კონტენტზე გადახტომა


რიალობა თუ ფანტაზიის ნაყოფი ?


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
7 პასუხი თემაში

#1 MEDIUM    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 9 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 July 2014 - 05:25 PM

"რელობაა თუ მოგონილი ამბავი?" ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არა მარტო რთული არამეტ ხშირად შეუძლებელიც არის..... ზოგიერთ ადამიანს არ აინტერესებს რა ხდება კოსმოსში? არსებობს თუ არა პარალელური სამყარო? არსებობენ დემონები თუ არა?

MEDIUM

#2 MEDIUM    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 9 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 July 2014 - 05:30 PM


ნეკრომანტია

ეს მოვლენა, რომელიც ძველი აღთქმიდან მოდის, სხვანაირად ცნობილია როგორც “სულების გამოძახება” , “მედიუმიზმი“. და მხოლოდ XIX საუკუნეში გაირკვა ყველაფერი,მაშინ მოდაში უცებ შემოვიდა სიტყვა “სპირიტიზმი”.
ნეკრომანტიის პირველი ხსენება შეგვიძლია ბიბლიაში ვიპოვოთ.იქ ნათქვამია, რომ ისრაელის მეფე საულმა,ფილისტიმელების შემოსევით შეშინებულმა,აენდორელი ჯადოქრის მეშვეობით წინასწარმეტყველი სამუილიის სული გამოიძახა,რათა მისთვის რჩევა ეთხოვა.განრისხებულმა სამუილმა, ასეთი არარელიგიური საქციელისთვის საულს უწინსწარმეტყველა დამარცხება და მოახლოებული სიკვდილი.სულების გამოძახების ტრადიცია კერპთაყვანისმცემლობიდან მოდის. კერძოდ, შუმერებს,სპარსელებს, და სხვა ხალხებს, დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა სულებთან და მათ გამოძახებასთან.
ძველ სლავებს და აფრიკის ტომებს, უფრო ბუნების სულებთან ჰქონდათ კონტაქტი: წყლის, ტყის, ცეცხლის. ქრისტიანობის მიღებამდე, დიდ პატივში ჰყავდათ მაგები, რომლებსაც შეეძლოთ ისეთი სულების გამოძახება, როგორებიც იყვნენ: პერუნი, ველესი,სტრიბოგი ან სემარგალი. ამ არსებებთან ურთიერთობა ძალიან სახიფათო იყო, წარმატებული კონტაქტის შემთხვევაში ღმერთები მსხვერპლს მოითხოვდნენ.ასეთი მსხვერპლი, როგორც წესი სუფთა (ბალახისმჭამელი) ცხოველები იყვნენ.

სიკვდილის შიშით
დროთა განმავლობასი ნეკრომანტიის ამ სახეობის გამო ძალიან ბევრ ადამიანს სდევნიდნენ. კეპრთაყვანისმცემლობა ქრისტიანობამ შეცვალა და ევროპაში გააღვივა ომი სპირიტუალიზმის წინააღმდეგ. ქრისტიანობის და ნეკრომანტიის ომის პიკი XVII საუკუნე იყო, იმის შემდეგ რაც 1604 წელს ინგლისში “ჯადოქრობის აქტი” მიიღეს. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაახლოებით ასი წელი ცეცხლზე წვავდნენ ჯადოქრებს.ხშირად ეს უდანაშაულო ხალხიც იყო.
ასე, 1657 წელს, ინგლისის ქალაქ დერბიში, მოყოლილია ვინმე ელიზაბეთ ბარკერზე, რომელიც 1 კვირა თავისი მეუღლის სხეულს სახლში ინახავდა. მეზობლებმა ის დაასმინეს და ეკლესიის სასამართლოს გადასცეს, სადაც მან შემდგომში წამების შემდეგ, აღიარა, რომ ცდილობდა მეუღლის სულის გამოძახებას. ის კოცონზე დაწვეს. და მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ მას შესაბამისი საღსრები არ ჰქონდა, რომ ქმარი დაეკრძალა.

პოპულარული საიდუმლო
ნეკრომანტიის ახალი ბუმი XIX საუკუნეზე მოვიდა, როდესაც ფრანგმა ალან კარდეკმა, რომელიც დაინტერესებული იყო პარანორმალური მოვკლენებით, ნეკრომანტიის საბუთების გაცნობის შემდეგ, ამ საიდუმლოს ახალი საფუძველი იპოვა.ითვლება, რომ ზუსტად კარდეკმა გამოიყენა პირველმა სპირიტული სეანსისთვის კარტის მრგვალი მაგიდა.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში სპირიტიზმით გართობამ ამერიკაში გადაინაცვლა, სადაც იყენებდნენ პოპულარულ ლამბაქს ზედ დახატული ისრით.
XX საუკუნეში მომხდარმა მოვლენებმა სპირიტიზმი უკანა პლანზე გადასწია. თუმცა ლაპარაკობენ, რომ ჰიტლერი, მუსოლინი და რუზველტი იყენებდნენ სულების გამოძახების ტექნიკას, თუმცა ამაზე ზუსტი ცნობები არ არსებობს. და მხოლოდ წინა საუკუნის 70იან წლებში ისევ გაღვივდა ნეკრომანტია.ის პოპულარული გახდა საფრანგეთის ახალგაზრდობაში, ამერიკაში და დიდ ბრიტანეთში. ნეოსპირიტუალიტები, თავისი წინაპრებისგან განსხვავებით, სეანსებზე ფსიქოტროპულ საშუალებებსაც იყენებდნენ.

სახიფათო ცდები
XX საუკუნის ბოლო მეოთხედში, მსოფლიოში სპირიტუალისტების დახურული საზოგადოებები მომრავლდა.სასულიერო პირებმა განგაში ატეხეს ამასთან დაკავშირებით. ისინი აცხადებდნენ, რომ სპირიტიზმი ბოროტი სულების ჩარევით ხდება, და ხშირ შემთხვევაში, მედიუმი, რომელსაც ჰგონია, რომ სულს ელაპარაკება, სინამდვილეში კონტაქტი აქვს დემონთან.
ამ კავშირთან საინტერესო ფაქტი გარდახდა ვინმე ელენას(გვარი გასაიდუმლოებულია). როდესაც იგი საფრანგეთიდან დაბრუნდა, სპირიტიზმით დაინტერესებულმა დაიწყო თავის მეგობრებთან რიტუალების ჩატარება. ერთ ასეთ რიტუალზე მას სული გამოეხმაურა, რომელიც ყველა მის კითხვას პასუხს სცემდა. გარკვეული დროის შემდეგ, ელენას სახლში უცნაური ხმები ისმოდა.მალე ქალს გამოცხადება დაუწყო მამაკაცის სულმა.რომელიც, ელენას თქმით მას ყველგან დასდევდა, ტრანსპორტში, სამსახურში, ქუჩაში, სახლში.
ნახევარი წლის შემდეგ კი ელენა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შიზოფრენიის დიაგნოზით.


#3 Sali...Bali    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპ
  • 297 წერილები:
  • Gender:Female
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 July 2014 - 08:02 PM

და პროფილის ფოტოდ დინ ვინჩესტერი დააკვდა ამ ყველაფერს :D

#4 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8594 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 03 July 2014 - 08:46 PM

გამოხმაურების ნახვაMEDIUMს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 July 2014 - 05:30 PM):

მალე ქალს გამოცხადება დაუწყო მამაკაცის სულმა
საინტერესოა, სულსაც გააჩნია სქესი ვითომ..? :007:
"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#5 aniani100    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 26 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 July 2014 - 10:03 PM

გამოხმაურების ნახვაShatenს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 July 2014 - 08:46 PM):

საინტერესოა, სულსაც გააჩნია სქესი ვითომ..? :007:
თუ არსებოს არ არის გამორიცხული:D:D სიმართლე რომ ვთქვა ეგეთი რაგაცეების არ მჯერა

#6 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8594 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 03 July 2014 - 10:06 PM

გამოხმაურების ნახვაaniani100ს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 July 2014 - 10:03 PM):

თუ არსებოს არ არის გამორიცხული :D:D სიმართლე რომ ვთქვა ეგეთი რაგაცეების არ მჯერა
არც მე, მაგრამ, რომც დავიჯერო... (დაუშვათ).., სქესის მქონე სულების დაჯერება მაინც გამიჭირდებოდა.... ისე ისლმაში მგონი კი ჯერათ... :D

გამოხმაურება რედაქტირებულია Shaten: 03 July 2014 - 10:07 PM

"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#7 aniani100    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 26 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 03 July 2014 - 10:08 PM

გამოხმაურების ნახვაShatenს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 July 2014 - 10:06 PM):

არც მე, მაგრამ, რომც დავიჯერო... (დაუშვათ).., სქესის მქონე სულების დაჯერება მაინც გამიჭირდებოდა.... ისე ისლმაში მგონი კი ჯერათ... :D
ადამიანი იმას თუ დაიჯერებს რომ სული არსებობს მაგასაც დაიჯერებს ჩემი საზრით :D

#8 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8594 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 03 July 2014 - 10:18 PM

გამოხმაურების ნახვაaniani100ს ციტატა(დაპოსტვის დრო 03 July 2014 - 10:08 PM):

ადამიანი იმას თუ დაიჯერებს რომ სული არსებობს მაგასაც დაიჯერებს ჩემი საზრით :D
არა, როგორ უნდა დაიჯეროს..?! ის სხეულს ეკუთვნის და... :D

გამოხმაურება რედაქტირებულია Shaten: 03 July 2014 - 10:18 PM

"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი