კონტენტზე გადახტომა


ავტობიოგრაფია


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
168 პასუხი თემაში

#1 mama    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5363 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
  • Interests:ekonomika
    fsiqologia
    religia
რეპუტაცია: 256
საუკეთესო

დაწერილია 02 January 2016 - 07:02 PM

აქ დავწეროთ ამხანაგებო საკუთარ თავზე ისეთი ინფორმაცია რაც ერთმანეთან ურთიერთობაში დაგვეხმარება.

ჯერ თემა იყოს და საღამოსკენ დავწერ მეც ჩემსას
ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...




კაფის კუთხეში იჯდა მხატვარი, უცქერდა ხალხს და ხატავდა ღორებს...

#2 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 02 January 2016 - 08:07 PM

ხო მარა მე რაღა დავწერო იმდენი დეტალი იცით უკვე :))
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#3 mama    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5363 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
  • Interests:ekonomika
    fsiqologia
    religia
რეპუტაცია: 256
საუკეთესო

დაწერილია 02 January 2016 - 10:55 PM

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 02 January 2016 - 08:07 PM):

ხო მარა მე რაღა დავწერო იმდენი დეტალი იცით უკვე
მე კი გიცნობ მოხარშულსაც :)) :)) მარა ხო ხედავ ახლებიც მოდიან თურმე
ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...




კაფის კუთხეში იჯდა მხატვარი, უცქერდა ხალხს და ხატავდა ღორებს...

#4 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 02 January 2016 - 11:05 PM

კარგი ანარქისტო... მეც შევიტან წვლილს, ოღონდ ერთი პირობით. ყველაფერი სერიოზული უნდა იყოს, მომბეზრდა ბანალური და სტანდარტული ყოფიერება. დაგვანახე შენი ბნელი და ნათელი ოთახის რაღაც ნაწილი, შენი ცხოვრების საინტერესო და შეიძლება უინტერესო ფრაგმენტებიც რაც გვაიძულებს რომ სხვანაირად შემოგხედოთ.

ხომ იცი მძიმე აზროვნების კაცი ვარ და თუ გინდა დავინტერესდე შენც უნდა დამძიმდე ცოტათი... ფსიქოანალიზი ჩაუტარე საკუთარ თავს და საკუთარ წარსულს :brr:

ვინ ხარ არ მაინტერესებს, მოგვიყევი რა ხარ... შენ დაიწყე შემდეგი მე ვიქნები. :titebi:
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#5 mama    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5363 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
  • Interests:ekonomika
    fsiqologia
    religia
რეპუტაცია: 256
საუკეთესო

დაწერილია 02 January 2016 - 11:11 PM

მოკლედ, რახან მორცხვობთ, მე დავიწყებ და მაგალითს მოგცემთ


ვარ ახოვანი, მხარბეჭიანი, ათლეტური აღნაგობის, ბრგე მამაკაცი(ეს იმათ გასაგონად სულ ცემა-ტყეპით რო იმუქრებიან :)) ), მარა მგონი ფიზიკურობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ჯობია სულიერზე გადავიტანო აქცენტი. გამომდინარე იქიდან რო სულის არსებობის არ მჯერა წერის გაგრძელება უნდა შევწყვიტო, მარა მაინც ვეცდები რაღაცას მოვუყარო თავი.

ხასიათი: ცვალებადი, ჯიუტი! ნუ შეიძლება კომბინაცია შეუსაბამო გეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია. ხასიათი ხშირად მეცვლება, მარა თუ შევიცვალე მერე ჯიუტად ვდგავარ :dash2:

მსოფმხედველობა: მემარცხენე-ულტრა მემარცხენე-ანარქო კომუნისტი.

მრწამსი: კაი ხანი ათეისტობაზე ვიდექი, მარა ამ ბოლო დროს რაღაც აგნოსტიკოსობისკენ მიმიწევს გული :titebi: :D

პროფესია: მარკეტოლოგი(მეტი არაა ჩემი მტერი, დიპლომიც არ ამიღია ჯერ :brr: )

ჩუმი, წყნარი, საყვარელი, არაკომუნიკაბელური, ერთგული, მგრძნობიარე, ემოციური, სათუთი :D ...

რავი, მეტი არ მაფიქრდება ახლა, მერე თანდათან შევავსებ :dance:

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 02 January 2016 - 11:05 PM):

ხომ იცი მძიმე აზროვნების კაცი ვარ და თუ გინდა დავინტერესდე შენც უნდა დამძიმდე ცოტათი... ფსიქოანალიზი ჩაუტარე საკუთარ თავს და საკუთარ წარსულს ვინ ხარ არ მაინტერესებს, მოგვიყევი რა ხარ... შენ დაიწყე შემდეგი მე ვიქნები
უი, ახლა ვნახე ეს, უკვე რო მოვაცოდვილე რაღაც მერე, მარა ამასაც მოგართმევთ. ცოტა დრო დამჭირდება ოღონდ :D :titebi:
ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...




კაფის კუთხეში იჯდა მხატვარი, უცქერდა ხალხს და ხატავდა ღორებს...

#6 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 02 January 2016 - 11:14 PM

ძალიან კარგი გულახდილობისთვის მაგრამ შეგიძლია მოგვიყვე რატომ გახდი ეგეთი? ხომ შეიძლება სხვანაირი ყოფილიყავი, სხვა გზით წასულიყავი. რამ იმოქმედა ან რა გადაგხდა ცხოვრებაში რამაც ეგეთი გაგხადა... შეიძლება ცოტა ვრცლად გამოგივიდეს მაგრამ მე აღფრთოვანებული დავრჩები და დამიჯერე ბევრიც... უფრო მეტ გულახდილობას შეძლებ?

თუ ვერ ხვდები მე რა მინდა მაშინ დავიწყებ და მიხვდები რაც მინდა :titebi:
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#7 mama    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5363 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
  • Interests:ekonomika
    fsiqologia
    religia
რეპუტაცია: 256
საუკეთესო

დაწერილია 02 January 2016 - 11:18 PM

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 02 January 2016 - 11:14 PM):

თუ ვერ ხვდები მე რა მინდა მაშინ დავიწყებ და მიხვდები რაც მინდა

კი მივხვდი მარა მაგალითი რო მომცე უკეთესი იქნება მაინც:))
ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...




კაფის კუთხეში იჯდა მხატვარი, უცქერდა ხალხს და ხატავდა ღორებს...

#8 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 02 January 2016 - 11:22 PM

გამოხმაურების ნახვაmamaს ციტატა(დაპოსტვის დრო 02 January 2016 - 11:18 PM):

კი მივხვდი მარა მაგალითი რო მომცე უკეთესი იქნება მაინც :))

:D კარგი ოღონდ ცოტა ვრცელი იქნება... ლოდინი მოგიწევს... მაშ ასე ვიწყებთ.
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#9 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8621 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 03 January 2016 - 12:01 AM

გამოხმაურების ნახვაmamaს ციტატა(დაპოსტვის დრო 02 January 2016 - 11:11 PM):

ვარ ახოვანი, მხარბეჭიანი, ათლეტური აღნაგობის, ბრგე მამაკაცი(ეს იმათ გასაგონად სულ ცემა-ტყეპით რო იმუქრებიან ),
:))

გამოხმაურების ნახვაmamaს ციტატა(დაპოსტვის დრო 02 January 2016 - 11:11 PM):

მემარცხენე-ულტრა მემარცხენე-ანარქო კომუნისტი.
მარცხენებს კიდევ არაუშავთ, მაგრამ ბოლო განსაკუთრებით ტეხავს.. ისე, ცხონებულ ბაბუაჩემს ქე გოუხარდებოდა.. :P :D

გამოხმაურების ნახვაmamaს ციტატა(დაპოსტვის დრო 02 January 2016 - 11:11 PM):

მარა ამ ბოლო დროს რაღაც აგნოსტიკოსობისკენ მიმიწევს გული
ქე იცი, ვისი გავლენაა.. დადებული სურათი :D

გამოხმაურების ნახვაmamaს ციტატა(დაპოსტვის დრო 02 January 2016 - 11:11 PM):

ჩუმი, წყნარი, საყვარელი, არაკომუნიკაბელური, ერთგული, მგრძნობიარე, ემოციური, სათუთი ...
ჩათვალე, რომ ქე რო იცი იმას, უკვე შეუყვარდი.. :D

გამოხმაურება რედაქტირებულია Shaten: 03 January 2016 - 12:03 AM

"..ბრტყელი და ცივი ვიწექი მე
მათი თამაშის მსხვერპლი
გაურკვეველის ჩრდილში.."

#10 mama    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5363 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
  • Interests:ekonomika
    fsiqologia
    religia
რეპუტაცია: 256
საუკეთესო

დაწერილია 03 January 2016 - 12:05 AM

გამოხმაურების ნახვაShatenს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 January 2016 - 12:01 AM):

მარცხენებს კიდევ არაუშავთ, მაგრამ ბოლო განსაკუთრებით ტეხავს.. ისე, ცხონებულ ბაბუაჩემს ქე გაუხარდებოდა..

თავისუფლება თანასწორობის გარეშე ჯუნგლები იქნება

გამოხმაურების ნახვაShatenს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 January 2016 - 12:01 AM):

ჩათვალე, რომ ქე რო იცი იმას, უკვე შეუყვარდი

:)) ეგ დამდნარია უკვე,მარა მოკვდება და არ აღიარებს
ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...




კაფის კუთხეში იჯდა მხატვარი, უცქერდა ხალხს და ხატავდა ღორებს...

#11 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8621 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 03 January 2016 - 12:09 AM

მე ვერ დავწერ, ჩემს ავტობიოგრაფიას, რადგან ძებნილი ვარ.. :cool: https://youtu.be/6r3kgJdEVHI (ფუ, რა ღლე ჯუზიკა და კლიპია!) :D :D

გამოხმაურება რედაქტირებულია Shaten: 03 January 2016 - 12:11 AM

"..ბრტყელი და ცივი ვიწექი მე
მათი თამაშის მსხვერპლი
გაურკვეველის ჩრდილში.."

#12 mama    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5363 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
  • Interests:ekonomika
    fsiqologia
    religia
რეპუტაცია: 256
საუკეთესო

დაწერილია 03 January 2016 - 01:38 AM

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 02 January 2016 - 11:22 PM):

ვრცელი იქნება... ლოდინი მოგიწევს... მ
ამხელაა დავიჯერო? :titebi: :D
ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...




კაფის კუთხეში იჯდა მხატვარი, უცქერდა ხალხს და ხატავდა ღორებს...

#13 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 January 2016 - 01:57 AM

ვინ შეძლებთ ამის წაკითხვას? თუ შეძლებთ ვიზიარებ... :cry:
თუ გადაწყვიტეთ მაშინ მოემზადეთ...





იიი.... წავიდა...



ჩემი ისტორიაც როგორც ყველა სხვა დანარჩენის, ბავშვობიდან იწყება, უფრო ზუსტად იმ მონაკვეთიდან რომლის გახსენებაც შეგიძლია, ეს მარტივი გასაგებია, იმის იქით არ არსებობ, საკუთარი თავისთვის. შეიძლება გიყვებოდნენ აი შენ ესეთი იყავი, ამას აკეთებდი, იმას შვებოდი, მაგრამ ეს ყველაფერი ლეგენდებს და ზღაპრებს გავს როდესაც შენ ვერ იხსენებ ამ ცხოვრების ნაწილს.

ბავშვობა იდეალური იყო ჩემთვის და ამავდროულად რთულიც, ბოლო-ბოლო იმ წყეულ პერიოდში ვიზრდებოდი როცა ქვეყანა განადგურებული იყო. ფიცრებით გაკეთებული ავტომატებით ვთამაშობდით და 5 ლარიანი ბურთი ჩვენთვის აღმაფრენასთან ასოცირდებოდა. ამ პერიოდში ძალიან მგრძნობიარე ვიყავი, მტირალა, სუსტი, იმდენად სუსტი რომ ჩემი უმცროსი ძმაც კი მერეოდა, ალბათ იმიტომ რომ არასდროს არ ვიმეტებდი სხვებს, მაშინაც კი როცა იმსახურებდნენ რამეს... ბავშვობიდან ჰუმანური ვიყავი, მახსოვს ერთხელ ალბათ 6-7 წლის ვიქნებოდი სოფელში კნუტი ვიპოვე. იმდენად საყვარელი იყო რომ მოფერებისგან ვაწვალებდი, რაღაც მომენტში მივხვდი რომ კნუტი უბრალოდ დავახრჩვე... წავიყვანე და ჭასთან წყლით სავსე ქვაბში ჩავაყოფინე თავი. მანდ მივხვდი რომ კნუტი აღარ სუნთქავდა. აღარ ვიცოდი რა მექნა, რამდენიმე დღე ვტიროდი და თავი ეგეთი დამნაშავე არასდროს მიგრძვნია. ეს იყო ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი ეპიზოდი. ამ ფაქტმა ჩემზე ალბათ იმოქმედა, რადგან ყოველთვის როდესაც მკვდარ ან მომაკვდავ არსებას ვუყურებდი სულ ის გრძობა მეუფლებოდა. რამდენიმე წლის მერე ისევ სოფელში შევესწარი ხბოს დაკვლას. ეს იყო საშინელება რომელიც დღემდე კოშმარად მახსოვს. ალბათ თუ ადამიანები შემძულდა ეს სწორედ მაგ მომენტში ვიგრძენი. ამ პატარა მონაკვეთებმა კიდევ უფრო ჰუმანური გამხადა, დარწმუნებული ვარ რომ გარდამტეხი ჩემი ამდაგვარი ცვლილებისა სწორედ ეს მოვლენები გახდა. მთელი ჩემი მომავალი ცხოვრების განმავლობაში არასდროს არ გამიმეტებია არავინ მაშინაც კი როცა აფსოლიტურად დაუცველი ვიყავი. უბრალოდ არ შემიძლია მთელი ჩემი ძალით ვინმეს ან რამეს დავარტყა. შეიძლება იმიტომ რომ თავი მონსტრად და ავადმყოფად არ ვიგრძნო როგორც მაშინ ის კნუტი შემომაკვდა, ან ისევ დავინახო ტკივილი სხვებში როგორც იმ ხბოს თვალებში.

ამასობაში ნელ-ნელა ვიზრდებოდი. სკოლაში ჩვეულებრივი მოსწავლე ვიყავი, დიდად არ გამოვირჩეოდი. ხუთოსანი არასდროს ვიყავი მაგრამ არც ოროსანი ვყოფილვარ, კლასელებს ვუყვარდი და მეც მიყვარდა ისინი. სკოლაში ალბათ ერთგულება ვისწავლე. ერთი ძმაკაცი მყავდა კლასში რომელთანაც ყველაზე ხშირად მქონდა კონტაქტი, მასაც ვუყვარდი. რომელ საკლასო ოთახშიც არ უნდა ვყოფილიყავით ვიცოდით რომ ჩვენ გვერდიგვერდ უნდა ვმჯდარიყავით. ერთი კლასელი გვყავდა ფიზიკურად ძლიერი თანაც ცოტა ქუჩური მენტალიტეტის ბიჭი... პატივისცემით ვეპყრობოდით ერთმანეთს და დღემდე არ შემიცვლია შეხედულება მის მიმართ. ამ ჩემს უახლოეს ძმაკაცს და ამ ძლიერ ბიჭს შორის ერთხელ უთანხმოება მოხდა, ჩემი ძმაკაცი ასე ვთქვათ ქუჩურად ჩაჭრა (სისულელეების გამო) და ყველა ვინც მასთან ძმაკაცობდა დაშორდა, ბიჭები გამიგებენ, მოკლედ დობრად დაშორდნენ :D, ერთი ადამიანის გარდა. ეს ადამიანი მე ვიყავი რაც ყველამ იცოდა. ზოგი ჩუმად ეძმაკაცებოდა ისე რომ სხვებს არ გაეგოთ მაგრამ მე ყველას განვუცხადე რომ ის ჩემი ძმაკაცია. იმ ძლიერ ბიჭს არაფერი უთქვია, ეტყობა გამიგო რაღაც მომენტში... გავიდა წლები, ცოტა წამოვიზარდეთ, ერთხელაც მე და ჩემ ერთ კლასელს შორის უთანხმოება მოხდა, პატარა ჩხუბის ვარიანტი იყო, მერე საქმის გარჩევები. ამ ბიჭთან ვისთანაც ჩხუბი მომივიდა ვძმაკაცობდით მეც და ის ჩემი მეგობარიც რომელსაც მე არ დავშორდი ადრე. მოკლედ მოხდა ისე რომ იმან ვინც მე არ მივატოვე და ვინც მეგონა რომ ჩემი სამუდამო მეგობარი იქნებოდა, უბრალოდ ის ბიჭი არჩია და განმიცხადა "გშორდები". ეს იყო კიდევ ერთი დარტყმა რაც მძიმედ მახსენდება. სხვა ალბათ ჩემ ადგილზე ცხვირ-პირს დაულეწავდა, მაგრამ მე უბრალოდ ჩამოვიშალე... მაშინ მივხვდი რას ნიშნავდა ღალატი.

გადიოდა წლები, მოახლოვდა ეს წყეული გარდატეხის ასაკიც. გარდატეხის ასაკი მართლაც გარდამტეხის მომტანი აღმოჩდა ჩემი, რომელიც მთელი თავისი შეუპოვრობით დამატყდა თავს. ამ პერიოდამდე მე ძალიან კონტაქტური ვიყავი, განსაკუთრებით გოგოებთან. მათთან უფრო ადვილად ვპოულობდი ენას და მათაც უყვარდათ ჩემთან ერთად ყოფნა. გარდატეხის ასაკმა კი ყველაფერი დაანგრია. ყველაფერი უბრალო ფიზიოლოგიური ცვლილებას მოყვა, სახეზე ნელ-ნელა გამონაყარი გამიჩნდა, ჯერ შუბლზე, მერე მთელ სახეზე. ვითომ არაფერი, ვერ ვამჩნევდი რომ გარშემომყოფებს შეეცვლათ ჩემდამი განწყობა, მაგრამ პრობლემა ჩემს თავში ჩასახლდა მხოლოდ და მხოლოდ. თავს მახინჯად ვთვლიდი რაღაც დონეზე, მეგონა რომ სხვებს არ სიამოვნებდათ ჩემთან ურთიერთობა, გოგოებზე და შეყვარებულზე ხომ საერთოდ ზედმეტი იყო ლაპარაკი. ის კონტაქტური ბიჭი რომელსაც იცნობდნენ უბრალოდ ნელ-ნელა დნებოდა და ქრებოდა, გოგოებს უკვე თვალებშიც ვერ ვუყურებდი საუბრის დროს, ვმორცხვობდი და ვცდილობდი მალევე ამერიდებინა თავი მათგან. ერთი სიტყვით არასრულფასოვნების კომპლექსი ვითარდებოდა ჩემში. დროთა განმავლობაში შევეგუე ამ მდგომარეობას, ვცდილობდი მოვრგებულიყავი სხვებს და ეს ასე თუ ისე გამომდიოდა, ცოტ-ცოტა. ძმაკაცებთან ერთად ხან რა სისულელეს ვაკეთებდით, ხან რას. გულით არასდროს მინდოდა ცუდი მეკეთებინა უბრალოდ არ მინდოდა რომ სხვანაირი ვყოფილიყავი. ცოტატი სულელი კი ვიყავი მაგრამ ეს ალბათ აუცილებელიც იყო რომ საბოლოოდ არ გავნადგურებულიყავი. ჩხუბები, ქურდობა, ქუჩური გარჩევები და სხვა ათასი მაიმუნობა რაც კი შეიძლება მეკეთებინა ვაკეთებდი, სიგარეტის მოწევაც ქუჩამ დამაწყებინა, მაღაზიებში დავდიოდით და ვიპარავდით რაღაცეეებს. ბოლოს ისე გავთავხედდით რომ ვიღაცას კოკაკოლა რომ მოუნდებოდა ვდგებოდი, მაღაზიაში მივდიოდი და პირდაპირ მაცივრიდან ვიღებდი რაც მინდოდა და მომქონდა თითქოს იმ მაღაზიის მეპატრონე ვიყავი :)), საღამოს ქუჩაში დაყენებულ მანქანებს მარკებს ვაცლიდით და ვყიდდით, სკოლის ბუფეტიც კი გვაქვს გაძარცვული ღამე. მშენებლობიდან არმატურებს ვიპარავდით და ვაბარებდით. ერთხელ სამალავი ვნახეთ სადაც არამტურები ელაგა, ეტყობა ვიღაცამ მოიპარა და იქ დამალა რომ მერე ნელ ნელა გაეზიდა. ჩვენ კი მოპარულ არმატურებს ვიპარავდით. ხოო... ქუჩაში თავხედობა, რისკი და თავისუფლება ვისწავლე. ცუდად ვიქცეოდი მაგრამ კარგი დრო იყო. მაშინ არ იყო კომპიუტერები, მარტო ფეხბურთის თამაში შეგვეძლო ან მაიმუნობა. ეს უბრალოდ გასართობი იყო და მეტი არაფერი, ცუდი განზრახვები არ მქონდა უბრალოდ სულელი ვიყავი და მეტი არაფერი. ამავე პერიოდში შველას ღმერთში ვეძებდი, ვიყავი ძალიან მორწმუნე, ყოველ დილას და საღამოს ლოცვებს ვკითხულობდი, დავდიოდი ეკლესიაში და სტიქაროსნობასაც კი ვუმიზნებდი :)) ეს რწმენაც ალბათ საკუთარი არასრულფასოვნების შესანიღბად მწირდებოდა... ვინ იცის...

ამ ყველაფერთან ერთად ცნობისმოყვარე გავხდი, ალბათ იმიტომ რომ ჩაკეტილი ვიყავი საკუთარ თავში და ამ ცნობისმოყვარეობამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს მომავალ ჩამოყალიბებაში. სკოლის დამთავრების ჟამს აბიტურიენტი ვიყავი, სულ ვსწავლობდი და ვემზადებოდი უნივერსიტეტისთვის. ბოლოს რაც მინდოდა ის მივიღე, ჩავაბარე იქ სადაც მინდოდა და ალბათ ეს იყო პატარა სტიმული იმისა რომ საკუთარ ძალებს ოპტიმისტურად თუ არა რეალისტურად მაინც მივდგომოდი. მაინტერესებდა ყველაფერი; ბუნება, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, კოსმოსი და ცოტა მისტიკაც. საკუთარ თავთან უფრო მეტ დროს ვატარებდი ვიდრე სხვებთან. ყველაფერზე ვფიქრობდი, ცხოვრებაზე, საკუთარ თავზე, ღმერთზე... ნელ-ნელა ტვინი განვითარდა ალბათ, კითხვები უფრო მეტი მიჩნდებოდა ვიდრე პასუხებს ვპოულობდი, ამან ჩემი აზროვნება ფილოსოფიურისკენ და აბსტრაქტულისკენ დაძრა, რაც უფრო მეტს ვფიქრობდი მით უფრო ვავარჯიშებდი გონებას. რაღაც მომენტში მივხვდი რომ ის ღმერთი რომელიც რელიგიის სახეა უბრალოდ ფანტაზიაა და მეტი არაფერი, რადგან ის ხელს მიშლიდა აზროვნებაში, არ მაძლევდა უფლებას რომ თავისუფლად მეფიქრა სიღრმეებზე. ხოდა ბოლოს მან დაკარგა თავისი მნიშვნელობა, ჩემი აზროვნება და პრინციპები მასზე ძლიერი აღმოჩნდა. შემეცვალა ეგზისტენციალური შეხედულებები და შევქმენი ჩემებური გაგება როგორც ღმერთისა ისე ცხოვრებისა.

ბოლო 6 წელი ჩემი საბოლოო ჩამოყალიბების და შეცვლის ეტაპი აღმოჩნდა, უნივერსიტეტში ცოტა უფრო კონტაქტური გავხდი... ფარმაცევტულ ფაკულტეტზე ძირითადად გოგოები სწავლობენ. ჩემ კურსზე 70-80% გოგო იყო და შესაბამისად მინდოდა ეს თუ არა მიწევდა მათთან ურთიერთობა. ნელ-ნელა გამონაყრის ადგილზე წვერი გახშირდა, სახე დამიწყნარდა და სულიც ნელ-ნელა დაწყნარდა, კონტაქტი აღარ მიჭირდა ადამიანებთან, მაგრამ ის ძველი კომპლექსები მაინც არ გამქრალა, რაღაც მომენტში მგონია რომ გაქვავდნენ და პრინციპებად გადაიქცნენ. ხო ალბათ ესეა რადგან აღარ მიძნელდება სხვებთან ურთიერთობა, უბრალოდ არ მინდა ბევრი ლაპარაკი, მითუმეტეს ზედაპირულ და უმნიშვნელო საკითხებზე, სხვისგან თუ არ დავინახე რომ მზად არის ჩემთან ურთიერთობისთვის მე ხმას არ გავცემ მას, არც მივაქცევ ყურადღებას... ცუდია თუ კარგია არ ვიცი, არც მაინტერესებს მე კმაყოფილი ვარ იმით რაც ვარ და არც ვეცდები რომ შევიცვალო. საკუთარი თავი აღმოჩნდა ჩემი უდიდესი მეგობარი და გადამრჩენელი. მარტოობა ჩემი კოზირი აღმოჩნდა და ძალიან მიკვირს და მეცოდებიან ის ადამიანები რომლებსაც მარტოობა აშინებთ. ასეთ ადამიანებს უბრალოდ არ სურთ დაინახონ საკუთარი თავი სინამდვილეში, ჩახედონ იმ სიცარიელეს რასაც სინამდვილეში წარმოადგენენ.

ხალხმრავლობა არ მიყვარს, ვცდილობ ნაკლებად გამოვირჩეოდე და ნაკლებად მაკვირდებოდნენ, ესეც იმის შედეგი უნდა იყოს რომ საკუთარი მარტოსულობა ვაღიარე და სწორედ თავს მაშინ ვგრძნობ ძლიერად როცა მარტო ვარ. ერთადერთი რაც მიყვარს საზოგადოებაში ეს არის მათი დაკვირვება. შორიდან ვუყურებ სხვებს მათ ურთიერთობებს ჩაურევლად. სხვა ადამიანებზე დაკვირვებით ვისწავლე და ვავლობ იმას თუ რას წარმოადგენენ, როგორები არიან, რაღაც დონეზე ვისწავლე ხალხის ამოკითხვა მათ ქცევებში, ინტერესებში და თუნდაც საუბრის სტილში. სწორედ ამიტომ ჩემი მოტყუება არც თუ ისე მარტივია. ხშირად არ ვიმჩნევ იმას რომ გამაბრიყვეს, არ ავყვები სისულელეებ, მე ის უფრო მანიჭებს სიამოვნებას რომ ვიღაცას სულელი ვგონივარ და სინამდვილეში მე ყველაფერი ვიცი, ვიდრე ის რომ ვამხილო, შევარცხვინო და დავამცირო. ამას თუ გავაკეთებ ალბათ მასზე უფრო სულელი აღმოვჩნდები. მე კი არ მინდა რომ სხვებს ვგავდე, წარმოვაჩინო საკუთარი თავი რაღაცად, როგორც პატარა ბავშვი რომელიც ცდილობს ჯიუტად ყურადღების მიქცევას როდესაც მას არ ეთამაშებიან. ზოგადად ცხოვრებაში ალბათ უსუსურის და პესიმისტის შთაბეჭდილებას ვტოვებ და არც მაქცევენ ყურადღებას, რაღაც პონტში არაფრად არ მაგდებენ და სწორედ ეს აღმაგზნებს და მინდა რომ ესეც იყოს, ეს არის ჩემი მიზანი რომ სხვებმა ვერ დამინახონ, არ იცოდნენ მე ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, სამაგიეროდ მე ვიცოდე ვინც არიან და რა შეუძლიათ ან არ შეუძლიათ. ეს დიდი კოზირია და არასდროს არ გამოვიყენებ ამ კოზირს თუ ამის საჭიროება არ იქნება. :titebi: ჩუმ ჩუმად კი, ისე რომ სხვები არ ამჩნევდნენ ამას წინ მიიწევ. ყოველთვის იმას ვიღებ რაც მინდა, ყველაფერი დაგეგმილი ამქვს წინასწარ, მაშინაც კი როცა ვიტყუები ყველაფერს ისე ვაკეთებ რომ გამოთქმა "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს" ჩემთან მიმართებაში უსარგებლო იყოს, პატარა დეტალსაც კი ვითვალისწინებ რომ ხელჩასაჭიდი არაფერი იყოს... გინდ დაიჯეთ გინდ არა მაგრამ ყველა ჩემი დაგეგმილი ტყუილი იდეალურია და დღემდე ვერავინ მიმხვდარა და ჯობია ვერც მიხვდნენ. :brr: ამიტომ ყველას გულახდილი და უცოდველი კრავი ვგონონივარ, ცუდი რეპუტაცია არსად არ მაქვს, შეიძლება ვიღაცას ვძულვარ მაგრამ იმის საბაბს ვერ ეღირსება რომ დაასაბუთოს საკუთარი სიძულვილი. თუ სადმე უთანხმოება ხდება ვინც მიცნობს იციან რომ მე ნეიტრალური ვარ და ამიტოამც ხშირად მოდიან ჩემთან რჩევის მისაღებად ან გულის გადასაშლელად. ეს ნიკი რაც მქვია ოჯახში შემარქვეს პირველად, ჯიბრიანობის გამო, რადგან ყოველთვის მაინც იმას ვაკეთებ რაც მინდა და პასუხიც ყოველთვის მზად მაქვს საქციელის დასასაბუთებლად.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე სტაბილური ვარ, ადამიანებს ნაკლებად ვენდობი რადგან იყო კიდევ ჩემ ცხოვრებაში ბნელი მონაკვეთები რამაც ჩემი ნდობის კოეფიციენტი შეამცირა. საშინლად ერთგული ვარ, პრინციპულად ერთგული, მაგრამ ჩემი ერთგულების მოპოვება არის ოქროს მედალის ტოლფასი, ამიტომაც მხოლოდ 4 ძმაკაცი მყავს ვისაც მართლა ძმაკაცად ვთვლი და დღემდე მე მათში პატარა შეცდომაც კი არ დამინახია, პრინციპში ამიტომაც არიან ჩემი ძმაკაცები.

რაზეც არ მილაპარაკია ეს არის ჩემი ოჯახი... ეს ალბათ ყველა მიხვდება რომ ცალკე თემაა და უფრო მეტი დრო დაჭირდება ახსნა განამრტებებს. მოკლედ ვიტყვი რომ დედაჩემი გმირია. 2 წლის ვიყავი როცა მამა მოკლეს და ფაქტიურად დედაჩემმა მთელი თავისი ახალგაზრდობა მე და ჩემ ძმას შემოგვწირა, მოგვცა მომავალი, განათლება და გზა. დედაჩემის ძმამ, ანუ ბიძაჩემმა ფაქტიურად მამობა გამიწია, ოჯახში კაცის მოვალეობა შეასრულა. დედაჩემზე 15 წლით უფროსია და ძალიან გამოცდილი ქალაქელი კაცია, მან კაცური მოქცევა და მორალები მასწავლა. ჩემი უმცროსი ძმა კი განსაკუთრებულია, ჩემი აფსოლიტური ანტაგონისტი როგორც გარეგნულად ასევე შინაგანად, ამის გამო სანამ ცოლს მოიყვანდა თითქმის ყოველ დღე ჩხუბი და კამათი გვქონდა, ვერ ვიხსენებ დღეს როცა არ გვიჩხუბია, ხანდახან მუშტებითაც და სხვადასხვა ნივთებითაც :)). მაგრამ ამით მე ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობდი, ალბათ ვისწავლე ტაქტი და ის თუ როგორ არ უნდა მიდგომოდი ადამიანებს რომ მათთან უთანხმოება არ მომსვლოდა.

ეხლა კი ვიტყვი თუ როგორი არ მინდა რომ ვიყო... ვერ ვიტან ეგოიზმს, ყველაფერს რაც ეგოიზმის გამოვლინებაა ჩემი მტერია, ყველაფერი რაც მატერიალისტურია ჩემგან აღიარებას არ მიიღებს. სტანდარტულობა, ერთფეროვნება, ზედაპირულობა, მიმბაძველობა, ყველაფერი ეს უნიჭობა და აზროვნების ე.ი საკუთარი თავის დაკნინებაა. მეცინება ოპტიმიზმზე და არ მესმის პესიმიზმის.

მე ვარ ბექა დავითის ძე ******** 24 წლის, დაბადებული და გაზრდილი თბილისში.
რა ვარ მე... მე ვარ იდეალისტი მონსტრი, რომელიც ყალიბდება დედა აფეთქებულ სამყაროში, სულელ საზოგადოებასა და უსასრულო სიგიჟეში.

შეიძლება მეთვითონ მინდა სიგიჟე გავხდე ჩორტ ევო ზნაეტ. :read:
|
|
|
|

:m195: :facepalm: შეძლებთ ამას? :titebi: :titebi: :titebi:
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#14 mama    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5363 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
  • Interests:ekonomika
    fsiqologia
    religia
რეპუტაცია: 256
საუკეთესო

დაწერილია 03 January 2016 - 02:30 AM

Proessor

გაგიკვირდება და წავიკითხე:)) კიდე უფრო გაგაკვირვებ, მომეწონა კიდეც და ახლობელიც ბევრი ვიპოვე :brr:
ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...




კაფის კუთხეში იჯდა მხატვარი, უცქერდა ხალხს და ხატავდა ღორებს...

#15 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 January 2016 - 02:38 AM

გამოხმაურების ნახვაmamaს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 January 2016 - 02:30 AM):

გაგიკვირდება და წავიკითხე :)) კიდე უფრო გაგაკვირვებ, მომეწონა კიდეც და ახლობელიც ბევრი ვიპოვე :brr:

მადლოებელი, მადლობელი :vedreba: მიდი შენც, როცა შეძლებ... მოგვიყევი რამე... მთელი ქრონოლოგია სავალდებულო არაა, შეგიძლია ძირითადი მოყვე რაც გულზე გკიდია, დამიჯერე მე დიდი სიამოვნებით წავიკითხავ, თან შენთვისაც კარგია, თუ რამე ტვირთი გაქვს ცოტატი მოიგეშვება.
იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი