კონტენტზე გადახტომა


FLEX Program


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 flex_recruiter    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 1 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 21 September 2015 - 01:32 PM

FLEX პროგრამის შესარჩევი ეტაპები იწყება

უკვე ოცდამესამე წელია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა “ FLEX” შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში. პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის

(1) მე-9, მე-10 და მე-11 კლასის,
(2) 1999 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის 16 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც
(3) ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში,
(4) არიან საქართველოს მოქალაქეები და
(5) ფლობენ ინგლისურ ენას.

“FLEX” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს (შშმპ). ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის- 1998 წლის 15 თებერვლიდან 2001 წლის 16 ივლისამდე.

2015 წლის შემოდგომასა და ზამთარში ამერიკული საბჭოების წარმომადგენლები ტესტირებას ჩაატარებენ საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონულ ცენტრში.

მარნეული 23 სექტ. 2015წ. 10:00სთ საჯარო სკოლა #5, რუსთაველის #52
რუსთავი 25 სექტ. 2015წ. 10:00სთ საჯარო სკოლა #4, ლეონიძის #26ა
თელავი 26 სექტ. 2015წ. 10:00სთ საჯარო სკოლა #7, ალაზნის #22
გორი 30 სექტ. 2015წ. 10:00სთ საჯარო სკოლა #3, დ. ამილახვრის #26
ქუთაისი 3 ოქტ. 2015წ. 10:00სთ საჯარო სკოლა #3, წმ. ნინოს #2
ნინოწმინდა 7 ოქტ. 2015წ. 10:00სთ საჯარო სკოლა #1, ტერიანის #14
ახალციხე 10 ოქტ. 2015წ. 10:00სთ საჯარო სკოლა #1, მიქუტიშვილის #2
ბათუმი 10 ოქტ. 2015წ. 10:00სთ საჯარო სკოლა #8, გრიბოედოვის #35
ბორჯომი 12 ოქტ.2015წ. 10:00სთ საჯარო სკოლა #1, წმ. ნინოს #2
ზუგდიდი 12 ოქტ. 2015წ. 10:00სთ საჯარო სკოლა #1, აღმაშენებლის #1
თბილისი 17 ოქტ. 2015წ. 10:00სთ საჯარო სკოლა #55, ჭავჭავაძის გამზ. #38
შშმპ 27 ოქტ. 2015წ. 11:00სთ ამერიკული საბჭოების ოფისი, ჭავჭავაძის გამზ #35ა


მონაწილეებმა ტესტირების ცენტრში გამოცხადებისას თან უნდა იქონიონ:
1. დაბადების მოწმობის დედანი (ან პირადობა, ან პასპორტი),
2. ერთი ახლადგადაღებული 3X4სმ ფოტოსურათი და
3. კალამი.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ ტესტირება გაიარონ ზემოთ ჩამოთვლილი ცენტრებიდან მხოლოდ ერთ-ერთში. მონაწილე, რომელიც ტესტირებას გაივლის ორ სხვადასხვა ცენტრში, იქნება დისკვალიფიცირებული. წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო, პირადპირ ტესტირების დღეს მოხდება რეგისტრაცია.

ფინალისტების შერჩევა მიმდინარეობს სამ ეტაპად. მონაწილეები პირველ ტურში გაივლიან ინგლისური ენის 15-წუთიან ტესტს. მეორე ტურში გადასული კონკურსანტებს დაევალებათ რამდენიმე თემის დაწერა, ხოლო ამ ტურის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას მესამე ტურში ანუ ნახევარფინალში. ნახევარფინალისტი მოსწავლეები შეავსებენ ანკეტას, დაწერენ კომპლექსური ინგლისურის ტესტს და გაივლიან გასაუბრებას. ფინალისტები გამოვლინდებიან 2016 წლის მაისის დასაწყისში. ისინი იმავე წლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაბრუნდებიან საქართველოში 2017 წლის ივნისის თვეში.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება უფასოა ისევე, როგორც ტესტირების გავლა, ამიტომ გამოიყენეთ შანსი და გახდით ამ ისტორიული პროგრამის ნაწილი!

საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები საქართველოში: ტელ: (995 322) 29-21-06, 91-32-72;

www.americancouncils.ge/flex





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი