კონტენტზე გადახტომა


ცეკვა: ჰიპ ჰოპ და ბრეიქდანსი - Hip Hop and Breakdane

ჰიპ ჰოპ hip hop ბრეიქი ბრეიქდანსი ბიბოინგი breakdance bboying

  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
8 პასუხი თემაში

#1 Amikosamadashvili    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 4 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 12 February 2015 - 05:00 PM

გამარჯობათ მეგობრებო, ჩემი ახალი თემა შეეხება თანამედროვე ცეკვებს, როგორიცაა HIP-HOP, BREAK DANCE (Bboing), POPPING, LOCKING, KRUMPING, DUBSTEP (Animation Dance), FREE STYLE, STREET DANCE და სხვა. მოკლედ მინდა, რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ მხრივ ინფორმაცია დეტალურად იყოს თავმოყრილი და თავმობმული, ამიტომ თუ ვინმეს გაინტერესებთ ეს სფერო შეგვიძლია ვისაუბროთ და ერთად განვიხილოთ, დასაწყისისთვის გეტყვით, რომ საქართველოში ეს მიმდინარეობები ბოლო პერიოდი აქტიურად ვითარდება, გვყავს რამოდენიმე კარგი ჯგუფი და კარგი მოცეკვავეები უბრალოდ, რადგან ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში დაგვიანებით შემოვიდა ამ კულტურასაც გაუჭირდა ფესვების მყარად გადმგმა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავაად ჩვენ ჩვენივე ძალებით აქტიურად ვვითარდებით და სამომავლოდ უფრო მეტნი გავხდებით.

Break Dance - ისტორია

ქუჩის ცეკვების ერთ-ერთი წამყვანი სტილი სახელწოდებით Breakdance, იგივე Bboying უძველესი და ულამაზესი მიმდინარეობაა, რომელიც პუერტო რიკოელ და შავ კანიან ახალგაზრდებს შორის 1970 წელს გავრცელდა. ცეკვა მედიის წყალობით მთელს მსოფლიოში აიტაცეს, განსაკუთრებით სამხრეთ კორეასა და დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და იაპონიაში.ძირითადად Bboying შედგებოდა ოთხის სახის მოძრაობებისაგან:
1.Toprock 2.Downrock 3.Power movies 4.Freezes.
Break Dance როგორც წესი, ჰიპ ჰოპ მუსიკაზე იცეკვებოდა, ფანკზე და ბრეიქ ბიტებზე, თუმცა თანამედროვეობამ მისცა საშუალება ცეკვის ამ სტილს, რომ სხვადასხვა ჟანრის მუსიკასაც მორგებოდა, რამაც უფრო მეტი მრავალფეროვნება და ინტერესი შესძინა მას. ამ ჟანრის პიონერები იყვნენ “Creazy legs”, Colon და Ken swift ჯგუფიდან “Rock steady crew”. მათ ცალკე ისტორია აქვთ. ამ ადამიანებმა უდიდესი პოპულარობა მოუტანეს ცეკვის ამ სახეობას და ლეგენდებად დარჩნენ. თუ ჩავუღრმავდებით და უფრო შორს თუ გავიხედავთ, მე არ მინდა წვლილი დავუკარგო ლეგენდარულ მომღერალს ჯეიმს ბრაუნს, რომელმაც თავისი სპეციფიური ფეხების მოძრაობებით და შესატყვისი მუსიკის სტილით უდიდესი გავლენა მოახდია BreakDance-ს განვითარებაზე. მეტიც, Bboy-ები დღესაც ცეკვავენ მის მუსიკაზე. ასევეა Clive Campbell იგივე “DJ kool hek”, რომელიც როგორც ჰიპ ჰოპ კულტურის ასევე Break Beat-ს ავტორად გვევლინება და ერთ-ერთი პიონერია ჰიპ ჰოპ ისტორიაში.

The Rock Steady Crew
ვცდილობ პოსტი დიდი არ გამომივიდეს და ამიტომ ბევრ საინტერესო ფაქტზე და მოვლენაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. პირდაპი გეტყვით, რომ მოცეკვავე, რომელიც ამ სტილს ცეკვავს Bboy ჰქვია, თუმცა Break Dance ხშირად გამოიყენება Bboying ის აღსანიშნად. ტერმინმა Break Dance გაუგებრობა გამოიწვია, რადგან ის საერთო ტერმინი გახდა და ადრე რამოდენიმე სხვა სტილის ცეკვებსაც მიაწერდნენ ხოლმე, როგორიც იყო Popping, Locking, Electric Boogalo. მაგალითად: ცნობილი ჯგუფი JabbaWockezz-ის მოცეკვავეები ამბობენ, რომ მათ არ მოსწონთ ეს სიტყვა “Break Dance” და ყველას უსწორებენ, რომ ეს არის Bboying, რაც არა მხოლოდ ცეკვას, არამედ პიროვნების ცხოვრების სტილს ეგრეთ წოდებული LIVESTYLE-ს აღნიშნავს, ხოლო სიტყვა-სიტყვით აბრევიატურაა „Breaking Boy”. ბრეიქდანსი ჰიპ- ჰოპ კულტურის ერთ-ერთი უდიდესი ნაწილია, რომელსაც საფუძლები ჰიპ ჰოპ კულტურამდე ჩაეყარა. როგორც ვიცით ჰიპ ჰოპ კულტურა ოთხ ძირითადი ნაწილად იყოფა ეს არის MCing, DJing, Breaking და Graffity ანუ ჩვენ თუ აქედან ვიმსჯელებთ Breaking-ი აღნიშნავს ცეკვას ჰიპ ჰოპ კულტურაში, რაც ნიშნავს, რომ იგი ითვისებს ყველა დანარჩენ ცეკვის სტატუსს. ამიტომაც ვამბობთ, რომ ბრეიქინგის განვითარებამ და არსებობამ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ცეკვის მხრივ ჰიპ ჰოპის განვითარებაში! (იხილეთ: ჰიპ ჰოპის ისტორია) რაშიც ხელს უწყობდა ის ფანკ და ბრეიქბიტ მუსიკა რასაც იმ დროს DJ-ეები უკრავდნენ “Dance Party”-ებზე. (მაგალითად: იხილეთ, ზემოდ ხზენებული “DJ Cool Hek” თუ როგორ დაუკრა ორი ბიტი ერთად) მოკლედ, ამ მუსიკის ფონზე მოცეკვავეებს ეძლოდათ საშუალება, წარედგინათ რიტმულ ბაზაზე დამყარებული იმპროვიზირებული მანერები და მოძრაობები. როგორც ამბობენ, 90 წლებში ყველაზე მეტი მოცეკვავე და ჯგუფი აფრო ამერიკიდან იყო და სწორედ ამან განაპირობა Breakdance-ში სიტყვა Uprock-ის დამკვიდრებაც. ეს აგრესიული ცეკვის სტილია, სადაც მონაწილეები ერთმანეთში ბრძოლას თამაშობენ მანერისა და პანტომიმის საშუალებით. ასევე ამბობენ რომ Bboying-მა შეცვალა ბრძოლა ქუჩის ბანდებს შორის. ამის საწინააღმდეგო აზრი აქვს სხვას და მცდარ აზრად მიიჩნევენ, მაგრამ ორივე აზრს აქვს არსებობის უფლება. მაგალითად მე მჯერა, რადგან ბევრი ამაზე სასაცილო და დღეისთვის შეუფერებელი მიზეზი და ახსნა წამიკითხავს სხვადასხვა ილეთისა და სტილის წარმოშობაზე:) მოკლედ, “ვისაც გვჯერა გაგვატარეთ”-ისა არ იყოს გავაგრძელებ წერას და გეტყვით რომ ცეკვის ამ სტილმა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად შეაღწია. ჩვენთან საერთოდ დაიგვიანა:)

ბრაზილია

ისმაელ ტოლედო ერთ-ერთი პირველი ბიბოი იყო ბრაზილიაში. 1984 წელს ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა ცეკვის შესასწავლად და სწორედ ა.შ.შ-ში აღმოაჩინა ცეკვის ეს სტილი და დაუმეგობრდა BBOY crazy legs, რომელიც მისი პარტნიორი იყო 4 წლის განმავლობაში. როდესაც იგი ჩამოყალიბებული ბიბოი გახდა, ტოლედო სან პაულოში დაბრუნდა, ცეკვის ჯგუფების შეკრება და ჩამოყალიბება დაიწყო, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე გავიდოდნენ და გახსნა ცეკვის სტუდია street collage.

იაპონია

მას შემდეგ რაც steady crew იაპონიაში ჩავიდა, ბიბოინგმა გაფურჩქვნა დაიყო. ყოველ კვირა დღეს ბიბოები ტოკიოს მთავარ პარკში იკრიბებოდნენ. ერთ-ერთი პირველი და სახელგანთმული ბრეიქერია crazy, რომელიც ახლა ცნობილი იაპონური ჯგუფის ლიდერია. ის ასევე ორგანიზებას უკეთებს ყოველწლიურ ჩემპიონატს სახელწოდებით b.boy park, სადაც 10000 გულშემატკივარი იყრის ხოლმე თავს.

სამხრეთ კორეა

ამბობენ სამხრეთ კორეაში Bboying ამერიკელმა ჯარისკაცებმა შემოიტანესო, მაგრამ აღსანიშნავი და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ცეკვის განვითარების სამხრეთ კორეაში ის არის, რომ პრომოუტერმა ჯონ ჯეი ჩონმა, რომელიც ლოს ანჯლესში მოღვაწეობდა, სამშობლო მოინახულა და სეულში ჩავიდა. რომელიღაც კლუბში გაიცნო ჯგუფი expression crew. ჯონმა ჯგუფს კასეტა მისცა, სადაც ლოს ანჟელესის Breakdance-ის კონკური იყო ჩაწერილი. ამ კონკურსს რადიოტრონი ერქვა (იხილეთ რადიოტრონის წვლილი ჰიპ ჰოპ ცეკვასა და კულტურაში). ერთი წლის შემდეგ, როცა ჯონი დაბრუნდა სეულში, ნახა რომ მისი კასეტა მრავალ ეგზემპლარად იყო გადამრავლებული და მთელი კორეის ცეკვის საზოგადეობაში იყო გავრცელებული. სულ მალე, 2002 წელს corean expression crew-მ მოიგო ძალიან პრესტიჟული საცეკვაო კონკურსი (Battle of the year) და მას შემდეგ კორეის მთვრობისთვის ცეკვის ეს ჟანრი პრიორიტეტული გახდა და მის პოპულარიზაციაზე ზრუნვა დაიწყეს. კორეა ყველაზე დიდ კაპიტალს დებს Breakdance ღონისძიებების მოწყობაში და კულტურის,სპორტის და ტურიზმის სამინისტრო მის განვითრებაზეა ორიენტირებული. R16 არის კორეის მთვრობის მიერ ორგანიზებული პრესტიჟული და ცეკვის სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის ყველაზე ცნობილი ღონისძიება. დღეს Bboying განვითარების უმაღლეს დონეზეა და დღითი დღე იზრდება ასე, რომ დანარჩენი უნდა ნახოთ!

ავტორი: ამიკო სამადაშვილი
წყარო: http://www.lvldance.ge/

#2 Amikosamadashvili    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 4 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 14 February 2015 - 02:01 PM

თემას განვავროცობ თუ გამოეხმაურება ვინმე

გამოხმაურება რედაქტირებულია Amikosamadashvili: 14 February 2015 - 02:01 PM


#3 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8585 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 14 February 2015 - 06:41 PM

გამოხმაურების ნახვაAmikosamadashviliს ციტატა(დაპოსტვის დრო 14 February 2015 - 02:01 PM):

თემას განვავროცობ თუ გამოეხმაურება ვინმე
რავი, როგორ გითხრა.. :)
"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#4 Proessor    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2717 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 16 February 2015 - 12:12 PM

გამოხმაურების ნახვაShatenს ციტატა(დაპოსტვის დრო 14 February 2015 - 06:41 PM):


რავი, როგორ გითხრა.. :)/>

:)) :)) :)) თქვი ნუ გერიდება



იფიქრე,----------------------------
-----------მოემზადე,-------------
-------------------------იმოქმედე!

#5 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8585 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 16 February 2015 - 04:17 PM

გამოხმაურების ნახვაProessorს ციტატა(დაპოსტვის დრო 16 February 2015 - 12:12 PM):

:)) :)) :)) თქვი ნუ გერიდება
:D
"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#6 sergo12    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 1 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 18 February 2015 - 10:59 PM

სად ასწავლიან ბრეიქს ან ჰიპ ჰოპს თბილიში? :titebi:

#7 Amikosamadashvili    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 4 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 19 February 2015 - 12:52 AM

გამარჯობა, თბილისში რამოდენიმეგან ასწავლიან, მე ჩვენს სტუდია Next level-ს შემოგთავაზებთ :cool:
დეტალური ინფორმაცია შეგიძლია ჩვენს საიტზე იხილოთ

http://lvldance.ge/h...83%A1%E1%83%98/

#8 Amikosamadashvili    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 4 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 19 February 2015 - 01:34 AM

Shaten შენი დაჟინებული თხოვნით განვავრცობ პოსტს:)) მოკლედ ბრეიქინგი ანუ ბრეიქდანსი და იგივე ბიბოინგი, არის ჰიპ ჰოპ კულტურის ერთ ერთი მნიშვნელოვანი და ისტორიული ნაწილი რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ.
ახლა ორიოდე სიტყვა ჰიპ ჰოპზე:)

ჰიპ ჰოპის ისტორია, ცეკვა თუ კულტურა?

დასაწყისშივე შევთახმდეთ, რომ ჰიპ-ჰოპი არის კულტურა, ხოლო ცეკვის ეს სტილი მისი გამოხატვის ერთ-ერთი საშულებაა და როგორც წესი მას ჰიპ-ჰოპ მუსიკაზე ცეკვავენ. ეს არის ცეკვის სხვადასხვა მიმდინარეობების ნაზავი, რომლებსაც ცალ-ცალკე ყველას საკუთარი ისტორია აქვს, ხოლო სტარტი რაღაც დოზით მან ბრეიქინგიდან აიღო. არანაკლებ მნიშვნელოვანია მუსიკა, რაც გახდა ამ სტილის დაბადების და შემდგომი განვითარების მიზეზი. რაც უკან მივდივართ მით მეტი კითხვა ჩნდება, რასაც უფრო უკან მივყავართ! ასე რომ მოდი


მივყვეთ ქრონოლოგიურად. წარმოიდგინეთ 70-80-იანი წლების ახალგაზრდები, ნიუ იორკი, ბრონქსი, ლათინო-ამერიკელები, სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ემიგრანტები ათასი იდეებით და მიმართულებებით. დასაწყისისთვის შეიქმენა მუსიკა, რაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ. ინტერნეტში გავრცელებუილია სხვადასხვა ინფორმაცია ჰიპ-ჰოპის წარმოშობის და მისი შემდგომი განვითარების შესახებ, რაც უზუსტობას და გაურკვევლობას იწვევს, რადგან ეს უნიკალური მიმდინარეობა შეუზღუდავი და მრავაფეეროვანია, ამიტომაც ვითარდებოდა და ვითარდება იგი დღემდე ელვის სისწრაფით. ეგრეთ წოდებული OLD SCHOOL HIP HOP DANCE შედგება იმ სხვა ცეკვების ერთობლიობისგან, როგორებიც არიან Juzz, Rock’n roll, Popping, Breaking, Locking, Disco და სხვა მრავალი ცეკვის იმ სტილებით, რომლებიც 60–70 წლებში იყო პოპულარული. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მისი ფუძის და მისი ასეთი მრავალფეროვნების მიზეზი სწორედაც ის „Dance Party“-ები იყო, რომელმაც ერთმანეთში აურია და გაამდიდრა ცეკვის სხვადასხვა სტილით ჰიპ-ჰოპ კულტურა. ასეთი საღამოების მოწყობისა და ახალგაზრდების შეკრების მიზეზი გახლდათ ჰიპ-ჰოპ ცეკვის დაბადება. ერთმანეთზეა გადაჯაჭვული ამ კულტურის ყველასთვის კარგად ნაცნობი ეს ოთხი ნაწილი Mcing, Djing, Breaking და Graffity რომლებმაც ცალცალკე განვითარება ჰპოვა, დაბადა სხვა საინტერესო მიმართულებები და ხელოვნების უდიდესი ნაწილი გახდა. ერთი სიტყვით, ეს იყო ადგილი, სადაც იკრიბებოდნენ ახალგაზრდები ცეკვის გართობის და მხიარულების მიზნით. პარალელურად ვითარდებოდა მუსიკა, რაც სწრაფი და ენერგიული ხდებოდა იგი შესაბამის მოძრაობას და მანერას მოითხოვდა. სწორედ ამან განაპირობა და ერთმანეთში შეაზავა სხვადასხვა სტილის ცეკვები, იმიტომ რომ რეალურად ახალგაზრდები ცეკვავდნენ იმას ვინც რა იცოდა. ზოგი ბრეიქდანს და ზოგიც დისკოს. ზემოთ ხსენებული ცეკვის მიმდინარეობები უკვე არსებობდნენ მათ შორის ბრექდანსი. მოკლედ “Dance Party-ებზე ახალგაზრდები ცეკვავდნენ ყველაფერს, აკეთებდნენ ორიგინალურ და მუსიკის შესატყვის განსხვავებულ მოძრაობებს, ამიტომაც იწვევდა უფრო მეტ ინტერესს ამ უცხო ხილის მიმართ, რაც ხშირად შეჯიბრის სახეს იღებდა.
მოკლე მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო “რადიოტრონი”-ს ისტორია, რომელიც გრძელი და საინტერესოა. პირველად ეს კომპანია, როგორც ღამის კლუბი ისე გაიხსნა 1980 წელს და გახსნა ახალგზარდამ სახელწოდებით AJ, რომელიც Ice T- ს ახლო მეგობარი იყო. შემდეგ რაღაც მიზეზების გამო დაიკეტა და 1983 წელს ისევ გაიხსნა, როგორც ახალგაზდრული ცენტრი “რადიოტრონი”-ს სახელწოდებით, ლოს ანჯელესის მახლობლად. ეს უბრალდო ახალგაზრდების შეკრების ადგილი არ იყო. ეს იყო უსაფრთხო ადგილი მოცეკვავეებისთვის, ხაზს უსვამ უსაფრთხო, რათა საკუთარ საქმეზე ყოფილიყვნენ ორიენტირებულნი და ნეგატივისაგან გათავისუფლებულიყვნენ. იმ ნეგატივისგან რომელიც იმ დროს ცენტრალურ ქუჩებში მძინვარებდა კრიმინალის სახით. რადიოტრონში გაერთიანდნენ ბავშვები სხვადასხვა უბნიდან და სხვადასხვა ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას. ამ მოვლენამ დიდი წვილილი შეიტანა ჰიპ-ჰოპ კულტურის განვითარებაში. სულ მალე რადიოტრონი ჰიპ ჰოპ კულტურის კერა გახდა. აქ გადაიღეს ბევრი მუსიკალური კლიპი ისეთი პოპულარული სახელები, რომლებმაც ოლდ სქულის ისტორიაში თავისი სათქმელი თქვეს და რომლებიც რადიოტრონის სახელთან ასოცირდებიან. ესენი არიან Air Force Crew, Kurtis Blow, Ice -T, Dre, Shake City Rockers, Greg Mac, Egyptian Lover, Mr Freeze, Fresh, Chain Reaction, Don Camballock, Jurassic 5, Huey, New York City Breakers, Rocksteady, Tony Bazel, Pop n Taco, Fabulous Lockers, Boogaloo Shrimp, Baka Boys, Sway and Tech, Pop n Pete, Orko, Mr. Wiggles, Renegades, Style Elements, LA Breakers, Rockin Wizards, Project Blow and Michael Jackson Productions, მაგრამ აქ კიდევ მცირე რაოდენობით არის მოყვანილი ის სახელი და გვარები, რომლებიც რადიოტრონმა დაბადა.
მოკლედ, რომ ვთქვა ასე ერთმანეთში არევ დარევით მოაღწია ჩვენამდე ჰიპ-ჰოპ კულტურამ და ჰიპ ჰოპ ცეკვამ. ბოლოს ხაზი მინდა გავუსვა და გარკვევით დავწერ. დღეს ჰიპ-ჰოპი, როგორც კულტურა, ასევე ცეკვის ერთ-ერთი სტილია, რომელსაც თავისი წესები და ჩარჩოები აქვს. ნუ დავუძახებთ ყველაფერს ჰიპ ჰოპს! როგორც ერთი მაგარი კაცი იტყოდა: “მუსიკის ბიტში კედელზე თავით მიჯახება არ ნიშნავს ჰიპ ჰოპს”:) ჰიპ ჰოპ კულტურას ორი ეპოქა აქვს ეს არის ძველი და ახალი სკოლა. ზოგს ერთი მოსწონს ზოგს მეორე, მაგრამ ორივე ერთი დიდი ოჯახია. მე რომ მკითხოთ ძველი უნდა იცოდე და ახალი აკეთო:) რაც შეეხება სახელწოდება ჰიპ-ჰოპს მას ცალკე ისტორია აქვს და მოკლედ გეტყვით ჰიპ-ჰოპი უკვე არსებობდა, როდესაც 1974 წელს გამოჩნდა ტერმინი Hip-Hop და ამ ტერმინის ავტორად DJ LOVEBUG STARSKI ითვლება, უკეთ რომ მიხვდეთ მას ჰქონდა ცეკვის კლუბი, დისკოთეკა, JITTERBURG CITY რომლის მოსაწვევებზეც ეწერა “COME TO THE HIP HOP JAM THIS, OR THE BE BOP JAM THAT” ასევე აღსანიშნავია Afrika bambaataa, kool herc და grandmasters წვლილი ჰიპ ჰოპ კულტურის ისტორიაში, რომელსაც ასევე ცალკე ისტორია აქვს: )


#9 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8585 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 19 February 2015 - 10:12 AM

გამოხმაურების ნახვაAmikosamadashviliს ციტატა(დაპოსტვის დრო 19 February 2015 - 01:34 AM):

Shaten შენი დაჟინებული თხოვნით განვავრცობ პოსტს
ოჰ, დიდი მადლობა :D
"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი