიმშვიდეს იწვევს და არც ვღელავ ამაზე, ჩემი კიკი ბლექი და ინი სულ ჩემთან არიან სამაგიეროდ... ვფიქრობ როცა ვჭამ, ვფიქრობ როცა ვლაპარაკობ და მაშინაც ვფიქრობ როცა მძინავს :D მამას თქმის არ იყოს ხანდახან ისეთ რამეებზე ვფიქრობ ალბათ რომ მოვკვდები ეშმაკი ტახტს დატოვებს და მე ვიეშმაკებ :)) მჯერა პარალელური სამყაროსი და დარწმუნებული ვარ არსებობს... ვამპირებისიც მჯერა :D

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 January 2016 - 02:42 PM):

ai amitomac gafaseb me
გაიხარე


" როდესაც მაკრიტიკებენ მე შემიძლია თავის დაცვა, მაგრამ, როცა მადიდებენ - უძლური ვხდები. ,,

#30 mama    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5363 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
  • Interests:ekonomika
    fsiqologia
    religia
რეპუტაცია: 256
საუკეთესო

დაწერილია 03 January 2016 - 02:44 PM

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 January 2016 - 02:38 PM):

როდესაც თავი განსხვავებულად და მარტოსულად იგრძენი მაშინ თუ გაგჩენია ამდაგვარი შეგრძნება რომ საკუთარი თავის გარდა სინამდვილეში სხვასთან ყოფნა იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის როგორც ადრე იყო?
სადღაც ამოვიკითხე და მომეწონა " მიდიხარ სახლში, ანთენ შუქს, ისხავ ჩაის, ჯდები სავარძელში და თვითონ წყვეტ ეს მარტოობაა თუ თავისუფლებაო". მე თავისუფლებად ჩავთვალე.

ხო მართლა, ბიოგრაფიაში დამავიწყდა მეთქვა რო ბოლო 5 წელია აბსოლიტურად მარტო ვცხოვრობ, იშვიათ სტუმრებს თუ არ ჩავთვლით :D . ჭურჭლის დარეცხვის და უთოობის(რაზეც ძირითადად სხვებს ვიხმარ, ან ისეთ ტანსაცმელს ვყიდულობ უთო რო არ ჭირდება :)) ) გარდა ყველაფერი მომწონს და არაფრის შეცვლა არ მინდა.

ურთიერთობა შეუძლებელია, ყველა მარტოსულია და ვინც იცის რო მარტოსულია იმას საკუთარი თავი მაინც ყავს გვერდით სხვა უფრო მარტოსულებთან შედარებით :titebi:
ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...




კაფის კუთხეში იჯდა მხატვარი, უცქერდა ხალხს და ხატავდა ღორებს...





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი