Jump to content
Planeta.Ge

html/css გურუ/ უმცროსი პროგრამისტის ვაკანსია


Recommended Posts

მიჩხიკინე.მე ესა მარტივი ვებ სივრცე რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან (უახლოეს მომავალში 5G-ს მეშვეობით მთვარიდანაც) იღებს ტექნიკურ ინფორმაციას სხვასხვა ბრენდების მიერ წარმოებული ტექნიკის შესახებ, იმის მიუხედავად ბრენდი არსებობს თუ არა ან არის თუ პროდუქტი გაყიდვაში. ტექნიკური ბუმის პირობებში მიჩხიკინე.მე -ს მიზანია უსასყიდლოდ დაეხმაროს მომხმარებლს მინიმალური დანახარჯების საშუალებით მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია სასურველი ნივთის შესახებ... ასევე ჩვენი საიტის გააჩნია უნიკალური შედარების ფუნქცია რომელიც თავიდან აგარიდებთ გაუთავებელ სიარულს სხვადასხვა მაღაზიებში და მარტივ პლაფორმაში მოგცემთ საშუალებას შედაროთ ერთმანეთს ნებისმიერი აპარატი.მიჩხიკინე.მე ასევე ცდილობს შეაგაროვოს ცნობები მობილური აპარატების მწარმოებელი ფირმის საქმიანობის, ადგილმდებარებოის, მათი განვლილი ისტორიის, ტექნიკური მიღწევების შესახებ რათა მომხმარებელს გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

იმის მიუხედავად რომ ჩვენი გუნდი შედგება ახალგაზრდა, ენერგიული, ჯიუტი (პროფესიული თვასაზრისით) წევრებისგან, მას აქვს ამბიცია რომ ჰქონდეს დახვეწილი და პროფესიონალური ხედვა ამ სფეროში. გამომდინარე აქედან ჩვენი გუნდი მუდმივი ზრდა-განვითარების პროცესშია, რადგან ვებ-ტექნოლოგიები ყველაზე ცოცხალი და სწრაფად განვითარებადი სფეროა. ამიტომაც ჩვენ ვეძებთ ახალ კადრს რომელიც დაგვეხმარება მიჩხიკინე.მე-ს კიდევ უფრო დახვეწაში.

იმისთვის რომ თქვენ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი საჭიროა გახასითებდეთ:

 

 

 

სასურველია

 

* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

* შრომისმოყვარეობა

* არასტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

* ლოგიკური აზროვნება

* ერკვეოდეთ ვებ ტექნოლოგიებში

* ორიენტირებული იყოთ ვებ სტანდარტებზე

* მეგობრობდეთ საძიებო სისტემებთან

 

 

 

აუცილებელია:

 

* Adobe Photoshop-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

ფაილის გახსნა, შემცველობის ნახვა, ობიექტის ზომების გაგება, ობიექტებს შორის ზომების განსაზღვრა, დახურვა.

* სუფთად, გამართულად წერდეს HTML/CSS - ში.

არ გვაქვს პრეტეზია ვინმეს მოვთხოვოთ უკლებლივ ყველა ტეგის ზეპირად ცოდნა, მაგრამ სასურველია ნულიდან წერდეს კოდს და ინტერნეტს მხოლოდ validator.w3.org -ის იყენებდეს.

* სემანტიკურად სწორი HTML კოდი.

პირველ რიგში გვინდა სემანტიკური(აზრობრივი) დაწყობილი იყოს ტეგები დოკუმეტში, თავისთავად დოკუმტების დახარისხებასაც ვაქცევთ ყურადღებას

* სწორად უნდა იხსნებოდეს ძირითად ბრაუზერებში

internet explorer 7 დან და ზემოთ (იმის მიხედავად რომ მაიკროსოფტი კრძალავს მის გამოყენებას) Opera, Mozilla Firefox, Google Chrome, safariSi ორიენტირს ამ

ბრაუზერებზე ვიღებთ თუ სხვებისთვისაც გაკეთდება ოპტიზირება ეს კიდევ ერთ უპირატესობად ჩაითვლება და ანაზღაურებაც შესაბამისად გაიზრდება.

* დოკუმენტი აცილებლად უნდა გადიოდეს 100% შემოწმებას validator.w3.org

 

 

 

კანდიდატის ნამუშერები:

 

* სტანდარტული მოკლე CV.

* გთხოვთ ნამუშევრები გაუშვათ რომელიმე უფასო ჰოსტინგზე.

* აუცილებელია ყველა პროექტი გადიოდეს სრულ ვალიდაციას validator.w3.org -ზე

 

** არა სავალდებულო ერთზე მეტი პროექტი გამოუშვათ! ჩვენ გვინდა ერთი მაგრამ თავიდან ბოლომდე თქვენი გაკეთებული! პროექტი რომელშიც მაქსიმალური შრომა ჩადეთ და არა 500$ თემა სადმე

უფასოდ ნახეთ საკაფოდ გადმოაქართულეთ და დღეში 700 უნიკალური ვიზიტორი გყავთ

 

 

 

გადახდა:

 

ანაზღაურება მოხდება ნაღდი ანგარიშსწორებით და დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

* შესრულებულ სამუშაოს სირთულეზე (ყოველ დასრულებული გვერდის შემდეგ ადგილზე მოხდეს თანხის გადახდა, ან მოხდეს გარკვეული გვერდების შესყიდვა)

* სამუშაო ვადებზე (წინასწარ შეთანხმებული ვადის გადცილების შემთხვევაში მოხდება კონტრაქტის შეწყვეტა )

* გამოცდილებაზე (არ დაგავიწყდეთ საიტი გაშვებულია, მუშაობს მაგრამ ჩვენ თქვენგან ველოდებით ახალ იდებს რათა პლათფორმა გახდეს უფრო ეფექტური, მოქნილი და ფუქცინალური)

- ნამუშერების გადახედვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებთან ჩვენი სასტარტო ფასი გვერდისთვის 50 ლარიდან იწყება.

 

 

სამუშაო გარემო:

ჯერჯერობით კომპანიას არ აქვს რამე კონკრეტული ფართი, ნათელი 24/7 დაცვით, ევრორემონტით თბილის ცენტრალულ უბნებში. ასევე კომპანია ამ ეტაპზე ვერ შემოგთავაზებთ უფასო ჩაი-ყავას

სამუშაო პერიოდში მაგრამ თუ თქვენ გაკმაყოფილებთ ჩვენი პირობები და გინდათ ოფისში სიარული, კომპანიას შეუძლია შემოგთავაზოთ ოფისი რუსთავში.

ოფისი სამუშაო საათები 09:00 - 17 : 00 პლიუს ერთი საათი შესვენება

 

 

გთხოვთ ნამუშერები გადმოაგზავნოთ:

 

michkhikine@gmail.com

 

 

ანდა დაგვიკავშირდეთ შემდეგი სოცილური ქსელიდან:

http://www.mamba.ru/...73570152/dating

http://michkhikine.tumblr.com/

https://www.facebook.com/pages/micxikineme/...84026168?ref=hl

 

ასევე ეს ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ პოსტერად

http://41.media.tumblr.com/9dcb8649a6a6ccf12443b1172f98998d/tumblr_nl5gn36pcm1u48pb1o1_r1_1280.png

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 7 years later...

Мне больше по душе общаться тут https://datingforyou.ru/elitnye-sayty-znakomstv. Очень много сайтов и для поиска друзей, и для поиска парня. Так что рекомендую, они все бесплатные.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...