კონტენტზე გადახტომა


ობიექტების თონის პურით მომარაგება


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 DisTurBeR    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 1 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 07 February 2015 - 08:30 PM

გამარჯობა

მოკლედ მაქვს 2 მოქმედი თონე რომლებიც ამ ეტაპზე ადგილზე მუშაობენ.

მინდა რომ როგორმე განვავითარო მცირე დანახარჯებით ან საერთოდ მის გარეშე.

ვეძებ პარტნიორებს (საბანკეტო დარბაზებს, რესტორნებს, სასადილოებს, სარიტუალო დარბაზებს, მარკეტებს და ა.შ.) ობიექტებს სადაც შეიძლება პურის გაყიდვა..

პურის მიტანა შესაძლებელია ადგილზე, ერთადერთი რაც იქნება საჭირო ფასის გაზრდა და მოხმარებაში გაშვება

პურის ხარისხზე თავს დავდებ გამომდინარე იქედან რომ: თონეებს სათავეში უდგას 30 წლის ცხობის გამოცდილების მქონე ხაბაზი. ვაწარმოებთ მაქსიმალურად ხარისხიან პროდუქტს, გამომდინარე თონის ბიზნესის დამახასიატებელი ნიშნიდან და ეს ნიშანია: გირჩევნია 10 ლარი დაგრჩეს ტომარაზე და 10 ტომარა გაყიდო ვიდრე 12 ლარი დაგრჩეს და გაყიდო 5.

წონა ამ ეტაპზე (გაზის გაძვირებამდე ) 500 გრამია (დამცხვარი და კარგად გამომშრალი პურის) და ფასი 60 თეთრი. ტრანსპორტირების ხარჯებს ვფარავ მე. თუ ვინმე თვითონ წაიღებს და შედარებით დიდი რაოდენობა ჭირდება (50 ცალამდე) შესაძლებელია 55 თეთრადაც მოლაპარაკება. წონის დარეგულირება შესაძლებელია პარტნიორის სურვილით რაც აისახება ფასზეც.

ცხვება შოთი (არა კახური) და ლავაში.

თონეები მდებარეობს 1)გორკის 40 ნომერში 2) დოლიძის და ხილიანის შემაერთებელ ქუჩაზე (ჯაბას კორპუსებთან)

ამ ეტაპზე დავუკავშირდი ბევრ რესტორანს და დარბაზს, დაინტერესება არის, მაგრამ არც ისე ბევრი.. ასევე გავაკეთე განცხადებები სხვადასხვა საიტზე.

მოკლედ თქვენი რჩევები და რეკომენდაციები მჭირდება მეგობრებო

მადლობა.





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი